ჯიმ ჯარმუში “პატერსონის” და პოეზიის შესახებ

Jim-Jarmusch-poses-for-a-portrait-in-May-1996-in-New-York-City.-Photograph-Catherine-McGannGetty-Images-1132x620-678x381

ძნელია დაიკარგო, როცა ისიც არ იცი, სად მიდიხარ.

ამერიკული ინდი კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი ჯიმ ჯარმუში თავის ბოლო ფილმში პატერსონი გვიყვება ავტობუსის მძღოლისა და პოეტის, პატერსონის შესახებ, რომელიც ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქში, მეგობარ გოგონასა და ინგლისურ ბულდოგთან ერთად, საკმაოდ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს.

ინტერვიუში ჯარმუში სწორედ პატერსონის შესახებ მოგვითხრობს: როგორ შეარჩია ფილმისთვის მსახიობები, რა იყო მისი შთაგონების წყარო და რას ფიქრობს ამერიკულ ინდი კინოზე, რომლის კონტურებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იცვლებოდა. (more…)

პედრო ალმოდოვარი: რატომ არ იყო კომედიის ადგილი ჩემს ახალ ფილმში

pedro

 პედრო ალმოდოვარის ფილმები უმეტესად ფერებისა და ხარხარის ანარქიაა, მაგრამ თავის მეოცე მხატვრულ ფილმში სახელგანთქმულმა ესპანელმა რეჟისორმა უფრო ზომიერებას მიმართა. იმდენად, რომ გადაღებების დროს მოულოდნელად, ბუნებრივად წარმოქმნილი ხუმრობები და იუმორიც კი ამოჭრა ფილმიდან.

“ხულიეტა” არის ამბავი დედაზე, მის ქალიშვილსა და დანაშაულის გრძნობაზე, რომელიც არც ერთს არ აძლევს მოსვენებას. ფილმი გადაღებულია სამი პატარა მოთხრობის მიხედვით, რომლის ავტორიც ნობელიანტი მწერალი ქალი ელის მანროა. (more…)

ინგმარ ბერგმანი რეჟისორების შესახებ

Ingmar-Bergman-Persona

(ნაწყვეტი შვედურ ყოველდღიურ გაზეთში ( Sydsvenska Dagbladet ) გამოქვეყნებული ინტერვიუდან, სადაც ბერგმანს სხვადასხვა რეჟისორების შესახებ ეკითხებიან აზრს, ის კი თავისი ჩვეული, დაუნდობელი გულწრფელობით პასუხობს.) (more…)

ინტერვიუ ვიტორიო დე სიკასთან

cant8

დე სიკა:  როდესაც ფილმი „ბავშვები გვიყურებენ“ (I bambini ci guardano, 1944)  გამოვიდა ფაშისტური პერიოდი იყო, ჩვენს პატარა ქვეყანაში აბსურდი ტრიალებდა.  მაშინ მომთხოვეს, რომ წავსულიყავი ვენეციაში და მეხელმძღვანელა  ფაშისტური კინოსკოლისთვის. მე უარი ვთქვი, ასე რომ ეს ჩემი პატარა, უიღბლო ფილმი ისე გამოვიდა ეკრანებზე, რომ რეჟისორი ნახსენებიც არ იყო. (more…)

რამდენიმე ინტერვიუ ვიმ ვენდერსთან

wim-wenders-1

#1

ფრანჩესკო ძანოტ: ერთგან შენს წიგნში წერ: ფოტოგრაფია ეს კონკრეტულ მომენტში შექმნილი გამოსახულებაა, რომელიც გადაღებისთანავე დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. ერთხელ აღბეჭდილი ვეღარ რედაქტირდება. კინო პირიქით – ის უამრავი ფრაგმენტის სწრაფლ განვითარებაზე დგას და რეჟისორი თვითონ წყვეტს კონკრეტული სცენის ხანგრძლივობას. ის ერთგვარ დასასრულს წინასწარმეტყველებს, მაშინ, როცა გამოსახულება მარადიულობისკენ მიილტვის. იქნებ, სწორედ ეს არის ის რაც გადაღებისკენ გვიბიძგებს?! გამოსახულებისადმი უსასრულო მიზიდულობა, რომელიც მნახველს შენი მხრიდან მინიმალურ კონტროლსაა და შეუზღუდავ თავისუფლებას ანიჭებს… (more…)

პორტრეტი – მარლონ ბრანდო

e02fba70c2be6cf2_large

  •  მკვდარი ღორის გამოხედვა მაქვს.

  • ბავშვობაში ნორმალური ოჯახი მყავდა: მამა, დედა და ორი და, ფრენსისი და ჯოსლინი. ვგიჟდებოდი დედაჩემზე, მის სილამაზეზე, მომხიბვლელობასა და სიმსუბუქეზე. თუმცა, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დედა უფრო და უფრო იშვიათად იყო სახლში. ერთხელ კი ის ნასვამი დაბრუნდა, კატები საძინებელში შეიყვანა და ვალერიანის წვეთები დაალევინა. როცა მთვრალი კატები გარშემო შემოუწვენენ, ისეთი ნეტარი სახით დაიძინა, თითქოს საუკეთესო მეგორების გარემოცვაში იყო.

(more…)

ფედერიკო ფელინი “კაბირიას ღამეების” შესახებ

giulietta-masina-a-dona-de-noites-de-cabiria.html

    მარტოობის თემა და განმარტოებული ადამიანის დაკვირვება ყოველთვის ჩემი ინტერესის საგანი იყო. ბავშვობაშიც კი, არ შემეძლო არ შემემჩნია ისინი, ვინც განცალკევებულად მოჩანდა – ჩემი თავის ჩათვლით. ცხოვრებაშიც და ჩემს ფილმებშიც, ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი, საერთო ფონიდან ამოვარდნილი ადამიანები. უცნაურია, რომ, როგორც წესი, ყველაფრისგან მიტოვებულები ან ძალიან ჭკვიანები არიან, ან სულელები. განსხვავება იმაშია, რომ ჭკვიანები თავად ახდენენ იზოლირებას დანარჩენი სამყაროსგან, ხოლო ნაკლები ინტელექტის მქონენი, როგორც წესი, სხვების მიერ არიან გარიყულნი. (more…)

“ცხოვრება მშვენიერია” რობერტო ბენინი

benignifull-life-is-beautiful-screenshot

ბენინი ოსკარის შემდეგ („ცხოვრება მშვენიერია“)

“ნიკოლეტა იზიარებს ჩემს ექსპანსიურობას. ნიკოლეტა ჩემთვის ყველაფერია. გარდა იმისა, რომ ჩემი მუზაა, ძალიან ნიჭიერი მსახიობიცაა. მის გარეშე ვერ შეიქმნებოდა „ცხოვრება მშვენიერია“. ახლა, ამ წუთას, ძალიან მინდა ვიყო ვერგაიოში, ჩემს მშობლებთან. ვიცი, მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად ჩემს გულშემატკივრობაში გაათენეს. მათ გამოც ბედნიერი ვარ. “. (more…)

რობერტო ბენინი და “ღვთაებრივი კომედია”

11292010_10203087678513357_996224831_n

 “ბოლოსკენ მაყურებელს გული უჩუყდება, არა იმიტომ, რომ დანტე მოქმედებს მათზე, არამედ იმიტომ, რომ ისინი გულის სიღრმეში რაღაცას, აქამდე უცნობს აწყდებიან . ხორცთან ერთად სულიც საჭიროებს საზრდოს. საკვებად ხომ მხოლოდ საუკეთესოს ვირჩევთ? მაშინ, როცა ჩვენი სულსთვის მხოლოდ ნარჩენი, ნაგავიღა რჩება“. (more…)

ინტერვიუ ალეხანდრო ხოდოროვსკისთან

jodorowsky

ტრიესტეს “Science + Fiction festival” ერთაქტიანი დიალოგი ალეხანდრო ხოდოროვსკისთან

ვიცით, რომ „Dune“-ს განუხორციებლობით გამოწვეული იმედგაცრუების შემდეგ აღარ გადაგიღიათ ფილმი და ჩამოშრდით კიდევაც კინოს.. როგორც მაყურებელმაც შეწყვიტეთ კინოს ყურება? (more…)

პიტერ ბოგდანოვიჩის ინტერვიუ ალფრედ ჰიჩკოკთან

Alfred-Hitchcock

პ.ბ:  თქვენ არასდროს უყურებთ თქვენს ფილმებს ხალხთან ერთად.  მათ კივილს რომ ვერ უსმენთ, არ განაღვლებთ?

ა.ჰ: არა, მათი კივილის მოსმენა ფილმის გადაღების დროსაც შემიძლია.

-ფიქრობთ, რომ ამერიკული კინო კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანია კინოში?

-მსოფლიო მასშტაბით, კი. იმიტომ, რომ როცა ვაკეთებთ ფილმებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად მთელი მსოფლიოსთვის ვიღებთ კინოს – რადგან, ამერიკა სავსეა უცხოელებით, რომლებიც ერთ დიდ ქვაბში ერთად იხარშებიან, ამას კი სხვა საკითხთან მივყავართ. (more…)

ინტერვიუ ალეხანდრო ხოდოროვსკისთან

actor-alejandro-jodorowsky-ademas-archivo_ecmima20130424_0029_4

A.B. – ალეხანდრო, თუ გადავხედავთ იმას რასაც შენ დღეს აკეთებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი უფრო რენესანსის პერიოდის არტისტისთან გაახლოვებს, ვიდრე იმასთან, რასაც დღეს „კრეატიულობას“ ვეძახით. იმდენად, რამდენადაც შენ ერთროულად ხელოვნების სხვადაასხვა ჟანრში მოღვაწეობ:  მუშაობ კომიქსებზე , იღებ ფილმებს, დგამ სპექტაკლებს, წერ ლექსებს, რომანებს და აქვეყნებ ფილოსოფიურ ნაშრომებს…   

-ვფიქრობ, რომ დღევანდელი არტისტი მრავალმხრივ მიზანდასახული უნდა იყოს, ათასობით კურდღელსაც კი უნდა აედევნოს უკან. (more…)

ერიკ რომერი და ექვსი მორალური ზღაპარი

11068843_10206493974816948_2135115864_n

    ფორმისა და შინაარსის თანდმიმდევრულობის თვალსაზრისით, რომელიც მის ფილმებში გვხვდება, ერიკ რომერი უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია კინოს ისტორიაში. ისევე როგორც, იაპონელი იასუძირო ოზუს შემთხვევაში, როცა წუთებსა და წამებში, ფილმის დასაწყისშიც კი ნათელია ავტორის ვინაობა, თუმცა, არა იმიტომ, რომ მისი ვიზუალური სტილი, შესაძლოა, ოდნავ თვალში მოსახვედრია. ისევე როგორც ჰოვარდ ჰოკსი (ერთ-ერთი ჰოლივუდელი რეჟისორი, რომელზეც გიჟდებოდა რომერი 1950-იან და ადრეულ 60-იან წლებში, როცა ჟურნალ „კაიე დუ სინემას“ რედაქტორი და კრიტიკოსი იყო ), რომერიც ამჯობინებს, რომ ტექნიკა და ტექნოლოგია უხილავი იყოს თავის სურათებში. (more…)

ინტერვიუ ირანელ რეჟისორ ასგარ ფარჰადისთან

LR-12

“ნადერისა და სიმინის განქორწინება”

-როგორ გაჩნდა ფილმის იდეა?

-ბერლინში ვიმყოფებოდი და ერთ-ერთ სცენარზე ვმუშაობდი, რომლის მოქმედებაც სწორედ ამ ქალაქში იშლებოდა. ერთ საღამოსაც, ჩემი მეგობრის სახლში, უფრო ზუსტად სამზარეულოში შემომესმა ირანული საუბარი, მოულოდნელად კადრობრივმა მოგონებებმა დაიპყრო ჩემი გონება, რომელიც სულ სხვა ისტორიას ებმოდა. (more…)

მარგარეტა ფონ ტროტას რამდენიმე ინტერვიუ “ჰანნა არენდტის” შესახებ

Margarethe_von_Trotta

-თითქმის ყველა თქვენი ფილმი ეძღვნება ისტორიულად  მნიშვნელოვან პერსონაჟებს (როზა ლუქსემბურგი, ნეტარი ჰილდეგარდ ბინგენელი, დები ენსლინები).. რა მოგხიბლათ ჰანნა არენდტში.

-საკითხი დგას შემდეგნაირად: როგორ უნდა დააკვირდე და გადაიღო ფილმი  ქალზე, რომელიც მთელს ცხოვრებას  ფიქრსა და აზროვნებას უთმობს. ცხადია, მეშინოდა რამე არ შემშლოდა და სწორედ ამიტომაც, როზა ლუქსემბურგისგან განსხვავებით – ამ ფილმსა და პერსონაჟზე მუშაობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ორივე მათგანი ჭკვიანი და უნიკალურია, ორივეს შეუძლია სიყვარული და მეგობრობა, ორივე მოაზროვნეა და ორივე ორატორული ნიჭითაა დაჯილდოვებული. (more…)

მიქელანჯელო ანტონიონი – ჩემი ფილმი

Screenshot_1      წინამდებარე სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა გაზეთში  „L’humanité“ 1961 წლის 26 თებერვალს, ფილმის „ღამე“  (La notte) ფრანგული პრემიერის დროს.

    ამ ფილმის ისტორია ორი წლის წინ დაიწყო. დიდი ხნის წინათ, შევხვდი ერთ პროდუსერს, რომელთანაც მცირე მოლაპარაკება გავმართე ფილმ „წვეულების“ გადაღების თაობაზე. ფილმი გვიამბობდა ამბავზე, რომელიც ერთ-ერთ ბურჟუაზიულ სახლში წვეულების დროს მოხდა. რაღაც ამდაგვარ თავყრილობაზე ვიყავი ნამყოფი ცოტა ხნის წინ, სადაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იქ დანახულმა გარკვეულმა ეპიზოდებმა და პატარ-პატარა შემთხვევებმა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ეს იყო თითქოს ერთი შეხედვით პატარა ინციდენტები, მაგრამ მათში ჩართული პროტაგონისტებისთვის არც თუ ისე უმნიშვნელო. (more…)

ივან მაქსიმოვი – “ფეხებზემკიდიაობა” ჩვენი კულტურის ნაწილია

5b5e3d08c055bb2c230d3b6a88e11345672052

   შენ დაამთავრე „მფტი“ (მოსკოვის ფიზიკატექნიკური ინსტიტუტი). ტექნიკური განათლება გეხმარება თუ არა შემოქმედებით პროცესში, იგივე ნახატებისა და სიუჟეტის გაშლაში?

— მე ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მაქვს უფრო განვითარებული, რომელიც ჰუმანიტარულ საგნებს პასუხობს. შეიძლება ითქვას, რომ ვერ გამოვიცანი პირველი პროფესია. (more…)

ცხოვრება კინოში – როსელინი და ბერგმანი იტალიაში

rossellinibergman1_current

     1948 წელს, როდესაც ინგრიდ ბერგმანმა რობერტო როსელინის წერილი მისწერა და როლისთვის თავისი თავი შესთავაზა, როგორც „ერთი შვედი, ინგლისურად კარგად მოლაპარაკე მსახიობი ქალი“, ის უკვე ყველასათვის საყვარელი, წარმატებული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო ჰოლივუდში მისი ფილმების გამოსვლის შემდეგ, რამაც მას მოუტანა ოსკარის სამი ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, კერძოდ ფილმებმა: „კასაბლანკა“(1942), „ნოტარიუსი“(1946) და „გაზის სინათლე“(1944,რომლისთვისაც მიიღო კიდეც ოსკარი). როსელინიც, ასევე აღმავლობის მწვერვალზე იყო, ვინაიდან მისმა ფილმებმა ომის შემდგომი პერიოდის შესახებ – „რომი, ღია ქალაქი“(1945) და „პაიზა“(1946) – საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. სწორედ, იტალიური ნეორეალიზმის ამ შესანიშნავი ნიმუშების ხილვის შმდეგ გადაწყვიტა ბერგმანმა რომ როსელინის დაკავშირებოდა. (more…)

ვერნერ ჰერცოგი

Werner-Herzog-008

  • ყველანი ცდებით! (ბერლინის ფესტივალი, 1992 წელი. პასუხი ფილმის Lektionen in Fi”sternis კრიტიკაზე“.)
  • ყოველთვის მაინტრესებდა რითი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან „ფაქტი“ და „რეალობა“. მსმენია, რომ არსებობს  უფრო ღრმა რეალობა. ასეთი, პოეზიასთან მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი  რეალობა კინოშიცაა  და მას „ესთეტიკურ რეალობას“ ეძახიან. როცა შედევრს კითხულობ, მას მაშინვე, მთელი სხეულით გრძნობ.. აქ უკვე, განსაკუთრებულ, ღრმა ესთეტიკურ რეალობასთან გვაქვს საქმე. („Incident at Loch Ness, 2004) 

(more…)

სტენლი კუბრიკის წერილი ინგმარ ბერგმანს

stanley-kubrick

ძვირფასო, ინგმარ

     თქვენ, რა საკვირველია, საკმარისი აღიარება და წარმატება გხვდათ წილად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაძლოა, ჩემი ეს წერილი სრულიად ზედმეტია… მაგრამ,  რაც არ უნდა იყოს, მე, როგორც კოლეგამ, უნდა შეგაქოთ და გამოვთქვა ჩემი მადლიერება იმ არაამქვეყნიური და ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც თქვენი ფილმების სახით გაიღეთ სამყაროსთვის (შვედეთში არასდროს ვყოფილვარ და ამიტომაც, თქვენი თეატრალური შემოქმედების ნახვის სიამოვნება არ მქონია).

(more…)

ნანი მორეტი ფილმებზე “ვაჟის ოთახი” და “ჩვენ გვყავს პაპი”

chambre-du-fils-2001-11-g

“ვაჟის ოთახი”

-როდის და როგორ მომწიფდა ამ ფილმის იდეა?
-ამ ფილმზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. „ძვირფასო დღიუროს“-ს გამოსვლის დღიდან დავიწყე ჯგუფზე ფიქრი. ფილმის იდეა ორ რიფლექსიას ეყრდნობა, პირველი ის, რომ მსურდა მტკივნეულ თემას სერიოზულად მივდგომოდი. თან ამბავი ისე მომეყოლა, რომ განწყობა გადამდები და ემოციური ყოფილიყო. ჩემთვის რიტორიკულად ჟღერს ის, რომ ადამიანებს ტკივილი აერთიანებთ. ტკივილზე ყველა განსხვავებულად რეაგირებს და მას ყველა განსხვავებულად უმკლავდება, სწორედ ეს არის ის რაც ემართება ფილმის სამ პერსონაჟს და მთლიანად ოჯახს. (more…)

ოთარ იოსელიანი ჟან ვიგოსა და „ატალანტაზე“

Otar Iosseliani-3

        ვფიქრობ, რომ საფრანგეთში ეკრანებზე გამოსულ “ატალანტა”-ს ვერსიაში, არასდროს მინახავს ის პირველი სცენა, სადაც ახალდაქორწინებულები თივის ზვინებს შორის მისეირნობენ. ისინი გამოდიან ეკლესიიდან  სხვა დანარჩენებთან ერთად და პატარა ნავისკენ მიდიან. ნეფე ერთ-ერთ ზვინს ეჯახება და დარეტიანებული და დაბნეული ამ ზვინის გარშემო იწყებს სიარულს. ეს ფრანგულ ვერსიაში არ ყოფილა. ვფიქრობ, რაღაც ცვლილებები იყო, რომელიც მე არ გამომრჩენია, რადგანაც მთელი ფილმი მახსოვს თითქმის ზეპირად. დარწმუნებული არ ვარ, შეიტანეს თუ არა საბოლოო ვერსიაში ის სცენა, როდესაც მიშელ სიმონი ფირფიტებს უცვლის ვიღაც ტიპს, რომელსაც რასპუტინი ქვია. საინტერესოა, რომ ფილმის ოპერატორი რუსი იყო. ძიგა ვერტოვის ძმა – ბორის კაუფმანი. (more…)

ბარის საერთაშორისო კინოფესტივალიდან…

m

კინო ლექცია – მაიკლ რედფორდი

მასიმო ტროიზი

“ჩემს პირველ ფილმში „Another Time Another Place  ვყვებოდი სამ იტალიელზე, რომლებიც შოტლანდიის ომის დროს ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ერთი გახლდათ ტოსკანელი, მეორე რომაელი და მესამე – ნეაპოლელი. ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ნეაპოლში მოღვაწეობდა ერთი ძალიან ნიჭიერი მსახიობი – მასიმო ტროიზი. (more…)

ნანი მორეტი: „ძვირფასო დღიურო“

nanni

     “ნანი მორეტი ფონტინასებრია (ფონტინა – პიემონტური ყველი) რაც უფრო ბერდება, მით უფრო კარგი ხდება“ – ლუჩიანა ლიტიცეტომ საკუთარ თავს მსგავსი პარალელის გავლების უფლება მისცა  Che tempo che fa“- 2011 წლის გადაცემაში.  მართლაც, რომაელი მსახიობი და რეჟისორი თავისი 60 წლის იუბილეს (დაიბადა 1953 წლის 19 აგვისტოს) დიდებულ ფორმაში ხვდება, ის ახალგაზრდობის ასაკთან შედარებით უფრო მომხიბვლელიცაა, ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა მისთვის დამახასიათებელი იყო ხშირი, ბუჩქისებრი თმები, ულვაშებიანი, გამხმარი სახე. დღევანდელი ნანი მორეტი ელეგანტურ სმოკინგში წარმოგვიდგება, მას თავისი ჭაღარაშერეული, გრუზა თმა და მუდამ გაბურძგვნილი წვერი 10 წლით აახალგაზრდავებს და 70-იანი წლების მომხიბვლელობას სძენს. (more…)

აბას ქიაროსტამი – ალუბლის გემო

tumblr_mjuhsliXxd1qcnueyo1_500

   აბას ქიაროსტამის სამყაროში, შეიძლება ითქვას, კონკრეტული ობიექტები არ არსებობს, მხოლოდ კავშირები ობიექტებს შორის. ასევე, მის კინოში: ცალკე აღებული ფილმები კი არ გვხვდება,  არამედ ურთიერთკავშირები მის ფილმებს შორის, და მათსა და ჩვენს შორის.

   ყველაზე სახელგანთქმულმა დიდ ირანელ რეჟისორებს შორის, აბას ქიაროსტამიმ თავისი საერთაშორისო ავტორიტეტი კოკერის მიდამოებში, ირანის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე სოფელში  გადაღებული ტრილოგიით მოიპოვა: (more…)

ჟაკ ტატი – გართობა და თამაში მისიე ულოსთან ერთად

tatisculpture

    თუ თქვენ ჟაკ ტატის განუცხადებდით, რომ მისი ფრენა გადაიდო, გიპასუხებდათ, შესანიშნავია – და ჩამოჯდებოდა, მისი აზრით , „წლის საუკეთესო ფილმის“ სანახავად: ეს იყო ხალხის ავლა–ჩავლა. დაკვირვების მეშვეობით ის აგროვებდა ყველა იმ მასალას, რომელიც იმ ოთხი ფილმისთვის სჭირდებოდა, თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში რომ ქმნიდა. ტატის მოსწონდა თავის თავს „კინოს დონ კიხოტს“ რომ უწოდებდა, რომელიც მისი იდეალისტური ბუნების, ფანტაზიის უნარისა და კეთილშობილების შერწყმას უსვამდა ხაზს. მისიე ულოს მომხიბვლელი, მორიდებული კომიკური პერსონაჟი ისაა, ვისთანაც ყველაზე ხშირად და კეთილგანწყობით ასოცირდება. (more…)

დოგმა 95

dogme95-manifesto-presentation

დოგმა 95 ეს არის კინომატოგრაფთა ჯგუფი, რომელიც დაფუძნდა კოპენჰაგენში, 1995 წლის გაზაფხულზე.

მისი მთავარი მიზანია – წინააღმდეგობა გაუწიოს თანამედროვე კინო მიმდინარეობებს.

დოგმა 95 ეს გადარჩენის მოძრაობაა! (more…)

აკირა კუროსავას წერილი ინგმარ ბერგმანს

akira-kurosawa-100th

ძვირფასო, ინგმარ

ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ სამოცდაათი წლის იუბილე.

თქვენი ნამუშევრები ყოველთვის ძლიერ მოქმედებს ჩემს გრძნობებზე, სწორედ თქვენი სურათები იყო ჩემთვის სტიმულის მომცემი და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მინდა, კიდევ დიდ ხანს იყოთ ჯანმრთელად, რომ კიდევ შექმნათ  ჩვენთვის მშვენიერი ფილმები. (more…)