“ღამის პორტიე” (ლილიანა კავანი)

mhm

     ლილიანა კავანის 1974 წელს გადაღებულ ფილმს – „ღამის პორტიე“ იმდროინდელ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ფილმი საკმაოდ სკანდალური გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად რეჟისორი თვლის – მისი სურათი სიყვარულის ისტორიას აღწერს, ის მაყურებელში  განსხვავებულ ემოციებსა და გრძნობებს აღძრავს.  ფილმის პერსონაჟები იმსახურებენ როგორც სიბრალულს , ისე ზიზღს.      თუმცა, კავანი საინტერესოდ შლის გმირების ხასიათსა და ვნებებს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ცალსახად კი არ შევაფასოთ ისინი, როგორც მხოლოდ სადო–მაზოხისტურ ლტოლვას  აყოლილი ადამიანები, არამედ ვეძებოთ უფრო ღრმა სარჩული ამ ყველაფრისა, მაგალითად გარკვეული იდეოლოგია როგორ ამახინჯებს ადამიანის ფსიქიკას და ხშირ შემთხვევაში, რა უსუსურები ვართ ჩვენ მათ წინაშე. ან დავარქვათ მათ ურთიერთობას სიყვარული – რომელიც ნებისმიერ საზოგადოებასა და იდეოლოგიურ პირობებში შეიძლება გამოვლინდეს. 

        დირკ ბოგარდის გმირი , რომელიც ერთ–ერთი  საკონცენტრაციო  ბანაკის ყოფილი ჯალათია, ცდილობს დამალოს თავისი წარსული და სასტუმროში ღამის პორტიედ მუშაობს.  იგი შემთხვევით შეხვდება თავის  მსხვერპლს, შარლოტა რემპლინგის გმირს – ლუჩიას, რომელიც ამ სასტუმროს ქმართან ერთად ეწვევა.  ბუნებრივია, თავდაპირველად ლუჩიას შიში და ძრწოლა აიტანს, ახსენდება თავისი წარსული. თუმცა, მის გონებაში ბანაკის კადრების მონაცვლეობასთან ერთად, ქალი თითქოს უფრო „თამამდება“  და მის სიძულვისა და ზიზღს ჯალათისადმი გაურკვეველი გრძნობებიც ერევა. ოპერის სცენა, რომელიც, ერთ–ერთი საუკეთესო ეპიზოდია ფილმისა, კარგად ცხადყოფს ამას. მზერებით თამაში და თვალის გასწორება ჯალათითვის, ალბათ შესაძლებელია გარკვეულ „ნაბიჯად“ ჩაითვალოს მისი მხრიდან. ასე ვთქვათ, შიშის გადალახვად და უკვე სხვა სურვილებისა და ვნებების გაჩენად აღიქმებოდეს. მაქსიმილიანი, ბოგარდის გმირიც, იგივენაირ ემოციას აღძრავს მაყურებელში და ისინი საერთო სურვილით ერთიანდებიან. ეს სცენა შეიძლება მივიჩნიოთ გარკვეულ მესიჯად დაკვირვებული მაყურებლისთვის და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მომდევნო სცენებში შარლოტა მისგან გაქცევას ცდილობს, მაინც იკითხება, რომ ლტოლვა  საკმაოდ ძლიერია და ასე ადვილად თავს ვერ დააღწევს მას.  ასეც ხდება, როცა მოძალადე და მსხვერპლი ერთმანეთს კოცნიან. 

4012063127_0f98ba4e03

     ამ შემთხვევაში, ძირითადი აქცენტი ქალ პერსონაჟზეა დასმული, რადგან საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლი და მისი ფსიქოლოგია უფრო საინტერესოა, ვიდრე ჯალათისა. ზემოთ, „ყოფილი ჯალათია“  ნახსენები, თუმცა ასეთები ალბათ არ არსებობენ. მსხვერპლი კი თურმე მუდმივად შეიძლება დარჩეს მსხვერპლის როლში, მაშინაც კი, როცა აქვს იმის საშუალება , თავი აარიდოს და გაექცეს მინიმუმ ფიზიკურ ტკივილს მაინც. ფილმის გმირსაც შეეძლო ასე მოქცეულიყო, თუმცა სექსუალურ ლტოლვაში გადაიზრდება სურვილი მსხვერპლად ყოფნისა და აქ იბადება სადო–მაზოხიზმი. ხოლო ჯალათის შემთხვევაში, უფრო „ბუნებრივი“ მდგომარეობაა და მისი „პატარა გოგონა“  წამების ობიექტიც ბუნებრივადაა. ორივეს მოსწონს თავიანთი ყოფა და კავანიმ მას სიყვარული დაარქვა. თავად ამ სიტყვის მნიშვნელობის აუხსნელობიდან გამომდინარე, ალბათ არაა ძნელი მრავალნაირ ურთიერთობას შეუსაბამო.  სიყვარული კი, თითქოს არ ჩანს ფილმის არც ერთ დეტალში, გაყინულია ყველაფერი. ასეთი ემოციური ფონის  მიუხედავად, ვნებისა და ლტოლვის იქით თითქოს არაფერია, სიცარიელეა. 

         კავანის ფინალური გადაწყვეტა ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის  მის ნათქვამთან, რომ ფილმში მან გვაჩვენა სიყვარული, უბრალოდ განსხვავებული კუთხით.  დასკვნით ეპიზოდში მთავარი გმირების უსულო გვამების ყურება, თითქოს არანაირ ემოციას და თანაგრძნობას არ იწვევს მაყურებელში. იმ პროტესტს, რომელიც ფილმის ყურების განმავლობაში არსებობდა, ვერ ანელებს ვერც თავად სიკვდილი. საინტერესოა, მაყურებელია ცივი და უემოციო, თუ თავად კავანისეული სიყვარული.

ნინო   დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s