ბასტერ კიტონი

tumblr_mjbez53Arf1rghe4wo1_1280

        უხმო კინოს კომიკოსებიდან ბასტერ კიტონი თავისი ხასიათით, შესრულების მანერითა და ინდივიდუალურობით გამორჩეული მოვლენაა. უიღბლო კომიკოსების ოჯახში დაბადებული კიტონი, ცხოვრებაშიც ისეთივე პერსონაჯი იყო, როგორც ეკრანზე. სკოლაში სულ ერთი დღე უვლია, სწავლა და ყოველდღიური რუტინა არ აინტერესებდა, ხის მასალასთან უყვარდა მუშაობა და დურგლობაზე ოცნებობდა. ხეზე მუშაობისას თითი ისე დაიზიანა, მოკვეთეს,კიბეებიდანაც გორდებოდა და მოკლედ ათას ხიფათში ეხვეოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, არასდროს იწყენდა, ტირილიც არ უყვარდა. თავადვე იხსენებდა, რომ ეს „ქვის სახე“ (stone face), რომელიც მომავალში მისი სავიზიტო ბარათი გახდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩინა. მშობლებთან ერთად ვოდოვილებში გამოსვლისას, მამამისი რაღაცაზე გაჯავრებია და მის ჯინაზე  სწორედ ასეთი (ქვის) სახით გამოსულა სცენაზე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მაყურებელს ამ სერიზულ სახეზე უფრო ეცინებოდა, ვიდრე ტრადიციულ, ჩვეულებრივ კლოუნის მიმიკებზე, როგორც წინათ გამოდიოდა. სწორედ ბავშვობიდანვე იპოვა თავისი ნიღაბი, სადაც ყველაზე კარგად ჩანდა ხასიათი. მისი პერსონაჟების გამორჩეულობა იმაშია,რომ თითქმის არასდროს წუწუნებს, იღებს გარემოს ისეთ, როგორიც ის არის, გამოხატავს წმინდა ფიზიკურ რეაქციებს და აგრძელებს მოძრაობას. ჩაპლინთან შედარებით ნაკლებად რომანტიული პერსონაჟია, ცივიც კი,  და სწორედ ამ „ქვის სახის“ მიღმა , უბრალო შეკრთომებით თუ ნაბიჯის გადადგმით, ყველაზე კარგად, უფრო ღრმად  ჩანს ხასიათი და უფრო ძლიერად სევდაც. თვითონ ტიპაჟი ძალიან სარკასტულია ერთი შეხედვით, გაუცინრობაც რობოტულს ხდის, მაგრამ როგორც კი მოქმედებაში ვხედავთ, ამ გაყინული ტიპაჟის მიღმა ჩანს როგორი მგრძნობიარე, კეთილი და ბუნებრივია. როგორც აღვნიშნეთ, კიტონი თავის პერსონაჟებს ძალიან ჰგავდა. გარდა იმისა, რომ საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, უაღრესად დაბნეული ადამიანი იყო. შვილების სახელები ერეოდა, ადამიანების დამახსოვრება უჭირდა, კონცენტრაციასაც ვერ ახერხებდა, რომ ფურცელზე ჩამოეყალიბებინა კინოსცენარი, ამიტომაც ყოველთვის ზეპირად, თითქოს ინსტინქტებით  მუშაობდა.

        ბასტერ კიტონი ფილმების ავტორიც და სცენარისტიც თავადვე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მარცხიც მოდიოდა, არც დუბლიორები აუყვანია ტრიუკების შესასრულებლად. მან უხმო კინოს ძალიან ძვირფასი და საინტერესო ნამუშევრები დაუტოვა, როგორიცაა „ნავიგატორი“ , „შერლოკი“ , „გენერალი“ და კიდევ ბევრი სხვა სრული თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი.  კიტონმა უხმო კინოში კი იპოვა თავი, თუმცა მომავლის – ხმოვან კინოს მან ვერ გაუგო და ჩაპლინისგან განსხვავებით ვეღარ რეალიზდა. მეგობრული ჟესტი იყო ჩაპლინის მხრიდან 1952 წელს უკვე ასაკში შესული კიტონის როლზე მიწვევა ფილმში „რამპის ჩირაღდნები“.

 

ნინო   დოლიაშვილი

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s