ოთარ იოსელიანი

      preview

       მსხვილი ხედი  – კინოს სირცხვილია, მე მას არ ვიყენებ. მსხვილი ხედი  – ეს უკვე ამბავია მსახიობზე, კონკრეტულ ადამიანზე. რა შუაში აქ კინო?

     მე და ჩემი მეგობრები ვსხედვართ ჩვენთვის მშვიდად, ვსვამთ. ერთმანეთისთვის განსაკუთრებული არაფერი გვაქვს სათქმელი, იმიტომ  , რომ უკვე დიდი ხანია ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, და ისედაც , ძალიან სიტყვაძუნწები ვართ.  მაგრამ, თუკი მაგიდასთან ვიღაც ნაბიჭვარი ზის, ჯიუტად ვდუმვართ, სიტყვასაც კი არ ვძრავთ. ვფიქრობ, რომ სიფათის გალამაზებას აზრი არ აქვს.

   დღესდღეობით ყველა პერსონაჟი გამოგონილია, მათ პროტოტიპები არ ჰყავთ.  გინახავთ ცხოვრებაში ჯეიმს ბონდი, ან ინდიანა ჯონსი? დახეტიალობენ  ფილმიდან ფილმში ეს რემინისცენციები ანტიკური მითებისა ოდისევსსა და ჰერაკლეზე. ერთი ყველას წინააღმდეგ, სადაც ყოველთვის იმარჯვებენ, სიკეთე ამარცხებს ბოროტებას – კომერციულად ყოველთვის მომგებიანი ფორმულაა. და ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე, იღებდნენ დე სიკა, დე სანტისი, ჩემი მეგობარი ჟაკ ტატი. საავტორო კინო – ესაა, როცა მოულოდნელად გეწვევა  ასეთი სიხარული: უცბად ხედავ, რომ შენც ისე ფიქრობ, როგორც ვიღაც ტიპი ფილმიდან.

    ის პარიზი, რომელზეც მე ვიღებ, დიდი ხანია აღარ არსებობს. შეიძლება , არც არასდროს არსებობდა – როგორც დანელიას მოსკოვი – ფილმში „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“. შესაძლებელია, ჩვენ დავასახლეთ ქალაქი იმგვარად, როგორც ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს და ცხოვრებას და ისინი მხოლოდ ჩვენს სულში არიან. მოსკოვი და თბილისი დაცარიელდა, პარიზიც – უკვე რა ხანია, მაგრამ მათი ნიმუშები შენარჩუნებულია ჩვენში მემკვიდრეობით, მოგონებების სახით, რომელსაც გარკვეული ღირებულება აქვს და შესაძლებელია გასცე.

   ნამდვილი პარიზი სხვაა:  ყოველი ცოცხალი სული იგვემება და იტანჯება, და ძირითადად, იტანჯება მარტოობით. ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი,  გახდე ვინმეს მეგობარი ამ ქალაქში.  ჩვენ , ქართველებს , ეს შეგვიძლია, ეს ჩვენი პროფესიაა.

   თუ შენ ეკუთვნი გარკვეულ კატეგორიას ადამიანებისას, რომლებსაც ყოველთვის ჰფარველობენ, ეს ნიშნავს , რომ შენ მათთან ყოველთვის დავალებული ხარ, ნიშნავს , რომ მათი მონა ხარ. ასე ცხოვრება ადვილია, მაგრამ არ შეიძლება. გიმძიმდეს, გაგიჭირდეს, მაგრამ იცხოვრე შენით. 

     კინო შეიძლება იყოს მხოლოდ საავტორო და სხვა არანაირი. დანარჩენი ყველაფერი კინო არაა, სამაგიეროდ ძალიან კარგად იყიდება, და ეს კარგია. საფრანგეთში რაც უფრო მეტი ბლოკბასტერი გაიყიდება, მით მეტი ფული ექნება კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს საავტორო კინოსთვის.

     დაფასება იმ სამუშაოსთვის, რაც გაწიე,  მოულოდნელად მოდის. და მადლობა ღმერთს. მხოლოდ ფულისთვის არაფერი უნდა გააკეთო, თითიც კი არ უნდა გაანძრიო.    

   ნებისმიერი ნორმალური ქალი ყველა დანარჩენს აღიქვამს სუსტებად. არის ასეთი ცნება: ლამაზი ქალების ფსიქოლოგია. რას იტყვის სარკე პასუხად? ეს თვითმოყვარეობაა,ეგოიზმი, რომელიც ქალისთვის არაა დამახასიათებელი. ქალის არსებობს რაინდული მოქმედებებისთვის, იმისთვის რომ დაიცვას სუსტი. ესაა ნამდვილი რაინდი.

     დღევანდელი გმირი დედა ტერეზა არ არის. ვფიქრობ, თავად თვლიდა , რომ მას უბრალოდ უნდა შეესრულებინა ასეთი ფუნქცია. და არც დისიდენტები არიან  გმირები. გმირობა დღესდღეობით მდგომარეობს იმაში, რომ დარჩე ის ვინც ხარ. „შემოდგომის ბაღები“  ალბათ ამაზეა.

     საქართველოში არ ამბობენ  სიტყვა „გველს“.  „უხსენებელს“ ეძახიან. როდესაც კახეთში საუბრობენ ლენინის განკარგულებებზე  – ისინი ძალიან სერიოზული გლეხები არიან, ყველა განკარგულება იციან, – მასზე ამბობენ: „ის, ვინც მიწამ არ მიიღო“. სისხლისმწყურველი იყო ადამიანი და ჩვენ ეს გვახსოვს, ხოლო პუტინს ეს არ ახსოვს:  რაღაც გრძნობებიც აქვს მის მიმართ.

    საქართველოში არ უყვირიან ნასვამ ქმრებს – უვლიან და აძინებენ.

    ძალიან მაღიზიანებს როცა კინოში ბევრს ლაპარაკობენ. ფრანგულ კინოში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ეს დაკავშირებულია „კომედი ფრანციზის“ ტრადიციებთან, მოლიერთან, თეატრის ტრადიციის კინემატოგრაფში გადმოტანასთან. კინო უსიტყვოდ გასაგები უნდა იყოს. იმიტომ , რომ ცირკია. მე მჭირდება მხოლოდ მუსიკა და მოქმედება: ჟესტები, მზერები, ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება, კამერასთან დამოკიდებულება.

    არის ერთი ფენომენი თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში – სერგეი დოვლატოვი.  უცბად, ისეთ რამეზე ყვება, რაზეც მხოლოდ ვფიქრობთ ან ვცხოვრობთ. და ჩვენ ყველა , უთუოდ , ვფიქრობთ ერთსა და იმავეს: რომ ყელშია უკვე ყველაფერი.

თარგმ.   ნინო   დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s