ჯიმ ჯარმუში

 

  the-films-of-jim-jarmusch-a-retrospective-600x300  

    ყოველთვის მინდოდა გადამეღო იაპონური ფილმი, თუმცა ცხადია გარემოებებმა ხელი შემიშალა.

      ბავშვობაში დედამ წამიყვანა კინოთეატრში სადაც აჩვენებდნენ „გიგანტური მონსტრი კიბორჩხალას თავდასხმას“ , „მწვანე ლორწოს“ და „მხეცს შავი ლაგუნადან“. ეს ფილმები ძალიან მომეწონა. 17 წლისა წავედი ოჰაიოდან, აღმოვჩნდი ნიუ–იორკში და აღმოვაჩინე, რომ მონსტრები ყველა ფილმში არ იყვნენ.  ეს გახდა ჩემთვის ჭეშმარიტი  შთაგონება.

   ადამიანები ხშირად ფიქრობენ იმაზე, რაც მოდაშია. ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.  ყველაფერი, რაც მოდური ხდება, ნებისმიერ შემთხვევაში მოდის წარსულიდან.

    ჟან–კლოდ ვანდამს, სტივენ სიგალს და დოლფ ლუნდგრენს შორის მე ვირჩევ დოლფს.  იგი რობოტს გავს და სულაც არ თამაშობს ისე, თითქოს მისი გმირი რაიმე მორალური დილემის წინაშე იდგეს.

    დამოუკიდებლობის გაგება – ფარდობითია.  შენ ვერ იქნები დამოუკიდებელი, თუ ფილმს შენი საკუთარი სახსრებით არ იღებ, ასე კი არც ერთი ჭკუათმყოფელი არ აკეთებს.

    ჩვენ  წავახდინეთ ჩვენი პლანეტა სიხარბით. უკვე ცოტა არ იყოს გვიანია, რამე ვუშველოთ მას, ამიტომ საჭიროდ  მეჩვენება ყველაზე უბრალო რამეები, ისეთი როგორიცაა საუბრები, ვინმესთან ერთად გასეირნება, ან გაგება, საით მიცურავენ ღრუბლები.

   კინოში პაუზა სიტყვებზე მნიშვნელოვანია, წუთიერი სიჩუმე – დიალოგებზე. იმიტომ, რომ ცხოვრებაშიც ასეა.

    მომწონს, ტარანტინო როგორც ამუშავებს თავის ფილმებს. მაგრამ საუნდტრეკები საშინელებაა. ეს ტარანტინომდე დაიწყო ამ მიდგომით:  მოდი, ვიყიდოთ რაღაც პაპსა სიმღერა სადმე და ჩავსვათ ფილმში.

   მიყვარს ქალები. მხოლოდ კაცების კამპანიაში თავს შეზღუდულად ვგრძნობ.

  ერთხელ რობერტოსთან (ბენინი) ერთად წავედი მუშათა სადილზე, რომში. გრძელი მაგიდები იდგა და ყველა ერთად შემომსხდარიყო.  ჩვენც ვისადილეთ ამ ლურჯკომბინიზონიან ხალხთან ერთად. რობერტო საუბრობდა მათთან დანტეზე, არიოსტოზე და მე–15 საუკუნის იტალიელ პოეტებზე. აბა გაემგზავრეთ იმ დაწყევლილ ვაიომინგში , შედით ბარში და ახსენეთ სიტყვა „პოეზია“, – უკანალში იარაღს გაგირჭობენ.

    განათლება – 95% დროის კარგვაა და მხოლოდ 5%  ის , რაც ნამდვილად საჭიროა.

   არ მაინტერესებს ქვეყნების დაყოფა მათი ნაციონალურობის თუ ისტორიით მიხედვით. თავიდან იყვნენ ბიტნიკები, მერე ჰიპები, პანკები და ა.შ – ეს უბრალოდ ტალღებია. თუ ზემოდან გადმოხედავთ, ვერც შეამჩნევთ, რადგან ერთი ოკეანის ნაწილია. ისინი გამუდმებიდ მიდი–მოდიან, კვეთენ  და ზემოქმედებას ახდენენ ერთმანეთზე.

    მე გულწრფელად მეზიზღება კინო, რომელიც – ნებით თუ უნებლიედ – გვარწმუნებს, რომ კაპიტალიზმი, რასიზმი, სიხარბე, წარმატების ფორმულა, ქრისტიანობა, ოჯახი, როგორც მომხმარებლური ინსტიტუტი –  ეს ყველაფერი ბუნებრივია. ვთვლი, რომ ასეთი ფილმები სახიფათოა.

   წარმოიდგინეთ თავი მომავალში, როცა ადამიანები ჩამოდიან აღმოსავლეთიდან, რომ გაიცნონ ჩვენი კულტურა, ამერიკული იმპერიის დასასრულის შემდეგ – რომელიც არც ისე შორსაა. ისინი ივლიან როკ–ვარსკვლავებისა და კინო–ვარსკვლავების სახლებში. სულ ესაა, რასაც ჩვენი კულტურა წარმოადგენს.

თარგმ.  ნინო  დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s