ანჯეი ვაიდა

Andrzej-Wajda-feature    

    პოლონელი, თეატრის და კინოს რეჟისორი და სცენარისტი. დაიბადა 1926 წლის 26 მარტს სუვალკიში. სწავლობდა ფერწერას კრაკოვში სამხატვრო აკადემიაში. 1954 წელს დაამთავრა ლოძის სახელმწიფო უმაღლესი კინოსკოლა. სწავლის პერიოდში, გადაიღო მხატვრული კინოეტიუდები “როცა გძინავს” და “ბოროტების ბიჭი” და დოკუმენტური ფილმის “ილზეცკური კერამიკა.” იყო სადიპლომო სტუდენტური ფილმის “სამი ამბავის” სცენარისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1953 წ.) 1954 წელს მუშაობდა  რეჟისორის ასისტენტად ფილმზე “ხუთნი ბარსკის ქუჩიდან” (რეჟისორი ა. ფორდი). 1972-1983 წლებში იკავებდა შემოქმედებითი კინოგაერთიანება “X”-ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას. სახელი გაითქვა როგორც თეატრის რეჟისორიმა 1989-1991 წლებში, როდესაც მუშაობდა თეატრი “პოვშეხნის” სამხატვრო ხელმძღვანელად.

      აქტიური საზოგადო მოღვაწე: პოლონეთის კინემატოგრაფისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (1978-1982) პოლონეთის სადიკსუსიო კინოკლუბების ფედერაციის თავმჯდომარე (1978-1981), ხოლო 1989 წელს ვაიდა აირჩიეს პოლონეთის უმაღლესი სეიმის წევრად. მრავალი საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის მიიღო საფრანგეთის აკადემიის პრიზი “ცეზარი”, ევროპული კინოს პრიზი “ფელიქსი”, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო “ოსკარი” (2000) პრიზი მსოფლიო კინოში შეტანილი წვლილისთვის და ა.შ.

      მისი დებიუტი მხატვრულ კინემატოგრაფში შედდგა 1954 წელს ფილმით “თაობა”, რომელიც მოგვითხრობს იატაკქვეშად მოქმედი ახალგაზრდების ჯგუფის ბედზე, რომლებიც ნაცისტ ოკუპანტებს ებრძვიან. ფილმმა რეჟისორს ფართო პოპულარობა მოუტანა, ხოლო მომდევნო ორი ფილმმა: “არხი” (1956) – “ვერცხლის პალმა” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1957 წელს, “ოქროს მედალი” მოსკოვის მსოფლიო ახალგაზრდულ და სტუდენტურ ფესტივალზე – 1957 წელს, პრიზი ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1957 წელს); და “ნაცარი და ბრილიანტები” (1958) –  ფიპრესის პრიზი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1959 წელს, პრიზი ვანკუვერის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1980 წელს, “ვერცხლის დაფნა” დასავლეთ ბერლინის კინოფესტივალზე 1961 წელს, პრიზიპრაღის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1965 წელს) – საფუძველი ჩაუყარა “პოლონური სკოლის” საერთაშორისო წარმატებას.

       ფილმი “არხი” წარმოადგენს დრამატულ ეპოპეას ვარშავის აჯანყების მონაწილეთა ბრძოლის შესახებ, რომელიც დასრულდა ქალაქის მიწისქვეშა არხებში, და ამავე დროს – ლირიკული ამბავი სიყვარულისა ტრაგიკული მოვლენების ფონზე. ეს ერთი შეხედვით მხოლოდ “პოლონური” ფილმი, ძნელად გასაგები უცხოელებისთვის, საზღვარგარეთ უფრო დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული ვიდრე თავად პოლონეთში. ლენტი “ფერფლი და ბრილიანტები” ეძღვნება ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს, როდესაც საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე მოკლე ხნით ადრე, დგება ახალი კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლების და ანტი-კომუნისტი იატაკქვეშა მებრძოლეების შეხვედრა. ამ ფილმებმა გამოიწვია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები ომის შემდგომი პოლონეთის კულტურის სფეროში.

         სამხედრო თემატიკას ასევე ეძღვნება სურათები “მფრინავი” (1959) – რომანტიკული და ნოსტალგიური ისტორია ლამაზი თეთრი ფაშატის დაუფლების მიზნით, პოლონელი ულანების პაექრობის შესახებ, სადაც მოთხრობილია 1939 წლის სექტემბერში, პოლონეთის კავალერიის გერმანულ ტანკებზე თვითმკვლელური თავდასხმის შესახებ, “პეიზაჟი ბრძოლის შემდეგ”(1970) -“ოქროს გლობუსი” მილანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, გრან-პრი კოლომბოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1972 წელს –  ტრაგიკული ისტორია ადამიანებისა, რომელბიც გაუდაურჩნენ გიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებს, “ბეჭედი არწივით” (1992) და “ვნების კვირა” (1995) – ფილმი “ნაცარი და ბრილიანტების” პოეტიკის და იდეოლოგიის გადაფასების/გადახედვის მცდელობები, რომელიც გადაღებული იყო თავის დროზე სოციალისტური პოლონეთის მკაცრი ცენზურის ქვეშ.

      ვაიდას შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენს ლირიკული-ეპიკური კამერული ნაწარმოებები: მომტკბო-მომწარი “ბერეზნიაკი” (1970)  ფიპრესის პრიზი მილანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და “ოქროს მედალი” მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1971 წელს;  ნათელი პოემა “ახალგაზრდა მანდილოსნები ვილკადან” (1978) და პასტელურ ტონებში გადაღებული ბავშვობაშის სამყაროში მოგზაურობა – “სასიყვარული თავგადასავლების ქრონიკა” (1986) – ყველა ეს ფილმი გამსჭვალულია ნოსტალგით ომამდელი პოლონეთისადმი.

      ვაიდას შემოქმედების მეორე ნაწილი მოიცავს მრავალმხრივ და მწვავე პოლიტიკურ სურათებს: “ანესთეზიის გარეშე” (1978),რონელიც მოგვითხრობს ოჯახური გაყრის რიგით სასამართლო პროცესს, ფაბრიცირებული პოლიტიკური ქვეტექსტებით – კანის საერთაშორისო კინოფესტივალისა კათოლიკური ჟიურის პრიზი 1979 წელს; “დანტონი” (1982) ტრაგიკული ისტორია, საფრანგეთის რევოლუციის ერთ ერთი ლიდერის შესახებ, რომელიც ამავე რევოლუციის მსხვერპლი ხდება – პრიზი “ცეზარი” საუკეთესო კინორეჟისურისთვის 1982 წელს; – ცნობილი ანტიტოტალიტარიანული სერიალი “მარმარილოს კაცი” (1976) – ფიპრესის პრიზი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1978 წელს, სპეც პრიზი კარტახენას საერთაშორისო კინოფესტივალზე 1980 წელს, მთავარი პრიზი ბელგრადის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ა.შ.) – ფილმი რომელიც გარდამტეხი იყო მრავალ მხრივ და ეხებოდა ისტორიის ოფიციალურ ვერსიებში ფაქტების ფალსიფიკაციის პრობლემებს; და პუბლიცისტურ სტილში გადაღებული ფილმი “რკინის კაცი” (1981), “ოქროს პალმა” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ბრიტანეთის კინოკრიტიკოსთა პრიზი ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ასახავს 1980 წელს გდანსკის გემთმშენებელ ქარხანაში გაფიცვების დროს მოძრაობა “სოლიდარობის” დაბადებას ატმოსფეროს -ფილმი რომელიც იმ პერიოდის თითქმის დოკუმენტური მტკიცებულება გახდა.

        რეჟისორის შემოქმედებაში ასევე გამორჩეული ადგილი უკავიათ ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებს: “პილატე და სხვები” (1971, ბულგაკოვის ნაწარმოების მიხდვით), “ქორწილი” (1972, ს. ვისპიანსკის ნაწარმოების მიხედვით – “ვერცხლის ნიჟარა” სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1973 წელს), “აღთქმული მიწა” (1974, ვ. რეიმონტის ნაწარმოების მიხედვით – “ოქროს მედალი” მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1975 წელს, “ოქროს ჰიუგო” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 1975 წელს), “ეშმაკნი” / “შატოვი და დემონები” (1988, ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით), “ფერფლი” (1965, ს. ჟერმსკის ნაწარმოების მიხედვით), “ციმბირის ლედი მაკბეტი” (1962, ნ. ლესკოვის ნაწარმოების მიხედვით), “პან ტადეუში” (1999, ადამ მიცკევიჩის ნაწარმოების მიხედვით).

ტ. ელისეევა

თარგმ.  ნინო  დოლიაშვილი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s