კინო–დღიური

ბრძოლა ალჟირისთვის / La battaglia di Algeri

ec0f607b5f31

   მოთხრობილი მოვლენები ეხება ალჟირელების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.სიუჟეტი გაწერილია ნაციონალური განმანთავისუფლებელი ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის მემუარებზე დაყრდნობით. საფრანგეთში აღნიშნული სურათი აკრძალულიც კი იყო…ცნობილი ფაქტია ისიც,რომ პენტაგონში მასიური ჩვენებები გაიმართა,აშშ-ს ერაყში ინტერვენციამდე.ანუ აქცენტი გაკეთდა ანტიპარტიზანულ ქმედებებზე,ტერორიზმზე ქალაქის პირობებში და ა.შ. თავის დროისთვის საკმაოდ სკანდალური ნამუშევარია,ომის ქრონიკა,სისხლით და წამებით მოპოვებული თავისუფლება! ფილმში გატარებულია ომის და ომისშემდგომი სტრატეგიის თუ ფოლოსოფიის ნიუანსები,რომლებიც მიუჩვეველი თვალისთვის შეიძლება შეუმჩვნეველი გახდეს. რაკურსები და სცენები დოკუმენტური ფილმის იმიტაციის შეგრძნებას ტოვებს. არაპროფესიონალ მსახიობთა თვალებში კი ამ მოვლენების რეალური ტკივილი და ემოცია იხატება.

1

2

3

4

5

მარტო პარიზის ახალგაზრდობის ბუნტების ჩამოთვლა რად ღირს,სხვადასხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე და რადიკალური პოლიტიკური შეხედელებების მქონე ორგანიზაციებზე აღარც კი ღირს ლაპარაკი…მორიკონეს ერთის მხრივ მელანქოლიური და მეორეს მხრივ სულისაღმძვრელი კომპოზიცია,ტყვიებისა და დროშების კვალდაკვალ…

საერთო ჯამში,თუნდაც ეს ისტორია იმის ნათელი მაგალითია,თუ როგორ ვერ ამარცხებს ადამიანთა მოდგმა იმპერიალიზმის(გნებავთ კოლონიალურ) იდეოლოგიას,როგორ ხდება ფაშიზმის მტერი იგივე “ფასეულობების” მატარებელი,როგორ ამართლებს მიზანი საშუალებას…მილიონამდე მსხვერპლი და კიდევ ერთი შავი ლაქა ისტორიის ფურცლებზე…

ბიუთიფულ / Biutiful

1

  რეჟისორის მიერ სიცოცხლისადმი დამოკიდებულება გადმოცემულია მელანქოლიური ყოველდღიურობის ასახვით,რაზეც ბევრი ჯიუტად თვალს ხუჭავს-ადვილია ესე ცხოვრება,ალბათ.საზოგადოებრივი თანატოფობია და უფსკრულის პირას მდგარი იმედი…რომელიც ჯერ კიდევ ფეთქავს. წუთისოფლის პრობლემატიკა,პასუხგაუცემელი კითხვების კორიანთელი,სინანული,პასუხისმგებლობა,მოვალეობა,სიყვარული… ბარდემის პერფორმანსი ხარისხიანად არის შესრულებული.გმირის ფიქრებში მთლიანად ეფლობა მაყურებელი და განცდებიც თანდაყოლილია…ფილმი მომეწონა,პირველ რიგში თემატიკიდან გამომდინარე,შემოქმედებითმა ჯგუფმაც არ დააღალატა.

შეშლილთა კუნძული / shutter island

3

   სკორსეზეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ერთმნიშვნელოვნად! დი კაპრიოც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა,ძალიან კარგად მოირგო როლი… ცალკე აპლოდისმენტებს იმსახურებს გარემო და აურა,რომელიც ფილმს დაჰყვება ორი საათის განმავლობაში+ხმის ეფექტები,მონოტონური მუსიკა,მოკლედ ძალიან კარგად გადაღებული ფილმია,კარგი სცენარით… ფილმში ძალიან ბევრი რელიგიური მომენტიცაა გაჟღერებული. ამის გარდა ე.წ. თავდაცვითი მექანიზმები,რაც მთავარ გმირს განსაკუთრებით განვითარებული აქვს და ფილმის მსვლელობაც შიგადაშიგ გვახსენებს ამის შესახებ…ანუ ადამიანის ტვინი-გონება ინფორმაციის გადამუშავების უწყვეტი ციკლი,ყველაფრის გაანალიზება და თაროებზე დალაგება,ყველაფერს ის აკონტროლებს და ხარშავს,ასევე ტკივილსაც,ამ შემთხვევაში ეს თავდაცვა იყო ის ირეალური სამყარო,რომელიც მთავარმა გმირმა შექმნა…საკუთარ თავს შეუქმნა.

სიუჟეტი მოზაიკური პრინციპითაა აგებული და ეს მოზაიკაც მხოლოდ ფინალური სცენის შემდეგ გვევლინება სააშკარაოზე.ჭეშმარიტების ძიებაში საჭიროა შეეგუო იმ ტკივილს,რა ტკივილიც მოსვენებას არ აძლევს და ღრღნის ლეონარდოს პერსონაჟს დოსაუდან დაწყებული და ცოლშვილის სიკვდილით დამთავრებული.ილუზიები და წარმოსახვითი-მოგონილი მოგონებები,ფიქრები და განცდები,რომლებსაც საწყისი-ამოსავალი გზა არ უჩანს,სადაც ყოველი დეტალი და ნიუანსი კითხვას ბადებს…რწმენა არარსებულის და დაჯერება,მიღება ისევ და ისევ შეგუება მწარე რეალობასთან…მამოძრავებელი მოტივაცია,მიზნები და შედეგები…ფილმი ჰალუცინოგენი!!! ფინალს რაც ეხება,ერთი შეხედვით ლინჩისეური შიზოფრენიულად გაუგებარი დასასრული აქვს,თუმცა…რეალურად ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი და გასაგებია,ტიპი გაგიჟდა ცოლის ქმედებების გამო,მთელი 2 წელი იყო კლინიკაში,ბოლოში ხვდება ამ ყველაფერს და ახსენდება… ბოლო ფრაზა კიდევ რაღაც დოზით მონანიებაცაა და არჩევანი-მისი პერსონის,ინდივიდის,ანუ ასეთ საგიჟეთში ცხოვრებას(რომელსაც ბოლო არ უჩანს) ურჩევნია სიკვდილი,სიკვდილი ამ შემთხვევაში ტრანსორბიტალური ლობოტომიაა.

დრაივი / Drive

2

   ღრმა… ინსპირაციის წყაროდ ლინჩის სტილი,ბადალამენტის მუსიკის თანხლებით.ხოდოროვსკის განსხვავებული კუთხით წარმოჩენილი ეგზისტენციონალიზმის რემინისცენცია.სკორსეზეს ტაქსი დრაივერის მამააზრის ერგვარი ვარიაცია.განსაკუთრებულად დიდი დოზით ატმოსფერული,კაცის გულის მელანქოლიური ჭვრეტა,ადამიანის ემოციონლური ქმედება,მისი არსი,მიზეზი და შედეგი. ემპათია და სამართალი. ოპერატორული თვალთახედვა სტილისტურად მაღალხარისხოვანია და დასაფასებელი.შესანიშნავი საუნდტრეკები ფონად სდევს ონტოლოგიურ აურას,რომელიც თავის მხრივ ამ ბნელ და უფსკრულთან ასოცირებულ კადრებს მოჰყვება. რომანტიზმი და ეგზოტიკა,გმირობა და გმირები,რომლებისაც აღარ გვჯერა,აპრიორი არ ვუშვებთ მათ არსებობას,სწორედ ამის ანალიზის მცდელობად მესახება ეს სურათი.

ნოდო . 2010–11

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s