რობერტო როსელინი

roberto-rossellini

“კინო რამეს უნდა ემსახურებოდეს”

“არ მაინტერესებს ხელოვნების შექმნა, არ ვცდილობ თავის გამოჩენას, მინდა ვიყო ქმედითი, ქმედითი ადამიანური გადმოსახედიდან.”.

“ადამიანი ყველაფრის მამოძრავებელია”

“არასოდეს მწამდა, არასოდეს გამაჩნდა რწმენა. კათოლიკური აღზრდა მივიღე, რომლისგანაც ვისწავლე ადამიანის უაღრესი პატივისცემა.”

“ის რაც ამაღელვებელია, სწორედ ის არის ადამიანის სისუსტე, ის არაა მისი ძალა. თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებმა დაკარგეს ყველანაირი შეგრძნება ცხოვრების ეროტიკულობისა. საჭიროა, ამ შეგრძნებების ხელახლა მიცემა, რადგანაც ადამიანი – გმირია. თითოეული ადამიანი – გმირია. ყოველდღიურობის ბრძოლა ეროტიკული ბრძოლაა. ამის აღსაწერად საჭიროა ყველაფრის თავიდან დაწყება..”

“აუცილებელია ადამიანების გაცნობა, ისეთებად როგორებიც არიან.. ადამიანებში ყველაზე საშინელი, ყველაფრისადმი პატივისცემაა. მთავარია , აღმოვაჩინოთ ის მიზეზები, რის გამოცაა საშინელი …”

“თუ ადამიანის გწამს, ე.ი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ადამიანს შესწევს უნარი გააკეთოს ყველანაირი, შესაძლო სიკეთე …”

“თუ ადამიანს შესწევს უნარი გააკეთოს არჩევანი, ე.ი. ის ხდება ადამიანი. მაგრამ ამ არჩევანმა უნდა მიიყვანოს აბსოლუტურ თავისუფლებამდე; გაიაროს თავგადასავლისა და შეცდომის ყველა რისკი და, ასევე, დაკარგვის რისკი. ეს არის ის, რაც აქცევს მას გმირად”

“ყველანაირ იდელოგიას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგრამ ის გზღუდავთ თქვენსსაკუთარ თავისუფლებაში. თავისუფლება არის ყველაფრის ცენტრი და ყველაფრის მამოძრავებელი…”

“რადგანაც ხელოვნება იქცევა ხელოვნებად, აუცილებელია, რომ ხელოვნება ფლობდეს საკუთარ ენას. დღეს რაღაცა უფრო მეტი გვაკლია ვიდრე ეს მარტივი იდეა თუ ენაა: გვაკლია ლექსიკონი და ანბანიც კი. ენის აღდგენისათვის, აუცილებელია, დიდი ძალისხმევის გამოჩენა და ერთხელ აღდგენილი, რომელიც ხელახლა იპოვის თავის მნიშვნელობასა და ღირებულებას, წარმოგვიდგება, როგორც ნაყოფი სიღრმისეული ჩანაფიქრისა, ენა, გარდაიქმნება ნამდვილ ენად და არა, რაიმე ნიმუშზე მიკრულ ეტიკეტების ნაკრებად. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება ხელოვნების ყველა ფორმის ხელახლი გამოყენება.”

“არასოდეს არ ვითვლი, ვიცი რისი თქმა მსურს და ვეძებ იმ პირდაპირ საშუალებებს, რომელიც დამეხმარება სათქმელის გადმოცემაში “.

“ჩემს შემთხვევაში, ინსპირაცია ადგილზევე მოდის.. პირველი კადრი განსაზღვრავს მთლიან ნამუშევარს “.

“არ ვარ პესიმისტი: ცუდის დანახვაც, ჩემი აზრით, ოპტიმიზმის ფორმაა”.

“დღეს ავანგარდში შეიმჩნევა კვნესა. კვნესა არ ნიშნავს გაკრიტიკებას, რომელიც უკვე მორალური პოზიციაა.”

“გმირობა არასოდესაა ინდივიდუალის ქმედება. თითოეული ინდივიდუალობა უნდა მოექცეს ჰარმონიაში… შემწყნარებლობის გავლით”

“.. ზედაპირულობაა გქონდეს ჩამოყალიბებული იდეები. გამოსახულება ავტომატურად მოგყვება…”

“არ მაქვს ფორუმლები და წინასწარ შექმნილი აზრები. მაგრამ როცა უკან ვიხედები, ჩემს ფილმებში ვპოულობ უცვლელ ელემენტებს.. არა დაპროგრამებულს, არამედ ბუნებრივს.. უპირველეს ყოვლისა გუნდურობას. რეალისტური ფილმი თავის თავში გულისხმობს გუნდურობას… შემდეგ დაკვირვებისა და ანალიზირების დოკუმენტურ მანერას..შემდეგ დაბრუნება გაგრძელდა, ყველაზე ვიწრო დოკუმენტაციაშიც კი, ფანტაზიაში, რადგან ადამიანში არის კონკრეტული ნაწილი, რომელიც მიილტვის განსაზღვრულობისკენ და ნაწილი, რომელიც წარმოსახვისკენ გიბიძგებს.. პირველმა მისწრაფებამ არ უნდა ჩაახშოს მეორე .”

” ვაგრძელებ შეშლილ გზას, უარს ვამბობ, ვიცოდე თუ როგორი იქნება ჩემი ფილმი გადაღებების დაწყებისას, როცა ვიწყებ ფილმზე მუშაობას, მივყვები კონკრეტულ იდეას ისე, რომ არ ვიცი სად წამიყვანს ეს იდეა “.

“კინოკამერა მხოლოდ და მხოლოდ კინოკამერაა. კინოფირი – მხოლოდ და მახოლოდ კინოფირია”.

“კინო მიკროსკოპიცაა…მას შეუძლია ხელი ჩაგკიდოს და მიგიყვანოს ისეთი რაღაცების აღმოჩენისკენ, რომელიც დანახვასაც თვალი ვერ ახერხებს”.

“ყველა ჩემი ნამუშევრის მიზანია ზუსტად ისე გადმოსცეს სინამდვილე, როგორადაც ამას ხედავს კინოკამერა, იმ აუდიტორიისთვის რომელსაც შეუძლია სიყვარული და გააჩნიათ გონება, რომელსაც შეუძლია ფიქრი”.

” მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ბოროტება, ყოველთვის, ინფანტილიზმის მანიფესტია, ყოველთვის.. დღევანდელი ხელოვენება ეს კვნესაა ან ბოროტება, სამწუხაროდ არ არსებობს სხვა საზომი “.

“ცხოვრებისთვის ეროტიკული სულის მიცემა, არის ის რაც მაღელვებს.. თუკი ადამიანს გააჩნია სიმარჯვე, ვფიქრობ, რომ ის გამოიხატება: მორალის აღმოჩენაში …”

“არასოდეს შემიწყვეტია ადამიანის, ინდივიდის შესწავლა. ბოლოს და ბოლოს ჩემი რამდენიმე ფილმი საკმაოდ ავტობიოგრაფიულია. ისინი მევე მესარჩლებიან ”

” ხელოვნება ცხოვრებაა, ცხოვრების უკვდავყოფის საშუალება, საგნებსთვის მნიშველობის მიცემის საშუალება, ენთუზიაზმის ამაღლების საშუალება, ემოციების გაცემის საშუალბა, როცა ხელოვნება მოკლავს ემოცებს, ჩამოართმევს ცხოვრებას, იმას რაც ცხოვრებაა, ე.ი. ის აღარ არის ხელოვნება…”

” ხელოვნებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ინსტრუქციის გაცემის სფეროში, მისი მიზანია შეამზადოს ადამიანები რაღაცის დასაპყრობად.. …”

თარგმ.  axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s