ვუდი ალენი

tumblr_mkmtbyEzmS1s79zdzo2_1280

არ ვიცი  რად მთვლიან. ალბათ, უცნაურ ეგზემპლარად.

მსახიობები მაშინ მუშაობენ ჩემთან , როცა სხვა მაცდური პროექტებისგან ისვენებენ. თუ ვურეკავ მსახიობს და ზუსტად ამ დროს სპილბერგს ან სკორსეზეს აქვს მასთან წინადადებები, არც კი გაფიქრებს , რომ ჩემთან წამოვიდეს. მაგრამ , თუ მან ახლახანს დაამთავრა ფილმზე მუშაობა, მიიღო თავისი ათი მილიონი დოლარი, აგვისტომდე არაფერი საქმე არ აქვს და მე კი ივნისში დავურეკე, რატომ არ დამთანხმდება?.. 

ტატუს თუ გავიკეთებდი , დავიწერდი „დედას“.

ერთადერთი განსხვავება ტრაგედიასა და კომედიას შორის იმაში მდგომარეობს, რომ კომედიაში ადამიანები ეძებენ გზას , როგორ გაუმკლავდნენ ტრაგედიას. რა თქმა უნდა, იუმორს არ შეუძლია უპასუხოს ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას, მაგრამ რაღაც ლეიკოპლასტირის როლს კი ასრულებს. ეს აშკარად უკეთესია, ვიდრე მთელი ცხოვრება იმედგაცრუებული სიარული.

იცით, სინამდვილეში მხოლოდ ორი როლის თამაში შემიძლია – ძალიან შეზღუდული მსახიობი ვარ. შემიძლია ვითამაშო ან ინტელექტუალი, ან შეშლილი.

როცა დავიწყე კინოში მოღვაწეობა,მომეჩვენა, რომ უამრავი სასიამოვნო რამ მელოდა წინ:  სახელი, ფული, მლიქვნელობა, აღტაცება… მაგრამ პირველი რამდენიმე ფილმიდან ხვდები , რომ შენი ცხოვრება იგივე დარჩა. აცნობიერებ, რომ ყველა შენი პრობლემა ისევ შენთანაა.

უდარდელობა, არხეინობა –  ეს ყველაფერი ჩემთვის არაა დამახასიათებელი.  ახლაც კი, გამოუსწორებელი პესიმისტი ვარ. ისევ ვყოფ ადამიანებს უნამუსოებად და საცოდავებად.

ხშირად ვოცნებობ იმაზე , რომ მთელი ერთი წელი შვებულება ავიღო. მაგრამ , სულ მტანჯავს სინდისის ქენჯნა, რადგან გარშემო დგას უამრავი მსურველი, რომელიც ჩემს შემდეგ ფილმში ფულს გადამიხდის, ხოდა საბოლოოდ მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ სანამ გაძლევენ , უნდა აიღო.

რომ ითამაშო კომედიებში, საჭიროა დაბადებინავე ფლობდე რაღაც განსაკუთრებულ თვისებებს. კომიკოსებს ყოველთვის შეუძლიათ დრამატული როლების თამაში, მაგრამ აიღეთ საუკეთესო დრამატული მსახიობები – ისეთი, როგორიც მარლონ ბრანდოა – და დარწმუნდებით, რომ კომედიაში თამაში მათთვის არაა ადვილი.

მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ თუკი მას ჩამომაცილებენ სხვა რამითაც სიამოვნებით დავკავდები. თეატრში ვიმუშავებდი , ან სახლში ვიჯდებოდი და დავწერდი. ან უსაქმურად ვიქნებოდი, ასევე სიამოვნებით. ავდგებოდი დილით, ვისეირნებდი, მუზეუმში წავიდოდი ან კინოში, შემდეგ დავბრუნდებოდი სახლში, ცოლთან ვისაუბრებდი, ტელევიზორში ბეიზბოლს ვუყურებდი. არც ისე ცუდია, არა?

თითქმის არასდროს მთავაზობენ სხვები თავის ფილმებში თამაშს. უცნაურია! მგონია  რომ , როცა იქნება და მოვხუცდები, ხალხი ასე დაიწყებს ბჭობას: „ვინ გვყავს ყველაზე მოხუცი კომიკოსი? უოლტერ მეტაუ გარდაიცვალა. ასე რომ, ვუდი ალენი!“

მომწონს „დოგმის“ ავტორების პოზიცია. ეს სინამდვილეში სპარტანულია. ვფიქრობ, თვითონ პრინციპები კარგი აქვთ, მაგრამ , როგორც ეს ხდება ხოლმე, მხოლოდ რეჟისორის ტალანტს ეყრდნობიან,რომელიც დეკლარირებას უკეთებს მათ. თუკი ის გააკეთებს კარგ ფილმს – მშვენიერია.  მაგრამ , თუ ფილმი ცუდი აღმოჩნდება, ის ოდნავადაც არ იქნება უკეთესი სხვა ნებისმიერ ცუდ ფილმზე.

ჩემი აზრით, თანამედროვე კინოში არ არსებობენ რეჟისორები, რომლებიც მუშაობისას ჩემს გავლენას განიცდიან. გარშემო ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებზეც ფრენსის ფორდ კოპოლას აქვს გავლენა, უფრო ძლიერ კი – სკორსეზეს ან ოლივერ სტოუნს. მაგრამ, მე? არა, ასეთი არავინ გამიგია.

 

 

თარგმ. ნინო  დოლიაშვილი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s