პაოლო სორენტინო – როგორ ვმოქმედებ

რიკარდომ მთხოვა მესაუბრა თემაზე ”როგორ ვმოქმედებ”,  და, შესაბამისად, დღეს დილით ჩემს თავს ვკითხე, თუ როგორ ვმოქმედებ და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ 18 წუთი ბევრია იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ ვმუშაობ. ამ თემაზეც ცოტა ვიფიქრე, რადგანაც გამიტაცა იმაზე ფიქრმა, თუ რატომაა მაინცდამაინც განსაზღვრული 18 წუთი და არა მაგალითად, 15 ან 20 და ამაზე გამახსენდა ჩემი მეგობრის მამა, რომელიც გვეუბნებოდა – ” სახლში დაბრუნდით 10:23 წუთზე ან 7:17 წუთზე, ეს ჩემთვის პირველი გაკვეთილი იყო, თუ როგორ უნდა იარსებო სამყაროში; გულწრფელად რომ ვთქვა, რეალური სამყარო ირონიის გამოყენებით შევისწვალე; როცა ეს კაცი გვეუბნებოდა ”დაბრუნდით 10:23 წუთზე”, ის, ამ 10:23 წ.-ში თავის ირონიას დებდა.

         ე.ი. როგორ ვფუნქციონირებ. ყოველთვის ვცდილობ მოქმედებისას გავყვე ირონიას, რადგანაც ჩემს საქმეში ირონია გეხმარება რითმის პოვნაში; რითმა კი უმნიშვნელოვანესია; ის საშუალებას მაძლევს მაყურებლამდე მივიტანო ისტორიები  დასამახსოვრებელი დასაინტერესო შტრიხებით.  წინ წაწევის ჩემეული მეთოდი გულისხმობს მუდმივ ირონიას და ყოველთვის ვიმედონებ, რომ ამ ირონიაში შეიძლება რაღაც სერიოზულიც დაიბადოს. ბავშვობაში პირიქით, ვცდილობდი  სერიოზული ვყოფილიყავი და როცა მივხვდი, რომ ამისგან არაფერი გამოდიოდა, მას მერე, ხელიდან არ გამიშვია ირონიის გამოყენების შესაძლებლობა. 

        კარგი. დღევანდელი დღის შეჯამებას თანმიმდევრულად  გავშლი:

      პირველი ეს არის სიმშვიდე. მხოლოდ მაშინ ვახერხებ მუშაობას, როცა ჩემგან შორსაა მწუხარება და მღელვარება.

        მეორე – რაც მეხმარება მუშაობაში ეს ფრუსტრაციაა. პრაქტიკაში, მხოლოდ იმ სამომავლო ნაწარმოებებსა თუ ფილმებზე ვახერხებ მუშაობას, რომელებიც არანაირ ღირებულებას არ ატარებენ. თუ მეუბნებიან, რომ არაფერში ვარგივარ, ვცდილობ დავამტკიცო საპირისპირო, რომ ვარ ძლიერი და მოქმედი, ხოლო თუ მეუბნებიან რომ მაგარი ვარ, ვცდილობ დავამტკიცო, რომ უბრალოდ მაგარი კი არა -ყველაზე მაგარი ვარ.პრობლემა ისაა, რომ წლებთან ერთად რეალისტური ხდები და უფრო რთული ხდება იმის დაჯერება, რომ ყველაზე მაგარი ხარ. ეს არის პრობლემა. ფრუსტრაცია ერთადერთი რამ არის რაც მამოძრავებს. იმ სიტუაციაში აღმოჩნდე, როგორ სიტუაციაშიც ხვდებოდი ახალგაზრდობისას – როცა შენი გოგო სხვასთან მიდოდა და შენ თვითგვემას მიმართავდი. ჩემი აზრით, რაიმეს შესაქმნელად  ეს იდეალური მდგომარეობაა, როცა თავში მუდმივად გიტრიალებს ფრაზა: ”დამაცადეთ, მე თქვენ განახებთ!”, რომელსაც, ჩემი აზრით, გაოცების აუცილებლობამდეც მიყავხარ. სარტრის ”კედლის” ნოველაში ”ჰეროსტრატოსში”  მთავარი გმირი იძახის – ”მე მინდა ყველას გაოცება” და არის კიდევ ფლობერისეული განცვიფრების განსაზღვრება, (რომელიც ჩემი მამოძრავებელია,) იგი ერთ-ერთ თავის წიგნში წერს – ”სჯერა მხოლოდ და მხოლოდ მკითხველის შეკითხვის, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს – ”როგორ მოახერხა მან ეს”, ”როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება”.

       კიდევ რა შეიძლება ითქვას, 9 წუთი დარჩა და მგონი, სალაპარაკო თემა ამომეწურა. 

      სხვა ელემენტი რაც მამოძრავებს.. ესაა მელანქოლია, რომელიც,  კონკრეტულ მიზეზთა გამო, ყველაზე სასიამოვნო მდგომარეობაა . მე მას ასე აღვწერდი – მომენტი, როცა უმიზეზოდ ხარ მოიწყენილი. გესმის, რომ რაღაცა ვერაა კარგად, მაგრამ არ იცი კონკრეტულად რა. სამწუხაროდ მელანქოლიაც ის გრძნობაა, რომელიც ზრდისთვის ჯერ დაუძლურებას მოითხოვს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასე იყო. უმიზეზოდ იყო მოწყენილი, საუკეთესო საშუალებაა რაიმეს შესაქმნელად. რადგანაც ის რაღაცა, რაც სევდიანს გხდის, საძიებო ობიექტად იქცევა, და იმედოვნებ, რომ მას ვერასოდეს მიაგნებ.

       ფილოსოფიის პირველ ლექციაზე, ლექტორი შემოვიდა და გვითხრა: ”რას შეისწავლის ფილოსოფია?! ფილოსოფია ყველაფერს შეისწავლის”. ამ პასუხმა დამბურძგლა. ერთი წლის შემდეგ, დივანზე წამოწოლილი ვუყურებდი ფილმს  სახელად ”ცა ბერლინის თავზე” და, რადგანაც მოზარდი ვიყავი, ჩავთვალე რომ ეს კარგი მიზეზი იყო კინოს გადაღების დაწყებისთვის. მაშინვე გავიფიქრე, კითხვაზე – ”რისი მოყოლა შეეძლო კინოს”, შემეძლო მეპასუხა – ”ყველაფრის”. ამის გააზრება ამაღელვებელი იყო და ჟრუანტელის მომრგველიც. მაყურებლის აღელვება კი, მუშაობისას, კიდევ ერთ, კარგ საშუალებად უნდა იქცეს. ჩემი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შემოქმედებითი პროცესის დროს არვინ აყვეს ემოციებს. ხშირად ამ მახის მსხვერპლი ვხდებით, ხოლო როცა ემოციურობა ჩვენვე გვაღელვებს, ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ვხვებით რიტორიკულები. ეს კი, ყველანაირად უნდა ავიცილოთ თავიდან, რადგანაც,  ორი პარარელული სამყაროს შექმნისას, არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე რიტორიკულობა. მე ვდილობ ვიყო ნეიტრალური. ნეიტრალურობა საშუალებას მაძლევს გავაკეთო ის, რაც მსიამოვნებს და ის, რაც მჭირდება, ეს იგივე დაკვირვებაა, რომელიც, ტრადიციული გაგებით, აუცილებელია იმ საქმეში, რა საქმითაც ვარ დაკავებული; როცა რესტორანში შედიხარ არ ესაუბრები იმ ადამიანს, ვინც შენს მაგიდასთან ზის, ამჯობინებ დააკვირდე სხვა მაგიდაზე მსხდომ ადამიანებს და ეს, ჩემთვის, ერთ-ერთი გადამწყვეტი, სამოქმედო ელემენტთაგანია. 

        არ ვიცი მოსაწყენი ვარ თუ არა, დარწმუნებული ვარ – კი და ახლა, სწორედაც რომ ”მოწყენილობაზე” მსურს ვისაუბრო.

    დაკვირვებისთვის აუცილებელია მოწყენა, ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. მოწყენილობის ზრდასთან ერთად იმატებს კეთების ხარისხიც. ყველაზე კარგია, ბავშვობიდანვე გაიწვრთნა. მე დღესაც იმ თაობას მივეკუთნები, რომელსაც მშობლები  მოწყენის საშუალებას აძლევდნენ, სამწუხაროდ დღეს ეს დამოკიდებულება  ქრება, მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვს არ ქონდეს მოწყენისთვის დრო: სკოლის შემდეგ სხვადასხვა აქტივობებით აკავებენ; მიყავთ ე.წ. სასკოლო ბანაკებში; მოკლედ ყველანაირად უვსებენ თავისუფალ დროს; არადა, მოწყენილობა აუცილებელი პლატფორმაა იმისთვის, რომ შეიქმნას ორი, პარალელური სამყარო. და მხოლოდ სამყაროს მობეზრებითაა შესაძლებელი საკუთარი სამყაროს შექმნა. ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი: ნაწარმოების, კინოს, მუსიკისა თუ ტილოს შექმნისთვის. ჩემი სამუშაო მოიცავს დიალოგების შექმნასაც. რეალურ ცხოვრებაში, ადამიანებს შორის საუბრები საშინლად მოსაწყენია, რადგანაც იბადება უცებ,  შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და მოიცავდეს ყველაფერზე, ცოტ-ცოტა ლაპარაკს. მოსაწყენი დიალოგები და რეალური ცხოვრება მიბიძგებს შევქმნა ისეთი დიალოგები, სადაც არ იქნება მსგავს თემებზე საუბარი. 

       ახლახანს აღმოვაჩინე, რომ აღარ უშვებენ სათამაშო ”ბიგ ჯიმის”, აწარმოებენ ბარბებს, მაგრამ არა – ”ბიგ ჯიმის”, და, შესაბამისად, ადვილად დასაშებია ის ფაქტი, რომ უახლოეს მომავალში გვეყოლებიან, მხოლოდ და მხოლოდ, ქალი ხელოვანები. ჩემს ბავშვობაში ”ბიგ ჯიმი” ერთ-ერთი პირველი სავარჯიშო საშულება იყო, იმისთვის რომ მოგეყოლა ისტორიები, ის ორი სამყაროს დამაკავშირებელი იყო, ერთის მხრივ რეალურის, რადგანაც ”ბიგ ჯიმი” ნამდვილი გეგონებოდათ და, მეორეს მხრივ არარეალურის, რადგანაც სათამაშო პლასტმასისგან იყო გაკეთებული.    

        დავუბრუნდეთ დაკვირვებას, დაკვირვებაში მე ვგულისხმობ იმ მომენტს, როცა ინდივიდი არასწორ ნაბიჯს დგამს, ეს ერთადერთი რამაა, რაც მჭირდება ამბის მოსაყოლად. დაკვირვებაში ერთადერთ მიმზიდველ ელემენტად ვთვლი ინდივიდებს.. და დისტანციას, რომელიც არსებობს გამოსახულებასა (რომელსაც ადამიანები თვითონ ქმნიან ) და დეტალს შორის, არა დიდ, არამედ მცირე დეტალს შორის, რომელიც ადამიანებს ღალატობენ, მხედრდებიან მათ წინააღმდეგ და საჯაროდ გამოაქვთ ახალი სიმართლე. ხშირად, რომ დავიჭირო ეს მცირე დეტალი, ხანგრძლივი დაკვირვება მჭრიდება. ეს არის მიზეზი, რის გამოც ადამიანები მეორეჯერ აღარ მომყვებიან რესტორანში, რადგანაც  ვახშმობის განმავლობაში ვაკვირდები  გვერდითა მაგიდებთან მსხდომ ადამიანებს.

            კიდევ ერთი გადამწყვეტი ელემენტი – სამყაროს მობეზრებით საკუთარი სამყარო შექმნა და, შესაბამისად,  საკუტარი სისტემია და პრიორიტეტების შექმნა. პრიორიტეტობის სისტემა უნდა ემთხვეოდეს კატეგორიულ იმპერატიულობას; ჩემთვის ეს ნიშნავს დილეტანტობას. ვფიქობ, რომ კარგი კინო ეს დილეტანტთა სამეფოა. სიმართლე რომ გითხრათ, კინოს გადაღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ის საშუალებას აძლევს დილეტანტებს, იპოვონ თავიანთი ადგილი.

           როგორც ვხვდები  უკვე ამომეწურა დრო, სწორედ მაშინ, როცა უნდა მესაუბრა მთავარ ქვეთავზე – „როგორ ვმოქმედებ“. კარგით, ორი წუთი ჩემი მუშაობის გადმოსაცემად: თუ თავს მაგრძნობინებენ მიტოვებულად და მარტოსულად, ვიწყებ მოქმედებას, ანუ ვიწყებ მასალების შეგროვებას და შემდეგ იმას, რაც ჩემს საქმეში ყველაზე რთული შეასრულებელია – ანუ ვიწყებ რითმაზე მუშაობას, არ ვიცი როგორ ავხსნა თუ რას ნიშნავს რითმა კინოში, ალბათ რაღაცების ერთად მოათავსებას. 

         მინდოდა მესაუბრა მუსიკაზეც, იმაზე, თუ როგორ შეგიძლია შექმნა რაღაცა მუსიკის დახმარებით, მაგრამ დრო იწურება. არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი იტალიელი ვარ, რომელსაც აქ გამოსვლა უწევს, ასე რომ თუ იმედგაცრუებულები დარჩით… ბოლო სიტყვად ორ რაღაცას დავამატებდი: ყოველთვის გამოიძებნება ვიღაცა ვისაც სურს ხელი მოკიდოს ამ საქმეს, მე კიდე მიყვარს რჩევების მიცემა მათთვის ვისაც სურს კინოს გადაღება ან სცენარის დაწერა, რჩევა კი ასე ჟღერს – ნახეთ ბევრი ცუდი ფილმი და ყოველთვის, სანამ დაიწყებთ ამბის თხრობას, გაეცანით პრიმატების წარმოშობას, რადგანც ამ წიგნში საოცრებებია თავმოყრილი, რომელიც ამავდროულად  რეალურიცაა, და ასეთიც უნდა იყოს კინო – გასაოცარი რეალურობაში. მოვრჩი.

თარგმ.   axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s