ფრანჩესკო როზი

francesco-rosi

    რას გულისხმობს ფილმის კეთება? იდეის ხორცშესხმას, შუქის, გამოსახულების, კონცეფციის, სიტყვების, ხმის ფრაგმენტების სინქრონში მოქცევას. ჩრდილი გარდაიქმნება თვალებად, სახედ, ადამიანებად, კედლებად, სახლებად, ქუჩებად, მცენარეებად, ზღვად, ყვავილებად, ცხოველებად, ერთ კადრში მოთავსებული სულიერი და უსულო საგნები  ხდება ცხოვრება. იდეა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით, გამოდის სააშკარაოზე: სიარულისას, ჭამისას, სექსის დროს, წიგნის, ჟურნალის კითხვისას, გარშემო მიმოხედვისას, სხვების საუბრის მოსმენისას, ფანტაზიორობის დროს, მოგონებებსა და ოცნებებში წასვლისას, და ასევე, მაშინაც კი, როცა გიჩნდება სურვილი, ყველაფრის ფასად თქვა შენი სათქმელი“.

   მაესტრო, თქვენი კინო ხელს უწყობს ისტორიის შექმნას, ჩვენი წარსული ინფორმაციების გავრცელებასა და ცნობიერების სტიმულირებას. ეს მკვეთრი კომუნიკაციის ერთგვარი საშუალებაა. როგორია თქვენი კინოენის განსაზღვრება?

    ბევრი ვიშრომე, კინოს კეთების ხერხის შერჩევაზე. მე ვარ ნეაპოლელი, სამხრეთელი კაცი და ძალიან კარგად ვიცნობ ჩემი ქალაქის ისტორიულ სინამდვილეს. ნეაპოლი დიდი ისტორიული მოვლენების მომსწრე გახდა, მათ შორის გაჭირვებისა, რომელიც სხვადასხვა სახის ბატონობამ მოიტანა. ნეაპოლის ისტორია საკმაოდ რთულია, ისევე როგორც მთლიანად, სამხრეთ იტალიის. მხოლოდ ისაა, რომ სიცილია, ნეაპოლისგან განსხვავებით, იმის გამო რომ კუნძულია, უფრო მეტ დამოუკიდებლობას ფლობს, განსაკუთრებულ თავშეკავებულობას. ნეაპოლი ანარქიულია; სიცილია, თავისი კულტურიდან გამომდინარე – ნაკლებ ანარქიული. ვიცნობ ასევე პულიას, კალაბრიის ადგილებს, სადაც გადავიღე ჩემი ფილმები. ახალგაზრდობიდანვე მსურდა, სწორედ ამ მკვეთრი ისტორიული კონტრასტების გავლით გავცნობოდი სამხრეთ იტალიის ისტორიას. სიღმისეულად შევისწავლე სახელგანთმული პიროვნების, ჯუსტინო ფორტუნატოს ნაშრომი -„სამხრეთის საკითხი“, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გავეცანი იმ მიზეზებს, რის გამოც სამხრეთ იტალია ნაკლებ განვითარებულია ინდუსტრიისა და სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით. ძლიერი კლასის არსებობამ პოვა თავისი ინდივიდუალობა. სოციალური პრობლემების შედეგია ე.წ. ვიგინდარა ადამიანების არსებობა, ანუ მათი რომელებიც მოკლებულნი არიან სამოქალაქო ცნობიერებას. დღესაც იგრძნობა ეს ნეგატივი, რომელიც ცოტა არ იყოს და სტერეოტიპულია, მაგრამ ღრმად გამჯდარი ჩვენს წეს-ჩვეულებებში. ეს ყველაფერი სკოლაში ვისწავლე, მაგრამ ასევე, სურვილისამებრ, გავეცანი სამხრეთ იტალიის ქალაქების ისტორიულ ცენტრეებს და გადავტკეპნე კიდევაც მათი უძველესი გზები. სხვა ყველაფერთან ერთად აღმოვაჩინე, რომ სწორედ ამ ეპიზოდებმა განსზაღვრა ჩვენი რეალობა, რომელსაც რის ვაი ვაგლახით ვუძლებთ. შემდეგ, ეს ყველაფერი ჩემი ფილმების მასალად ვაქციე. ჩემთვის კინო, ჩვენი ისტორიის წარმომჩენია. აუცილებელია, პატივი სცე სიმართლეს, არამარტო რეალობის გამო. როცა პატივს სცემ სიმართლეს, მაშინ კინო, უდაოდ, უფრო პრაქტიკულ და უფრო სწრაფ საგანმანათლებლო საშუალებად იქცევა.

    “Salvatore Giuliano”-მ, “Le mani sulla città”-მ  მაშინვე ჰპოვეს წარმატება ნეორეალიზმში. იმ დროს, კრიტიკოსებმა თქვენი სტილი „ეპიკურ რეალიზმად“ შერაცხა. აღიარებთ თუ არა იმ პერიოდის კრიტიკოსთა შეფასებებს?

   ტერმინი „ეპიკური რეალიზმი“ გამოიყენეს „სალვატორე ჯულიანოსთან“ და ეს ტერმინი ეკუთვნის ალბერტო მორავიას, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი მწერალი იყო, ის ასევე მწვავე კინოკრიტიკოსიც გახლდათ. ამბავი ეპიკური ხდება, იმიტომ, რომ არ იზღუდება უბნის, ქალაქისა თუ რეგიონის რეალობის ნარკვევებით. ჩემი ამბავი სივრცეში თავისუფლად გადაადგილდება, შესაბამისად, ვთვლი, რომ ეს განსაზღვრება აბსოლუტურად მართებულია. ყოველთვის ვცდილობდი გამეფართოვებინა რეალობის ჩემეული ხედვა, რათა პირადად შევღწეულიყავი და მემცნო საზოგადოებისთვის ის, რაც გავიგე ამ რეალობაზე. ამ ორ ფილმს შორის განსხვავება თვალშისაცემია: „სალვატორე ჯულიანოში“ აღვბეჭდე იმ ადამიანის გზა, რომლმაც არ იცის, არ იცნობს რეალობას, მაგრამ სურვილი აქვს მიუახლოვდეს. „ხელები ქალაქზე“ მოგვითხრობს იმ ადამიანზე, რომელსაც სჯერა, რომ იცის რა არის რეალობა (ის თუ როგორ მოქმედებს ბიუროკრატული მექანიზმი) და სურს ეს რეალობა სხვებსაც გაუზიაროს. მე მსურდა მაყურებლისთვის მეჩვენებინა ის, რის ცოდნაშიც ვიყავი დარმწუნებული ანუ ჩემი ქალაქის სამშენებლო საქმიანობის გასაიდუმლოებული სპეკულაციები. ამ ფილმში ვსაუბრობდი „ინტერესების კონფლიქტზე“: კორუმპირებულ მეწარმეზე, რომელიც ახერხებს გახდეს უშუალო ასესორი და მშენებლობებზე ლიცენზიების გამცემი. უფრო მეტსაც ვილაპარაკებდი, მაგრამ აქ შევჩერდები, იმდენად რამდენადაც, ეს საკითხი დღემდე აქტუალურია…

რატომ არ გადაიღეთ, ერთი ფილმი მაინც, წინააღმდეგობაზე?

    ომის პერიოდში მიწისქვეშეთში ვიმალებოდი, იძულებული გავხდი 20 წელის განმავლობაშ დავმალულიყავი. როცა „პროვოკაციაზე“ დავიწყე მუშაობა, არანორმალური რეჟიმი მქონდა, კინოს კინოზე ვიღებდი. ამ ყველაფერმა მოითხოვა უდიდესი შრომა, სწავლა და გართობა. მჭირდებოდა პირველ წყაროებზე მუშაობა, რადგანაც არ მსურდა თავისუფალ ინტერპრეტაციას რისკის ქვეშ დავეყენებინე. ჩემი მოყოლილი ამბების თითოეული ნაწილი ოფიციალურ აქტებს ეყრდნობა, პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, ისაა რომ დიდი ყურადღებით შევისწავლი მასალებს. 1970 წელს მივუძღვენი ფილმი პირველ კომფლიქტს, რომელსაც ერქვა „მოწინააღმდეგები“, ფილმი დაფუძნებულია ემილიო ლოსუს ომის დღიურებზე. კინოსურათი დღემდე ითვლება იტალიელების ომის თემატიკის ერთ-ერთ უკანასკნელ ფილმად. ძალიან მალე ეს ქვეყანა დამანგრეველი ცვლილებების თეატრად იქცა, რომელიც თვით ომზე უფრო მავნებელი აღმოჩნდა; ჩვენი ქვეყანა იძულებული გახდა აეტანა ტერორიზმი. ტერორიზმი იტალიაში 20 წელი გაგრძელდა, მაშინ როცა, ევროპის სხვა ქვეყნებში, ტერორიზმი, გაცილებით ხანმოკლე იყო, სამწუხაროდ, ჩვენ აბსურდს ხშირად ვაძლევთ გასაქანს, თუნდაც ეს აბსურდი შეზღუდული იყოს დამოუკიდებელი ეპიზოდებით.იმ პერიოდში ტერორიზმი იბადებოდა ქარხნებში, როგორც მემარცხენეთა, ისე მემარჯვენეთა სკოლებში. ეს, ყოვლად უფანტაზიო ტერორიზმი გახლდათ. მეფიქრება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც უნივერსიტეტის კიბეებზე სახელით მიმართავდნენ თავიანთ ლექტორებს და შემდეგ მუცელს უფატრავდნენ. პრობლემა საინტერესოდ მეჩვენებოდა და, შესაბამისად, საკითხს ფილმით მივუახლოვდი და 1981 წელს გადავიღე „სამი ძმა“. აქ გამოვხატე გუიდო როსას მსგავსი ადამიანების იზოლირების იდეა, მათ მეგობრების მხრიდან სოლიდარობა რომ ეგრძნოთ, ალბათ დღესაც ცოცხლები იქნებოდნენ.
ისევე როგორც ვათქმევინე ერთ-ერთ მოსამართლეს: არ მომწონს, რასაც საუბრობენ წითელ ბრიგადებსა და სახელმწიფოზე, აუცილებელია ხელისუფლების დახმარებით დავუპირისპირდეთ წითელ ბრიგადებს, თუნდაც კარგად გვესმოდეს ის, რომ შემდგომში ჩვენი მიზანი ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შეცვლა უნდა იყოს.

   რატომ ითვლება თქვენი ფილმები სინემა-ვერიტად (კინო-სიმართლე), მაშინ როცა თქვენ, როგორც დავინახეთ, გამომძიებლურ-კინოს მიკუთვნებით?

   გამოვიყენე სხვადასხვა სტილისტური მეხსიერება; გარემოს შთაგონებით შევავსე „მასალები“. რაღაც მომენტში, ნამდვილად, გაქვს სურვილი ჟურნალისტურად მიუახლოვდე ამბავს; თუმცა, როცა ვეხებოდი რაიმე ისტორიას, იძულებული ვიყავი შევღწეულიყავი მის, კონკრეტულ სივრცეში, სურათი, რომელიც გხვდება, გეხმარება თანამედროვე შთაგონების მიღებაში. სწორედ ამიტომაც, „სალვატორე ჯულიანოში“ ჩავრთე სასოწარკვეთილი ქალის სცენა (რომელიც საკმაოდ შრომატევადი აღმონდა),თითქმის ბერძნული ტრაგედიის მსგავსი, რომელიც გააფთრებული გლოვობს ამ ყაჩაღის გარდაცვალებას. შემეძლო ქრონიკით დავკმაყოფილიყავი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. ვნების გარეშე არ შემიძლია არსებობა. დაძაბული ცხოვრება მქონდა და ყოველთვის დიდ მნიშნელობას ვანიჭებდი გატაცებებს. არ ვარ ცივი რაციონალისტი, მივისწრაფი გავაკეთო რაღაცა ისე, რომ არ მომიწიოს გარკვეული ასპექტების ძალით თრევა.

რას ფიქრობთ ამ აბსურდულ, ძალადობრივ პროტესტზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის?

     ძალადობამ ყველგან იფეთქა და არ შეიძლება იგი განვასხვავოთ ტერიტორიულად, ჩრდილოეთად და სამხრეთად. ის რაც მოხდა პერუჯაში, არ არის იმ დანაშაულებზე ნაკლები, რაც მთელს მსოფლიოში ხდება; განზოგადება არ არის საჭირო. გადამწყვეტი საშუამავლო ხელოვნებაა, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა, მას მივყავართ არსებობის სიგიჟემდე, რომელმაც აღაგზნო კულტურული აქტივობები. ხანმოკლე პერიოდში წეს-ჩვეულებების რადიკალური ცვლილებების მომსწრენი გავხდით. ამიტომაც, აუცილებელია დიდი დრო დავუთმოთ ბავშვებს და ვიზრუნოთ მათ აღზრდაზე.აუცილებელია მათ გავაცნოთ ის ისტორია, რომელიც არა ძალადობრივი, არამედ აღმზრდელობითია. ერთხელ ნეაპოლსაც შევთავაზე, შუადღის სმენის გაკვეთილების სავალდებილო შემოღება. არ მსურდა სწავლის გაორმაგება, ვკმაყოფილდებოდი იმითაც, თუ ბავშები დაკავდებოდნენ სამოქალაქო განათლებითა და ფიზკულტურით. სპორტი, ჩემი აზრით, მკაცრი დისციპლინაა, იგი არ ჩამოუვარდება ფეხბურთს, რომელიც დღეს, როგორც ვხედავ, ვიღაცების ინტერესებს ეწირება..

ასიზი – ნოემბერი 2007

როგორ დაიბადა ფრანცესკო როზის „ქალაქი ხელებში“

04_c

„სალვატორე ჯულიანოსთან“  (’60-’61) აღმოვაჩინე ფილმის კეთების ჩემეული სტილი, აუდიტორიას შევთავაზე კითხვები და ამ კითხვებით მსურდა მათი ჩართვა და  გააქტიურება. სიცილია და მაფია, იტალიის მთავრობა, სიცილია, სიცილიელები და მაფია, თანამშრობლობა მაფიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს, პოლიტიკასა და პოლიციას შორის. კითხვები, რომლებზეც დღემდე არ გვაქვს ამომწურავი პასუხები, სალვატორე ჯულიანოს მკვლელობა ისეთივე გასაიდუმლოებულია, როგორც „პორტელა დელა ჯინესტრას“ (1 მაისი 1947 წ.) – პირველი პოლიტიკური ანგარიშსწორების შემთხვევასცენარზე, ფაქტზე ჩემს თანამშრობლემთან – სუზო ჩეკი დ`ამიკო, ფრანკო სოლინასა და ენცო პროვენცალესთან ერთად ვმუშაობდი, არ მსურდა ფაქტებში ფანტაზიის გარევა, ანუ იმის რაც სასამართლოს მიერ არ იყო დამტკიცებული.  მსახიობებად და მოწმეებად მსურდა მყოლოდნენ ისინი, ვიზეც უშუალოდ გაიარა ამ მოვლენამ და შენარჩუნებული ქონდათ ემოციური მდგომარეობა.  გავაცოცხლე რეალობა სწორედ იმ ადგილებში, სადაც ვითარდებოდა მოვლენები: სიმართლის აღმოჩენის გზა, იქცა ფილმის დრამად.

            სალვატორე ჯულიანო დადებითად შეაფასესკრიტიკოსებმა, აუდიტორიამ და მსოფლიომ. ფილმა, ბერლინში მოიპოვა ვერცხლის დათვი, ფრანკო კრისტალდი, პროდიუსერი, დაჯილდოვა იმ რისკისთვის, რომელიც გაწია ფინანსურად არც თუ ისე სახარბიელ სიტუაციაში, ამას ემატებოდა უსიამოვნო ცენზურის გავლის საშიშროებაც. ეს წინასიტყვაობა აუცილებელია იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ როგორ შეიქმნა „ქალაქი ხელებში“.

             ’62-63 წლებში ვისურვე ნეაპოლში დაბრუნება, ვფიქრობდი, რომ დამხვდებოდა, ისევ ისეთი, სუსხში გახვეული, ყოველდღიური რეალობისგან განსხვავებული ქალაქი, რომელიც მიკარნახებდა კინო სცენარს.ჩემი ეს განზრახვა, გავუმხილე ჩემს მეგობარს, მწერალ – რაფაელე ლა კაპრიას და ერთად გადავწყვიტეთ ხეტიალი და  ქალაქით, ხალხით, ქუჩებით, მოსახვევებით, რეალობით „აღჭურვა“, რათა ბოლოს საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა შემაჯამებელი პროდუქტი, რომელსაც შეაფასებდნენ არა მხოლოდ როგორც მაყურებლები, არამედ – როგორც მოქალაქეები.  შესაბამისად, არ მჭირდებოდა ინდივიდის ისტორია, არამედ – საზოგადოების, რომლის ცენტრში იდგებოდა ადამიანი, როგორც ყველა ფილმში, მთელი თავისი ვნებებით; თითოეული ჩვენთაგანისთვის, მისი ცუდი ან კარგი მოქმედებები განხილვის თემად იქცეოდა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა შეგვეფასებინა, რამდენად ვართ სოციალურად და მორალურად ამ დადებით თუ უარყოფით შედეგებში გაბმულნი. იმ დროის ნეაპოლი ჩაძირული იყო სამშენებლო სპეკულაციებში,  გამოვხატავდით აღშფოთებასა და გულისტკივილს, ვშიშობდით, რომ ჩვენი ნეაპოლი, ჩვენი ქალაქი შეიცვლიდა არა მხოლოდ იერს, არამედ კულტურასა და ყოფითობას.დავრწმუნდით, რომ სწორედ ეს იყო ის, რაც უნდა მოგვეყოლა, თვითონ ამბავი მოგვიანებით გაჩნდა,თითქმის დამუკიდებლად.

            61 წელს, ნეაპოლში გაიმართა ქრისტიან-დემოკრატთა ყრილობა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა მემარცხენეთა ცენტრი.  იქ ყოველ დღე მივდიოდით, მალულად ვესწრებოდით დაპირისპირებულთა კამათს, რომელიც ითვლიდა როგორ მემარცხენეებს, ისე დისიდენტ კათოლიკოსებს. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა კარლო ფერმარიელომ, რომელიც კარგად იყო გარკვეული ურბანულ საკითხებში და უპირისპირდებოდა PCI-ის, მისი გაცხარებული გამოსვლა ეხებოდა იმ პრობლემას, რაზეც მსურდა ფილმის გადაღება. ის და მხოლოდ ის, უნდა ყოფილიყო ჩემი ფილმის დადებითი გმირი, ასეც მოხდა და მშვენივრადაც გაართვა თავი, დამაჯერებლი იყო თავის ვნებიან და ირონიულ როლში, რითიც უტევდა თავის მოწინააღმდეგებს. დავრწმუნიდი, რომ სწორედ აქ, ქალაქის საკრებულოში, წყდებოდა ჩვენი ქალაქისა და შვილების აწყმო და მომავალი. ფაქტი იყო, რომ სწორედ ამ ადგილას უნდა განვითარებულიყო ფილმის ცენტრალური დრამა, განსხვავებული მენტალიტეტისა და მორალის შეტაკებების დროს, ფალსიფიცირებული მარეგულირებელი გეგმის გასაჩივრებისას,რუკის შეცვლას შეეძლო  ემოქმედა შესაბამისი ადგილის დანიშნულებაზე: საავადმყოფო, სკოლა გადაიქცეოდა „კერძო“ სამშენებლო გამოყენებს ადგილად, ისიც მოხდებოდა, რომ ჩვენ თვითონ დავაინტერესებდით შესყიდვების სააგენტოს.   რობერტო პანეს, შეუპოვარი კანონიერების დამცველის, გარიყულ მდგომარეობაში ხილვა, ფილმის სტრუქტურისთვის იძლეოდა ნარატიულ, განცხადებით, საკვლევ მასალას. შემთხვევით გაჩნდა ის ეპიზოდი, როცა ცათამბჯენების კონსტრუქციებთან ახლოს ინგრევა პატარა შენობა. რატომ ჩამოინგრა? როგორ? ახალი საკვლევი მასალა და ფილმის აგების კიდევ ერთი საშუალება. ყოველ დღე, ჩვენი ხეტიალიდან და გამოძიებიდან სააშკარაოზე გამოიდიოდა დამალული სიმართლე, ფაქტი. ჩამონგრევის ადგილას მცნობენ, იწყებენ მოყოლას, იმ ეჭვების გაზიარებას, რომელიც მოგვიანებით დადასტურდება კიდევაც  ჟურნალ-გაზეთებში.და შემდეგ, ლუიჯი კოზენცასთან შეხვედრები, რომელმაც ომი გამართა საკრებულოში და ფერმარიელო მიიყვანა მის, იმ უძვირფასეს ტექნიკურ მასალებთან, რომელიც ურბანული ლაბირინთის გაკვლევაში დაეხმარეობდა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს, ყველაზე ამაღლევებელი სიყვარულის ისტორიაზე უფრო ამაღელვებელი იქნებოდა

            აი, როგორ დაიბადა ეს ფილმი, ყოველი დღე, აღმოჩენა, დეტალი ქმნიდა ისტორიას, რომელიც ეხებოდა  თითოეულ ჩვენთაგან. გვსურდა აგვეშენებინა უფრო სამართლიანი და უკეთესი ქვეყანა.

            ქრისტიან-დემოკრატების ყრილობაზე შევხდი ენცო ფორჩელას, „ილ ჯიორნოს“  სარედაქციო სტატიების ავტორს, და შევთავაზე ჩვენთან ერთად  სცენარზე მუშაობა, ძალიან დაგვეხმარებოდა მისი პოლიტიკური კომპეტენტურობა და ასეც მოხდა. მას მივაბარე ენცო პროვენცალე, ჩემი მუდმივი თანამშრომელი. ყველა როლის შემსრულებელი (გარდა როდ სტეიჯერისა დასალვო რანდონისა) არაპროფესიონალები იყვნენ, უკვე „სალვატორე ჯულიანოში“ ნაცადი ხერხი, რომელიც ბრწყინვალე შედეგების მომტანი აღმოჩნდა. პროდიუსერი გახლდათ ნელო სანტი, რომელსაც აღმოაჩნდა საკმაო სიმამაცე, რადგანაც ეს იყო ფილმი, რომელიც უდაოდ უამრავ მტერს გაიჩენდა.  ყველაზე საპასუხიმსგებლო იყო ჩამონგრევის სცენა, რომელიც 7 კინოკამერით გადავიღე. ყველაზე მსუბუქი იყო დებატების ეპიზოდი, ხალხი ავიყვანე ქუჩიდან, ყველა არაპროფესიონალი, ისინი სხვადასხვა პოლიტ შეხედულებებს აღშფოთებითა და ზოგჯერ – აგრესიითაც კი გამოხატავდნენ.

            1963 წელს, როცა ფილმა, ვენეციაში,  მოიპოვა ოქროს ლომი, აუდიტორია ორად დაიყო, დამსწრეთა ნახევარი ტაშს უკრავდა, ნახევარი – უსტვენდა; ფილმი შერაცხეს წესრიგის დამცველების შეურაცხმყოფელად, ხოლო კათოლიკურმა ცენტრმა – „ფილმი უფროსებისთვის“. 1964 წელს, ფილმა მოიპოვა Inarch-ის პრემია (არქიტექტურის ეროვნული ინსტიტუტი)მასობრივი საინფორმაციო სამსახურისთვის“, ეს ის პრემიაა, რომლითაც ძალიან ვამაყობ.

ფილმა მიაღწია თავის პროვოკაციულ მიზანს.  ამჟღავნებდა პოლიტ-მაფიოზური საქმიანობის ინტრიგულ ხლართს, რომელიც მთლიანად თავდაყირა აყენებდა ტერიტორიის სწორ ურბანულ გამოყენებას..

კინოსურათმა აღიარება პოვა მთელს მსოფლიოში, ფილმის პრობლემატიკა, 40 წლის შემდეგაც, აქტუალურია, უფრო მეტიც, 50 წლის შემდეგაც, იტალია, ახალი ურბანული კანონის მიღების მოლოდინშია.

რომი, 11/07/03 ფრანცესკო როზი

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s