მაიკ ლი “მე ისტორიების მთხრობელად დავიბადე”

Mike_Leigh2_Olympi_1780105b

     გარიყულთა, “უჩინართა კინო”, ასე განმარტავენ თქვენს შემოქმედებას, რამდენად ეთანხმებით ამ განსაზღვრებას?

     ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება რეალობას: გარიყული მაშინ ხდება ადამიანი, როცა ის თავის ადგილს შორდება. უწოდო ჩემს კინოს გარიყულთა კინო, ეს ინტერპრეტაციის შეცდომაა, იქნება ეს (ინტერპრეტაცია) პოლიტიკური თუ ფილოსოფიური. თითოუელი ჩვენთაგანი საკუთარი სამაყაროს ცენტრში დგას. სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ჩემი კინოს პერსონაჟები გიჟები არიან, საზოგადოებაში გაუცხოებულები: საზოგადოებისთვის უჩინარნი. გარდა ამისა, გამიხარდებოდა თუ ჩემს კინოს აღიქვამდენ კომპლექსურ კინოდ და არა ადვილად შესაფასებელ კინოდ.

ბოლო პერიოდის ეკონომიკურმა კრიზისმა რაიმენაირად თუ იჩინა თავი?

ეს ბუნებრივი პროცესია, ყველა ხელოვანს უნდა შესწევდეს უნარი მოერგოს გარშემორტყმულ სიტუაციას.

როგორ იქცევა იდეა ფილმად?

    ჩემი ფილმების შექმნისას არასოდეს მივყვები იდეას, კინოსურათი ზუსტად ისევე იქმნება, როგორც მხატვარი შექმნიდა თავის ტილოს. ჩემთვის ეს კინოს საწყისებთან მოგზაურობაა, რომელიც, საბოლოოდ, კინოს არსის გაგებაში მეხმარება.

როგორ მუშაობთ თქვენს მსახიობებთან?

     ეს ინდუსტრიული საიდუმლოებაა. ცოტაოდენი მუშაობა შესრულებაზე, ცოტაოდენიც – იმპოვიზაციაზე… პროცესი რომ წინ წავწიო, გარშემო უნდა შემოვიკრიბო გონიერი მსახიობები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმითა და აღქმით, მოახერხებენ „პერსონაჟებად“ გადაქცევას. სწორედ ამ მიზეზის გამო, ვამჯობინებ ჩამოყალიბებულ, მომწიფებულ მსახიობებთან მუშაობას, და არა ბავშვებთან.
ჩემი აზრით, კინოში მთელი ყურადღება გადადის პერსონაჟზე, და არა – მსახიობზე. ზოგადად კი პირიქითაა, რეჟისორმა უნდა მიაღწიოს შეთანხმებას მსახიობსა და პერსონაჟს შორის. მე არა, პერსონაჟზე ბევრს ვესაუბრები მთავარი როლის შემსრულებლებს, ვუხსნი მათ თუ როგორ ცხოვრობს და რაზე ფიქრობს ფილმის გმირი. ასე მაგალითად, „ბედნიერებას მოაქვს იღბალზე“ მუშაობისას, სალი ჰოვკინსმა მთელი თავისი ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა ჩადო.
არცერთმა ჩემმა მსახიობმა არ იცის, თუ რა უნდა თქვას მეორე მსახიობმა, მხოლოდ ის იცის თუ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად მან და ასე, ნელ-ნელა ეცნობიან დარჩენილ ისტორიას. ესაა მოგზაურობა, რომელიც დიდი გზის გავლას მოითხოვს და რომელსაც ერთად მივყავართ ფილმის დასრულებამდე. ვქმნით საიმედო სივრცეს, იმისთვის, რომ უკეთესად ვიმუშაოდ.

თქვენი დამოკიდებულება მუსიკისადმი?

    ჩემი მუშაობის მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ კინომუსიკაზე მომუშავე კომპოზიტორს, არანაირი კავშირი არ ქონდეს სცენართან, ალბათ იმიტომ, რომ სცენარი, როგორც ასეთი, არც არსებობს. შემდეგ დიდ დროს ვატარებთ ერთად სამონტაჟოში, ეს ის ადგილია სადაც ვამჯობინებ მუშაობას. თუ როგორი მუსიკა მიყვარს, ამის გასაგებად საკმარისია უყუროთ ჩემს ფილმებს, არავითარი ელექტრონული მუსიკა, მხოლოდ ჯაზი, კლასიკა (შუბერტი, მენდელსონი.. თუნდაც ეს ორი) ანუ ზოგადად ის მუსიკა, რომელსაც ორკესტრი დაუკრავს.

რა გახსენდებათ „საიდუმლობებზე და ტყუილებზე“ ?

   დამფინანსებლებს სურდათ ორი სცენის ამოღება, მე მათ არ დავემორჩილე და მათ გადაწყვიტეს ბოიკოტით სამაგიეროს გადახდა: არ სურდათ ჩემი გაშვება კანის ფესტივალზე, ძალიან ბევრ მყიდველს აჩვენეს არასასურველი სცენა, იმ იმედით, რომ ისინიც გაიზიარებდნენ მათ აზრს, მაგრამ საპირისპირო რეაქციები მიიღეს და საბოლოოდ ფილმი გამოვიდა ისეთი, როგორიც მსურდა, კინოსურათი გაემგზავრა კანის ფესტივალზე და მოიპოვა ოქროს პალმის რტო.
ფილმის იტალიურ ვერსიაში, ის ორი სცენა ამოჭრილია დამხვდა, თუ გადავეყრები დისტრიბუტორს – ვესვრი, იარაღი თუ არ ამოქმედდება, წელში გადავტეხავ. ნაკლებად ბრიტანული, მაგრამ სუფთა სიცილიური რეაქცია..

რას ურჩევდით ახალგაზრდა კინორეჟისორებს?

    დღეს ტექნიკა ყველას აძლევს საშუალებას, მცირე თანხითაც კი გადაიღოს კინო. რჩევა ალბათ ის იქნება, რომ მაყურებლამდე მიიტანონ ის ისტორია, რომელიც მათი გულებიდან მოდის, არ გაიმეორონ უკვე შექმნილი კინოები. „ყველამ იცის, რომ ტარანტინო ქურდია, მაგრამ ყველას მოსწონს ის თუ როგორ იპარავს“: იცით რას გეტყვით, ეს არ არის კინოს კეთების ერთადერთი გზა. იპოვეთ თქვენი კინოენა.

რას ფიქრობთ კენ ლოუჩის ფილმებზე?

    ორივე მოვდივართ ტელე სივრციდან და ორივემ შევქმენით ფილმები რეალობაზე, ყოველდღიურობაზე. მაგრამ ჩვენ განგვასხვავებს სტილისტიკა, მის ფილმებში მესიჯი ერთია და გასაგები: „ლოუჩი გამოუსწორებელი მარქსისტია!“. ჩემი ფილმები ასეთი ნათელი არ არის, მე ვცდილობ, მაყურებელთან ისეთ დიალოგში შევიდე, რომ მან ყურებისას შესძლოს მესიჯის შექმნა.

გიფიქრიათ დოკუმენტური ფილმის შექმნაზე?

   არა, არასოდეს მიფიქრია: მე ვარ natural born storyteller-ი, ისტორიების მთხრობელი. გარდა ამისა, ვერ წარმომიდგენია ჩემი ისტორიები იუმორის გარეშე, ამის საშუალებას კი დოკუმენტური კინო ვერ მომცემდა.

„ბედნიერებას მოაქვს იღბალი“-ის ოპტიმიზმი თქვენი ოპტიმიზმიცაა?

   დღეს გაცილებით მარტივია ჩაგითრიოს პესიმიზმა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ იმის კეთებას, რაც უნდა გაკეთდეს, როგორც ის, ვინც ასწავლის ბავშვებს Poppy-ის ხელობას კინოში, ეს ისეთი საქმეა, რომელიც პესიმიზმით ვერ გაკეთდება.

თქვენ მუშაობთ გაწელილ სცენებზე, როგორი ეწყობით ახალგაზრდა აუდიტორიას, რომელიც სიჩქარესაა მიჩვეული?

    ვფიქრობ, რომ საკმაო სივრცეა ყველანაირი ექსპერიმენტისთვის, ვერ ვიტყვი რომ დღევანდელ ახალგაზრდობას უჭირს თვალყური ადევნოს რაღაც ისეთს, რაც მათგან კონცენტრირებას მოითხოვს. თუ ხალხი ხედავს ვიღაცას, ვინც შენობიდან გადმოხტომას აპირებს, ის, მშვიდად და წყნარად, 4 საათიც კი დაელოდება. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ფილმები გაწელილი, მოსაწყენი და აუტანელია. ანტონიონის ფილმების დასახელებასთან შედარებით, შეიძლება დისნეის საილი სიმფონიად მოგეჩვენოთ: აქვე უნდა აღვნიშნო, ძალიან მომწონს 60-იანი წლების ანტონინი, მაგრამ ზოგი მათგანის დასახელება, საშინლად მოსაწყენი მეჩვენება.

ვინ მოახდინა თქვენზე, როგორც კინორეჟისროზე, გავლენა?

    ერმანო ოლმი, სატიაჯიტ რაი, იასუძირო ოძუ, ფრანგული ახალი ტალღა,აკირა კუროსავა და არ შემიძლია არ ვახსენო – ვიტორიო დე სიკა.

თქვენს კინოში , როგორი ურთიერთობაა ფორმასა და შინაარს შორის?

    გადამწყვეტი: ფორმა და შინაარსი ერთმანეთზეა გადაბმული, ერთი ემსახურება მეორეს. რადგანაც არ ვმუშაობ სცენარზე, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ფორმა ფილმის განვითარებასთან ერთად მოდის, მაგრამ ეს ასე არაა: სტილი, აბსოლუტურად ცენტრალური რამ არის და ყოველთვის სტილისტური დეტალების ძიებაში ვარ.
მაგალითად? „ბედნიერებას მოაქვს იღბალზე“ მუშაობისას გადავწყვიტე გამომეყენებინა ფუჯის ფირმის კინოფირი, რომელიც ცოცხალ ფერებს იძლევა, ყველაზე შესაფერისი ფირი, იმისთვის რომ მოყვე ისტორიები კინო სტილში.

თარგმ. axavild

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s