ვერნერ ჰერცოგი

Bil_Zelman_Werner_Herzog

  არ მიყვარს ჯილდოების მიღება. ჯილდოები ძაღლებისა და ცხენებისთვისაა.

  როგორც ხედავთ რეჟისორის პროფესიამ კლოუნად მაქცია. მაგრამ ყველას ასე ემართება: შეხედეთ ორსონ უელსს ან ტრიუფოს მსგავს ხალხს. 

 თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ კინო, ყველაზე კარგი იქნება თუ შემდეგნაირად მოიქცევით: წიგნები არ იკითხოთ. მე, მაგალითად, უპირატესობას გლამურულ ჟურნალებს ვანიჭებ, დიდი ფოტოებითა და ჭორებით სავსეს.  National Enquirer (ჟურნ.) მშვენივრად იკითხება. მისი ვულგარულობა, საერთო ჯამში, აბსოლუტურად უსაფრთხოა,  ეგ კი არა სასარგებლოა კიდეც.

 ჭორები საკუთარ თავზე შეგიძლია დაამარცხო  მხოლოდ რამდენიმე საშინელი სიტყვის დახმარებით.

 ზოგიერთი მოვლენა გასაოცარ ძალას ფლობს, გარდაქმნის სიმართლეს რაღაც დაუჯერებელ ამბად. 

 იმდენად ჩავეფალი იდუმალებასა და ამოუცნობელში, მივხვდი , რომ არსებობის სხვა ფორმები  არაბუნებრივი და პრეტენზიულია.

 მჯერა, რომ სამყაროს მნიშვნელი არა ჰარმონია, არამედ ქაოსი, მტრობა და სიკვდილია.

 ჩემს გონებაში ისეთივე აზრები ტრიალებს, როგორიც დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის თავში. ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სხვა რომელიმე ადამიანს შორის მდგომარეობს იმაში, რომ მე ვისწავლე როგორ გამოვხატო ეს აზრები.

 ფაქტები არაა ჩემი ინტერესის სფერო. ფაქტები – ბუღალტერებისთვისაა.

 მე არ ვიღებ დოკუმენტურ კინოს, და არც მხატვრულ კინოს. ვცდილობ რაღაც სხვაგვარი გავაკეთო. 

 მინესოტაში, ყოველი წლის გაზაფხულზე ხალხი აეროსანებით კატაობს გაყინულ ტბაზე, შემდეგ ცვივდებიან გამღვალ ყინულში და იხრჩობიან. ახალი გუბერნატორისგან ყველა ელოდა, რომ გამოცემდა კანონს, რომელიც შეაჩერებდა ამას, მაგრამ ის – წარსულში მებრძოლი და პირადი მცველი – ლაკონური და ბრძენი აღმოჩნდა: „შეუძლებელია კანონმა მხედველობაში მიიღოს სიბრიყვე“.

 არასდროს გავხდები იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც არსებობს სიკვდილით დასჯა. რატომ ვცხოვრობ ამერიკაში? დავქორწინდი – აი, ამიტომ. 

 ყველგან და ყოველთვის პატივი უნდა სცე ადგილობრივებს. 

 საოცარია, მაგრამ შერპები, ისევე როგორც სხვა მთის ხალხები, არ ფიქრობდნენ დაეპყროთ და  დამორჩილებინათ ჰიმალაები მანამდე, სანამ მე–19 საუკუნეში მოსაწყენმა ინგლისელმა არისტოკრატებმა არ განუცხადეს.

 ტურიზმი – დანაშაულია. ღირსება – მოგზაურობა. 

 არასდროს არსად დვკარგულვარ, თუმცა ორიენტაციის გრძნობა თანამედროვე ადმიანმა დაკარგა. 

 ცოტა ხნის წინ, მესროლეს, დამჭრეს. მაგრამ თითქმის არ მწყენია, რადგან უკვე მესროლეს. ერთხელ მეამბოხე რაზმთან ერთად გადავკვეთე საზღვარი ნიკარაგუასა და ჰონდურასს შორის. ჩვენ მოვექეცით ცეცხლში, შუაგულ მდინარეში. და კარგი ის იყო, რომ ჩვენ თითქმის ხელის გულზე ვიყავით  და ის მსროლელები ჯუნგლებში იმალებოდნენ.

 მე უბრალოდ ვცდილობ ვიყო კინემატოგრაფიის ერთგული ჯარისკაცი. 

 ერთხლ ფილმს ვიღებდი, სადაც ყველა მონაწილე მსახიობი ჯუჯა იყო. ერთ მომენტში, ერთ–ერთი მათგანს ცეცხლი მოედო, შემდეგ კი ალიაქოთში მანქანამ გადაუარა. მაგრამ ის უბრალოდ წამოდგა და დაიფერთხა. იმდენად შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, ყველას ვუთხარი, რომ თუ გადაღებების დასრულებამდე მიაღწევდა ერთი ნაკაწრის გარეშე, კაქტუსებში გადავხტებოდი. საბოლოო ჯამში, მომიწია კაქტუსებში გადახტომა. 

 საჰარაში გაპრანჭულ საუბრებს ვერ გამართავ.

 ჩვენ ვწუხვართ იმაზე, თუ როგორ მიდის ვეშაპების, პანდების, ხის ბაყაყების საქმეები, ტრადიციული კულტურა კი ისე სწრაფად კვდება.. მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს 6000 ენა, მაგრამ უმეტესობა ენებზე მხოლოდ მოხუცებიღა ლაპარაკობენ. ავსტრალიაში ერთ 80 წლის აბორიგენს შევხვდი, რომელიც თავის მშობლიურ ენაზე ერთადერთი მოლაპარაკე  იყო. ყველა მუნჯად თვლიდა,  მაგრამ მას უბრალოდ არავინ ჰყავდა ვისთანაც ისაუბრებდა.

 ჩვენი ბავშვები ჩვენ ყველას შეგვიძულებენ, რადგან არ შევაგდეთ ბომბები ყველა იმ ტელევიზიაში, რომლის ეთერშიც რეკლამები გადის.

 მზის სათვალე, კარგი ფეხსაცმელი და ბინოკლი – აი ყველაფერი , რაც გჭირდება.

 ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ სამყაროსი იმისათვის, რომ მას იუმორის გრძნობა არ გააჩნია.

 რაშია ცხოვრების აზრი? მაპატიეთ, მაგრამ ცხოვრების მნიშვნელობა არ შეიძლება ჟურნალში იყოს განსაზღვრული.

 

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s