ინტერვიუ ემანუელე კრიალეზესთან

«ჩემს ფილმებში ჩანს ემიგრანტთა ოცნებები და ილუზიები »

emanuele-crialese_650x435

ახალი სამყარო“ ესაა ფილმი ოცნებებსა და იმედებზე თუ ოცნებებსა და ილუზიებზე?

         ოცნებებსა და ილუზიებზე

         რადგანაც ესაა ფილმი ემოგრანტებზე, რომლებიც ახალი სამყაროს ძიებაში არიან?

          ყველაფერი დაიწყო  პირველი პროპაგანდისტული ფოტომონტაჟის აღმოჩენით, რომელიც აღწევდა ევროპულ სოფლებში და რომლებშიც გამოსახული იყო გიგანტური ზომის ქათმები, სტაფილოები და რვაფეხები.  ყველაზე უფრო რითაც მოვიხიბლე, ის იყო, რომ ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, ოკეანის გაღმა არსებული ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია ფოტომასალების სახით ვრცელდებოდა. უპრეცედენტო ფაქტი, თითქოს ეს ყოფილიყო სივრცული მესიჯები. აღთქმულ მიწაზე იყვნენ უცხოპლანეტელების მსგავსნი, სადაც ყველაფერი დიდი იყო და ცხოვრებაც გაცილებით მარტივი . ეს იყო ის, რისი ჩვენებაც მინდოდა ფილმში.

una-scena-del-film-nuovomondo-28678

        გადავიდეთ იმ კვლებესა და ტესტებზე, რომლებიც ადგენდნენ ემიგრანტთა გონებრივ შესაძლებლობებს .

         დავიწყე მასალების ხანგრძლივი შესწავლა. ვიმყოფებოდი ელისის კუნძულზე. შემძრა მუზეუმში გამოფენილმა რამდენიმე ფოტომ, რომელზეც გამოსახულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ცარიელ სივრცეში, უცნაური გეომეტრიული ფიგურების განთავსებას. გავიფიქრე: ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს თავსატეხი? შემთხვევით, ეს ის კუნძული ხომ არ იყო, სადაც კარანტინი გამოაცხადეს და იძლებულები გახდნენ  შეემოწმებინათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ არავის სჭირდა გადამდები სენი.  იქამდე გავაგრძელე ძიება, სანამ არ მივაგენი სიმართლეს – ეს თავსატეხები სხვა არაფერი იყო, თუ არა ინტელექტის შესამოწმებელი ტესტები.   პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ვიღაცებმა გადაწყვიტეს ინტელექტის გაზომვა და ადამიანების ქცევების კატალოგში მოქცევა.

              

         და შენს თავს დაუსვი კითხვა „რატომ“?

         ეს ინდუსტრიალიზაციის დასაწყისი იყო და სამსახურის შოვნის მიზნით, ბევრმა  გადაწყვიტა ევროპისა და მიწათმოქმედების მიტოვება. იმ პერიოდის ამერიკელები, რომლებიც ყოველთვის სახელწიფო მოღვაწეებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ, ამჯერად, მთლიანად მმართველი წრეების მატერორებელ ცნობებს ავრცელებდნენ. ისინი იძახდნენ: ეს ემიგრანტები, ჩვენთან შედარებით გაცილებით სწრაფად მრავლდებიან, ყავთ ძალიან ბევრი შვილი, თუ გავაგრძელებთ მათ მიღებას, სადღაც ათ წელიწადში მათი სისხლი (იგივე black drop-ი)  ჩვენს რასას წაბილწავს და რაოდენობრივადაც იმ სიმაღლეს მიაღწევენ, რომელიც, საბოლოოდ, სოციალური რევოლუციის საფრთხემდე მიგვიყვანს.

         რამდენი მგავსებაა არიულ რასათან.

         და,საბოლოოდ, ამ შედეგამდეც მივედით. ის რაც გერმანიაში მოხდა, სხვა არაფერია თუ არა  ელისის კუნძულზე ჩატარებული კვლევების გაგრძელება. პირველი დიდი ევგენიკური ლაბორატორია შეიქმნა ნიუ იორკში, 1902 წელს და პირველ საკვლევ მასალას, სწორედაც რომ, ემიგრანტები წარმოადგენდნენ. ამ ლაბორატორიაში (სადაც ეძებდნენ ე.წ.black drop-ს ) თეთრი რასის დაცვის მიზნით  სტერილიზაცია გაუკეთეს 60 000-მდე ადამიანს. ელისის კუნძელზე პირველად მოხდა რასების კვლევა, იმ მიზნით, რომ გაეგოთ რომელი მათგანი იყო მეტ-ნაკლებად გამოსადეგი და ტესტის შედეგებით სავარაუდო დასკვნები გამოქონდათ: ფრთხილად, არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში იმბეცილები (იმ პერიოდში, იმბეცილობა, როგორც ტერმინი, სამეცნიერული დონეზე იყო დაშვებული), რადგანაც გამრავლდებიან და ქვეყანას მოავლენენ სხვა გონებასუსტ ადამიანებს.  მთავარი პრობლემა იყო სისხლის წაბილწვა, მაგრამ ასევე ფიქრობდნენ, რომ ემიგრანტები ტვირთად დააწვებოდნ საზოგადოებას ქვეყნის ეკონომიკის გავლით. ჩემი აზრით, ამ პრობლემას ბოლო არ უწერია.

         გინდა თქვა, რომ ბუშის ადმინისტრაცია დღესაც ასე ფიქროს, თუ ისევ ისე რაგირებს ემიგრანტებზე? 

         მილენიუმის პროექტს ნათელი მიზანი აქვს. მას სურს ამერიკის პირველობა და სწორედ ამიტომაც კეტავენ ქვეყნის საზღვრებს. სურთ იზოლირება, რადგანაც რაღაც მომენტში გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მოუნდება მეორეს ჯიბრზე გადარჩენა. იცით თუ არა, რომ საუკუნის დასაწყიში, ამ ევგენიკური პროექტის დამფინანსებლები იყვნენ:  როკფელერი, კელერი, კარნეგი და ის, რომ დღემდე ფუნქციონირებს „ქოლდ სპრინგ ჰარბორის“ (Cold Spring Harbor) ლაბორატორია, რომელიც წამყვანი ამერიკელების მიერ ფინანსდება?  მოკლედ ეს არ არის ფილმის ნაწილი, რადგანაც შეგნებულად გადავწყვიტე მისი ამოვიღება.

         ძალიან  საინტერესოა და , უდაოდ, უფრო ღრმად შესწავლას მოითხოვს.

           დოკუმენტური ფილმის გადაღებას ვაპირებ, სცენარი უკვე მზად მაქვს და ასე,  გასაქანს მივცემ ჩემს სამ წლიან კველვებს. „ახალ საყაროს“ შევწირე ეს ძიებები, სხვანაირად  ვერ ვაჩვენებდი  პერსონაჟების ადამიანურ ბუნებას. მეოცნებე ვარ და ვამჯობინე  გადამეღო ფილმი ემოციებზე და არა ამერიკის პოლიტიკურ სისტემაზე.

         გამოდის, ორ ფრონტზე მუშაობდი?

         საკმაოდ დიდხანს, შემდეგ ვარჩიე მოგონებები. ემიგრანტები, ბებერ ევროპაში, წერილებს უგზავნიდნენ თავიანთ ოჯახის წევრებს: ტყუილებით სავსე წერილები; ისინი მალავდნენ თავიანთ მძიმე რეალობას, რადგანაც ამქვეყნად  ვერავინ და ვერაფერი დააჯერებდა საწინააღმდეგო აზრში და ვერასოდეს იტყოდნენ  ამერიკულ ოცნებაზე უარს. ემიგრანტთა ეს მენტალიტეტი, მოყვეს თავის ცხოვრებაზე ტუილები, რომლისაც უკვე თვითონაც სჯერა, დღემდე ცოცხალია.

         ამით რისი თქმა გსურს?

          ამერიკელებს შეუძლიათ ატომური ბომბით, სხვადასხვა ომებითა და უბედურებებით თეთრკანიანი ადამიანი  აქციოს გმირად,  მხსნელად.  მე არ მჯერა, რომ ამერიკელებს ცუდი განზრახვა ამოძრავებთ, მე მჯერა იმის, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მანიპულირებს ხალხზე და აჯერებს მათ იმას, რომ  ცხოვრობენ იდეალურ მიწაზე, მაშინ როცა ეს მიწა უკვე ციხედ იქცა. როცა საინფორმაციო საშუალებებმა სააშკარაოზე გამოიტანეს სიმართლე, ამის ფონზე, არ შეიძლება პოზიტიური იმიჯის შექმნაზე მილიარდების დახარჯვა. რეალობა ისაა, რომ ეს ქვეყანა უჩინარი მტრებისგან იცავს თავს.

  საინტერესოა ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკა, მაგრამ დავუბრუნდეთ კრიალეზეს „ახალ სამყაროს“ და მის პერსონაჟებს: შენც ემიგრანტი ხარ.

         კი, ერთია ისტორიული მომენტი და მეორეა ეკონომიკური შესაძლებლობების გამო.

         ანუ სურვილის და არა აუცილებლობის გამო.

         მე არ ვსაჭიროებდი გადარჩენას, მე მსურდა თვითგამოხატვა. ჩემს ქვეყანაში ვერ ვახერხებდი იმ სექტორში მუშაობას, რომელშიც მინდოდა და, შესაბამისად, გავემგზავრე ამერიკაში, იქ ვისწავლე კინოს კეთება. 1992 წელს ჩავედი ნიუ-იორკში, ყველაზე გასაოცარი საკუთარი, შინაგანი ძალის აღმოჩენა იყო. (ფიქრობ, ეს ნაცნობია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტოვებს საკუთარ მიწას და მიდის ისეთ ადგილას, სადაც არ იცის კონკრეტულად რა ელოდება). არ ვიცოდი ენა, უცებ გამომეცალა ოჯახური და კულტურული საყრდენი, მაგრამ წარმოდგენა მქონდა თუ რისი გაკეთება მსურდა: ერთგვარ ცხოველურ ინსტინქტს გავდა, რომელიც ახალ ტერიტორიაზე ადგამს ფეხს. შეგრძნებები  გიმძაფრდება და მაშინვე ახრხებ შენი საკვლევი ტეროტორიის მონიშნას.  

         და რა მოხდა?

        მოხდა სასწაული. ახდა ამერიკული ოცნება.  სამ მილიონ ადამიანთან ერთად ჩამოვედი ნიუ-იორკში. აქ უნდა გამევლო კინოს სამთვიანი კურსები. გადავიღე რამდენიმე მოკლემტრაჟიანი ფილმი, რომელიც ჩემმა ლექტორმა აკადემიურ საბჭოს გააცნო და ასე, მოვიპოვე 150 000 დოლარიანი დაფინანსება და სწავლის დასრულების მიზნით, კიდევ სამი წელით დავრჩი ამერიკაში. პრობლემა ბოლოსკენ შემექმნა: 31 წლის ვიყავი, ვგრძნობდი, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ არ მქონდა მუშაობის უფლება ან იტალიაში უნდა დავბრუნებულიყავი ან რამე შავი საქმე მეკეთებინა. ამასობაში დავწერე სცენარი და  დავიწყე იტალიურ რესტორანში მიმტანად მუშაობა.კლიენტების დახმარებით შევაგროვე ცოტაოდენი ფული და გადავიღე ჩემი პირველი, დამოუკიდებელი ფილმი Once we were strangers“, სადაც მთავარ როლს ვინჩენცო ამატო ასრულებს ( ფილმი დაჯდა 60 000 დოლარი, კინოსურათი უჩვენეს საფრანგეთში, მაგრამ არა იტალიაში). შემდეგ იყო სანდანსის კინო ფესტივალი და ასე დაიწყო ჩემი კარიერაც.ფილმი მოეწონა ჰოლივიდსა და ბობ ჩარტოფს (ჩარტოფი-ვინკლერი მარტინ სკორსეზეს პროდიუსერები), რომელმაც მთხოვა,მისთვის გამეცნო  ჩემი, სხვა პროექტები. მას ვესაუბრე ელისის კუნძულზე, ფილმზე… და მან 5 000 დოლარიანი ჩეკი გადმომცა. პირველად ჩემს ცხოვრებაში, 34 წლის ასაკში, ვიღაცამ გადაიხადა ფული ჩემს საქმეში, იმაში რომ მემუშავა სცენარებზე.  მაგრამ პროექტი საკმაოდ ძვირადღირებული გამოდიოდა, ამერიკელებმა იგი 25 მილიონ დოლარად შეაფასეს. ჩარტოფი მოვიდა ჩემთან და მითხრა:გარანტიას გაძლევ, რომ შეგინარჩუნებ სცენარს, მაგრამ ითანამშრომლე ისეთ ვინმესთან ვისაც უკვე სახელი აქვს ამ სფეროში, სამწუხაროდ, შენი სახელი ვერ მოცემს ასეთი ძვირადღირებული პროექტის განხორციელების საშუალებას. ავიღე სცენარის ასლი, ჩავდევი ჩემოდანში და დავბრუნდი იტალიაში. ლამპედუსაში დავწერე „სუნთქვა“.  

         „სუნთქვით“ შენი თავი გაცანი იტალიას.

         გამიცნეს იტალიაში და განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც ფილმი ძალიან კარგად მიიღეს. იტალიელი რეჟისორისთვის სირთულეს წარმოადგენს გადაიღოს ისეთი ფილმი, სადაც საუბარი წარიმართება სიცილიურ დიალექტზე.. მე ეს სირთულე გადავლახე, როცა გადავიღე „ახალი სამყარო“ არა ინგლისურ ენაზე (რომელსაც უფრო მეტი მოგების მოტანა შეეძლო), არამედ სიცილიურ დიალექტზე. წარმატებას მიაღწიო იტალიურენოვანი ფილმით, სადაც არ თამაშობენ ცნობილი ვარსკვლავები, ხარ დამოუკიდებელი რეჟისორი და გიწევს თანხების მოძიება, ეს ყველაფერი ძალიან დიდი სიძნელებთან იყო დაკავშირებული. შემდეგ გამოჩნდა რაი ჩინემა, რომელმაც 50% დააფინანსა, თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას.

         რატომ გადაწყვიტე სიცილიური დიალექტის გამოყენება?

         უფრო რეალისტურია, მუსიკალური. ჩემი აზრით, დიალექტი სავსეა ემოციითა და პოეტიკით, ბევრად აღემატება იტალიურს, რადგანაც ის ანტიკურია და გაცილებით ღრმა. ყოველთვის მიზიდავდა სიცილიური დიალექტი და, სწორედ ამიტომაც, გამოვიყენე ის როგორც „ამოსუნთქვაში“ ისე – ამ ფილმში.

         და რამ განაპირობა არგენტინის არჩევა?

         თავიდან ტექნიკური მიზეზების გამო, ანუ გაცილებით იაფი მიჯდებოდა. შემდეგ ეს ყველაფერი ნამდვილ გამართლებად იქცა, რადგანაც სწორედ არგენტინაში აღმოვაჩინე ის სახეები და ტიპაჟები, რომლებიც  „ახალი სამყაროსათვის“ მჭირდებოდა. ყველაზე გაიარა ამ ისტორიამ, თუ უშუალოდ არა – მამებისა და ბაბუების გავლით მაინც.  დღეში ასი სტატისტი მყავდა და ასივეს სახელით  ვიცნობდი . მშვენიერი იყო, ამაღელვებელი და ყველაფერმა ამან ძალა შემმატა. გადაღებისას ხშირად უჩუყდებოდათ გული და სწორედ ისინი აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ სწორ გზაზე ვიდექი.  

         მომიყევი, ყველაზე ამაღელვებელ მომენტზე.

         ფილმში არის ერთი ეპიზოდი, წინა პლანზე ჩანს მოხუცი ქალი, რომელიც უსმენს დაირაზე დამკვრელ, მომღერალ ქალებს. ფილომენა, ასე ქვია ამ ქალბატონს, ის 4 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში. როგორც ფილმშია: მამამის მამაკაცების ოთახში ძინავს, ხოლოს დედამის – ქალების საძინელბელ ოთახში. შუა მოგზაურობაში ვეღარ ახერხებენ მამის პოვნას. მას, უიმედოდ, ეძებენ და ელოდებიან. სავარაუდოდ, ის  ჩხუბის დროს დაიღუპა და მისი გვამი გემიდან გადააგდეს. სასოწარკვეთილმა დედამისმა  თმები დაიგლიჯა და აბსოლუტურად ქაჩალმა ჩააღწია ბუენოს-აირესის პორტში. იმ დღეს, ფილმის გადაღებისას, ფილომენას წასკდა ცრემლები. ის გაუჩერებლივ ტიროდა და შემდეგ, მოგვიყვა ეს ისტორია. სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი.  თუნდაც იმიტომ, რომ ფილომენა ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო და ის არასოდეს აცდენდა გადაღებებს, მუშაობდა წვიმაშიც და ჭექა-ქუხილის დროსაც – ეს იყო სრული დასწრება, რომელიც ერთგვარად გვაჰიპნოზებდა. გვესმოდა, რომ მას, ყველაფრის ფასად, სურდა იმ როლის გაცოცხლება და, ალბათ, ამას გაუჩერებელი ტირილით მიაღწია. .

         რა იგრძენი, როცა ვერცხლის ლომი მოიპოვე?

         ვაღიარებ, გული ამიჩუყდა. იცი, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე ამ ფილმში და რაღაცნაირად, დაძაბულობისგან  გამოვიფიტე. შემდეგ ძალიან გამიხარდა, მაყურებლის ბედნიერი სახის ხილვა, რომლებიც უზომოდ ამაყები იყვნენ. უდიდესი სიამოვნება იყო მათი ბედნიერები სახეების ცქერა.

         სამომავლო პროექტები?

         Black Drop,რომელსაც დოკუმენტური ფილმის ფორმატი ექნება, ამ ფილმის გადაღება ანჯელო ლოისთან ერთად მსურს, როგორც უკვე აღვნიშნე, მინდა „ახალი სამყაროსთვის“ გავწეული ძიებებისთვის აზრის მიცემა. შემდეგ რა იქნება არ ვიცი, არ მაქვს სამომავლო პროექტები. შესვენების აღება მსურს, სხვანაირად  სულ ერთსა და იმავე ისტორიებს მოვყვები. არ ვარ კარიერისტი რეჟისორი, ანუ ყველაფრის ფასურად არ გადავიღებ ფილმს. ბევრი იდეა მიტრიალებს, მინდა ერთწლიანი შესვება,  უკეთ რომ გავერკვიო კონკრეტულად რისი გაკეთება მსურს. 

           

 თარგმ. axavild

++

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s