ინტერვიუ ბელა ტართან

tumblr_ljka8ecn481qg3xy2

როგორ იქცა ნიცშეზე ანეკდოტი  იდეად და როგორ დაიწერა სცენარი?

    1985 წლის ერთ საღამოს, ლასლო კრასნახოკაი [ბელა ტარის ერთგული სცენარისტი] თეატრში კითხულობდა ნაწყვეტებს თავისი რომანიდან, დასასრულისკენ  წაიკითხა ამბავი ნიცშეზე, რომელიც შემდეგი კითხვით სრულდებოდა: – რა მოუვიდა ცხენს? კითხვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ლასლოს დაველაპარაკე და დავწერეთ მცირე სინოფსისი. ცხენს  ყავს თავისნაირი, დამშეული პატრონი. არის კიდევ  ქალიშვილი, მაგრამ მოგვიანებით, ამ სამი ელემენტიდან, ერთ-ერთი ქრება. როგორც კი ერთი ელემენტით ნაკლები ხდება, ურთიერთობა სუსტდება.ეს ხდებოდა 90-იან წლებში, იმ დროს ვმუშაობდი „სატანტანგოზე“ და, შესაბამისად, ეს პროექტი გვერდით გადავდეთ. შემდეგ გადავიტანეთ კრიზისიც (The Man From London გადაღებისას). ეს ის პერიოდი იყო, როცა ვცდილობდით ფეხზე წამოგვეყენებინა ჩვენი წარმოება. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო ჩემთვის. ლასლომ გულუხვობა გამოიჩინა და The Turin Horse – სთვის დაწერა პროზაული ტექსტი. არ გვჭირდებოდა ზუსტი და ნამდვილი სცენარის შექმნა. ჩამოყალიბებული გვქონდა კონცეპტი და სტრუქტურა. თანხების მოძიებისას, მარტივად შევთხზეთ ეს ტექსტი.  

საიდან იწყებ ფილმზე მუშაობას?  

    როცა მუშაობ ფილმზე,  არასოდეს დაეყრდნო თეორიებს. პირველ რიგში, ვეძებ ლოკაციის ადგილებს. ადგილს თავისი სახე გააჩნია, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია. ამგვარად, უნგრეთში ვიპოვეთ ეს პატარა ხეობა და მისი განმარტოებული ხე. აქ საერთო არ იყო სახლები და, რადგანაც მძულს ხელოვნური ფონი, იძულებულები გავხდით ჩვენ თვითონ აგვეშენებინა ნამდვილი სახლი, ხისა და ქვის მასალით.გარდა ამისა, ამოვთხარეთ ჭა და აშენეთ გომურიც.  

შენს მიერ გადაღებულ ფილმებს შორის, ეს ყველაზე უფრო პირქუშია. რატომ გადაწყვიტე მსგავსი ჟანრის ფილმის გადაღება? 

    The Turin Horse-ში აღწერილია ადამიანური არსებობის სიმძემე, ყოველდღიური სირთულეები და მონოტონური ცხოვრება. არ გვინდოდა გვესაუბრა მორალზე ან  ძალიან ზოგად თემებზე. უბრალოდ გვინდოდა დაკვირვებითი აღწერა იმისა, თუ როგორი რთული და საშინელია ყოველთვის, ყოველ დღე, ზამთარსა და ზაფხულს, ჭამდე მიღწევა და იქიდან წყლის ამოღება ყოველდღიური, ერთი და იგივე მოქმედებები, რუტინა იმის მანიშნებელია, რომ მათ სამყაროში რაღაცა ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი და უბრალოა.  

the_turin_horse
თქვენ თვითონვე გრძნობთ, ხო, ცხოვრების სიმძიმეს? და ამიტომ გადაწყვიტეთ კარიერის დასრულება?  

    არა. ყველა ის ფილმი, რომელიც ჩვენ [ტარი და მისი ერთგული გუნდი, კრასნახოკაი, აგნეს ჰრანიცკი, ფრედ  კელემენი და ვიგი] შევქმენით, მხოლოდ გასავლელი გზის ნაწილია.  ჩემი სოციალური მგრძნობელობის პროდუქტი იყო ჩემი პირველი ფილმი – მსურდა სამყაროს შეცვლა. შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია.  დღეს, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი იმდენად მძიმეა, რომ არც კი ვიცი რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვგრძნობ, რაღაცის მოახლოებას:  დასასრულის მოახლოებას. გადაღებების დაწყებამდე  ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბოლო ფილმი იქნებოდა.  

ის რა წიგნია, ბოშები რომ აძლევენ გოგონას?  

    ანტი-ბიბლია. ამ წიგნში საუბარია იმ მღვდლებზე, რომლებიც ეკლესიებს ხურავენ, რადგანაც ხალხი ცოდვილია. აუცილებელია ეკლესიების დახურვა.  აუცილებელია მათი განადგურება. ტექსტი, რომელსაც გოგონა კითხულობს, ნიცშესთანაა დაკავშირებული, მაგრამ ტექსტის ორიგინალი კრასნახოკაის ეკუთვნის. 

ვიზიტიორი, აშკარად, ნიცშესეული პერსონაჟია, თავისი მონოლოგიდან გამომდინარე.  

    ნიცშეს ჩრდილს მოგვაგონებს: უნდა გამოგვეჩინა, მაგრამ აუცილებელი იყო ნიცშესგან განსხვებული ყოფილიყო. ჩვენი მამოძრავებელი გახლდათ ნიცშეს ფრაზა – „ღმერთი მოკვდა“. მაშინ, როცა პერსონაჟი ამბობს: „ჩვენ გავანადგურეთ სამყარო, და ამაში ღმერთსაც მიუძღვის ბრალი“, ეს განსხვავდება ნიცშეს სიტყვებისგან. მთავარი აზრი ისაა, რომ ადამიანები, ჩემი ჩათვლით, პასუხისმგებლები არიან სამყაროს განადგურებაზე, მაგრამ ასევე უზენაესის ძალაც, (გრიგალი, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ფიგურირებს) რომელიც ანადგურებს სამყაროს. ანუ, სამყაროს განადგურებაში ერთნაირად მიუძღვის ბრალი, როგორც ადამიანების, ისე – უზენაეს ძალას.  

ფილმის დასასრული, აპოკალიფსის თქვენეული ხედვაა?  

     აპოკალიფსი დიდი მოვლენა, მაგრამ რეალობა – განსხვავებულია. ჩემს ფილმში, დასასრული ძალიან ჩუმია, მოკრძალებული. სამყაროს დასასრულიც ასეთივე წარმომიდგენია: ნელი და მშვიდი. სიკვდილი ყველაზე საშინელი სცენაა და ყოველთვის საზარელია სიკვდილის პირას მისული ადამიანისა თუ ცხოველის ხილვა.  ყველაზე ცუდი კი, მაინც, ის დამოკიდებულებაა –  თითქოს არც არაფერი ხდებოდეს.

ვლადან პეტკოვიჩი

თარგმ. axavild

 

Advertisements

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s