”ანდალუზიური ძაღლი”

1474703_512922585473023_976139508_n

“ანდალუზიური ძაღლი“ ყველაზე ცნობილი სურეალისტური ფილმია, რომელიც შექმნა რეჟისორმა ლუის ბუნუელმა და მხატვარმა სალვადორ დალიმ.

ეს ფილმი მთელი სურეალისტური კინემატოგრაფიის ფუძეს წარმოადგენს. ამ ორი ესპანელის წინააღმდეგრობრივი და საკამათო ჩანაფიქრის განხორციელება ბუნუელის დედის ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით მოხერხდა. ფილმი გამოვიდა  როგორც სუმბურული, არათანმიმდევრული და ირაციონალური სიზმრების სტიქია. შემთხვევითობაარ არის რომ სწორედ ესპანეთში, ამ ცხელ ქვეყანაში, სადაც „ცხოვრება სიზმარია“ და სადაც ხელოვნება სავსეა სიმბოლოებითა და მეტაფორებით, სამყაროს მოევლინა ეს ორი გენიოსი, რომლებიც საკუთარ შემოქმედებაში, თითოეული თავისი ხელოვნების სფეროში დაარღვევდა ყველა კანონს და შექმნიდა ერთ, ახალ – სურეალიზმს.

ლუის ბუნუელი : „ჩემთვის რომ ეთქვათ: “სულ ოცი წლის სიცოცხლე გრჩება, რით შეავსებდი ყოველი დარჩენილი დღის ოცდაოთხ საათსო”, – ვუპასუხებდი: მომეცით ორი საათი აქტიური ცხოვრებისთვის და ოცდაორი – სიზმრებისთვის, ოღონდ იმ პირობით, რომ ვერ დავიმახსოვრო. პირდაპირ ვაღმერთებ სიზმრებს, თუნდაც კოშმარული იყოს. ისინი სავსეა ნაცნობი და განცდილი დაბრკოლებებით, რომელთა გადალახვაც გიწევს, თუმცა ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. სწორედ სიზმრების უსაზღვრო სიყვარული, მათი აუხსნელი შინაარსით მიღებული სიამოვნება მაახლოებს სიურეალისტებთან. “ანდალუზიური ძაღლი” ჩემი და დალის სიზმრების ერთობლივი ნაყოფია…“

“სცენარის დაწერას ერთი კვირა მოვანდომეთ. ჩვენ ერთ წესს ვემორჩილებოდით, რომელიც ერთობლივი გადაწყვეტილებით მივიღეთ: არ მივმართოთ იმ  იდეებსა და ფორმებს, რომლებიც რაციონალური ახსნის საშუალებას იძლეოდნენ – ფსიქოლოგიურს ან კულტუროლოგიურს. მივცეთ ფართო გზა ირაციონალურს. ეს ფილმი დაიბადა ორი სიზმრის შეჯახებით. დალისთან სტუმრობისას ფიგერასში, მე მოვუყევი მას ჩემი სიზმარი, რომელშიც მთვარე ისე იყო შუაზე გაჭრილი ღრუბლით, როგორც სამართებელი ჭრის თვალს. მან კი მომიყვრა რომ წუხელ ღამით დაესიზმრა ჭიანჭველებით სავსე ხელი და იქვე დაამატა: “იქნებ ამ ყველაფრისგან ფილმი შეგვექმნა?“

1232521_512922568806358_628935174_n

თავიდან ამ იდეამ ძალიან არ გამიტაცა. თუმცა მალევე შევუდექით საქმეს. ჩვენ ერთხელაც არ გვიკამათია. ეს იყო სრული ურთიერთგაგების კვირა. მაგალითად, ერთი იტყოდა: „ადამიანი ათრევს კონტრაბას“. „ არა“- გააპროტესტებდა მეორე. და გაპროტესტება მაშინვე მიიღებოდა. სამაგიეროდ როცა ერთის წინადადება, მეორეს მოეწონებოდა, ის შესანიშნავი გვეჩვენეოდა ჩვენ და მაშინვე სცენარში ვამატებდით“.

როდესაც სცენარი მზად იყო, ბუნუელი მიხვდა რომ ეს იქნებოდა რაღაც ძალიან განსხვავებული და შოკისმომგვრელი ფილმი, რომელსაც არც ერთი კომპანია არდააფინანსებდა. ამიტომაც მან დახმარებისათვის დედამის მიმართა , რომელმაც მისი პირველი ფილმის გადაღება დააფინანსა. ფილმის გადაღებას სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა. “გადაღების მოედანზე ექვსნი თუ ხუთნი ვიყავით, – იხსენებს ბუნუელი, – მსახიობები საერთოდ ვერ ხვდებოდნენ ჩემს მითითებებს. მაგალითად, ბაჩევუს რომ ვეუბნებოდი “ისე გაიხედე ფანჯრიდან თითქოს ვაგნერს უსმენ. უფრო აღფრთოვანებულად! “. მაგრამ ის ვერ ხედავდა ისეთს ვერაფერს რომ ეს მდგომარეობა გამოეწვია. რაც შეეხება ოპერატორ დურეჟენს, მას კარგად ვეწყობოდი , რადგან ტექნიკური ცოდნა უკვე გამაჩნდა იქამდე.“

1928 წელს ფილმის პრემიერა შედგა.ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი, რომელის პრემიერის დროს მოხდა ეს იყო, ქვებით სავსე ბუნუელის ჯიბეები. ფილმის შემქმნელებს ყველანაირი საბაბი ჰქონდათ ეფიქრათ, რომ მათ დასჭირდებოდათ თავის დაცვა აღშფოთებული მაყურებლისგან, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, და ბუნუელმა და დალიმ, როგორც სურეალისტებმა, ფართო აღიარება მოიპოვეს. პრემიერას ესწრებოდა იმ დროის პარიზის ყველაზე ცნობადი ხალხი, არისტოკრატები, მწერლები, მხატვრები(პიკასო, ლე კორბუზიე, კოკტო, ქრისტიან ბერარი, კომპოზიტორი ჟორჟ ორიკი).

ფილმი იწყება პროლოგით, სადაც ლუის ბუნუელი ჯერ ლესავს დანას, შემდეგ გადის აივანზე და სავარძელში მჯდომ ქალს თვალს ბასრი სამართებლით უსერავს( რა თქმა უნდა, ეს ტრიუკი იყო – მსახიობის თვალი ხარის თვალით იყო ჩანაცვლებული), ამავდროულად ღრუბელი გადაკვეთს სავსე მთვარის დისკოს. შემდეგი ეპიზოდი: შუა ქუჩაში დაგდებული მოკვეთილი ხელი;ხელის ხვრელიდან ამოსული ჭიანჭველები; შიშველი ქალი შუა მინდორში მდგომი… ვნებით შეპყრობილი გმირი, რომელიცვერ ახერხებს ქალის კოცნას, რადგან იძულებულია ათრიოს თოკებზე მიბმული სხვადასხვა საგანი : გოგრები, ორი ბერი და როიალი მკვდარი ვირით.

ტრიუმფალური პრემიერის შემდეგ “ანდალუზიური ძაღლი“ “სტუდიო-28“ მფლობელმა, მოკლერმა იყიდა. რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი ჩვენება. ამ ჩევენების დროს კი მილიციაში ორმოცი თუ ორმოცდაათი საჩივარი იქნა შეტანილი, იმ განცხადებით რომ აეკრძალათ ასეთი უმსგავსო და სასტიკი ფილმი.

რაფაელ ალბერტიმ თავის წიგნში “ დაკარგული ჭალა“ წერს  თუ როგორი ზემოქმედება მოახდინა “ანდალუზიურმა ძაღლმა“ მასზე. “ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ზოგი კი სრულიად შოკირებული დატოვა, მაგრამ გულგრილი ნამდვილად არავინ დარჩა… ფილმი დიდი პოლიტიკური ცვლილებების დროს გამოვიდა და ის იყო არსებითი, რადგან მისი სწრაფი პულსი ემთხვეოდა მადრიდის ცხოვრების გულისცემას“.

ფილმის რაციონალური გზით გაანალიზებას ბევრი შეეცადა. ზოგადად სურეალიზმი გარკვეული დონით ფროიდის ფსიქოანალიზს ეფუძნება, მაგრამ ბუნუელი ყოველთვის უარყობდა მისი ფილმებისგაანალიზებას ასეთი გზით. მაგალითად “ ანდალუზიური ძაღლის“ ცნობილი ეპიზოდი, სადაც გმირი მიბმულია თოკებით ორ ბერზე, გოგრაზე და როიალზე, რომლის შიგნით მკვდარი ვირია, ფსიქოანალიზის მეშვეობით შეიძლება ავხსნათ შემდეგნაირად: სიყვარული (გმირის მგზნებარება) და სქესობრივი მიზიდულობა ( გოგრა), „შეფერხებულია“ ( თოკები ) რელიგიური ცრურწმენებით და ბურჟუაზიული აღზრდით ( როიალი და მკვდარი ვირი ) .

ბუნუელი აპროტესტებდა და ამბობდა : “ანდალუზიური ძაღლის გაანალიზების ბვერი განსხვავებული ვერსია მომოსმენია და წამიკითხავს, მაგრამ ყველა მათგანი ძალიან შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. დალისთან ერთად ჩვენ ვირჩევდით ნებისმიერ  გეგებს და საგნებს რომლებიც კი აზრად მოგვდიოდა, შემდეგ კი უარყოფდით ყველაფერს იმას რასაც კი ცოტათი მაინც ჰქონდა ლოგიკური ახსნა  და აზრი“.

tumblr_ky7zmg5iDW1qzdvhio1_400

რაც არ უნდა თქვან თვით მის შემქმნელებაც, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ისეთი ფილმი, სადაც შეიძლება ბევრი ქვეტექსტის ამოკითხვა, მიუხედავად იმისა განზრახული  ჰქონდათ ეს თუ არა მათ. მათი მთავარი ამოცანა იყო დაეპირისპინებინათ თავიანთი ანარქიული, მხიარული და საშიში გეგებით სავსე ფილმი, ჩვეული ბურჟიაზიული სანახაობისათვის, მოეხდინათ სკანდალის პროვოცირება და მაყურებლის გაოცება და საბოლოოდყურადღების მიყრობაც. და ეს ყველაფერი მათ სრულად შეძლეს. პარადოქსული და ქაოტური მონტაჟზე დაყრდნობით, შემთხვევითი კომბინაციებით, აბსურდის კონცეფციიდან გამომდინარე, მათი ფანტაზია, ქმნიდა ახალ პოეტურ მეტაფორებს. განსაცვიფრებელი და სანახაობრივი ეპიზოდების ძიებებში, ისინი ეძებდნენ კინოში იგივეს, რაც ს. ეზინშტეინი თავის თეორიაში „ატრაქციონის მონტაჟი“. ავტორების ბუნდოვანი ბუნტი „ყველაფრის და ყველას წინააღმდეგ“  სრული გულწრფელობით  აისახა მათ ფილმში.

“ანდალუზიური ძაღლი “ იყო გადაღებული როგორც უხმო ფილმი. პრემიერის დროს 1928 წელს ბუნუელმა ეკრანის უკან გრამოფონი დადგა და ვაგნერის და ტანგო Ole Guapa ფირფიტებს უკრავდა. იგივე მუსიკა იყო გამოყენებული მისი გახმოვანების დროს, 1960 წელს. საუნდტრეკები უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდიდნენ. 1983 წელს ფილმში სპეცეფექტები დააამტეს, ძაღლის ღმუილი, მაგრამ ვაგნერისა და ტანგოს მუსიკა ხელშეუხლებელი დარჩა.

ამგვარად არსებობს ფილმის სამი ვერსია: უხმო ოროგონალი, გახმოვანებული (1960წ) და ალტერნატიული გახმოვანების ვერსია (1983 წ) .

2010 წელს „ანდალუზიური ძაღლი“ იქნა შეტანილი მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ტოპ-100 – ში .

ნათი შალიბაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s