პაოლო სორენტინო “დიდებული სილამაზე”

The-Great-Beauty_redim_site(სცენარი, სცენა 1)

წყვდიადი და სიჩუმე
და შემდეგ მინაწერი:

„მოგზაურობა სასარგებლო რამ არის, წარმოსახვას ამუშავებს. სხვა ყველაფერი იმედგაცრუება და წვალებაა. ჩვენ მოგვეცა წარმოსახვითი მოგზაურობა. ამაშია  მისი ძალა.

იგი სიცოცხლიდან სიკვდილში გადადის. ადამიანები, ცხოველები, ქალაქები და ნივთები – ყველაფერი გამოგონილია. ეს რომანია, ყალბი ისტორია. ამას იძახის ლიტრე, ის კი არასოდეს ცდება.

გარდა ამისა, ყველას შეუძლია იგივეს გაკეთება. საკმარისია თვალების დახუჭვა.

არსებობის განსხვავებული კუთხიდან“

ლუი-ფერდინანდ სელინი,  მოგზაურობა ღამის დასალიერში

სცენა

იანიკული. გარე მხარე. შუადღე
 
წყვდიადიდან გამოსვლა.  ეს წყვდიადი მოდიოდა იანიკულის ქვემეხის ლულიდან. 

როგორც კი გამოვაღწიეთ: ბუმ. კვამლი და გასროლა. უნისონით.
ფრინველები სწრაფლ კვეთენ უჩვეულოდ ლურჯ ცას.
შუადღეა და ახლა უკვე ვიცით, რომ ეს რომია.   
მშვენიერი ამინდია, აცხუნებს ზაფხულის მზე. 
 თითოროლა მაყურებელი ტაშს უკრავს გასროლას.
მისუსტდა ქვემეხის გრგვინვა, ისმის შორეული, დახვეწილი, საღმრთო მუსიკა.
 
იანიკულის მწვერვალზე ჩნდება გარიბალდის გრანდიოზული ქანდაკება.
ქანდაკების საძირკველთან, ომის ვეტერანი მიშტერებია ამოკვეთილ  წარწერას: «რომი ან სიკვდილი». 
ასე სამოც წლამდე  ქალბატონი ჩრდილში, ბულვარში გადაჭიმულ ბიუსტებს შორის,  ეწევა სიგარეტს და კითხულობს ჟურნალს. 
 
იანიკულის ეკლესიის გარეთ, მოკრძალებით მსხდომმა, შეგვიძლია დიდებული ფანჯრიდან,  მალვით ვუცქიროთ, შიდა სივრცეს.

სადად, შავებში ჩაცმული ქორო ასრულებს საღმრთო მუსიკას.

ეს არის – David Lang-ის „I lie„.
ჟრუანტელის მომრგველია.
მაგრამ აქ მცირე ხნით ვჩერდებით.
 
ვშორდებით, რათა შემდეგ, ეკლესიის წინამდებარე მხარეს, შევამჩნიოთ ულამაზესი ფონტანონე ( ll Fontanone). ხელახლა მისუსტდა საღმრთო მუსიკა, ბუნდოვნად ისმის, მაგრამ მაინც ისმის. მუსიკის ჰანგები ერწყმის,  ორმოც წლამდე ტურისტული გიდის სიტყვებს.  ბრგე ქალბატონს, ხელთ-აპყრობილს უჭირავს წითელი, დაკეცილი ქოლგა და თავლყურს ადევნებს იაპონელ ტურისტებს; ტურისტები გულმოდგინედ უსმენენ  ძეგლებზე დაზუთხულ ლაქლაქს. გიდს უკეთია მიკროფონი და  საუბრობს ინგლისურად, მკვეთრი რომაული აქცენტით, ფონტანონეს ისტორიასა და მშვენიერებაზე.  
 
დაახლოებით ორმოცდაათ წლამდე იაპონელი მამაკაცი გამეყო ჯგუფს. რაღაც უფრო საინტერესომ მიიპყრო მისი ყურადღება. ნელა კვეთს გზას, მიემართება ბალუსტრადისკენ, რომელიც მთელს ქალაქს გადაჰყურებს.  
ჩვენც მას მივყვებით.  მის უკან, სიღრმეში, დგას ტურისტული ავტობუსი, მძღოლი გარეთ ეწევა და საუბრობს მობილურზე.

და ახლა, ექსტრადიეჯეტიკა, მაღალ ხმაზე ისმის საღმრთო მუსიკა.   
იაპონელი მამაკაცი უახლოვდება მოაჯირს და მასთან ერთად ვუახლოვდებით ჩვენც,სიზმარისამებრ, მთელი თავისი ბრწყინვალებით, ჩვენს ფეხქვეშ იშლება რომი.
მზე ეფინება დედაქალაქს. კულმინაციამდე მისული საღმრთო მუსიკა ეალერსება მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალაქს.  
 
ამ გასაოცარი პანორამის შემხედვარეს,  იაპონელ მამაკაცს, ბედნიერებისგან უბრწყინავს თვალები. ხელს ჩაავლებს თავის ულტრა-თანამედროვე ქენონის აპარატს და გიჟივით იწყებს სურათების გადაღებას.  უცებ ჩერდება, ხელიდან უვარდება ქენონი, რომელიც კამერტონის მსგავსად ეშვება მუცელზე. ხელს მკერდზე იტაცებს, ოფლიანდება და ფერმკრთალდება. უვარდება ხელი.  თვალები უტრიალდება. ინფარქტი. უგონოდ ეცემა მიწაზე. რომის წინ. გრძელდება საღმრთო მუსიკის შესრულება. .  
ფეხის ნაბიჯების  ბრახუნი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმლების ბაკუნი..  
იაპონელის უსულო სხეულს პირველი მივარდება გიდი.მას მიყვებიან აქოშინებული იაპონელები.  
როგორც კი გიდი მიუახლოვდება მიწაზე დაცემულ იაპონელს – მაშინვე წყდება მუსიკა.
 გიდი, ურეაქციო ხმით, მიკროფონით შესძახებს ავტობუსის მძღოლს   
გიდი: 
ჰეიი, აქ აზიელი გარდამეცვალა

ხელის შეშლით გაღიზიანებული ავტობუსის მძღოლი ქშინავს და გაბრაზებული ძირს აგდებს სიგარეტს. ჯიბეში იდებს მობილურს. იძულებით მიემართება გარდაცვლილის ირგვლივ თავმოყრილ მცირე ჯგუფისკენ.  
ბოლო კადრი ჩერდება – მზიან, მონუმენტურ და ულამაზეს – რომზე.

ის გულგრილია. 

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s