ინტერვიუ მარკო ტულიო ჯორდანასთან

cover1300აღარ იქნება მეორეახალგაზრდობის საუკეთესო წლები”

როგორ დაუახლოვდი კინოს?

   ბავშობაში მსურდა მხატვარი გამოვსულიყავი, მხატვრობა იყო ჩემი პირველი სიყვარული. მაგრამ, მას შემდეგ რაც პარიზში ვიხილე ფრენსის ბეკონის სულის შემძვრელი გამოფენა – მაშინვე გადავიფიქრე. დავიწყე კინოში ძრომიალი: მომწონდა ამერიკული ფილმები, ინგლისური, ახალი ტალღის.. ცოტ-ცოტა ყველანაირი. ყველაფერს ხარბად ვეტანებოდი.

ყველაზე უფრო რომელმა ავტორმა შთაგაგონათ ?

  ძალიან ბევრმა, შეუძლებელია ყველას აღნიშვნა. და მაინც, ალბათ, ყველაზე დიდი კვალი ინგმარ ბერგმანმა დატოვა. მისი ფილმები ტელევიზიით ვიხილე; ყოველთვის ამაღელვებელი იყო მისი კინოსურათების ხილვა. ხოლო მეორე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი რეჟისორი გახლდათ – რაინერ ვერნერ ფასბინდერი.

თქვენს ფილმებში აშკარავდება სინამდვილე:

  არ ვთვლი, რომ ჩემს პერსონაჟებზე უკეთესი ვარ, არ მაქვს არანაირი უპირატესობის განცდა. არ მინდა ვისაგებლო ისტორიის დასასრულის წინასწარი ცოდნით, ვცდილობ მივყვე ამბავს და გზადაგზა აღმოვაჩინო სიუჟეტის განვითარება. ვფიქრობ, რომ აბსოლუტური რეალობის ასახვა დანაშაულია. „თუ მსურს მესიჯის გაგზავნა, – ამბობდა ჰიჩკოკი, – მაშინ წავალ ფოსტაში“. თან მესიჯი მალევე ეძლევა დავიწყებას, არ იძლევა შესწავლისა და დამოუკიდებლად წინ წაწევის სტიმულს.

   შენს გამომძიებლურ-ფილმებში, ისტორიული რეალობის გადმოსაცემად, რა ხერხებს მიმართავ?

  ეს არის ძალიან ფრთხილი კვლევის შედეგი, რომელსაც ყოველთვის, ყოველი ფილმის გადაღებისას ვახორციელებ ჩემს სცენარისტებთან ერთად. განსაკუთრებით თუ თემა დელიკატურია ან სადაო, ან თუ დღემდე გადაუჭრელ საკითხს ეხება, მაგალითად, როგორიცაა: პაზოლინის, იმპასტატოსა და პიაცა ფონტანას შემთხვევები. ვცდილობ დავყო პრობლემა, თითოეულ მათგანს ჩავუღმავდე, სააშკარაოზე გამოვიტანო თითოეულის აზრი და სიმართლე, თუნდაც ეს სიმართლე დამახინჯებული იყოს. დაახლოებით ფრანჩესკო როზის მსგავსად, რომელსაც ამ ჟანრის ოსტატად ვთვლი.

გიფიქრია „ახალგაზრდობის საუკეთესო წლების“ გაგრძელებაზე?

    უი, არა. ეს ფილმი გასაოცარი თავგადასავალი იყო, რომელმაც მსოფლიოს მაშტაბით წარმოუდგენელ კომერციულ შედეგებს მიაღწია, მოიპოვა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები და მაყურებლის დიდი მოწონება, შეუძებელია ამ ყველაფრის თავიდან განმეორება. კინორეჟისორი ბედნიერი უნდა იყოს ამ შეგრძნების მიღებით, გულით უნდა ატარებდეს ამ ემოციურ გამოცდილებას, ახსოვდეს ყველა თანამშრომელი და იყოს მათი მადლიერი. ფილმის წარმატების მიზეზი მისი აბსოლუტური გულწრფელობა გახლდათ, ის არ მიყვებოდა კონკრეტულ მითითებებს. ხელახლი გადაღების იდეა კი უკვე გულისხმობს ხელოვნურობას, ქურდობას. ამას მაყურებელი არ გაპატიებს. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა დღევანდელი ახალგაზრდების ცხოვრების აღწერა, იმის თუ რას შვრებიან, რას მალავენ, როგორ ცხოვრობენ.. მაგრამ, ვთვლი, რომ უმჯობესი იქნება თუ თანამედროვე ახალგაზრდებზე ფილმს, მათივე თაობის რეჟისორი გადაიღებს.

და არ გიფიქრიათ მოგეყოლათ მეცნიერის ისტორია?

  ეს ის სამყაროა, რომელიც ყოველთვის მხიბლავდა. ახალგაზრდობისას ვინტერესდებოდი მკვლევართა ბიოგრაფიებით, დაწყებული ამერიკელი ფიზიკოსით – რობერტ ოპენჰაიმერით, (პირველი ატომური ბომბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და შემქმნელი) დამთავრებული – მარი კიურით. ხოლო ჩვენებიდან: ენრიკო ფერმით, კაფეთი, ბრუნო პონტეკორვოთი, მაჯორანათი. კარგი იქნებოდა მათზე ფილმის გადაღება, მაგრამ პროდიუსერების რეაქციაც წარმომიდგენია.

თქვენი ფილმებიდან, ყველაზე უფრო, რომელზე ხართ მიჯაჭული?

“მომავალ ფილმზე”.

როგორ ხედავთ დღევანდელ კინო სამყაროს?

  ეროვნული საზღვრების გარეშე. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანის კულტურა სპეციფიკურია და თითოეული მათგანი დიდ როლს თამაშობს კინოსურათში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არც თუ ისე გავრცელებული ელემენტია. მიმაჩნია, რომ გამოსახულებასა და მუსიკას ენის ბარიერის დაძლევის უნარი შესწევს. ლიტერატურისგან განსხვავებით, კინოში ენა არ არის გაგებისა და აღქმის გადამწყვეტი საშუალება”. გაქვთ თუ რაიმე იდეა, როგორ მოვიზიდოთ მაყურებელი კინო-თეატრში? “ვფიქრობ, რომ პრობლემა არა თვითონ კინოში, არამედ – მოხმარების წესშია. მაყურებელს ძალიან უყვარს კინო, მაგრამ, არ სურს მისი ყურება კინოდარბაზში. დღეს მოხმარების უამრავი ფორმაა: აიპადითა და ტელევიზორით დაწყებული, მობილური ტელეფონითა და კომპიუტერით დამთავრებული. ჩვენ, კინორეჟისორებს, ისღა დაგვრჩენია მხარი ავუბათ ამ ახალ ტენდენციებს და ვიპოვოთ ყველაზე მომგებიანი გზა. ეს ხმოვან კინოზე უფრო სასტიკი რევოლუციაა; თუმცა ერთ რაღაცაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული: ყველგანაა შესაძებელი ფილმის ნახვა და მოძიება, თუ არ ვიფიქრებთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერ შეწყდება. და თუ ეს ოდესღაც მოხდება, ამის მიზეზად უნდა დავასახელოთ ვიღაცის ინტერესი და არა ის, რომ ხალხს აღარ სურს კინოს ყურება.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s