მარკო ტულიო ჯორდანა- „ახალგაზრდობის საუკეთესო წლები“

la-meglio-gioventu-2003

      …რამდენიმე წლის წინ, ანჯელო ბარბაგალომ შემომთავაზა „ახალგაზრდობის საუკეთესო წლებზე“ მუშაობა. სანდრო პეტრალიასთან და სტეფანო რულისთან ერთად ვიმუშავე „პაზოლინი – იტალიური დანაშაულის“ სცენარზე და უკვე ვიცოდი, თუ რა საინტერესო პროექტზე იყო საუბარი.

     პირველივე გვერდების წაკითხვისთანავე მოვიხიბლე. პროექტი თავიდანვე წარმომედგინა ერთ, შეკრულ ფილმად. აბსოლუტურად შემთხვევითი მეჩვენება მისი სერიებად დაყოფა. ამავდროულად, ფილმის ხანგრძლივობა არ ჯდებოდა კინოს ფორმატში: 6 საათი ეს დაუსრულებელი, სარომანო დროა, რომელიც საშუალებას გაძლევს მიყვე სხვადასხვა პერსონაჟსა და პარალელურ ისტორიებს; ნებას გრთავს გაშალო ის რასაც კინოში, იძულებით, ვზღუდავთ და ვავიწროვებთ. ჩვენი დამკვეთი გახლდათ რაი, იტალიური საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც სურდა ჩვენი ქვეყნის უმნიშნელოვანესი, ისტორიული პერიოდის მოყოლა. მოგვთხოვეს გვემუშავა არა სტერეოტიპებზე, არამედ – პირიქით, მოგვთხოვეს სიზუსტის მაქსიმალური დაცვა. ეს, იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო, როცა რეალურად უნდა „ჩავმდგარიყავით ხალხის სამსახურში“. თვალში საცემმა პროდუქტიულობამ, ანჯელო ბარბაგალოს მსგავსი სერიოზული პროდიუსერის ყოლამ და დასისა და თანამშრომლების არჩევის აბსოლუტურმა თავისუფლებამ მიბიძგა დავთანხმებოდი შემოთავაზებულ წინადადებას.

      იტალიურ კინოს არაერთი ოჯახური საგა ახსოვს, საკმარისია გავიხსენოთ ლუკინო ვისკონტის „მიწა ირყევა“ ან „როკო და მისი ძმები“, „ღმერთების დაცემა“, მარკო ბელოკიოს „მუშტები ჯიბეში“, ეტორე სკოლას – „ოჯახი“. მოგვიანებით ჯანი ამელიოც შეეხო ოჯახის თემას „ასე იცინოდნენ“-ში, ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ „ასი ნაბიჯი“, სადაც აღწერილია ოჯახის შიდა კონფლიქტი. „ახალგაზრდობის საუკეთესო წლებში“ არის ერთი სცენა, როცა მატეო, ახალი წლის ღამეს ბრუნდება სახლში, ეს სცენა აღებულია „როკო და მისი ძმების“ იმ ეპიზოდიდან, როცა სიმონე (რენატო სალვატრე) შინ ბრუნდება. ახალგაზრდობაში, ძალიან მიყვარდა ვისკონტის ფილმები. ტენდენციების წინააღმდეგ გამოვდიოდი: 70-იან წლებში, ჩემი სინეფილი მეგობრებისთვის როსელინი იყო სამაგალითო რეჟისორი, ხოლო ვისკონტი ხელისშმეშლელი ჯართი. მართალი რომ გითხრათ, მე ორივე მიყვარდა, არასოდეს მესმოდა დაყოფილი ჯგუფების; კინოს განსაკუთრებული ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ საშუალებას გაძლევს უყურო და გიყვრდეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფილმები: „კინოს არ აქვს წესები, – ამბობს გოდარი – და სწორედ ამიტომაცაა, რომ ხალხს იგი დღემდე უყვარს“. მოკლედ რომ ვთქვა, მიყვარდა ვისკონტიც და როსელინიც. „ახალგაზრდობის საუკეთესო წლებში“ ორივეს გამოძახილია. თუმცა, მათი მოდელისგან განსხვავებული – და სხვანაირად არც შეიძლებოდა. ეს გავდა ტრანსავანგარდის მხატვრებს – ჩია, კლემენტე, კუკი – რომლებიც ცდილობდნენ კლასიკურ მხატვრობასთან ახალი ურთიერთობის ფორმის გამონახვას. ამგვარად, ამ კინოსურათში იგრძნობა მათი ფილმების განწყობა. აქ სტილის ხელახლა გადამუშავებაზე არაა საუბარი, არცერთი ციტატა არ არის მოყვანილი და თუ არის, დეფორმირებულია და დაფარული.

     წლების განმავლობაში ჩემს თავს ფილმის ყველა პერსონაჟთან ვაიგივებდი. იყო დრო, როცა ბუნებრივად ვთვლიდი მიმემართა კონკრეტული ხედვისთვის, ვყოფილიყავი მისი ნაწილი, ვიღაცისთვის მიმენიჭებინა მნიშვნელობა. ახლა ვამჩნევ, რომ უბრალოდ მსურს გავუგო ჩემს პერსონაჟებს, მათ შორის ყველაზე საძულველსა და ბუნდოვანსაც კი. არის პერსონაჟი, რომელიც მომწონს და არის პერსონაჟი, რომელიც ნაკლებად მომწონს (არა თვითონ პერსონაჟი, არამედ წარმოდგენილი ხასიათი), თუმცა, ჩემს თავს ვაძლევ უფლებას მოვიხიბლო მათი განსხვავებული მახასიათებლით. ასე, მაგალითად, ნიკოლა და მატეო, „ახალზარდობის საუკეთესო წლების“ ორი პერსონაჟი, ძმები, ორივე ერთი ოჯახიდან გამოსული, ერთი ფორმაციის, საერთო განათლებითა და სამეგობრო წრით (მათ შორის მხოლოდ ერთი წელია სხვაობა), მიუხედავად ამისა, შეუძლებელია მათზე უფრო განსხვავებული გმირების წარმოდგენა. თუმცა, მათ აერთიანებთ მგრძნობელობა და კულტურისადმი სიყვარული. მატეოს შემთხვევაში, მისი მგრძნობელობა ვალენტურ პათოლოგიაში გადადის, რაც აფერხებს მის განვითარებას. ნიკოლა ახერხებს თავისი ფანტაზიების გაკონტროლებასა და მასთან თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თვითონაც აწყდება იმედგაცრუებას, არასოდეს ხდება ამ იმედგაცურების ტყვე, ცდილობს, გულის გატეხის გამოცდილებად ქცევას.

     რომელს ვგავარ? ორივეს. მეც ვიყავი, მატეოს მსგავსად უარყოფითი, ტანჯული, ცოტა არ იყოს და სუიციდიური განწყობის ახალგაზრდა, მაგრამ ასევე, ნიკოლას მსგავსად – ნებისყოფიანი, მეოცნებე და მხიარული. მატეო ნიჭიერია, უყვარს წიგნები, პოეზია, აინტერესებს ადამიანები, მაგრამ გამბედაობა არ ყოფნის გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და გააკეთოს ცხოვრებისეული არჩევანი. სწორედ ამიტომაც ხდება პოლიციელი, რომ არ მოუწიოს დამოუკიდებლად რაიმეს გადაწყვეტა. მის მაგივრად სხვები წყვეტენ, მას მხოლოდ ისღა დარჩენია დაემორჩილოს ბრძანებას. ყაზარმა, ფორმა (რათა „გამოვიძერწოთ“ სხვების მსგავსნი) რომელიც ისეთივე აუტანელია, როგორიც წესრიგი ქაოსში. ნიკოლა ახერხებს მიღებული განათლების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას (დასაწყიში გვეჩვენება, რომ ექიმობა ნაკლებად იყო მისი მოწოდება). თუ ბედი გაუღიმებს, ხელიდანა რ უშვებს ამ შესაძლებლობას და არ ეშინია იმედგაცრუების. მატეოს შემთხვევაში, ყველანაირი პულსაცია, ყველაზე კეთილშობილურიც კი, ლპება, რადგანაც მისი შენარჩუნების ძალა არ შესწევს. მატეო შეუმდგარი არტისტია (ფილმის დასაწყისში, ვხედავთ ფოტოგრაფიით გატაცებულ ახალგაზრდას, რომელიც საბოლოოდ თავის შემოქმედებით აქტივობას პოლიციის საგამომძიებლო სამსახურში ამთავრებს; იწყებს რა განყოფილებისთვის გვამების ფირზე აღბეჭდვას). უყვარდება ჯორჯა და თავისივე სიმორცხვის გამო კარგავს მას; მას ეშინია ურთიერთობას დაარქვას სახელი. იგივე ხდება მირელასთანაც. ნიკოლას არ ეშინია ქალების, მუდამ შეყვარებულია, როგორ ტრუფოს „ჯული და ჯიმიშია“ – „ის შეყვარებულობის იდეაზეა შეყვარებულია (და გამოვიყენე ამ ფილმის მუსიკალური თემა, რომელიც დიდ ჟორჟ დელერიუს ეკუთვნის). ნიკოლას უყვარს ადამიანები, მეგობრები, ინტელექტუალური თავგადასავლები, ყოველთვის მზადაა ჩემოდნის ჩასალაგებლად და გასამგზავრებლად. ქალები მისთვის საკუთარი თავის შეცნობის საშუალებაა, მათთან თამაშში ებმევა, მას არ აბნევს ქალთა ემანსიპაცია და ეს თვისება მას ბოლომდე უნარჩუნდება; ის თავს მათ ნაწილად თვლის; მასში არის რაღაც ქალური. 

    ენა საჭიროა კომუნიკაციისთვის, მაგრამ ასევე – რაღაცის დამალვისთვის, ესაა პირველი წინააღმდეგობის ფორმა. ყველა ურთიერთობაშია რაღაც უთქმელი, დაფარული,; სიტყვები დაპირების მსგავსად ჟღერს. ეს განსაკუთრებთ კარგად ჩანს ოჯახურ ურთიერთობებში, რომელიც სავსეა სიყვარულით, მაგრამ ასევე შეიცავს კონტრასტს – ფარულ აგრესიას. არ ვსაუბრობ ფსიქოანალიტაკზე, არამედ – ფენომენოლოგიაზე; როგორც რეჟისორს, უფრო მაინტერესებს ის თუ რა საშუალებებით წარიმართება მოქმედება და არა ის თუ – რატომ. კითხვა „რატომ“ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, რომელმაც უნდა შეუქმნას მოტივაცია. რეჟისორი რაც შეიძლება ნატურალისტური და ზუსტი ხერხების შემუშავებითაა დაკავებული, რომლის საშუალებითაც ადამიანები იცვლიან ზნეს და საბოლოოდ, საკუთარ ქმედებსაც კი აბრალებენ. ეს ყველაფერი გამძაფრებულია ოჯახში; ყველანაირ ოჯახურ ურთიერთობაში არის რაღაც ინტიმური, საჩითირო, სამარცხვინო. ვიცავთ ოჯახის წევრებს – მშობლებისგან, ძმებისგან, შვილებისგან – რადგანაც ვიცით, რომ ეს სიყვარული მოითხოვს ცენზურას, ზღვარს. უფრო მეტიც: ტაბუს, რომელზეც – ძირითადად საკუთრებრივი მიზეზების გამო – დგას, მთლიანად, თანამედროვე ცივილიზაცია: ინცესტი. ოჯახი ეს აკრძალული სიყვარულის ადგილია, სწორედ ამიტომაცაა ემოციები გადაჭარბებული, ძალადობრივი და საბედისწერო.

    ყოველათვის ყველაფრის ახსნა არ არის საჭირო. ასე, მაგალითად, ფილმში არ არის ნაჩვენები თუ როგორ იქცა ჯულია (ქალი, რომელიც უყვარდება ნიკოლას და რომლისგანაც შვილი შეეძინება) ტერორისტად. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მასაც ბევრის მსგავსად აწუხებდა: უძლურება, მარტოობა, გარიყულობის შეგრძნება, დაბლოკვა, პოლიტიკური სიცივე და მათი ილუზიებისადმი „არასტუმართმოყვარეობა“. რა თქმა უნდა ამას არ ვამართლებ , მხოლოდ ის ვიცი, რომ მათი ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი ტკივილი იყო, იმდენად ძლიერი ტკივილი, რომ სურდათ სხვების დაშავებით ამ შეგრძნებისგან გათავისუფლა. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, დღეს უკვე ნაკლებად ვინტერესდებით ამ პრობლემატიკით.

    მე არ მსურდა მომეყოლა ტერორიზმის ისტორია, არამედ მსურდა მომეთხრო ტერორისტის, ჯულიას ამბავი. მე ვინტერესდები იმ ადამიანებით, რომლებსაც მოულოდნელად ეხსნებათ დაფარული მხარეები. ჯულია, მატეოსთან ერთად, ფილმში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. ისიც ცხოვრების ყველანაირ შემოთავაზებაზე ამბობს უარს. უარს ამბობს: მუსიკაზე, სიყვარულზე, ქალიშვილზე, პარტნიორზე.  

     ზოგჯერ ისე ხდება, რომ შენი მუდარა ვერ ხდება სოციალურად გადამდები, რჩები მარტო, გაგიჟებული და მიტოვებული. ზოგჯერ კი აქტივობას კოლექტიური სახე ეძლევა და უფრო რთული ხდება პათოლოგიის გაშიფვრა და იქიდან თავის დაღწევა. ფილმს ვხედავ მსახიობებთან მუშაობის დროს. სწორედ ამიტომ გრძელდება გადაღებები ასე დიდხანს. მსახიობებს როლზე ძალიან მცირე მითითებებს ვაძლევ, მირჩევნია ჯერ თვითონ შემომთავაზონ „თავიანთი“ ინტერპრეტაცია, ის ემოცია, რაც იგრძნეს სცენარის წაკითხვისას. მათი ინტერპრეტაცია ძალიან ხშირად მეხმარება, პერსონაჟის ახლებურად აღქმაში. ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია დასის შეკვრა, თითქმის მთლიანად, მზადების დრო ამ პროცესს ეთმობა. ასევე მჭირდება სტატისტების შერჩევა, და იმის ცოდნა, რომ ყველაფერი შეხმატკბილებულია და ისეთივე ჰარმონიული, როგორიც ორკეტსრის მუსიკა.

     ზოგი მსახიობი, ვისთანაც უკვე ნამუშევარი მქონდა, მაშინვე ავიყვანე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუიჯი ლო კაშიო მშვენივრად გაართმევდა თავს ნიკოლას როლს, თითქოს სპეციალურად მისთვის შეიქმნა ეს პერსონაჟი. ის ერთ-ერთი იმ მცირე იტალიელ მსახიობთაგანია, რომელსაც შეუძლია ინტელექტუალის როლის შესრულება პედანტობისა და სიყალბის გარეშე. შესწევს უნარი შექმნას ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქო ტიპაჟები და სული შეჰბეროს – პერსონაჟს, მისი უდაო ნიჭიერება გამოჩნდა „ას ნაბიჯშიც“.. მოკლედ, ორივეს ძალიან გაგვიხარდა ხელახლი თანამშრომლობა. 

     სხვების შერჩევა კი შემთხვევით მოხდა. ალესიო ბონის (მატეოს როლის შემსრულებელი) თვალი მოვკარი სატელევიზიო დადგმაში, მაშინვე დავრწმუნდი მის მონაცემებში. ბონი, ლო კაშიო, ფაბრიციო ჯიფუნი (კარლო, ეკონომისტი) ჯგუფელები არიან და მოდიან რომის, სილვიო დამიკოს დრამატული ხელოვნების აკადემიიდან. ვიცოდი და მოხარული ვიყავი, რომ მათი მეგობრობა არა ფორმალური, არამედ რეალური იყო. ალესიო ბონის კინოსინჯი დამაჯერებელი იყო. აბსოლუტურად ავსებდა მატეოს უსაფუძვლო აგრესიას, იგრძნობოდა საკუთარი თავისადმი ეჭვებით სავსე ლმობიერი ადამიანის სიტკბოება. 

   ყოჩაღი აღმოჩნდა ფაბრიციო ჯიფუნი, ის დათანხმდა ისეთ როლს, რომელიც საკმაოდ გაფართოვდა ფილმის გადაღებისას მაშინ, როცა,კონტრაქტის დადებისას, მისი როლი მხოლოდ მცირე ეპიზოდს მოიცავდა. ძალიან ნიჭიერი მსახიობი, რომელმაც „ახალგაზრდობის საუკეთესო წლებში“ შეძლო თავისი „ვის კომიკას“ წარმოჩენა, იმ თვისების, რომელიც კონგენიალურია რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ იშვიათად სასურველი – კინოეკრანზე. იგივე შემიძლია ვთქვა კლაუდიო ჯოეზე, რომელიც, სცენარის პირველ ვარიანტის მიხედვით, მხოლოდ მეორე სერიაში უნდა გამოჩენილიყო. მის პერსონაჟს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა: მოეყოლა ახირებული, ინტერკლასისტური მეგობრობის პერიოდი, მხოლოდ იმ წლებისთვის დამახასიათებელი განწყობა, რომელიც დღევანდელ უღიმღამო საზოგადოებაში მივიწყებულია.
აღვფრთოვანდი და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სონია ბერგამასკომ, რომელიც ჯუზეპე ბერტოლუჩის „სავარაუდო სიყვარულში“ ვიხილე. ისიც თეატრიდან მოდის, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კარმელო ბენესთან. ვიცოდი რომ პროფესიონალი პიანისტი იყო და გადავწყვიტე მისი ეს უნარი ჯულიას პერსონაჟისთვისაც მიმეწერა. ასე შემეძლო თავისუფლად გადამეღო არა მოჩვენებითი, არამედ რეალური დაკვრის სცენები. მუსიკისადმი სიყვარული – რომელიც დიდ შრომას, ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს – ჯულიას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტრიხია. ხოლო ამ გატაცების ცენზურის ქვეშ მოქცევა – მისი თვითგვემური ხასიათის მაჩვენებლი.

    ჟასმინ ტრინკა, ჯერ კიდევ ბავშვი, ვიხილე ნანი მორეტის „შვილის ოთახში“. ჩავთვლე, რომ შეძლებდა ისე განესახიერებინა ჯორჯას როლი, როგორიც წარმიოდგენილი მქონდა: ყველანაირი „ნორმალური“ თვისების მატარებელი პატარა გოგონა, რომელიც უფსკრულის პირას მდგარი შეძლებდა წონასწორობის შენარჩნებას. თუ მკითხავთ, რომელ პერსონაჟსთან ვაიგივებ ჩემს თავს, გიპასუხებთ – ჯორჯას. მას ძალან ცოტა აკლია რომ გახდეს ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი და შეიძლება, ის მცირე რაც აკლია სიყვარული და ყურადღებაა. მის ზრუნვას კი არჩიეს მისი გარიყვა, კლინიკაში გამოკეტვა და ელექტროშოკით მკურნალობა. სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს მას „გიჟად“. თითოუელი ჩვენთაგანი, მუდმივად კარგავს კონტროლს, აწყდება სირთულეებსა და სიგიჟეს. ჟასმინმა მარტომ გაიკვლია თავისი გზა, დამოუკიდებლად შეძლო არყოფნისა და მღელვარების, აგრესიისა და დახმარების გაწონასწორება.

    ვფიქრობ რომ, ძალიან დელიკატური საქმეა მსახიობების „მართვა“. გარდა ამისა, ყველა მსახიობი განსხვავებულია, არ არსებობს ყველასთვის მისაღები მეთოდი. ზოგს ხელის შეწყობა სჭირდება, ზოგს – რეჟისორის მკაცრი ხელი, ზოგს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზოგს კი – შოტლანდიური შხაპის მიღება. მსახიობები უცნაურები არიან, მუდმივად საჭიროებენ, იმის გამეორებას რომ ფილმში წამყვანი როლი უკავიათ, ამ დროს ყველაზე უფრო ზარალდება კინოსურათი. არ მაქვს მსახიობების აბსოლუტური გაკონტროლების ამბიცია, ამას არც ვცდილობ და არც მინდა. მხოლოდ ის მსურს, რომ ეკრანზე ცოცხლები გამოჩდნენ, გადმოსცენ გულწრფელი ემოციები; არ მსურს, ჩემი მითითებების სიმულაცია გაითამაშონ. შეიძლება, ჩემი შედეგის მიღწევის მეთოდი მანიაკალური ეჩვენოს მათ, ვისაც სურს ყველაფერი მათი ბრძანებისამებრ შესრულდეს, მაგრამ ეს აბსოლუტურად განსხვავებული მანიაკალურობაა. არ შემიძლია ჩემი ფილმის თეორიული განხილვა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ფილმი არის მსახიობების მიერ შექმნილი და ფილმი – მსახიობებზე. 

   მაია სანსა ვიხილე მარკო ბელოკიოს „ლა ბალიაში“ და, რადგანაც, მისი პერსონაჟი რადიკალურად განსხვავდებოდა მირელასგან, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ის შეძლებდა მთელი თავისი ძალისა და მზიანობის ამ პერსონაჟში ჩაქსოვებას. საკმაოდ რთული როლი იყო: ის დიდ დარტყმას იღებს საყვარელი მამაკაცისგან, რომელიც მირელისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, უარს ამბობს მასზე. ისეთ მსახიობს ვეძებდი, რომელიც მსხვერპლად არ წარმოაჩენდა თავის პერსონაჟს, არამედ იქნებოდა თავისი ბედის ჩუმი დამტირებელი.
ანდრეა ტიდონას ჩემთან ნამუშევარი აქვს „ას ნაბიჯში“. თვითონ შემომთავაზა მამის როლზე დამტკიცება, მართალი რომ გითხრათ, თავიდან მისთვის სხვა როლის მიცემა მინდოდა, მაგრამ კინოსინჯის დროს ჩემს თავს ვეკითხებოდი – კი მაგრამ, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე მისთვის შემეთავაზებინა ეს როლი. ტიდონაც თეატრიდან მოდის. რაღაცნაირად, უპირატესობას ვანიჭებ თეატრის სცენაზე მომუშავე მსახიობებს, უფრო მიადვილდება მათთან მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ თეატრში მხოლოდ ერთხელ მაქვს ნამუშევარი. თეატრის წვრთნა განსხვავდება კინოსგან, ის უშუალოდ შედის მაყურებელთან კონტაქტში, გაიძულებს იყო ის ვინც ხარ და მიჩვეულია რთული სიტუაციიდან დამოუკიდებლად თავის გაძვრენებს.

   ადრიანა ასტის – დიდი გამოცდილების მქონე მსახიობს – ნამუშევარი აქვს ჩვენს დიდ რეჟისორებთან: ვისკონტით დაწყებული, დე სიკათი, პაზოლით, ბერტოლუჩითა და რონკონით დამთავრებული. მეც მქონდა მასთან მუშაობის ბედნიერება („პაზოლინი – იტალიური დანაშაული“). დარწმუნებული ვიყავი, რომ შეძლებდა ადრიანას პერსონაჟის გაცისკროვნებას, თავისი გიჟური, სიურეალისტური, ლომბარდიული სისხლით. გარდა ამისა, ის ძალიან მხიარული ადამიანია, ჭკვიანი, თავმდაბალი, გამოირჩევა ოსტატობის უმაღლესი დონითა და მოთმინების გასაოცარი უნარით. 

    მხიბლავდა ის ფაქტი, რომ დედა იყო მილანელი და მამა – რომაელი. მომწონდა ის, რომ ოჯახში შერეული იყო გეოგრაფიულ წარმომავლობა, განსხვავებული მენტალიტეტი და ტრადიცია, და ის, რომ მშობლები გამუდმებით ეკამათებოდნენ ერთამენთს, თითქოს ეს ჩხუბი იყო სიყვარულის გამოხატვის ახირებული ფორმა. 

   „ახალგაზრდობის საუკეთესო წლები“ ესტაფეტური რბენის მსგავსად მთავრდება. ნიკოლა, ესტაპეტის ჯოხს გადასცემს მომავალ თაობას. სხვები ამას ვერ ახერხებენ, ალბათ არც აქვთ ესტაპეტის ჯოხი, რომ ვინმეს გადასცენ და, შესამაბისად, ძალაგამოცლილნი ჩერდებიან. ფილმი ამაზეა. ეს არაა იდეოლოგიური დისკუსი; აქ არ ვსაუბრობთ მემარცხენე იტალიაზე. ეს უფრო ზოგადი თემაა, რომელიც მოიცავს მთლიან იტალიას, დასავლეთ სამყაროს..
ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ცივილიზაციის დასასრულს მივუახლოვდით.
აღარ გვჯერა კოლექტიური გადარჩენის;

ვსაჭიროებთ – ინდივიდუალურ შეგნებას, ისეთი არჩევანის გაკეთებას, რომლის შერსულების უნარიც შეგვწევს.
„გასაოცარი ბედისა და პროგრესის“ მსხვრევის ილიზიისადმი არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, პირიქით! ვთვლი, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

    მოჯადოებული ვარ „ახალგაზრდობის საკუეთესო წლების“ პერსონაჟების განსხვავებულობით, არა იმის გადმოცემით – თუ როგორები არიან რეალურად იტალიელები, არამედ იმით, თუ როგორ არიან ისინი წარმოდგენილნი. ცდილობენ თავიდან აიცილიონ ყველანაირი საზრუნავი, გაიყუჩონ ტკივილი, (საკითხავია „რომელი ფულით?“), დაყრუვდნენ, ოღონდაც არ მიეცენ ფიქრს.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s