პაზოლინი, ფილმი სიმართლის ძიებაზე

Pasolini-set-Teorema-1968

ანა მარია მორი – მარკო ტულიო ჯიორდანა 

“la Repubblica”, 20 თებერვალი (1993) და 21 ოქტომბერი (1994)

   “ჯერ კიდევ 1980 წელს გადავიღე ფილმი პაზოლინიზე. კინოსურათს ერქვა „ვიგინდარებო, მაინც მეყვარებით“, ეს იყო ჩემი პირველი ფილმი. უკვე ნანახი მქონდა რეჟისორის ცხედრის შემზარავი კადრები, ისევე როგორც ალდო მოროსი (ათწლეულის კიდევ ერთი იტალიური დანაშაული), რომელიც შემდეგ ფილმშიც გამოვიყენე. ფილმს მსუბუქად თან სდევდა პაზოლინის ძალდატანებითი მკვლელობა, რათა ამ ფორმით გადმოგვეცა სამოცდაათიანი წლების ტერორი და არეულობა…  ზოგს უადგილოდ მოეჩვენა ორი, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ფიგურისა და განსხვავებული დატვირთვის მქონე დანაშაულის გაერთიანება. მახსოვს, როგორ მსაყვედურობდნენ ამ ორი (შესაძლო) ფიგურის არჩევაზე, მახსოვს სარკაზმი ჩემს მოქალაქეობრივ მიამიტობასა და ჩემს შეშლილ, დაბნეულ ოედიპოსზე. თუმცა, დღესაც ვთვლი, რომ არ დამიშვია შეცდომა… ფილმის გადაღების შემდეგ, თითქმის 12 წელი გავიდა და ჩემს თავს ვეკითხები – კარგი, თუ ვერ მოხერხდა სიმართლის დადგენა, ვერ დადგენის მიზეზის ამოხსნა მაინც რატომ ვერ შესძლეს?! ალბათ, არასოდეს გვეცოდინება სიმართლე”.

ეს მარკო ტულიო ჯორდანაა. მან გადაიღო ფილმი არა პაზოლინიზე, არამედ პაზოლინის მკვლელობაზე. წელიწადზე მეტი იმუშავა ფილმზე რულისთან და პეტრალიათან ერთდ.  ერთი წელი მოანდომეს, როგორც პაზოლინის ნაშრომების კითხვასა და შესწავლას, ისე – პაზოლინის შესახებ გამოცემული წიგნების, მასალებისა და აქტების გაცნობას. პროდიუსერ  კლაუდიო ბონივენტოზე – „დავინახე ენთუზიაზმით სავსე პროდიუსერი, რომელიც არ შეუშინდა პროექტს, არც პაზოლინის ფიგურას, არც ფილმისა და ფილმზე მუშაობის ხანგრძლივობას“.

    ფილმისთვის თანხა მოიძია საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, მაშინ როცა იტალიაში საერთოდ ვერ მოხერხდა თანხების მოზდივა: ესაა კინომოყვარულთა უპატივცემულობა; პაზოლინი მსოფლიოს საგანძურია, ჩვენთან კი ის დღემდე ხელის შემშლელ, „მოსაწყენ“  პერსონაჟად ითვლება.

  „ძალიან რთულია მოიძებნოს პაზოლინის როლის შემსრულებელი, ეს თემა დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა, რადგანაც პაზოლინის პიროვნება დღემდე ცოცხალია ჩვენს მეხსიერებაში: თავისი განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ნაკლებად იტალიური სახის მოყვანილობით… სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეკრანზე პაზოლინი ისევ თვითონ, პაზოლინით წარმოგევდინა, არსებული ფილმებითა და დოკუმენტური მასალების დახმარებით… ფილმის სიუჟეტი შეივსებოდა ცოცხალი კადრებით“.

ფილმი: „ცოტა არ იყოს და ფრანჩესკო როზის „სალვატორე ჯულიანოს“ მსგავსად წარიმართა: ეს არის კომპლექსური კინოსურათი, რომელიც ძალიან ბევრ, განსხვავებულ პერსონაჟს მოიცავს, ჩვენ შევეცადეთ წარმოგვეჩინა თითოეული მათგანი, ხაზი გაგვესვა თითოეულის მნიშვნელობაზე; და გვეჩვენებინა თითოეულის სიმართლე. „

ფილმის მიმართულება: „არანაირი წინასწარგანსაზღვრულობა. ჩვენ გვსურდა ყველა არსებული დებულების სააშკარაზე გამოტანა, რათა მაყურებელს მიცემოდა დამოუკიდებლად აზრის გამოეტანისა და საკუთარი სიმართლის არჩევის საშუალება. ძალიან დიდი სიფრთხილე გამოვიჩინეთ,  არ გვსურდა კონკრეტული აზრის გავრცელებისთვის ხელის შეწყობა.”კითხვა შემდეგია: ე.ი. ეს ფილმი აბსოლუტურად განსხვავდება ოლივერ სტოუნის კენედის მკვლელობაზე გადაღებული  ფილმისგან? პასუხი: როგორც მოგახსენეთ, ფილმი უფრო ახლოს დგას „სალვატორე ჯულიანოსთან“, დღემდე ვრჩები სტოუნის ფილმით მოხიბლული და მისი
 გასაოცარი კინოენის პატივისმცემელი.”

სცენარი: “ყველაფერი იწყება სიკვდილით: და ამ გარდაცვალებაში მთლიანად ჩანს  ჩვენი ქვეყანაც…  შემთხვევითი არაა ის, რომ ინტერვიუები ავიღეთ არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ პროცესში, არამედ იმათგანაც, რომლებიც გარე დამკვირვებლებად გვევლინებოდნენ. თითოეულმა მათგანმა გაგვიმხილია თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ პაზოლინის მკვლელობის მომენტში. შეგრძნებებმა და ადგილებმა გაუძლეს წლებს და დღეს ყველაფერი, დეტალური სიზუსტით გამოდის ზედაპირზე. ცხადია, რომ ამ მკვლელობას ეპოქალური დატვირთვა აქვს. ჩვენი აზრი და დამოკიდებულება შეგვექმნა იგივე პაზოლინიზე, რომელიც თავის „ერეტიკულ ემპირიზმში“ წერდა: „სიკვდილი წარსული ცხოვრების სწრაფლ სინთეზირებას ახდენს, ის რეტროაქტიული შუქია, რომელიც ეცემა და ხაზს უსვამს კონკრეტული ადამიანის ცხოვრების უმნიშნელოვანეს ეპიზოდებს; დროის მიღმა ასრულებს მისტიკურ და მორალურ ქმედებებს.“ ამ მიმართულებით მუშაობისას მივხვდით, რომ გარდაცვალების მომენტი, და ის პათოსი რომელიც შეიქმნა ქვეყანაში (შერწყმული ლინჩის წესით გასამართლების სურვილსა და ამ იდეით ტკბობას) საუკეთესო სტარტი იქნებოდა ჩვენი ფილმისთვის”.

 ფილმი, სასამართლო პროცესები და შემდგომი განაჩენები, სადაც ბრალს სდებდნენ და ამართლებდნენ პელოზის – „პელოზი, მარტო არ მოქმედებდა“, ის „მოუმწიფებლად“ გამოაცხადეს და მიუსაჯეს მსუბუქი სასჯელი, რომელიც გულისხმობდა თავისუფლების აღკვეთის  9 წელს, 7 თვესა და 10 დღეს. განაჩენი ნათელს ფენდა დანაშაულს და მასზე დაყრდნობით პროკურატურას უნდა განესაზღვა თუ ვინ იყვნენ ის „უცნობი“ პირები, რომლებიც საქმეში ფიგურირებდნენ. ამის მაგივრად კი, გენერალური პროკურატურა აპროტესტებს განაჩენს ფრაზისთვის „ჯგუფური მკვლელობა“, იმის ნაცვლად, რომ გაეპროტესტებინათ პირველი განაჩენის ნაჩქარევი დასკვნა, რომელიც პელოზის „არასრულწლოვანობას“ გულისხმობდა. ისეთი სურათი იქმნებოდა, თითქოს სახელმწიფო მეურვეობდა „უცნობ თანამონაწილეებს“. საქმე ისაა, რომ ამ მიმართულებით აღარასოდეს განახლებულა გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე მეტი ხელჩასაჭიდი არსებობდა: სულ ცოტა 10 ძლიერი სამხილი მაინც, რომელიც ამტკიცებდა, მკვლელობის დროს ორი ადამიანის მონაწილეობას. მაგრამ აპელაციის დროს, ეს სამხილებიც გაქრა, იმის მაგივრად, რომ ერთიანად შეესწავლათ, პირიქით – დაყვეს, სათითაოდ განიხილეს; არცერთი მათგანი არ იყო დამაჯერებელი… ანუ, თუ პელოზი, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მარტო მოქმედებდა, მაშინ უნდა ახსნილიყო პირველი განაჩენის მოტივი, რომელმაც პელოზი „არასრულწლოვნად“ გამოაცხადა და მსუბუქი სასჯელი დაადო. ასე არ მოხდა: სააპელაციო სასამართლომ გამორიცხა თანამონაწილეები, ხოლო პელოზის შეუნარჩუნა „არასრულწლოვანის“ სტატუსი და დაკისრებული სასჯელი… დღეს, როგორც არასდროს, სასამართლოსთან დავა აღარაა პოპულარული, თუმცა აუცილებელია გამბედაობის გამოჩენა და უკან დაბრუნება, რათა ხელახლა მოხეხრდეს იმ პერიოდში დამალული საქმეების ხელახლა შესწავლა”.

    ფილმი პროცესის განახლებას შეუწყობს ხელს?  ჯიორდანას აზრით – კი, და სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს, რადგანაც ყურადღება მიექცევა იმ ადამიანებსა და ჩვენებებს, რომელიც არასოდეს ყოფილა ერთიანად შეკრული. მარკო ტულიო ჯორდანა, რულისთან და პეტრალიასთან ერთად,  მემარცხენეთა „ანტიკონფორმისტული“ თეზისები, რომელიც პოპულარული და ავტორიტეტული გახლდათ პაზოლინის მკვლელობის დროს, პინტორის „მანიფესტი“, რომელმაც პელოზის მხარე დაიჭირა, რადგანაც ახალგაზრდა, პროლეტარი და „უდანაშაულო“ ბიჭი იდგა მდიდარი, ცნობილი და გარყვნილი პაზოლინის პირისპირ: “..ჯერ ის ვთქვათ, რომ პელოზიმ, ასეა თუ ისე, თავისი ვალი მოიხადა, შეიძლება ზედმეტიც კი, მსხვერპლის სახელგანთქმულობისდა გამო. უნდა ვაღიარო, რომ პირადად მე ღრმა სიბრალულით ვარ ამ ბიჭისადმი განწყობილი, რადგანაც ვთვლი, რომ მომხდარში გადამეტებული პასუხისმგებლობა დაეკისრა. 

    “დღემდე ვეძებთ უცნობ, 18 წლის ბიჭს, რომელიც შეძლებს  ჩვენი ქვეეყნის ფსიქოლოგიური პორტრეტის წარმოჩენასა და 18 წლის პროლეტარის განსახიერებას… ამ მხრივ კინო განსაკუთრებით რთულია: ის  რადიოგრაფიას წააგავს, რომელიც ცდილობს გამომეტყველებაზე დაკვირვებით ადამიანის ფიქრების წარმოჩენას,  ანუ თუ აპირებს კლიენტი ან აქვს პროდუქტის შეძენის სურვილი.  

      დღევანდელი პროლეტარები განსხვავდებიან მაშინდელი პროლეტარებისგან. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, პელოზის თაობა ნაკლებად იყო სატელევიზიო სივრცესთან „ფამილიარული“… ჯიორდანა: პიერ პაოლო პაზოლინი რთული და უხერხული პერსონაჟი გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ ცდილობდა ესაუბრა იმ თემებზე, რომლის განხილვასაც, ყველა, წლების განმავლობაში, ბლოკავდა. თუნდაც რობესპიერის სასტიკი დასჯა, ან ის, რასაც რეალურად წარმოადგენდა სოციალიზმი: მოკლედ რომ ვთქვა, ყველა იმ თემას, რომელიც ეხებოდა მორალსა და პოლიტიკას.  სწორედ ეს არის, ის მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავიღე ეს ფილმი. ვფიქრობ, ეს მთავარი თემაა: რომლის ფუნდამენტზეც ან ავაშენებთ ან დავაქცევთ ჩვენს სახელწიფოს“.

ჯიორდანა: ისტორია ერთ გატაცებაზე

(“la Repubblica” 21/10/94)

   “არ ვიცნობდი პაზოლინის და, ალბათ, სწორედ ამან მომცა მასზე ფილმის გადაღებისა დაწიგნის დაწერის ძალა. ძალიან ბევრს ვესაუბრებოდი ბერნარდო ბერტოლუჩის, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, ბევრჯერ უმუშავია პიერ პაოლო პაზოლინისთან: მან მითხრა, რომ დიდი სიამოვნებით იმუშავებდა იმ ადამიანზე, პოეტსა და კინო რეჟისორზე, რომელიც ერთდროულად მისი დიდი პედაგოგი და მეგობარი იყო, პიროვნება, რომელიც უზომოდ უყვარდა… ალბათ სწორია, რომ ამას ხელი მოკიდა ჩემსნაირმა ადამიანმა, რომელსაც აქ დიდი კულტურული, პოლიტიკური და მორალური ეჭვები პაზოლის ფიგურასთან, ეს ემოციური ვალდებულებაა, რომელიც ლოგიკურად ერწყმის ზემოთ ნახსენებ სამ ეჭვს: გარდა ამისა, მასზე წერა და საუბარი გაუსაძლის უხერხულობაში მაგდებს.

       „ნაძირლებო, მაინც მეყვარებით“-ის რეჟისორი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ მის პირველ ფილმში, რომელიც 14 წლის წინ გადაიღო,  ჩააქსოვა თავისი იოდიპისეული ვნებები „გრამშის ფერფლის“ ავტორის მისამართით: “25 წლის ვიყავი როცა მოკლეს პაზოლინი: ის ჩემი მოზარდობის პერიოდის აზროვნების ჩამომყალიბებელი გახლდათ, მას ყოველთვის ჩემს „პედაგოგად“ ვთვლიდი, სიტყვის იმ პირველადი მნიშვნელობით, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, აღარ ვიყენებთ.  და ასე, ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი, დამეკავებინა პაზოლინის მოსწავლის პოზიცია: ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც ვინარჩუნებ  მასზე ფილმის გადაღების დროსაც. ორ, ერთმანეთთან მიახლოებულ, „კინოში აპრობირებულ“ მაკინტოშში შეიყვანეს ფილმი, რომელზეც აღბეჭდილია ეპოქისთვის დამახასიათებელი შავ-თეთრი მასალა ( და, აი ისიც, მორავია, რომელიც იძახის თავის ცნობილ სიტყვებს, რომელიც დღეს ზედაპირულიც კი გვეჩვენება: “გარდაიცვალა პოეტი, ხოლო პოეტები ცოტანი არიან:  საუკუნეში ერთხელ მხოლოდ ორი ან სამი თუ დაიბადება…“) შემდეგ ერთმანეთს ენაცვლება ფერადი კადრები და ჩნდება პაზოლინის მკვლელი, რომელიც თავისი ხუჭუჭა თმით, უცოდველი და დაბნეული მზერით ნამდვილ პინო პელოზის მოგაგონებთ. ბიჭი კი, რომელიც პელოზის პერსონაჟს ასახიერებს აღმოაჩინეს რომის გარეუბნის ერთ-ერთ ბარში; ბარბარა მელეგა, რეჟისორის ასისტენტი: მას ქვია კარლო დე ფილიპო, ამ ფილმამდე ეპიზოდური როლი ითამაშა „მერი – სამუდამოდ“-ში, “პაზოლინიზე იცოდა ის, რაც ყველა მისი ასაკის ახალგაზრდამ იცის, ანუ ის, რომ სექსუალური ძალადობისგან თავდაცვის მიზნით მოკლა ახალგაზრდა ბიჭმა, გარდა ამისა ნანახი ქონდა და შეყვარებული იყო მის ორ ფილმზე „აკატონეასა“ და „მამა რომაზე.. გრაციელა კიარკოსის, პაზოლინის დეიდაშვილის როლს, ასახიერებს  ნიკოლეტა ბრასკი, რომელიც ძალიან ბუნებრივად მოერგო პერსონაჟს: „ჩემი აზრით, ის არის დღევანდელი იტალიური კინოს ყველაზე ნიჭიერი მსახიობი“ – ასე წარადგინა იგი ჯიორდანამ.

    იმაზე ვსაუბრობდით, რომ ფილმმა ხელახლა წამოწია პაზოლინის მკვლელობის თემა, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს დაეკისრა – პელოზის, რომელმაც უკვე დიდი ხანია მოიხადა სასჯელი. “მგონია, რომ ფილმის გამოსვლისთანავე გამომიძახებენ სასმართლოში, უფრო სწორად, კი არ მგონია – დარწმუნებული ვარ, – ასე წარადგინა თავისი ფილმი მარკო ტულიო ჯორდანამ – ეს არის ფილმი, რომელიც ცდილობს გადმოცეს ყველა ის ემოცია, რომელიც პაზოლინის მკვლელობას მოყვა და ბრალდებელთა სიტყვების გავლით ისაუბროს მთავარ პერსონაჟზე”.

ამ ყველაფრის მოსაყოლად გეყოფათ ორი საათი?  

უნდა მეყოს: არ მსურს, რომ უფრო ხანგრძლივი გამოვიდეს. არ მინდა მოსაწყენი გავხდე, პირიქით – მსურს ხალხის მოვხიბვლა, ისევე, როგორც ამას აკეთებდა პიერ პაოლო პაზოლინი, ის იპყრობდა აუდიტორიას, ისე, რომ არ აგდებდა მათ უხერხულობაში“.

ორ საათიან ფილმში რას მიანიჭეთ უპირატესობა?

“მსურდა, გამეცოცხლებინა  `75 წლის იტალია, ანუ ის პერიოდი, რომელიც დღეს აღარ არსებობს: გარდა იმისა, რომ ფილმი პაზოლინიზეა და მის გარდაცვალებაზე, ის ასევე ანთროპოლოგიურ ხასიათს ატარებს, გადმოსცემს რა იმ სახეებს, ტიპაჟებსა და ენას, რომელიც დღევანდელ იტალიაში გამქრალია”.

იმ უზარმაზარ მასალას შორის, რომელიც არსებობს პაზოლინის ცხოვრებაზე და გარდაცვალებაზე, თქვენ, პირადად, რა პრინციპით ირჩევდით დასაწუნ და მოსაწონ მასალებს? რითი ხელმძღვანელბდით?

-“დოკუმენტური მასალის არჩევისას უპირატესობა მივანიჭე „მზიან“, მხიარულსა და ცხოვრებაზე შეყვარებულ პაზოლინის: მისეულ „სასოწარკვეთილ სიცოცხლისუნარიანობას“, ხოლო უშუალოდ პაზოლინი, თავის ჩვეულ სტილში წარმოვადგინე – განმარტოებული, შავი სათვალით ჩაკეტილ გარემოში – ნაკლებ კონტაქტური პაზოლინი… აღვადგინე პაზოლინის სახლი, გრაციელა კიარკოსისის დახმარებით, რომელმაც მომაწოდა პოეტის ნაქონი ავეჯი და ამისთვის მას, კიდევ ერთხელ, ვუხდი მადლობას. საბეჭდი მანქანაც, რომელი ფილმში ჩანს, პიერ პაპოლო პაზოლინის ნაქონია: შეიძლება მაყურებელს ეს არ აინტერესებს, მაგრამ მე ამ ყველაფერმა ფილმის გადაღებითვის უფრო ძლიერი შემართება მომცა…”.

 – ფილმი, რაღაცით მიყვება ოლივერ სტოუნის ფილმის – “JFK”-ს კვალს. ამ ფილმშიც ცდილობენ დაადგინონ სიმართლე იმ მკლველობაზე, რომელიც სიმართლომ, ძალიან მალე, გამოაცხადა „გახსნილად“. სტოუნის მსგავსად, ეს ფილმიც მონტაჟზე, დოკუმენტურ მასალებსა და ფიქციაზე აქცენტირდება. ხომ არ შეიძლება, თქვენს პაზოლინისა და სტოუნის ფილმს შორის პარალელის გავლება?

-„არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ორი მკვლელობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ისიც მართალია, რომ ორივე საერთო კინოენას იყენებს, და ისიც, რომ ორივე კინომატოგრაფიული ფიქციითა და  რეალური დოკუმენტური მასალებით იძლევა აბსოლუტური თავისუფლების საშუალებას იძლევა…იმასაც დავამატებდი, რომ ამ გადმოსახედიდან, ალბათ, ცოტა  სტოუნის ვალშიც ვარ – მან მომცა აბსოლუტური გარანტი იმისა, რომ შესაძლებელია კოლაჟზე მუშაობა.“

-მაშინ, როცა სამი წელი ემზადებოდით თქვენს პაზოლინიზე, გამოვიდა ნანი მორეტის „ძვირფასო, დღიურო“, რომელმაც რაღაც მხრივ გაგისწროთ. მან მთელს მსოფლიოს შეახსენა პაზოლინის მკვლელობა და ის მწუხარება, რომელიც მის გარდაცვალებას მოყვა. („არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე მოხდა, რომ არასოდეს მომინახულებია ის ადგილი, სადაც მოკლეს პაზოლინი“ ნ. მორეტი ) გული დაგწყდათ?

– „გული ამიჩუყდა. ცოტათი შემშურდა კიდევაც…“.

  ჯორდანა: “ეს ფილმი იმ ადამიანებზეც მოგვითხრობს, რომლებიც ყველაზე სასტკინი აღმოჩნდნენ, თუნდაც პაზოლინის ფიზიკური ანგარიშსწორების თვალსაზრისითაც: ესენი გახლდნენ ფაშისტები, რომლებიც არაერთხელ გაუსწორდნენ პაზოლინის. დღეს, იგივე ფაშისტები არიან მთავრობაში, უფრო მეტიც ზედა ინსტანციებში. ვფიქრობ, რომ ამ ფილმს საოჯახო ალბომის დანიშნულება აქვს, რომელიც იმდენად კარგად ასახავს იმ პერიოდის იტალიაში ნეოფაშიზმს, რომ დაეხმარება მაყურებელს დღევანდელი პოსტ-ნეოფაშიზმის გაგებაში…”. 

 -ჯიორდანა, თქვენ აცხადებთ, რომ პაზოლინისთვისა და იტალიისთვის გადაიღეთ ფილმი. ანუ გინდა თქვათ, რომ თქვენთვის არ გადაგიღიათ? “შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია ჩემი პირადი ბედი, სამშობლოსგან განცალკევებით განვიხილო, იგულსიხმება პაზოლინის მიერ განმარტებული „სამშობლო“. თვითონაც სწორედ ასე წერდა, გთხოვთ, სიზუსტე დაიცვათ, „სამშობლო“ (პატარა ასოთი) …”

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s