ინტერვიუ სილვენ შომესთან

“ტატის სულის ნახატში ჩაქსოვება” Fusion TIFF File

– საიდან გაჩნდა ჟაკ ტატის სცენარზე მუშაობის იდეა? 

ილვენ შომე: ტატისადმი პატივისცემის გამოხატვის ნიშნად „საზეიმო დღე“ გადმოვიტანე „ტრიო ბელვილიდან“-ში. სოფი ტატიშევმა გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა თუ გამოვიყენებდით მამამისის განუხორცილებელ სცენარს – ილუზიონისტს. არ სურდა კინოსურათის გადაღება, რადგაც თვლის, რომ არავინ უნდა შეასრულოს მამამისის როლი. წაკითხვისთანავე შემიყვარდა სცენარი.

– ბატონო შომე, ოდესმე თუ შეხვედრილხართ ავტორს?

– ტატი 1982 წელს გარდაიცვალა, ჩვენ ერთმანეთისაგან არც თუ ისე მოშორებით ვცხოვრობდით, მასზე ბევრს ლაპარააკობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მასთან შეხვედრის ბედნიერება არ მხვდა წილად. 

– დეტალურად იყო აღწერილი სცენარი?

– უფრო პატარა რომანს წააგავდა, ძალიან პოეტურს. ბევრი ისეთი რაღაც შემხვდა, რომელიც ჩემთვის რთული გამოსაცნობი იყო, მაგალითად, თუ როგორ გააკეთებდა ამას და ამას ჟაკ ტატი, და, შესაბამისად, ისინი გვერდზე გადავდე; რაღაცები კი შევცვალე. ასე, მაგალითად, სცენარში მოქმედება ვითარდებოდა პრაღაში, მაგრამ, რადგანაც იმ პერიოდში შოტლანდიაში ვბინავდებოდი ჩავთვალე, რომ ეს ფილმის გადაღებისთვის საუკეთესო ადგილი იქნებოდა. პლიუს, ედიმბურგი პრაღაზე კიდევ უფრო მაგიური ქალაქია თავისი შუქებით, ფერებითა და ცვალებადი ცით. აქ ფილმის დასრულებამდე დავრჩით. ეს კი, ამ ჟანრის ფილმისთვის ძალიან დიდი დროა, თუმცა ამ ქალაქში ყოფნამ მიგვაღწევინა სასურველ და რეალისტურ შედეგს.

Fusion TIFF File

– რამ მოგხიბლათ ამ ისტორიაში?

– პირველი რაც თვალში მომხვდა, ეს იყო გასაოცარი ისტორია მამაკაცზე, რომელიც ბერდებდა და გოგოზე, რომელიც ქალდება. ამ ორი ადამიანის გზა იკვეთება და შემდეგ – ერთმანეთს შორდება. ნათელია, რომ ილუზიონისტი უფრო ჟაკ ტატიშევია და არა ბატონი იულო: ის ტატისავით ელეგანტურია. მისი ფილმები ძალიან დაგვეხმარა პერსონაჟის გაანიმაციებაში, საშუალებას გვაძლევდა შეგვესწავლა მოძრაობების. თითქოს ვაღწევდით ტატის სულში და გადმოგვქონდა ის ნახატში.

– ანიმაციის ცენტრალური თემა არტისტის სიბერეაა?

– სასაცილოა, როცა ამბობენ რომ თითქოს როკმა ჩაძირა მუსიკ ჰოლი, ხოლო ტექნიკამ – ხელით შექმნილი ანიმაცია. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ფილმის დიდი ნაწილი ხელითაა დახატული, მივხვდებით რომ ტექნოლოგიურმა ევოლუციამ სულაც არ გამოიწვია ძველი შემოქმედებითი სტილის დაკარგვა. აქ სამყაროს დასასრულზე არაა საუბარი, არამედ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყთ ჩვენს შემოქმედებას, იმ საშუალებებით რასაც ახალი სამყარო გვთავაზობს. რაღაცები იცვლება, თუმცა სამუდამოდ არაფერი ქრება: ასე, მაგალითად, ტელევიზორმა არც რადიო მოკლა და არც კინო. ფილმის მთავარი თემა არა მუსიკ-ჰოლის გაქრობა, არამედ ადამიანების ასაკობრივი გამოცდილებაა. ახალგაზრდა გოგო მოხიბლულია ვიტრინებიდან დანახული სამყაროთი. თითოეული მათგანი მიუყვება თავის გზას, იქამდე სანამ ეს გზა არ შეახვედრებს მათ ერთმანეთს.

– როგორ შექმენით ეს ენა, რომელიც ერთდროულად ფრანგულ ენასაც მოიცავს, ინგლისურსაც და გოიდელურსაც?


– მთელი ფილმი იმაზეა დაფუძნებული, რომ რეალურად ამ ორ პერსონაჟს უჭირს ერთმანეთის გაგება. მოხუცი მოძრაობს პატარა ინგლისური ენის სასაუბროთი, მაშინ როცა გოგონა საუბრობს გელურ ენაზე. ფილმში მუსიკალური კონტრასტიცაა როკსა და იმ არააქტუალურ მუსიკას შორის, რომელსაც მეფოკუსე იხმარს თავის გამოსვლაში. ჩემთვის ეს მუსიკალური ფილმია და, რადგანაც ამ ორ პერსონაჟს ერთმანეთის არ ესმის, მუსიკა ხდება ენის შემცვლელი და ჩვენც, მუსიკის საშუალებით ვცდილობთ მათი ემოციების გაგებას.

– რამდენი დრო დასჭირდა გაანიმაციებას და საიდან მოიძეთ ფინანსები?

– ამ მძიმე სამუშაოზე 2-3 წელი დაიხარჯა, უძრავი კინოკამერა, ტატის ფილმების მსგავსად, აფიქსირებდა გრძელ კადრებს; ეს ოდნავი სიშორე თეატრში ყოფნის ეფექტს იძლეოდა. ასეთ დროს თავიდან-ბოლომდე ჩანან პერსონაჟები. აქ მთავარი პრობლემაა ისაა, რომ გიწევს სხვა დარჩენილი ელემენტის დახატვა ანუ იმის რაც ხდება სიღმესა და თითეულ კუთხეში. ზოგი საკმაოდ გრძელი ეპიზოდია, პერსონაჟებით სავსე სცენით – მათი გაანიმაციება კი საკმაოდ რთულია. ფილმი დაფინანსდა „Pathé“-ს მიერ, რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა გამოყო, თუმცა შეერთებულ შტატებთან შედარებით გაცილებით მცირე; ამერიკაში ასეთი პროექტის განხორციელება შვიდჯერ უფრო ძვირი ჯდება.

– თქვენ ჩაერთეთ პროექტში, როგორც საავტორო კინოს მეურვეები. შეგიძლიათ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ?

ჯერომ პეშამი: ძალიან კმაყოფილები ვართ იდეით. ჩართულნი ვიყავით ტატის ფილმოგრაფიის აღდგენაში და მაშინ წავაწყდით ამ განუხორციელებელ სცენარს; რადგანაც ნანახი გვქონდა „ბელვილი“ მაშინვე გავიფიქრეთ, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა შომესთვის ამ პროექტის მიბარება.

მაშა მაკიეფი: რადგანაც პროექტი ძალიან პოეტური გვეჩვენებოდა და, რადგანაც იგი საჭიროებდა ზუსტად გადაწყობილ მელანქოლიას, ვეძებდით ისეთ რეჟისორს, რომელსაც კინომატოგრაფიასთან შემოქმედებითი ურთიერთობა ექნებოდა. ის, ტატის რამდენიმე ფილმის დეტალით წარმოგვიდგენს რეჟისორის საწყისებსა და ამ სამყაროს მსხვრევადობას. „ტატის ცირკით“ მართლა იკვრება წრე. სილვენმა „ილუზიონისტით“ ძალიან მნიშნელოვანი რამ გააკეთა.

-(სილვენ შომეს) ახალ პროექტზე თუ დაიწყეთ ფიქრი?

– ჯერ რთულია ამაზე საუბარი, როგორც ხედავთ ჯერ კიდევ „ილუზიონისტით“ ვარ დაკავებული. ამ საღამოს შედგება პრემიერა და მერე უკვე დავიწყებთ მომავალ პროექტზე ფიქრს.

– ფილმის მოქმედება ვითარდება 1959 წელს და ეკრანზე ჩნდება ნამდვილი ტატი, რაღაცით ის „ბელვილის“ სცენას წააგავს, თავისი სატელევიზიო გადაცემით. რამდენადაა გაცოცხლებული იმ წლების რეალობა?

– სილვენ შომე: მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ჟაკ ტატის ცხოვრების პირველი პერიოდია აღწერილი, მაინც ვცდილობდი რაც შეიძლება ნაკლებად მეხელმძღვანელა მისი ბიოგრაფიით. სცენარი როცა წავიკითხე, პირველ რიგში, ლამაზი ისტორია მომხვდა თვალში. მთავარი გმირისთვის დამახასიათებელია ტატისებრი ელეგანტურობა, ამ შტრიხის შენარჩუნება კი ნამდვილად მინდოდა, ზოგადად, შევეცადე ფილმში გადმომეცა ტატის განწყობა, ეს კი ისეთი პროცესია, რომელიც მხოლოდ ანიმაციის საშუალებით თუ მიიღწეოდა.

– ბოლო პერიოდში, ანიმაციის სფეროში, ძალიან ბევრი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები განვითარდა. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ?

– მე ტრადიციულ სკოლას მივეკუთვნები. როცა სრულდება ქაღალდზე პროექტის დახატვა, მხოლოდ მაშინ ვიყენებ თანამედროვე საშუალებებს, რომელიც მიმარტივებს საქმესა და მეხმარება მის დასრულებაში. ფილმში 3დ-ცაა გამოყენებული, განსაკუთრებით ნივთების ჩვენებისას (მაგალითად, ავტომანქანა) და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის დროს (მაგალითად, ღრუბლები) სხვა ყველაფერი ხელითა დახატული.

– ფილმში შეინიშნება ჩაპლინისებრი ატმოსფერო და განწყობა. ეს სცენარშიც თვალშისაცემია?

– კი, კი ფილმში იგრძნობა სევდა, ისეთივე ატმოსფერო, როგორიც ტატის „ჩემს ბიძაშია“. ტატი 50 წლის იყო, როცა დაწერა ეს ისტორია და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგანაც იმ ადამიანის ნოსტალგიას შეგვაგრძნობინებს, რომელიც ისევე ვერ ეგუება ცვლილებებს, როგორც – როკის დაბადებას.

Fusion TIFF Fileთარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s