“პირატის დღიური”

აკი კაურისმიაკი, ჩრდილოეთის ზღაპარი (Peter von Bagh )

7 luglio 2007 „მანიფესტის“ დანართი

Aki Kaurismaki

     1944 წელს საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ომი ამ უკანასკნელის დამარცხებით დასრულდა. უფრო ზუსტად, როგორც ვაინო ლინა აღნიშნავს თავის რომანში „უცნობი ჯარისკაცი“, შეგვიძლია ვთქვათ, რომ – „პატარა ფინეთი ფინიშთან მეორე მივიდა“ .  რომანი გამოვიდა მიკა ვალტერის „ეგვიპტელი სინუხეს“ გამოცემიდან 9 წლის შემდეგ:  სურათი, რომელშიც უბადლოდაა გადმოცემული მარცხის ემოციები და ფინეთი დანახულია ანტიკური ეგვიპტის მაგალითზე.

            ერთ-ერთი „პროდუქტი“, რომელიც ქვეყნის განწყობილებისთვის შეიქმნა გახლდათ ფინური ტანგო. ის 30-იან წლებში ყველაზე პოპულარული საცეკვაო მუსიკის  ჟანრი გახლდათ, რომელიც ახლოს იდგა გერმანულ ვარიანტთან. 50-იანი წლების დასაწყისში ტანგო იქცა ტიპურ, ფინური საცეკვაო მუსიკის ჟანრად, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის ცხოვრების წესის განუყოფელ, მეტაფიზიკურ ელემენტადაც კი ჩამოყალიბდა.  აკი კაურისმიაკიმ, თავის ინტერვიებში არაერთხელ გააოცა უცხოელი ჟურნალისტები, იმის მტკიცებით, რომ ტანდოს დაბადების ადგილი ფინეთია, ხოლო არგენტინული ტანგო – მხოლოდ მისი ასლი… ფინური ტანგო გალირიკებულია, შესაბამისად, სწორედ ამით განსხვავდება ის ინსტრუმენტალური ვერსიებით ცნობილ ტანგოსგან (როგორებიცაა „კუმპარსიტა“, „ტანგო ჯელოზია“, „რომანესკა“ და ა.შ. ). ეს შტრიხი კი მჭიდროდაა დაკავშირებული ფინური საცეკვაო მოედნების ისტორიასა და ატმოსფეროსთან (ომის პერიოდში აკრძალული ცეკვები მხოლოდ 40-იან წლებში გახდა დასაშვები): როცა ჩუმი, მორცხვი მამაკაცი თავისკენ მიიზიდავს პარტნიორს, ე.ი. მას ტანგო ეხმარება თავისი სურვილის გამოხატვაში. აკი კაურისმიაკი ითვისებს ამ მოდელს –  მის ფილმებში, სიმღერის ტექსტები ყვებიან ისტორიას.  

რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი

      ძმები კაურსმიაკების საკუთრება – „კორონა“ (Corona baari & biljardi) ჰელსინკელი ახალგაზრდების ფავორიტი ბარია. ორი ბილიარდის მაგიდა იკავებს დიდ დარბაზს, რომელიც ერთ დროს კინოთეატრ „ანდორას“ ეკუთვნოდა.  კინოთეატრი 80-იან წლებში დიდი წარმატებით სარგებლობდა, მაგრამ მცირე პაუზის აღებისთანავე  კარგავს მაყურებელს. დღეს კი, ქალაქის ყველაზე პოპულარულ ადგილას ფუნქციონირებს კინოთეატრი, რომელიც მაყურებლთა ხშირი დასწრებით ვერ დაიკვეხნის.

            ოდნავ მოშორებით მდებარეობს „მოსკვა“, წყვილი ბარი, სოციალისტური ქვეყნების „აქსესუარი“, ელექტრო ფირსაკრავი და ვინილების კოლექსია (პირველ რიგში კი, ესტონელი მუსიკოსის – გეორგ ოცის დისკოგრაფია, რომელიც აკი კაურისმიაკის ფილმებშიც ჟღერს). სასმელიც კი ამ გარემოს შესაბამისია. აბრაზე ვკითხულობთ: „ლენინს კრედიტით ვახდევინებთ, სხვებმა კი ნაღდი ფულით გადაიხადეთ“. კედელზე მიკრული ფოტოსურათიცაა – ფინეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ხელოწერილი ლენინის, ტროცკისა და სტალინის მიერ.. და იქვე, კალმით დატანილი, აკი კაურისმიაკის ხელმოწერაც. აქ გადაიღეს სცენა ფილმიდან  “ადამიანი წარსულის გარეშე“, სადაც ესკო ნიკარი, სიღრმეში პელონპაიას სურათის ფონზე, ესაუბრება „მ“-ს თავის გართულებულ მდგომარეობაზე;  საღამოს დაწყებისთანავე კარებზე კიდევ ერთი აბრა ჩნდება, რომელიც გვატყობინებს ბარის გადავსებულობას. რეალურად ეს ასე არ არის, მაგრამ მოგვიანებით აბსოლუტურად ივსება სივრცე და ხალხი,  მოგაგონებთ სოციალიზმის ოქროს პერიოდში, მთელს სიგრეზე მომართულ რიგს.. ეს არ არის მიზანსცენა. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ  ცხოვრება ემსგავსება ხელოვნებას. 

           მესამე უმნიშვნელოვანესი ადგილი ოტელ-რესტორანია „Oiva“-აა („საუკეთესო“ ასე შეიძლება ითარგმნოს იგი ცნობისმოყვარე ტურისტებისთვის), რომელიც მდებარეობს ტყეში, კარკილის ცენტრიდან (სადაც ცხოვრობს აკი კაურისმიაკი) ხუთი კილომეტრის მოშორებით. თავისი ულამაზესი ღია მოედნით, სადაც კაურისმიაკი, ზაფხულში, ვიქენდებზე იწვევს ტრადიციული საცეკვაო მუსიკის საუკეთესო შემსრულებლებს.

the-man-without-a-past-poster-art 

ადამიანი წარსულის გარეშე (2002)

            მამაკაცი (მარკო პელტოლა) ჩადის ჰელსინკში სამუშაოს საშოვნელად, იქ მას თავს ესხმიან და კარგავს მეხსიერებას. ის იძულებული ხდება ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. ხვდება თავის ცხოვრების სიყვარულს ირმას (კატი ოუტინენი), რომელიც სამაშველო სამსახურში მუშაობს; მას ხელახლა უწევს თავისი ღირებულებების გადააფასება, რომელის საფუძველზეც უნდა ააშენოს საკუთარ ცხოვრება. დრამის შინაარსი საკმაოდ მარტივია: ის მოგვითხრობს მკვდრეთით აღდგომაზე, რომელიც ადამიანს მეორედ მოსვლისა და ცხოვრების საშუალებას აძლევს. ის იძენს რწმენას, იმედსა (კართოფილის ეპიზოდი) და სიყვარულს, ანუ იმ თვისებებს რომელსაც იშვიათად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში (ან იგივე კინოში). ეს მოკრძალებული ისტორია, თავისი პერსონაჟებით, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ თანაგრძნობის უნარი, გარდაიქმნება ნამდვილ, დიდ კინოდ.

        პერსონაჟები ერთდროულად რეალურნი და გამოგონილნი არიან.  ჟანკოლასის აზრით, ფილმში აბსოლუტურად გამქრალია პროლეტართა კატეგორია. მოქმედება ვითარდება მე-19 საუკუნეში. მათ არ გააჩნიათ კლასობრივი გაგება და მათში, აბსოლუტურად, იგნორირებულია კლასობრივი ბრძოლაც, ისინი არ მიეკუთვნებიან  პროლეტარებს. ეს დაკვირვება ჩაღრმავებას მოითხოვს. ძალიან ბევრ ფილმში „რეალობის ამსახველი სურათიდან“ მსგავსი პერსონაჟების ამოგდების მცდელობისგან განსხვავებით, ამ ფილმის მთავარი აზრი, სწორედ, მათი არსებობაა.

– შენს ფილმებს შორის „ადამიანი წარსულიდან“ ის პირველი ფილმია, რომელშიც  ფანტასკის ჟანრის ელემენტები გამოიყენე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავარი გმირი გარდაცვლილია? 

 – ის საერთოდ არ გარდაცვლილა. მე რეჟისორი ვარ და არა ექიმი, ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის გასაგები იყო, ყველამ კარგად იცის, რომ გარდაცვლილს არ შეუძლია სიარული. შეიძლება, საავადმყოფოში ან ცაში ძალიან ბევრი მოძველებული აპარატურა დგას ან არ ყავთ საკმარისი პერსონალი, ჩვენმა გმირმა კი ამ შეცდომით ისარგებლა და გაიქცა, დაახლოებით ისე, როგორც ეს ემართება მაიკ პაუელისა და ემერიხ პრესბურგერის პერსონაჟს ფილმში –  „კიბე სამოთხეში“ (1946). ასეა თუ ისე, მთავარი ისაა, რომ დღეს აღავინ ინტერესდება დაახლოებით 40/50 წლის მამაკაცის მდგომარეობაზე და არც იმაზე ხარჯავენ დროს, რომ გადაამოწმონ ეს მამაკაცი ცოცხალია თუ მკვდარი.  ურჩევნიათ სამშობიაროს წინ  სიგარეტი გააბოლონ, მაშინ როცა ქალაქში უპატრონოდ აგდია მიცვალებული.

– თუ გახსოვს ფილმის დაბადების ისტორია?

 – როგორც ჩემს ყველა  დრამაში, აქაც ყველაფერი ერთი თამაშის ელემენტზე დგას: პროლეტარებსა და დამარცხებულებზე. დაწყების ჩვეული სიძნელის გადალახვის შემდეგ, ერთბაშად ჩავუჯექი საბეჭდ მანქანას და რამდენიმე დღეში დავწერე კიდევაც სცენარი.  უფრო სერიოზული რეჟისორები მხოლოდ მცირე თემით თუ კავდებიან, პროფესიონალებს კი – ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ მუშაობა.

– როგორ მოხდა მარკუ პელტოლას არჩევა? 

– ერთ დღესაც, ჯუსო ჰირვიკანგასმა მითხრა, რომ მარკუს უჩვეულო აურა ქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ჰარი დინ სტენტონს აქვს. და მართალიც აღმოჩნდა. ის უცნაური, მშვიდი და, ნამდვილად, თავისებური პერსონაჟია. „Juha“-ში პელტოლამ უფროსი მიმანტის როლი შეასრულა; მაშინ შევამჩნიე, რომ შეეძლო მუშაობა და რაც მთავარია, ის მოსწონდა კინოკამერას, ეს კი, კიდევ უფრო მნიშნელოვანია, რადგანაც სწორედ კინოკამერა და მისი მკაცრი, ცივი თვალი წყვეტს თუ ვინ უნდა უყვარდეს და ვინ- არა. ფილმის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ფერთა სიმრავლეა. იშვიათად ვინმემ, ამ ფილმის მსგავსად, მოახერხოს  გარემოს კონტეინერში მოქცევა. ძალიან ბევრი ადგილი გამოგონილია, მაგრამ სანამ ჩვენ ამ აზრამდე მივიოდით, იქამდე მართლა იყნენებდნენ კონტეინერებს საცხოვრებლად. საქმე ისაა, რომ ჰელსინკის ზღვის სანაპიროზე ვერ ვიპოვეთ ვერცერთი თავისუფალი ადგილი, სადაც  შევძლებდით ქალაქის ფონზე, კონტეინერების დასახლების აშენებას. ზოგადად, შეუძლებელია ჰელსინკის ხედის დაფიქსირება, თუ, რა თქმა უნდა, მას კოშკის სიმაღლიდან არ ვიღებთ.

– როგორ გადააწყვე ფერთა გამა?

– სცენარზე მუშაობის დროს, ჯიბეში წავაწყდი ფერთა პალიტრას და დიდი ენთუზიაზმით შევუდექი ფერთა კოდის სცენართან შეხამებას. ჩემი მიზანი იყო კონტრაპუნქტთა შორის ჰარმონიის მიღწევა. დაბეჭდვისაა უპირატესობა მივანიჭეთ თბილ, წყვილ ტონალობას, რომელიც გამოკვეთილი იყო წითელი და ყვითელი ფერებით. ამ ფორმით მოხერხდა სცენარის ერთგვარობის ილუზიის რეალიზება. ვიმედოვნებ, რომ თხრობისას გამოყენებული საშუალებები იზოლირებულია იმ უამრავ პროცესთან, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იმართება. თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი გადაჭარბებული ენთუზიაზმი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ზოგ რეჟისორს არ შეუძლია ძველი ტექნოლოგიის გამოყენება. „კამერა ობსკურამ“ შობა კინო, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ხარისხიან გამოსახულებას, სულაც არაა საჭირო რთული ტექნიკის გამოყენება.  ბოლოს და ბოლოს, ლუმიერების ინსტიტუტმა, რომელიც ლიონში მდებარეობს, მოიწვია რეჟისორთა ჯგუფი და  შესთავაზეს ძმები ლუმიერების კინოკამერით ერთ წუთიანი ფილმების გადაღება. შედეგი კი ნამდვილად არ ჩამოუვარდება დღევანდელ პროდუქციას.
არ მწამს ციფრული ფოტოგრაფიისა და ციფრული კინოსი. გამოსახულებას რაც შეეხება, ელექტრო შუქი ვერასოდეს შეენაცვლება დღის განათებას. ყვავილები დღის შუქს საჭიროებენ.  კომპიუტერული ბიტი მათ მხოლოდ ხელოვნურ ყვავილებად თუ გარდაქმნის.
 გარდა ამისა, ხმის ციფრული ჩაწერა, მუსიკას რაღაც უმნიშვნელოვანესს ართმევს:  მისთვის დამახაასიათებელ სიღრმისეულ, კოსმიურ ხმაურს, მის არასრულყოფილებას.. ერთი სიტყვით – მის სულს!  ციფრული კინო დამაჯერებლობის  პრობლემასაც ბადებს; ასე მაგალითად, ჰაროლდ ლოიდის სცენა, როცა ის ცათამბჯენის  საათის ისარს ებღაუჭება ( „Safety Last!“1923), მაყურებლი ეპიზოდისადმი მაშინვე დაკარგავს ინტერესს, როგორც კი შეიტყობს, რომ რეალურად ლოიდი არ ეკიდა ესარზე. შეიძლება დავბერდი, მაგრამ მხოლოდ მაშინ შევწყვეტ კინოს გადაღებას, როცა ვეღარ შევძლებ ტრადიციული ტექნოლოგიებისა და მონტაჟის გამოყენებას.

თარგმ. axavild

           

            

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s