როგორ გადავიღოთ კინო – ათი გაკვეთილი რეჟისორ აბელ ფერარასგან

LUX50ans_ferrara

1.ახალი თამაში, ახალი წესები.

   „იყავი ისეთივე დამოუკიდებელი, როგორც მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ადამიანი.

    ვფიქრობ, დამოუკიდებელი კინო გულისხმობდა ისეთი სტრუქტურის ფილმებს, რომელიც ჰოლივუდის გარეთ არსებობდა. თუმცა, ეს ლოს–ანჯელესშიც შესაძლებელი იყო, გარკვეულ დროს, 90–იანების პერიოდში, როცა ყველანაირი პირობა იყო შექმენილი, რომ ფული გეშოვა. თუ ისინი ფილმებს იღებდნენ 10–15 მილიონ დოლარად, შენ შეგეძლო 500 ათასი – 3 მილიონის ფარგლებში ჩატეულიყავი. იქ იყვნენ რეჟისორები, ბანკები, დისტრიბუტორები და მთელი მაშინდელი მსოფლიო, რომელიც, ვფიქრობ, რომ დღეს აღარ არსებობს.“

2. არავიზე იყო დამოკიდებული.

    „ამჟამად, ფილმებს დამოუკიდებლად ვიღებ, საჭირო სახსრებს სისტემის გარეთ ვეძებ. პირველ, და ვხუმრობ, მაგრამ მეორე რიგშიც ეს ერთადერთი გზაა. ისინი, ვინც დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, ადამიანების პატარა, მაგრამ საიმედო ჯგუფია, ძირითადად ევროპიდან.“

3.თავი შორს დაიჭირე ქარხნისგან.

   „საჭირო არაა გენიოსი იყო, რომ მიხვდე, თუ როგორი ვაჭრობა მიდის ჰოლივუდში. ჰოლივუდი ქალაქი–ქარხანაა, ყოველთვის ქალაქი–ქარხანა იყო. იმ რეჟისორის იდეებს, რომელიც ისეთ ფილმებს იღებს, მე რომ ყოველთვის მინდოდა გადამეღო, იქ არავინ აქცევს ყურადღებას.

    ხომ არ დაიწყებ სპაგეტის კეთებას ამ ოხერ დუბლინში, ხვდები რას ვგულისხმობ? არც მექსიკურ კერძს გააკეთებ სტამბულში. არ იმუშავებს უბრალოდ. ჰოლივუდში ქმნიან გარკვეული ტიპის ფილმებს, თავისი განსაზღვრული წესებით, სადაც რეჟისორი არის უკანასკნელი პერსონა, ვისაც აზრს ეკითხებიან და რომელიც, ბოლოს შეიძლება სადღაც რამეში დასჭირდეთ..“

4. ყველაფერი, რაც გჭირდება არის – ხედვა.

    „მთავარია, პროექტში ჩართვისას უბრალოდ იცოდე, რომ ფილმის გადაღებას აპირებ და გქონდეს რეჟისორის ხედვა. შემდეგ, აქეთ-იქით გააბნიე შენი ხედვის ნაწილაკები და ისე დატოვე, როგორც თავად  განლაგდებიან. ასე შეიქმნება ფილმის მოზაიკა.“

5. უბრალოდ აიღე კამერა და იარე.

    „ვფიქრობ, თავდაპირველად ჩვენ უბრალოდ ავიღეთ კამერა და დავიწყეთ გადაღება. სასაცილოა, მაგრამ მე ვმუშაობ ზუსტად იმ ბიჭებთან, რომლებთან ერთადაც თავდაპირველად დავიჭირე ხელში კამერა. მაშინ სადღაც 16 წლისები ვიყავით.

      როცა შეგვეძლო რამე გვესწავლა, ან გარკვეულ სიტუაციებში, როცა დიდ ადამიანებს ვხვდებოდით, რომელთაგან აუცილებლად ბევრს მივიღებდით, რომ მოგვენდომებინა, სწორედ მაშინ ვფიქრობდით, რომ არავისგან არაფრის სწავლა არ გვჭირდებოდა. ნუ, მაშინ ეს პრობლემა იყო.. მაგრამ ახლა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საქმე გადაღებების პროცესში  ვისწავლეთ. კინოს გადაღება ისეთი პერსონალურია, რომ ერთადერთი ვინმე, ვისაც შეუძლია რამე გასწავლოს – საკუთარი თავია. და ერთადერთი გზა, როგორც უნდა ისწავლო – ეს არის უშუალოდ კინოს კეთების პროცესი.“

Abel-Ferrara-se-lance-dans-la-comedie_portrait_w532

6. რაც გულიდან წამოვა – გადაიღე.

    „იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ჩემი ნამუშევარი პერსონალურია. რაც უფრო შეეცდები გადაიღო ფილმი სწორედ გულიდან მომავალ ხმებზე და რაც უფრო ღრმად შეხვალ საკუთარ თავში, მით უფრო გასაგებ ენაზე დაელაპარაკები მაყურებელს.

   ესეთი ფილმი, კი – სიფხიზლეზეა. არ ვაპირებ უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიო ის ფილმები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში გადავიღეთ. ეს ჩვენი ფილმები და პერსონაჟებია, რომელთანაც ბევრი საერთო გვაქვს. უბრალოდ , იმას ვგულისხმობ , რასაც კენი(Ken Kelsch) უკეთესად ამბობს: „ჰეი, თუ ჩვენ თუ დავბრუნდებით როგორც (მინიმუმ) ტარაკნები,  ჩვენ დავბრუნდებით როგორც ფხიზელი ტარაკნები.“

7. მოაგროვე მთელი შენი ნაგავი ერთად, მობოდიშების გარეშე.

     „რას მივწერდი ჩემს ახალგაზრდა–მეს? ჭკუას მოუხმე, ძმაო.. ანუ, უფრო აქტიურად გადაიჯვი თავზე.  50 ქილა ლუდს ვსვამდი დღეში, კაით ხო, ვხუმრობ. მაგრამ , ყველაზე ადვილად  ვისწავლე , რომ არ იყო საჭირო დალევა. და ეს რომ ვინმეს ჩემთვის 17 წლის ასაკში ეთქვა.. შეგიძლიათ დალიოთ, მაგრამ აუცილებელი არაა. მე ვფიქრობდი, რომ უნდა დამელია და უნდა ჩამედინა ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ყველაზე ცუდი ტიპები ოთახში, ყველაზე ნეგატიურები. უნდა ჩაგვედინა ყველა ის სულელური საქციელი, რაც ჩავიდინეთ.. და ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა, არ დაგვხმარებია ლოს–ანჯელესში მუშაობაში. იქ ხარ და ყველა იქაური ფასეულობები თავს გეხვევა. მაგალითად, უნდა გვყოლოდა რაც შეიძლება დიდი მანქანა. მაგრამ უნდა დაგვექირავებინა და 500$ თუ გვქონდა შემოსავალი, 400$–ს  მანქანის დაქირავებაში ვაძლევდით. ეს იყო რაღაც ამოუხსნელი იდიოტიზმი.

8. ინტერნეტი არის შენი საუკეთესო მეგობარი.

   „გამოიყენე ინტერნეტი, რომელიც პირდაპირ ღმერთის საჩუქარია. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება პირატულობა და ქურდობები, მით მეტ რამეს ნახავ იქ.

  და მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ციფრული ტექნიკა – პირდაპირ მახვილივით მესობა გულში – შენ შეგიძლია მისი საშუალებთ მთელს მსოფლიოს დაუკავშირდე. მსოფლიოს სხვა კუთხიდან აქ, ლოს ანჯელესში, შეგიძლია მელაპარაკო და ეს შეგვიძლია ჩვენ საჩვენოდ გამოვიყენოთ. დავამყაროთ კავშირები, კავშირები, კავშირები… და გადავიღოთ ფილმები , რომელიც დაგვაკავშირებს.

   განათავსე შენი ფილმი სადმე, გინდაც  – იუთუბზე. გამონახე გზები და იმუშავე.“

9. თავი აარიდე  ყურადღების ცენტრში ყოფნას.

   „წითელ ხალიჩას არ გაეკარო, მაგრამ თუ ზედ დგახარ საუკეთესო ძონძები გეცვას, მასე უკეთ დაგინახავენ.“

10. არსებობს მხოლოდ ერთი ენა კინოში.

   „ჰიჩკოკმა ეს უთხრა ერთხელ ტრიუფოს: როცა შხაპის ქვეშ ყვირიან, ასევე ყვირიან ტოკიოშიც და იგივენარად ყვირიან პარიზშიც. ეს ენა არაა , რაც მათ აყვირებს, სიტყვები არაა, მეგობარო. ეს სუფთა კინოა, რაც ახდენს ეფექტს. და როცა შენ ლაპარაკობ კადრებით, და ამ კადრებს ერთად უყრი თავს, და ის – თუ როგორ უყრი, ნიშნავს რომ რაღაც გარკვეულ ენაზე საუბრობ. არ ქვს მნიშვნელობა სერბეთში ხარ თუ ესკიმოსებში, ეს ოხერი. შენ საუბრობ ამ უნივერსალურ ენაზე და ესაა კინოენა. და ესაა წმინდა.“

თარგმ.  ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s