მე და ბერგმანი (როცა გირეკავს გენიოსი)

“მან მასწავლა – არასოდეს მიმექცია ყურადღება გაყიდული ბილეთების რაოდენობისთვის.”

ვუდი ალენი

sjff_02_img0580       ბერგმანის გარდაცვალების ამბავი ოვიედოში შევიტყვე, ჩრდილოეთ ესპანეთის პატარა დასახლებაში, სადაც ჩემს ფილმს ვიღებდი. საერთო მეგობრის შეტყობინება გადასაღებ მოედანზე მივიღე. ერთხელ, ბერგმანმა მითხრა, რომ არ სურდა გარდაცვლილიყო მზიან დღეს და რადგანაც, გარდაცვალების მომენტში იქ არ ვიყავი, ვიმედოვნებ, რომ იყო მოღუშული დღე, ანუ რეჟისორებისთვის საუკეთესო სამუშაო ამინდი.

    ერთხელ ვთქვი, რომ ადამიანებს რომანტიკული შთაბეჭდილება აქვთ შექმნილი ხელოვანებზე, ხოლო ხელოვნების ნიმუშს, რაღაც სიწმინდედ აღიქვამენ: რეალურად, ხელოვნება ვერ გიხსნის. მნიშნელობა არ აქვს, რამდენად დიდებულია შენი შემოქმედება (ხოლო ბერგმანმა, უდადოდ, გასაოცარი, შედევრალური ფილმების მენიუ შემოგვთავაზა), ის ვერ დაგიცავს კარებზე საბედისწერო კაკუნისგან. და ასე, ივლისის ერთ დღესაც, ბერგმანმა ვერ მოახერხა შამათის თავიდან აცილება და ჩვენგან წავიდა, ჩემი დროის საუკეთესო რეჟისორი. რამდენჯერმე გავიხუმრე, შევადარე რა ხელოვნება ინტელექტუალთა კათოლიციზმს, რომელიც სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის არსებობის სურვილს აღვივებს.. მე ვთვლი, რომ უმჯობესია ისევ შენს ბინაში გააგრძელო ცხოვრება და არა საზოგადოების გულსა და გონებაში.

      ბერგმანის ფილმები, უდადოდ, გააგრძელებენ არსებობას, მათ ნახავენ მუზეუმებში, იხილავენ ტელევიზიით, შეიძენენ დვდ-ის ფორმატში.. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ მცირე ნუგეში თუ იქნებოდა მისთვის; ის დიდი სიამოვნებით გადაცვლიდა თავის ნებისმიერ ფილმს სიცოცხლის ერთი წლით გახანგრძლივებაში. და, შესაბამისად, მას კიდევ 60 წელი დაემატებოდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მოპოვებულ დროს დაახარჯავდა იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა – ფილმების გადაღებას.

     ბერგმანს უყვარდა ფილმის გადაღების პროცესი. მას სიამოვნებდა, როცა აფასებდნენ მის ნამუშევრებს, თუმცა ერთხელ მითხრა: თუ არ მოსწონთ ჩემი ფილმი, ეს პრობლემას მხოლოდ 30 წამი თუ მიქმნის “. მას არ აინტერესებდა შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემებს პროდიუსერები და დისტრიბუტორები, ყოველ ვიკენდზე ამცნობდნენ. ის ამბობდა: “სადღაც შუა კვირაში, მათი გამაგიჟებლად ოპტიმისტური პროგნოზი არაფრის მომტანი აღმოჩნდება“. სიამოვნებდა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასების მიღება, თუმცა ამას ერთი წამითაც არ საჭიროებდა, ის კი უდაოა – მოსწონდა როცა მაყურებელი ტკბებოდა მისი ნამუშევრით, თუმცა ეს მას ყოველთვის არ შველოდა.  ბერგმანი თხრობის გასაოცარ უნარს ფლობდა, ის რთული თემებითაც ხიბლავდა აუდიტორიას. მისი ფილმების ყურების შემდეგ ხშირად გამიგია შემდეგი კომენტარები: „ზუსტად ვერ გავიგე ის, რაც ახლა ვნახე, მაგრამ ფაქტია – თითოეულმა ეპიზოდმა სავარძელს მიმაჯაჭვა“.

     ბერგმანი ბოლომდე დარჩა თეატრის ერთგული – ის თეატრის დიდი რეჟისორიც გახლდათ – მაგრამ მისი კინომატოგრაფიული იდეები მხოლოდ ამ სფეროდან არ მოდიოდა, ის იყენებდა: მუსიკას, მხატვრობას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას. მისმა შემოქმედებამ შეისწავლა ადამიანების ყველაზე დაფარული შფოთი და მწუხარება, ხშირად ის ამ ცელულოიდურ პოეზიას უჩვეულო გაქანებას აძლევდა – გარდაცვალება, სიყვარული, ხელოვნება, უფლის სიჩუმე, რელიგიური ეჭვებით გამოწვეული აგონია, უიღბლო ქორწინებები, ადამიანების უკონტაქტობა. გახლდათ თბილი, მხიარული, ხუმარა პიროვნება და ის თავს ძალიან კარგად გრძნობდა ქალების გარემოცვაში. მასთან შეხვედრა სულაც არ გულისხმობდა გენიოსის შემოქმედებით სამყაროსა და უცნობ, მომაჯადოვებენ ჩანაფიქრში უცაბედ შეღწევას. ყველაფერი აბსოლუტურად ანსხვავებულად წარიმართა: “ვუდ, კიდევ ის უაზრო სიზმარი მესიზმა, თითქოს გადასაღებ მოედანზე ვიმყოფებოდი, ვიღებდი ფილმს და ვერ ვახერხებდი კინოკამერის საჭირო ადგილზე განთავსებას; არადა, ეს ის საქმეა, რომელიც ყველაზე კარგად მეხერხება და რასაც მრავალი წელია ვაკეთებ. შენც გესიზმრება ხოლმე მსგავსი, შემაწუხებელი სიზმრები?” ან თუნდაც ასეთი „წარმოიდგინე, როგორი საინტერესო იქნებოდა უძრავი კინოკამერით ფილმის გადაღება, რომელიც სანტიმეტრითაც კი არ ინძრევა; და ამ დროს, მსახიობები შემოდიან კადრში და შემდეგ – გადიან კადრიდან. ვითომ ეს ხალხს გაამხიარულებდა?”.

     ტელეფონით რა პასუხი შეიძლება გასცე გენიოსს? შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ მაშინვე დავრწმუნდი, რომ ყველაფერს, რასაც კი შეეხებოდა, განსაკუთრებულობას სძენდა. ვინც სწავლობდა კინომატოგრაფიაზე, მას შეიძლება სასაცილოდ მოჩვენებოდა მის მიერ გამოგონილი ლექსიკონი, რომლის დახმარებითაც იკვლევდა მსახიობების სიღრმისეულ ფსიქიკას. კინო-სკოლებში (ძალიან მალე გამომაძევეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან, სადაც 50-იან წლებში პროფესიულ განათლებას ვეუფლებოდი) მოძრაობისთვის დამახასიათებელი იყო ემფაზი. სტუდენტებს ასწავლიდნენ, რომ გამოსახულებას კინოკამერასთან ერთად უნდა ემოძრავა. და სწორადაც ასწავლიდნენ; მაგრამ როცა ბერგმანი თავის კინოკამერას მომართავდა ლივ ულმანის ან ბიბი ანდერსონის სახისკენ და ასე, უმოძრაოდ ტოვებდა მას, სწორედ მაშინ ხდებოდა რაღაც უჩვეულო და გასაოცარი, ის რაც მხოლოდ მისი გენიალურობისთვის იყო დამახასიათებელი. მაყურებელი აღწევდა პერსონაჟში და ეს არავისთვის იყო მომაბეზრებელი, პირიქით – ყველა სავსე იყო ენთუზიაზმით. ფილოსოფიური და რელიგიური იდეებით შეპყრობილ ბერგმანს, ისტორიების მოყოლის ბუნებრივი ნიჭი ქონდა, როცა სხვა რაღაცაზე გადაქონდა თქვენი ყურადღება ან გართობდათ, რეალურად, მაშინაც კი, მისი მთვარი მიზანი ნიცშესა და კირკეგორის იდებიის გადმოცემა იყო. საათობით შეგევძლო გვესაუბრა. ზარი შემოდიოდა იმ კუნძულიდან, სადაც ის ცხოვრობდა. ხშირად მეპატიჟებოდა თავისთან, მაგრამ მე ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, რადგანაც არ მიყვარდა თვითფრინავით მგზავრობა. ყოველთვის ვსაუბრობდით კინოზე და, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად მას ვალაპარაკებდი, ვთვლიდი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო მისი ფიქრებისა და იდეების მოსმენა. ის ყოველდღე უყურებდა ფილმებს და არასოდეს იღლებოდა მათი ყურებით. შეეძლო ნებისმიერი ტიპის ფილმისთვის ეყურებინა, იქნებოდა ეს მუნჯური თუ ხმოვანი. ჯეიმს ბონდის ტიპის ფილმებს, ანუ ისეთ კინოსურათებს, რომელიც გაანალიზებას არ მოითხოვდა, უყურებდა მაშინ როცა სურდა მოდუნება და ჩაძინება.

     როგორც ყველა დიდ რეჟისორს – მაგალითად, ფელინის, ანტონიონის ან ბუნუელს, – ბერგმანსაც აკრიტიკებდნენ. შემთხვევითი ლაფსუსების გამოკლებით, მთელს მსოფლიოში, ამ რეჟსორების ფილმებმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. ფაქტი ისაა, რომ ისინი, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ კინოსამყაროს, რომლებიც მუშაობენ – რეჟისორებად, სცენარისტებად, მსახიობებად, მემონტაჟეებად – ყველა მათგანი დიდ პატივს სცემს ბერგმანის შემოქმედებას.  რადგანაც ათი წლის განმავლობაში, დიდი ენთუზიაზმით ვაქებდი ბერგმანს, ისე მოხდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ უამრავი ადამიანი მომაწყდა როგორც ინტერვიუს ჩასაწერად, ისე – კომენტარის გასაკეთებლად. მეკითხთებოდნენ თუ რა გავლენა მოახდინა მან ჩემზე. ვპასუხობდი: ის იყო გენიოსი, მე კი არ ვარ გენიოსი; გენიოსობა კი არ ისწავლება.

    როცა ნიუ-იორკის კინოთეატრები ეცნობოდნენ ბერგმანს, როგორც დიდ კინორეჟისორს, მე მაშინ ვიყავი კომედიანტი და გამოვდიოდი ღამის კლუბებში. რა შეიძლება ისწავლო გრაუჩო მარქსისა და ბერგმანისგან? მისგან ერთი რაღაცის სწავლა მაინც მოვახერხე, რომელიც არც გენიოსობაზე და არც ნიჭიერებაზეა დამოკიდებული, ის რაც შეიძლება მხოლოდ საქმით ისწვალო და განავითარო. ვსაუბრობ საქმის ეთიკაზე, უფრო მარტივად რომ ვთქვა – დისციპლინაზე. მის მაგალითზე ვისწავლე, რომ მოცემულ მომენტში გამეკეთებინა შესაძლებლობის მაქსიმუმი, ისე რომ არ ჩავარდნლიყავი ფლოპსა და წარმატების აბსურდში, არ დავმონებოდი მოკაშკაშე რეჟისორის სტატუსს.. ანუ ჯერ გადამეღო ფილმი და შემდეგ მიმეღწია წარმატებისთვის. ბერგმანმა დაახლოებით 60 კინოსურათი გადაიღო, მე მხოლოდ 38. თუ ვერ მივუახლოვდები მის ხარისხს, შევეცდები მისი გადაღებული ფილმების რაოდენობამდე მაინც მივაღწიო.

The New York Times Syndicate. (23 agosto 2007)
თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s