ანდრეი ტარკოვსკი – სიტყვა აპოკალიპსზე

andrei-tarkovsky

    “არასწორი იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ აპოკალიპსი მხოლოდ დასჯის იდეას მოიცავს. ზრუნვა, რომელიც მასშია გამოხატული, ჩემში იმედს აღძრავს და არამც და არამც არ მტოვებს მარტოს ისეთ გრძნობასთან პირისპირ როგორიცააშიში. “გამოცხადებისწაკითხვის შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები, რა უნდა გავაკეთო ახლა? უკვე ვეღარ ვიქნები ისეთი,როგორიც აქამდე…”

    აღნიშნული პუბლიკაცია გახლავთ .ტარკოვსკის სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა ლონდონში, წმინდა ჯეიმსის საკათედრო ტაძარში, 1984 წელს. ბევრ საკითხში შეიძლება არ დავეთანხმოთ მას, თუმცა ვფიქრობ მაინც საინტერესო იქნება მსოფლიო კინო კლასიკოსის, ერთერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორის, არა ერთი შედევრის  ავტორის მოსაზრების წაკითხვა აპოკალიპსზე.

     „არ ვარ მიჩვეული სიტყვით ასეთ გამოსვლებს, მითუმეტეს ეკლესიაში. შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ ვკრთი კიდევაც, რადგან ვიაზრებ იმას, რომ მსურს გავაჟღერო ამქვეყნიური ადამიანის კონცეცია.თუმცა რადგან არ ვაპირებ რაიმე სახის მოხსენების გაკეთებას,უბრალოდ შევეცდები ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ,თუ რას ნიშნავს აპოკალიპსი ჩემთვისროგორც ხელოვანისთვის,მხატვრისთვის.ეს თავის მხრივ გასცემს პასუხებს და დამეხმარება იმის ახსნაში,რატომ გავბედე ეს აქ,ამ ადგილას.

     უშუალოდ ჩემი მონაწილეობაც კი ამ ფესტივალში აპოკალიპსური გამოვლინებაა,იმ გაგებით,რომ რამდენიმე თვის უკან რომ ეთქვათ ამის შესახებნამდვილად ვერ დავიჯერებდი.ჩემმა ცხოვრებამ ბოლო დროს აპოკალიპსური ელფერი შეიძინა,შესაბამისად, ეს ნაბიჯიც სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია.

     მართლაც,აპოკალიპსი დედამიწაზე შექმნილთაგან ყველაზე პოეტური ნაწარმოებია.ეს ფენომენი არსით გადმოსცემს ზეადამიანისგან ფორმულირებად ყველა კანონსა და წესს,ვიცით,რომ დიდი ხნის განმავლობაში მიდის დავა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების სხვადასხვა ნაწყვეტებთან მიმართებაში.მივეჩვიეთ ინტერპრეტაციებსაც.ამის გაკეთება ჩემი აზრით არ ღირს,რადგან აპოკალიპსის განმარტება შეუძლებელია.აპოკალიპსში არ არის სიმბოლოები,ის სახეა,გამოხატულება,ხატება

     თუკი სიმბოლოს ინტერპრეტაცია შესაძლებელია,ხატებისარა.სიმბოლო შეიძლება გავშიფროთ,გამოვიტანოთ დასკვნა,გამოვსახოთ ფორმულა,ამავე დროს ხატების გაგება შეუძლებელია,ის შეიძლება შევიგრძნოთ და მივიღოთ,რამეთუ მას გააჩნია აუარებელი განმარტება.ის რაღაც კუთხით გადმოსცემს უთვალავ კავშირს სამყაროსთან,აპოკალიპსთან,უსასრულობასთან.

     ხატებათა ჯაჭვში აპოკალიპსი გახლავთ უკანასკნელი რგოლი,რომელიც აღბეჭდილია სახარებაში.უკანასკნელი რგოლი,რომელიც ასრულებს ადამიანურ ეპოპეასსიტყვის სულიერი განმარტებით.ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მძიმე დროში,სიძნელეებიც წლიდან წლამდე მატულობს.ვიცით რა ისტორია,შეგვიძლია გავიხსენოთ,რომ არა ერთხელ ხსენებულა აპოკალიპსის მოახლოვება.“ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი“.მიუხედავად ამისა,დროის აღქმის პირობითობა აქ ნათელია,რადგან ჩვენ ხომ არ შეგვიძლია დავადგინოთ ზუსტი თარიღი,რომელზეც იოანე წერდა?!ეს შეიძლება მოხდეს ხვალ,შეიძლება მოხდეს ათასწლეულის შემდეგ.სწორედ ამაშია ამ სიტყვების არსი,ადამიანის სულიერი მდგომარეობა იმგვარი უნდა იყოს,რომ ყოველთვის გრძნობდეს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე,სიცოცხლეზე.წარმოუდგენელია იმის წარმოსახვა,რომ გამოცხადება დაიწერა მაშინ,როდესაც დრო დასრულდა და არ შეიძლება ტექსტიდან,როგორც ასეთი,გარკვეული დასკვნების გამოტანა.

     ალბათ შეამჩნევდით,რომ აპოკალიპსში ძალიან ბევრი ზუსტი რიცხვია,თარიღები.მაგალითად, ნახსენებია მსხვრეპლთა და წმინდანთა რაოდენობა.ჩემი თვალთახედვით ეს არაფერს ნიშნავს,ეს გამოსახულებითი სისტემაა,რომელიც განკუთვნილია ემოციონალურ აღქმაზე.ციფრებირათქმაუნდა, გარკვეული მომენტები ადამიანის ბედიღბალში დაფიქსირებულია,მომავალშიც გამოცნობას ექვემდებარება.ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წიგნირობინზონ კრუზო“.მასში მიყვარდა დაწვრილებითი ჩამონათვალითუ რა გადაიყარა ხმელეთზე და რა გახდა კრუზოს  ნადავლი

     ჩვენ ვარსებობთ მატერიალურ დროსა და სივრცეში.ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ფენომენის(ფენომენების) გამო.მგრძნობელობა მათ მიმართ ძლიერია,პირველ რიგში იმის გამო,რომ შეზუდულები ვართ ფიზიკურ შესაძლებლობებში,სწორედაც რომ მათ გამო.მაგრამ ამის გარდა,ადამიანი ხომღვთის ხატადშეიქმნა,ასე რომ მას გააჩნია არჩევანის თავისუფლება,ის დაჯილდოვებულია შემოქმედების უნარით.ბოლო დროს(და არამარტო ბოლო,უკვე დიდი ხანია) საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას: ცოდვაა კი ზოგადად შემოქმედება?რატომღა გვებადება ეს კითხვა თუკი დანამდვილებით ვიცით რომ შემოქმედება გვახსენებს,რომ ჩვენც ამის ნაწილი ვართ,ერთი მამა გვყავს,რატომ ჩნდება ასეთი,მე ვიტყოდი მკრეხელური,აზრი?იმიტომ,რომ ბოლო ასწლეულის კულტურულმა კრიზისმა მიგვიყვანა იქამდე,რომ მხატვარს შეუძლია უბრალოდ არ იხელმძღვანელოს არანაირი სულიერი კონცეფციებით.ეს რას ნიშნავს?ეს ნიშნავს იმას,რომ მისთვის ხელოვნება და შემოქმედება ინსტინქტების გამოვლინებაა.ჩვენ ხომ ვიცით, გარკვეულ ცხოველებსაც კი გააჩნიათ ესთეტიკის აღქმის გარკვეული უნარი და ძალუძთ შექმნან რაიმე დასრულებულიშესრულებული,ფორმალური, ნატურალური გაგებით.მაგალითად ფიჭა,რომელსაც ფუტკრები ქმნიან იმისთვის,რომ მასში თაფლი განათავსონ.დაახლოებით იგივე ხდება ახლა ხელოვნებაში:მხატვარი ზემოდან ბოძებულ ნიჭს უდგება ისე და აღიქვამს ისე,თითქოს მისი საკუთრება იყოს.ის ფიქრობს,რომ ნიჭი არაფერს არ ავალდებულებს.ეს ხსნის იმას,რომ თანამედროვე ხელოვნებაში სულიერება დაკარგულია.ის გარდაიქმნება ან ფორმალურ ძიებაში ანდაც გასაყიდ საქონელში.იმის ახსნა არ დაგჭირდებათ,რომ კინემატოგრაფია იმყოფება ასეთი მდგომარეობის უკანასკნელ წერტილში,როგორც ცნობილია ის შეიქმნა გასული საუკუნის ბოლოს ბაზრობაზე,მოგების მიღებისთვის.

    ამას წინათ ვატიკანის მუზეუმში გახლდით.იქ განთავსებულია უამრავი თანამედროვე .. რელიგიური ფერწერის ნიმუში.საკუთარი თვალით უნდა ნახოთ რა საშინელებაა.გაუგებარია რატომ განათავსეს ისინი,არ ვიცი რა დავარქვა,ასეთ მუზეუმში.როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანის ესთეტიკურ გემოვნებას აკმაყოფილებდეს მსგავსი ხელოვნება,კერძო მუზეუმის კათოლიკურ ადმინისტრაციას?

     თანამედროვე კრიზისზე ორიოდე სიტყვით. ჩვენ ვცხოვრობთ დამახინჯებულ სამყაროში.მაგრამ ადამიანი ხომ გაჩენილია იყოს თავისუფალი და უშიშარი.კაცობრიობის ისტორია კი მეტყველებს იმაზე,რომ ჩვენ გვამოძრავებს დამალვის სურვილი,ბუნებისგან თავდაცვის წადილი,რომელიც თავის მხრივ სულ უფრო გვავიწროვებს.ჩვენც ვურთიერთობთ არა იმიტომ,რომ ურთიერთობა მოგვწონს,არა იმიტომ,რომ სიამოვნებას ვღებულობთ ურთიერთობისგან,არამედ იმიტომ,რომ არ გვეშინოდეს.თუკი ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება ამ პრინციპზეა აგებული,მინდა გითხრათ რომ ცივილიზაცია არასწორი მიმართულებით აგებს გზებს.მთელი ტექნოლოგია,მთელი ესტექნოლოგიური პროგრესი“,არსითქმნის პროტეზებს:ის გვიგრძელებს ხელებს,გვიუმჯობესებს მხედველობას,გვაძლევს შესაძლებლობას ვიმოძრაოთ ძალიან სწრაფად და ამას გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა,კი ახლა ჩვენ გადავაადგილდებით უფრო სწრაფად,ვიდრე გასულ საუკუნეში,მაგრამ ამის გამო არ გავხდით უფრო ბედნიერები.ჩვენი პიროვნება,ჩვენი მე,ჩვენი სული საზოგადოებასთან კონფლიქტში შევიდა.ჩვენ არ ვვითარდებით ჰარმონიულად,ჩვენი სულიერი განვითარება იმდენად ჩამორჩა,რომ უკვე ტექნოლოგიური ზრდის ზვავის პროცესის მსხვერპლად ჩამოვყალიბდით.არ გვძალუძს ამ ნაკადიდან დაღწევა,სურვილის არსებობის მიუხედავადაც კი.შედეგად,როცა კაცობრიობას გაუჩნდა მოთხოვნილება ახალ ენერგიაზე,როცა მან აღმოაჩინა ეს ენერგია,ზნეობრივად ის მზად არ აღმოჩნდა ამისთვის,რათა გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა კეთილდღეობისთვის.მსგავსად ველურებისა,რომლებმაც არ იციან ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენება.ცხადი ხდება,რომ ჩვენ ამ სისტემის მონები ვართ,მანქანის მონები,რომლის შეჩერება უკვე შეუძლებელია.

   ისტორიულ განვითარებასთან მიმართებაში,იმდენად აღარ ვენდობით ერთმანეთს,იმდენად აღარ გვაქვს ურთიერთდახმარების იმედი,რომ საკუთრივ ყველა ჩვენთაგანი აღარ იღებს მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.პიროვნებას დღესდღეისობით აღარ გააჩნია არანაირი მნიშვნელობა.მარტივად რომ ვთქვა,ჩვენ დავკარგეთ არჩევანის თავისუფლება,დავკარგეთ ის რაც თავიდანვე გვქონდა.ამიტომაც ვთვლი ამ გზას არასწორად.რუსმა ფილოსოფოსმა .ბერდაევმა სწორად აღნიშნა,ცივილიზაციის ისტორიას გააჩნია ორი ეტაპი:პირველიკულტურის ისტორიის გაფურჩქვნის პერიოდი,როდესაც ადამიანის განვითარება ჰარმონიულია და ეფუძვნება სულიერებას.მეორეროდესაც იწყება ჯაჭვური რეაქცია,რომელიც არ ექვემდებარება ადამიანის ნებასურვილს,როცა დინამიკა გამოდის კონტროლიდან,როდესაც საზოგადოება კარგავს კულტურას.

923097_810327485649754_2078960586_n

    მაშ რა არის აპოკალიპსი?როგორც უკვე ვთქვი,ჩემი აზრით,ესაა ადამიანის სულის გამოსახულება,დახუნძლული პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობებით.ყოველი ადამიანი განიცდის იმას,რაც გახდა წმინდა იოანეს თემა,უფრო სწორედ კი არ შეიძლება არ განიცდიდეს.საბოლოო ჯამში,სწორედ ამის გამო შეიძლება ვთქვათ,რომ სიკვდილი და ტანჯვა ერთმანეთის თანასწორია,განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ იტანჯება ან კვდება პიროვნება,ან თუ სრულდება ისტორიის ციკლი და იტანჯებიან ან კვდებიან მილიონები.ადამიანს ძალუძს გაუძლოს მხოლოდ ისეთ ტკივილს,რომლის გაძლებაც მას შეუძლია,არსებობს ზღვარი როცა ის ტკივილს უბრალოდ ვერ გაუძლებს.

    ჩვენს კინემატოგრაფზე. იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ: “ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელთბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. “ეს იმას ნიშნავს ,რომ გულგრილობა ცოდვად აღიქმებოდა, დანაშაულად შემოქმედის წინაშე. მეორეს მხრივ: “ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე“. მოსანანიებლად აღსავსე ადამიანის გრძნობა სწორედ რომ სულიერი გზის დასაწყისია. ასეთი გრძნობა უჩნდებათ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა დროში. მაგალითად დოსტოევსკის. მუსირებს აზრი, რომ ის არის რელიგიური მართლმადიდებელი მწერალი, რომელმაც გვიამბო საკუთარი რწმენის თავისებურებებზე. ჩემი აზრით, ეს მთლად ასე არ არის. დოსტოევსკიმ თავისი, მართლაც რომ, დიადი აღმოჩენები გააკეთა იმიტომ, რომ იყო პირველი მათ შორის, ვინც შეიგრძნო და გამოხატა უსულობის პრობლემატიკა. მისი გმირები იტანჯებიან იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ რწმენა. მათ ეს სურთ, მაგრამ დაკარგული აქვთ ორგანო, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ირწმუნოს. ნამუსიც ატროფირებულია. წლებთან ერთად დოსტოევსკი სულ უფრო გაგებადი ხდება, შეიძლება ითქვას რომ უფრო მოდურიც. ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სულიერების არარსებობა სულ უფრო შესამჩნევი და მასშტაბური ხდება. რაც ყველაზე ძნელიაესაა რწმენა, იმიტომ რომ მხოლოდ მადლის იმედზე ყოფნა საერთო ჯამში წარმოუდგენელია. ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია, თუმცა ბევრი არც ისინი დარჩნენ. მთავარი მაინც უშიშრობაა, რათა თავი იგრძნო თავისუფალ და ბედნიერ ადამიანად.

     საოცარია, რომ ყველა ამ პრობლემას ეხმიანება აპოკალიპსი. აპოკალიპსი საბოლოო ჯამშიბედის ისტორიაა. ადამიანის ბედის, რომელიც განუყოფელია საკუთრივ პიროვნებასა და საზოგადოებას შორის. როცა ბუნება გადაარჩენს სახეობას გადაშენებისგან, ცხოველები ვერ გრძნობენ ყოფიერების დრამას. რადგან ადამიანი თვითონ ისახავს გეზს, არჩევანის თავისუფლებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია ყველას გადარჩენა, მას მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენა შეუძლია. ამიტომაც მას შეუძლია სხვისი გადარჩენაც.

     ჩვენ არ ვიცით რა არის სიყვარული ,ჩვენ საშინელი უგულებელყოფით ვეპყრობით საკუთარ თავს. ჩვენ ვერ ვგებულობთ რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული. ჩვენ გვცხვენია ამის, რადგან მიგვაჩნია რომ საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმია. ეს შეცდომაა. სიყვარულიმსხვერპლია, მაგრამ ადამიანი ამას ვერ იაზრებს. მსხვერპლშეწირვის დანახვა შეუძლია ვინმე მესამე პირს. თქვენ ალბათ გახსოვთ: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. საკუთარი თავის სიყვარული ყველა სხვა გრძნობის საწინდარია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანმაეიცნო საკუთარი თავი და ცხოვრების აზრს მიაკვლია, არამედ იმიტომაც, რომ ყველაფერში ყველაფრის დაწყება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო.

    ვერ დავიკვეხნი იმით, რასაც ახლა ვამბობ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამაგალითო ვიყავი ან ვარ. პირიქით, მიმაჩნია რომ ყველა წარუმატებლობა და უბედურება ჩემი ბრალია. ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ხანდახან ვიცით გარემოებებიც, სამომავლო შედეგებიც, რომლემდეც მიგვიყვანს ჩვენი მცდარი შეხედულებანი გარკვეულ საკითხზე, მაგრამ ამის მიუხედავად ვაგრძელებთ ცხოვრებას საკუთარი მეს გვერდის ავლით.

    არასწორი იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ აპოკალიპსი მოაიაზრებს მხოლოდ სასჯელს, პირველ რიგში ის გვაძლევს იმედს. მიუხედავად იმისა, რომ ჟამი ახლოვდება(და ხშირ შემთხვევებში ბევრი ჩვენთაგანისთვის ეს ჟამი მართა ახლოსაა), ყველასთვის ერთად ის შორსაა, არასდროსა რის გვიან გადარჩენა. აპოკალიპსი საშიშია თითოეულისთვის ცალკე, მაგრამ ყველასთვის ერთად ის ტოვებს იმედს. სწორედ ამაშია გამოცხადების მთავარი აზრი.

    რაც შეეხება დროისა და სივრცის სიკვდილს, მათ გარდასახვას სხვა მდგომარეობაში, ამაზე თქმულა გასაოცარი რამ. სივრცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით: “და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავთავიანთი ადგილებიდან იძრნენ“. დროსთან დაკავშრებით: “ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო“. ჩვენი ცოდნა იმიტომაა არასრული, რომ არ დავაკნინოთ უსასრულობა, რომ შევუნახოთ ადგილი იმედს.

    ვფიქრობ, ხელოვნებაზე რომელსაც მივყვები, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ლაპარაკი, როცა ის გამოხატავს არა ჩემს თავს, არამედ აკუმულირებას ახდენს იმისა, თუ რა შემიძლია დავინახო ადამიანებთან ურთიერთობისას. ხელოვნება ცოდვად იქცევა მაშინ, როცა მის გამოყენებას ვიწყებ ჩემთვის, ჩემი ინტერესებისთვის. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში ჩემი თავისთვის ვხდები უინტერესო. შეიძლება სწორედ ამის გააზრების შემდეგ იბადება, იწყება სიყვარული საკუთარი თავისადმი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ მოწვევისთვის,ძნელია ამაზე ფიქრი მარტოობისას. სიმართლე გითხრათ, არასდროს მესმოდა,როგორ შეიძლება ხელოვანი ბედნიერი იყოს შემოქმედების პროცესში. იქნებ ეს სიტყვაა არასწორი? ბედნიერი? არა, არასდროს. ადამიანი არ ცხოვრობს იმისთვის რომ ბედნიერი იყოს. არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ბედნიერებადიდი მადლობა ყველას.”

თარგმ.  ნოდო

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s