ვუდი ალენი და ქეით ბლანშეტი “ჟასმინის” შესახებ

       1891851_10200530923196072_1368289577_o

             –ვიცი, რომ არ გიყვართ ამ ფილმსა და რეალობას შორის პარალელის გავლება, მაგრამ იმაზე არ გიფიქრიათ, რომ დროის გამოძახილმა, რაღაცნაირად, გავლენა იქონია თქვენზე და იმ სიტუაციაზე, რომელიც აღწერეთ? ახლა, ნამდვილად, გვიდგას კრიზისული პერიოდი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამან გავლენა მოახდინა  წერის თქვენეულ სტილზე?

ვ     ვუდი ალენი:

         –არა, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სასიამოვნო დამთხვევაა. სასიამოვნოში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკაში ყველამ იხილა ეს ფილმი, იმიტომ, რომ ფილმში ხდება ის, რაც ბევრი ადამიანისთვისაა  ნაცნობი, მე რაც შემეხება, უბრალოდ ჩემმა მეუღლემ მომიყვა ისტორია და მომეჩვენა, რომ საინტერესო იყო იმ საბრალო ქალის ამბავი, რომლესაც ყველაფერი გააჩნდა და ერთ დღესაც ამ ყველაფერს კარგავს, მაშინ გავიფიქრე, თუ ეს ყველაფერი მისი ჩადენილია  ე.ი. ამას თავისი მიზეზიც უნდა ქონდეს, რაღაც ტრაგიკული, რომელიც ამ ყველაფრის უკან იმალება. ეს შეიძლება ყოფილიყო ბერძნული ან იგივე შექსპირისეული ტრაგედია. ის ტრაგიკული პერსონაჟია, განათლებული, მდიდარი, გავლენიანი, რომელიც შემდეგ თავისი დრამატული მხარის – ტრაგიკული ბუნების გამო, დიდების მწვერვალიდან ვარდება და ეხეთქება მიწას. როგორც კი გამოვიდა ფილმი, ყველამ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ეს სურათი ეხებოდა ბოლო 10 წლის ამბებს, მაგრამ ეს ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ, დამთხვევაა. მიხარია ასე რომ მოხდა, იმიტომ, რომ ახლა ყველა მიდის ფილმის სანახავად

           –ფილმი, მართლაც, რომ ძალიან ტრაგიკულია.. განსაკუთრებით ბოლო ნაწილი. ალბათ, ეს გარდაუვალიც იყო, იმდენად, რამდენადაც ერთი გმირი ვერ ახერხებს უკეთესად ყოფნას, ხოლო მეორე – ყველაფრის თავიდან დაწყებას. როგორ მოახერხეთ ამ ისტორიის ერთდროულად იუმორით, ირონიითა და ტრაგედიით გადმოცემა?

        –ამბავი ტრაგიკულია, მაგრამ როგორც ცხოვრებაში ხდება, ყველა  ტრაგიკულ ამბავს თან ახლავს სასაცილო შემთხვევებიც. ამ ისტორიაშიცაა ერთ-ორი  სასაცილო ეპიზოდი, თუმცა, საერთო ჯამში, ამბავი სევდიანი და ტრაგიკულია. თვითონ ცხოვრებაა ტრაგიკული ისტორია, როგორც მისი, ისე ჩემი, შენი და სხვა დანარჩენის. თითოეულის ისტორია ტრაგიკულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის 100-(ივე) %-ით ტრაგიკულია. დრო და დრო, რაღაც სასიამოვნო მაინც ხდება – ვიღაცას შეყვარებული ჰყავს, ვიღაცას შვილები, ვიღაცა ფეხბურთის შეხვედრით ტკბება – მოკლედ უდაბნოში, აქა-იქ, შეგიძლიათ თვალი მოკრათ მცირე ოაზისებს; თუმცა, მისი დიდი ნაწილი ტრაგიკულია.

    –თქვენ გიყვართ გარდაქმნები, მართალია, რომ გსურთ დაუბრუნდეთ კომედიურ წარმოდგენებს და ხელახლა გადაამუშაოთ თქვენი გამოცდილება?

            –ამაზე ვფიქრობ, არ ვიცი განვახორციელებ თუ არა, მაგრამ თავში სულ მიტრიალებს. როგორც კი ვასრულებ ფილმის გადაღებას, მას ხელახლა ვუყურებ სახლში, რათა გადავამოწმო  არის თუ არა ხუმრობებში საკმარისი მასალა. კინო-სცენარზე რამდენიმე თვე ვმუშაობ, ხოლო  წარმოდგენაზე – ერთ წელი, იმიტომ, რომ აქ ერთ ხუმრობას მოყვება მეორე ხუმრობა და ასე უსასრულოდ. საუბრისთვის, დიალოგებისთვის აღარ რჩება ადაგილი. კარგი ხუმრობა ძალიან დიდ კონცენტრაციას მოითხოვს და უნდა შევხედო, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას.

            –ხართ თუ არა ნოსტალგიური ადამიანი? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენს ბოლო ფილმებში პერსონაჟები ხშირად ფიქრობენ წარსულზე და ფიქრობენ წარსულში ჩადენილ შეცდომებზე. გრძნობთ თუ არა წარსულის ნოსტალგიას თუ თქვენი ფიქრი მხოლოდ მომავალზეა მიმართული?

             –მეც როგორც სხვები, გაბმული ვარ ნოსტალგიის მახეში. ეს მახეა და, შესაბამისად, მარტივია უკან მიმოხედვა და იმ დროში დაბრუნება, როცა იყავი პატარა ბიჭი, ახალგაზრდა.. და იწყებ, შენს ძმასთან, დასთან, ბიძაშვილთან, იმ დღეების განხილვას, როცა ესა და ეს ჩაიდინე.. და უცებ, ნოსტალგიის უსიამოვნო შეგრძნებით ბლოკირდები; მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მახეა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა. უფრო ჯანსაღია იცხოვრო აწმყო დროში და, შეძლებისდაგვარად, დაგეგმო შენი მომავალი.

           –როგორ არჩევთ მსახიობებს? ქეით ბლანშეტმა გასაოცარი პერფომანსი შემოგვთავაზა. გსიამოვნებთ კასტინგის პროცესი?

   –მე არ მიყვარს კასტინგი. კასტინგის პროცესისადმი სიძლვილით ვარ ცნობილი. არ მიყვარს, როცა ვზივარ და ამ დროს შემოდიან ეს საწყალი მსახიობები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ როლის მისაღებად, ამ დროს კი, მხოლოდ ერთი მათგანი უნდა ავირჩიო. მათ გულს წყვეტ, ისინი იძაბებიან. ამ დროს თავს საშინლად ვგრძნობ. არ მიყვარს კასტინგი, მირჩევნია ტელეფონით დავუკავშირდე იმას ვისაც ვიცნობ, რომელიც შემდეგ მსახიობთან დამაკავშირებს. ასე, მაგალითად, ვიცი რომ ალეკ ბოლდუინი კარგი მსახიობია ე.ი. შემიძლია ის პირდაპირ ავიყვანო, ან მსახიობი ქალი, როგორიც – ქეით ბლანშეტია. არ მიყვარს მსახიობების სინჯები, ჩემთვის რომ ეთქვათ სცენა გაითამაშეო, არ ვიცი რას ვიზამდი – უკეთესად წარმოჩენის უიმედო გზებისა და ხერხების ძიებაში დავიძაბებოდი. რაღაც ოთახში, ვიღაცების თანდასწრებით წაიკითხო შენი როლი… მოკლედ, უცნობ მსახიობებთან ვცდილობ ამ ყველაფრის გამარტივებას. მათ ვესალმები, ვუყურებ, მადლობას ვუხდი, არაფერს არ ვაკითხებ. თუმცა, ეს ჩემთვის უსიამოვნო პროცესია. 

1900883_10200530922516055_1418621184_o 

   –ძალინ საინტერესოა თქვენი პერსონაჟი, თითქოს ის დროის კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ქეით ბლანშეტი:

            –მან თვითონ შექმნა ეს პერსონაჟი. შეიცვალა სახელი, ძალიან ზუსტად დახატა ის სურათი რა სურათითაც სურდა ეცხოვრა, მთლიანად შეცვალა თავისი პიროვნების გამოხატვის ხერხები. იძულებული გავხდი აბსოლტურად დავშორებოდი ჩემს თავს. ძალიან საინტერესოა ის მომენტი, რომ ვუდი ალენმა ისტორიის თხრობა სიღრმიდან დაიწყო, ამ ტიპის სიტუაციაში ჩართო საფინანსო და საბანკო სისტემის კოლაფსი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფილმი ამ პრობლემაზე დგას, ის მოგვითხრობს რუზ მეიდოფის ტიპის ქალებზე – რა ემართებათ ამ ქალებს, როცა მათი მეუღლეები ფინანსურ კრახს განიცდიან? ეს არის ის რაზეც დგას ფილმი, თემა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია; თუმცა ვუდის გამოძიებას, რაღაც მხრივ, თან ახლავს ნოსტალგიის შეგრძნებაც, ის უკან იხედება  – იმ დროში, როცა ყველაფერი იდეალურად იყო, დედამიწა გახლდათ საუკეთესო ადგილი. ვფიქრობ, რომ მთელი ეს დაძაბულობა თავმოყრილია ჟასმინში, რომელიც დაბნეულია, მას არ ესმის თუ რატომაა მისი ცხოვრება ასეთი სასტიკი. ის ცხოვრობდა მშვენიერი ცხოვრებით და უცებ ეს ყველაფერი, კასატროფულად ენგრევა – სწორედ ესაა მისი ტრაგედია.

            –ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დატანჯულია თავისი ძალიან შეზღუდული თვითშეფასებით. ხშირად ის ცხოვრობს სხვა ადამიანების დახმარებით, იგივე მისი მეუღლე რომ ავიღოთ.. ამაზე რას ფიქრობთ? ნაკლებად თანამედროვე ქალი, რომელიც ძალიან დამოკიდებულია ურთიერთობებზე, ქმარზე, ოჯახზე.

      –ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სიტუაციას შევეჯახე. ვფიქრობ, რომ ეს ერთგავრი წნეხია ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ ჩაეჭიდონ ამას თუ იმას, ამის გამო ძალიან ბევრი ქალი ამოფარებულია თავისი მეუღლის პიროვნებას და შეგნებულად მალავს თავის იდენტობას, ის თავისი ქმრის გამო, ყველანაირ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე აცხადებს უარს. მე ვფიქრობ, რომ ეს ზოგადად გავრცელებულია და ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშნელობა არ აქვს, შენ ქალი ხარ თუ კაცი. სამყაროში მოდებულია უტიფრობა, რომელიც ნიღბავს დაბალ თვითშეფასებას. სწორედ ამ ხერხს მიმართავს ჟასმინიც.

            –როგორი იყო ვუდო ალენთან მუშაობა?

            –საშინელება იყო, საშინელება.

        –თავის მსახიობებთან ნაკლებკონტაქტურობითაა ცნობილი. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

           –ბევრს არ ლაპარაკობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არაკომუნიკაბელურია. თითოუელ ჩვენთაგანს, მსახიობებს, გუნდის წევრებს, რომლებსაც მასთან ნამუშევარი გვაქვს, გვაკავშირებს ვუდის პირველი ფილმების შთაბეჭდილებები. გვსურდა ერთგვარი პატივი გვეცა მისი ფილმებისთვის და მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი საქმით. ვფიქრობ, რომ მთავარი საფრთხე  რაღაცის სიწმინდედ გადაქცევაა; მაგრამ მას, მხოლოდ და მხოლოდ, მუშაობა სურს. თუ რაღაცა კარგად კეთდება, მაშინ ვაგრძელებთ მუშაობას, თუ არადა – იქამდე ვუტრიალებთ, სანამ ყველაფერი თავის ადგილზე არ განთავსდება.

         –ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ის თუ როგორ გადმოსცემთ თქვენი გმირის ხასიათს აქსესუარების, ტანსაცმლებისა და მზის სათვალის დახმარებით.  ყველა ამ ნიღაბს, მთავარი პერსონაჟი, თავისი თავის დასაცავად იყენებს. ტრაგიკული პერსონაჟი, კომიკური ელემენტებით. ძალიან საინტერესო და რთულად შესასრულებელი ბალანსია. იდექით თუ არა როლის გაბუქების საფრთხის წინაშე?

         –ვფიქრობ, რომ ჟასმინის პერსონაჟი შემაძრწუნებელ სიცარიელეში დგას. ის ვერ ახერხებს მიზეზის პოვნას. მას არასოდეს უცდია, საკუთარის თავის შესწავლა. გარე ფაქტორები უბიძგებს მას ამის გაკეთებისკენ. მას ძალიან კარგად ესმის რასაც იცვამს, როგორ გამოიყურება საზოგადოებაში და როგორი ჩანს ხალხში. ყველა ეს დეკორაცია, მისი იდენტობის მნიშნელოვანი ნაწილია. ეს ყველაფერი სუზი ბენზიგას დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ მუშაობდა კოსტუმებზე. არანორმალურად გავერთე სან–ფრანცისკოში მოხვედრილი ჟასმინის პერსონაჟის შექმნისას, იმ სახისა, რომელსაც ის ამ ქალაქისთვის ეძებდა,  შეიძლება ეს ნაკლებად ყურადსაღები მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ესაა მისი პერსონაჟის ყველაზე მნიშნელოვანი მხარე, რადგანაც სწორედ ამ გადამწყვეტი შტრიხით  შეიცნობს სამყაროში თავისს ფასსა და მნიშვნელობას.

             –ფილმი საკმაოდ ტრაგიკულია, განსაკუთრებით მძიმეა მისი ბოლო სცენა.

  –სინამდვილეში ორჯერ გადავიღეთ ეს სცენა. პირველად პარკში, გრძელ სკამზე სხვადასხვა რაკურსით; შემდეგ ვუდიმ მითხრა – იცი, მე ვფიქრობ, რომ შენ ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებ, მაგრამ მინდა რაღაცების შეცვლა და ხელახლა გადაღება. მაშინ ჩემთვის გავიფიქრე – ო, ღმერთო ჩემო, ხელახლა ამ ყველაფრის გამეორება. შემდეგ, რამდენიმე კვირაში დავუბრუნდით სცენას. რაღაცები ამოიღო, რაღაცები – ჩაამატა და, საბოლოოდ, უფრო გაამარტივა დასასრული. ძალიან მძიმეა ჟასმინის ფინალი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამ შედეგამდე მიმავალ გზას თან ახლდა სასაცილო და აბსურდული სიტუაციები.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s