ვიმ ვენდერსი

wim-wenders

  • ვერ ვიტან, როდესაც ინტერვიუს ასაღებად დიქტოფონით მოდიან, აი ფირზე ჩაწერა – ასწორებს.
  • გეუბნებით: როკ–ენ–როლმა გადამარჩინა, რომ არა მუსიკა, ეხლა ადვოკატი ვიქნებოდი.
  • დიუსელდორფში დავიბადე. ომის დროს ქალაქის ოთხმოცი პროცენტი განადგურდა, აღიგავა  და მიწასთან გასწორდა. ნანგრევებიდან მილები იყო გამოშვერილი, ქუჩები ცარიელი, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი არც ისე საშიში იყო. და ის, რაც ნამდვილად შიშს მგვრიდა – იყო რამდენიმე ტრამვაი, რომლებიც აგრძელებდნენ  მიმოსვლას ნანგრევებს შორის, არსაიდან – გაურკვეევლი მიმართულებით.
  • ომისშემდგომ გერმანიაში ვიზრდებოდი, მაგრამ ბავშვობაში პლანეტაზე ყველაზე საყვარელ ადგილად ამერიკა მეჩვენებოდა. შესაბამისად, როგორც კი პირველად ჩავედი იქ, მაშინვე ისე ვიგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში.
  • კომიქსების უზარმაზარი კოლექცია მაქვს, განსაკუთრებით დისნეის. მახსოვს , რომ  პირველად გერმანიაში 1952 წელს გაჩნდა და დღემდე მაქვს შენახული იმ წლის სრული ნაკრები. თითოეული გამოცემა შთაგონებასავით იყო ჩემთვის. ეს კომიქსები თავიდან ბოლომდ გერმანულ ენაზე, თვითონ პერსონაჟების სახელებიც კი თარგმნილი იყო და ძალიან მეცინებოდა ამაზე. შემდგომ, როცა მე უკვე ამერიკაში ვიყავი, უცბად აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი თიქი,თრიქი და თრაქი (ტყუპები, იხვი დონალდის ძმისწულები) სინამდვილეში ჰიუი, დიუი და ლუი იყვნენ.  ხოლო, ბიძია დაგობერი, ბიძია სკრუჯი აღმოჩნდა.

hh

  • ბავშვობაში ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნები ჩემთვის „ტომ სოიერი“ და „ჰეკლბერი ფინი“ იყო. მაგრამ, ყველაზე მეტად ამ ორს შორის, მაინც ტომი მიყვარდა. ჰეკლბერი ცოტა არ იყოს, მაშინებდა. მეჩვენებოდა, რომ ცოტა ვერ იყო. ტომში, კი, ყოველთვის ძალიან ახლობელს ვხედავდი. 
  • დიდი საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ გერმანელები ყველაზე ნაკლებად იუმორის გრძნობით არიან ცნობილნი.
  • იმის მაგივრად , რომ საკუთარი თავი პროდუსერების ხელში ჩავაგდო, ვამჯობინებ – თავად ვიყო ჩემი ფილმების პროდუსერი. ასეთ დროს, ვგავარ დედას, რომელსაც არ უნდა შვილები ბოროტ და გარყვნილ აღმზრდელს ანდოს.
  • ევროპული კინო – გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ უნდა დავიცვათ ის, როგორც თოვლის ლეოპარდი და ვიბრძოლოთ ბრაკონიერების წინააღმდეგ.
  • ჩემი პატარა სიხარული მაქვს: დღესდღეობით, გერმანულ კინოგაქირავებაში 30%–ს  გერმანული ფილმები წარმოადგენს. გვაინ 80–იანებში კი, ეს მაჩვენებელი 5%–ს შეადგენდა. დანარჩენი 95% ამერიკული  იყო.
  • იმის შიში, რომ საკუტარ წარმატებას ვეღარ გაიმეორებ – მართლაც ყველაზე საშინელია.
  • მომწონს ამერიკელების დამოკიდებულება სცენარების მიმართ, რომელსაც საკმაოდ პრაქტიკულს დავარქმევდი. განსხვავებით ევროპისგან, სადაც გადაღებების დროს ცვლილებები სცენარში ჩვეულებრივი ამბავია, ამერიკელებისთვის სცენარი ერთგავრი კონსტრუქციაა, რომლის შერყევის შემთხვევაში, მთელი შენობა დაიშლება.
  • კარგი სცენარების დღევანდელ რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ადრე თუ გვიან, ყველა რეჟისორს მოუწევს გახდეს მწერალი.
  • დავიწყე როგორც კინოკრიტიკოსმა და რეჟისორობაზე არც კი ვოცნებობდი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ერთი და იგივეა.. შაბროლი, ტრუფო, გოდარი – ოდესღაც ყველა კინოკრიტიკოსი იყო.
  • ვფიქრობ, რომ კინემატოგრაფის მნიშვნელობის დაქვეითებაში, პირველ რიგში, კინოკრიტიკოსებს მიუძღვით ბრალი.
  • მიყვარს კინოს ისტორიის შესწავლა. ყოველთვის უმჯობესია რომ ისწავლო წინამორბედებისგან , ვიდრე თანამედროვეებისგან.
  • კინოს გადაღების ხელოვნების დასაუფლებლად, საჭიროა, ისწავლო ფერწერის ხელოვნებიდან.
  • ბერლინი – ერთადერთი ქალაქი პლანეტაზე, რომელსაც შემიძლია ვუწოდო ჩემი. არ ვიცი , რაშია მისი  მაგია. შეიძლება ეს მისი ადგილმდებარეობაა.  ერთ მხარეს მთელი აღმოსავლეთ ევროპაა, ვარშავა და მოსკოვი; მეორე მხარეს – პარიზი და ლონდონი, ხოლო უკან – ვენა და მიუნჰენი.  ვფიქრობ. რომ ეს ერთადერთი ევროპული ქალაქია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ – სადნობი ქვაბი, ისევე, როგორც ერთ დროს ნიუ–იორკი იყო.
  • თუ რამე,  ოდესმე გაანადგურებს კინემატოგრაფს , ეს იქნება პორნოგრაფია.
  • მგონია, რომ სამყაროს ისევე სჭირდება კინემატოგრაფი, როგორც მძიმედ დაჭრილს – ტკივილგამაყუჩებელი.

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s