დოგმა 95–ის მანიფესტი

certificate1   ვფიცავ, დავემორჩილო დოგმა 95-ის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ   წესებს:    

• გადაღებები, უშუალოდ, ადგილზევე წარიმართება. აკრძალულია სცენოგრაფიისა და დამატებითი ობიექტების გამოყენება (თუ ისტორია მოითხოვს განსაკუთრებულ სპეციფიკას, მაშინ უნდა შეირჩეს ამ მოთხოვნებისთვის დამაკმაყოფილებელი ადგილი).

• ხმა არ უნდა მუშავდებოდეს კადრს მიღმა და – პირიქით. (ისევე, როგორც მუსიკა, თუ ის, უშუალოდ, ფილმის გადაღებისას არ ფიგურირებს).

• კინოკამერამ უნდა იმოძრაოს ხელში. ხელში მომარჯვებული კინოკამერით ნებადართულია ყველა მოძრაობისა და უმოძრაობის აღბეჭდვა.(ფილმის სიუჟეტი არ უნდა იშლებოდეს კამერის წინ, გადაღებები უნდა წარიმართოს იქ, სადაც, უშუალოდ, ვითარდება ფილმი).

• ფილმი უნდა იყოს ფერადი. დაუშვებელია ხელოვნური განათების გამოყენება. (თუ სცენისთვის არასაკმარისი განათებაა, მაშინ ეს სცენა ამოიჭრება ან თვითონ კინოკამერით განათდება).

• დაუშვებელია ოპტიკური სამუშაოები და ფილტრი.

• ფილმი არ უნდა შეიცავდეს ზედაპირულ სცენებს (არ უნდა ხდებოდეს მკვლელობები, არ უნდა ჩანდეს იარაღი და ა.შ.).

• დაუშვებელია პერიოდული და გეოგრაფიული დაშორებები. (ფილმი ვითარდება კონკრეტულ დროსა და ადგილას).

• მიუღებელია ჟანრობრივი ფილმები.

• დასრულებული ნამუშევრი უნდა გადავიდეს 4:3 ფორმატის, 35 მმ ფირზე და არა ფართო ეკრანზე. (თავდაპირველად ითხოვდნენ პირდაპირ 35 მმ-იანი ფირით გადაღებას, მაგრამ მცირე ხარჯებით წარმოების გაადვილების მიზეზით – ეს წესი შეიცვალა).

• არ უნდა იყოს აკრედიტებული რეჟისორი.

კოპენჰაგენი, ორშაბათი 1995 წლის 13 მარტი

დოგმა 95-ის სახელით:
ლარს ფონ ტრიერი, ტომას ვინტერბერგი

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s