ტეხასი ჩემს გულში (მცირე ინტერვიუ მეთიუ მაკკონაჰთან)

1957534_10200579115320845_1222040744_n

– მსახიობისთვის სხეული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამდენი კილოს დაკლების შემდეგ, როგორ გრძნობდი თავს? რამდენად ახერხებდი სხეულის გაკონტროლებას?

– ძალა გამომეცალა. თან მე სხეულის ადამიანი ვარ, როლის შესრულებისას ჩემი მოძრაობები ინსტინქტურია, რაც მეხმარება და კარგადაც გამომდის. ჩავთვალე, რომ რონი ფიზიკური, სხეულის პერსონაჟია და ამ მიდგომამ გაამართლა კიდევაც, ის, ერთი შეხედვით, გეჩვენება ძვალი და ტყავი, გგონია, რომ ეს-ესაა უნდა გადატყდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის – ის შეუპოვარი და თავაწყვეტილია. ის ენერგია, რომელიც კისრის ქვევით დავკარგე, შევძინე კისრის ზემო ნაწილს. თან სხეულის ამ ნაწილით რონი თავისი თავის რეალიზებას ახდენდა, რადგანაც სხეულის დარჩენი ნაწილი უკვდებოდა, ხოლო კისრის ზემოთ ის გასაოცრად მძვინვარებდა. კლინიკურად მგზნებარე, სწორედ ამან განაპირობა ჩემი პერფომანსი.

– მას შემდეგ რაც ამდენი დრო დაახარჯეთ პერსონაჟს, გაეცანით მის დღიურებსა და შეხვდით მის ოჯახის წევრებს.. როგორ ფიქრობთ, რა ისწავლეთ მისგან?

– თუ გინდა რაღაცა კარგად გაკეთდეს, მაშინ ეს რაღაცა შენ თვითონვე გააკეთე.

– მომწონს ის ფილმები, სადაც ტეხასური აქცენტით საუბრობ. რა არის თქვენი, ტეხასელების მთავარი ცხოვრებისეული ფილოსოფია?

– ჩვენი ცხოვრების ფილოსოფია? იცი რა ხდება, ტეხასს ძალიან გამძაფრებული აქვს თავისუფლების შეგრძნება. ჩვენ ტეხასელები ნამდვილად ვართ გარიყულები. ვართ ინდივიდები და, ამავდროულად, ვართ შტატის ნაწილი. ზუსტად არ ვიცი რატომ, შეიძლება, ამის მიზეზი ძალიან ცვალებადი ამინდიც იყოს. უნდა ადაპტირდე, ტეხასელები ძალიან სწრაფად ადაპტირდებიან. ის ერთდროულად მყარი და დაგლეჯილი შტატია. მამაკაცები ძალიან მამაკაცურები არიან, ქალები კი – ძალიან ქალურები. ეს ყველაფერი ქმნის ტეხასს. ჩვენი ცხოვრების ფილოსოფია ისაა, რომ გვიყვარს ჩვენს შტატში ცხოვრება, და, ამავდროულად, არ გვეშინია საზღვრების გადაკვეთისა და ჩრდილოეთში, სამხრეთში, დასავლეთსა და აღმოსავლეთში წასვლის.

– თქვენ იუმორის გრძნობით გამოირჩევით..

– რა თქმა უნდა. ტეხასში აუცილებელია გაგაჩნდეს იუმორის გრძნობა. უნდა ისწავლო და გაიგო – როგორ გასცე პასუხი. ჩვენ გვიყვარს პასუხის დაბრუნება.

– ამ ფილმსა და ამ პერსონაჟთან მიმართებაში, რამდენად მნიშნელოვანი იყო იუმორის გრძნობის შენარჩუნება?

– რონ ვუდრუფი ბასრი, ბილწი იუმორით გამოირჩეოდა. ფილმში სენტიმენტალობას, სწორედ ეს ელემენტი ბლოკავს. ანარქია, იუმორი, რაიონთან და სხვებთან უხამსო ქცევა, სლენგი, ის თუ რას ამბობს და როგორ ამბობს. ფილმის დასაწყისში მისი მოსმენა შოკში გაგდებს, შემდეგ – მაყურებელს ამაზე ეცინება. ფილმის დასაწყისში, მისი შემხედვარე ვერავინ იფიქრებს, რომ მსგავსი ფილმის ყურებისას შეიძლება გაეცინოს. შემდეგ ხვდები, რომ ეს ელემენტი ფილმის ისტოირას არც გულწრეფლობას და არც გულიანობას არ აკლებს. იუმორი მჭიდროდაა დაკავშირებული გადარჩენასთან. გასაჭირში ყოფნის დროს, იუმორი ყველაზე ბუნებრივი რეაქციაა, ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.

– ძალიან ბევრ დამოუკიდებელ ფილმში მიიღე მონაწილეობა. რა გხიბლავს მასში და რას ნიშნავს შენთვის საავტორო კინო?

– იმდენი თანხაც არ არის, რომ ხელმძღვანელებს ყველგან ჩააყოფინო ცხვირი. იაფი ჯდება, შესაბამისად, გეუბნებიან: „რაც გინდა ის გააკეთე, კი, ბატონო, ადექი და გადაიღე შენი ფილმი“. ზოგადად, მსგავსი ფილმები კონცენტრირდებიან გარიყულ პერსონაჟებზე, რომლებსაც საერთოდ არ ვიცობთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ვხედავთ. კონცენტრირებულია ძალიან სპეციფიკურ თემებზე; უფრო ეყრდნობა პერსონაჟებს და ნაკლებად თვითონ ისტორიას. საავტორო კინომ საშუალება მომცა აღმომეჩინა მკვეთრად გამოხატული პერსონაჟები და, საბედნიეროდ, რამდენიმე ძალიან კარგ ფილმზეც მომიწია მუშაობა. როცა მუშაობ საავტორო კინოზე, არავინ გაძლევს იმის გარანტიას, რომ შენს ფილმს ძალიან ბევრ კინო-თეატრში გაუშვებენ, შეიძლება ის ვერც გამოვიდეს, ვერც გაიტანო საზღვარგარეთ, რომც გაიტანო – არავინ ნახავს, შესაბამისად, ფიქრობენ – რატომ უნდა გადავყარო ამაში ფული?! ბოლო რამდენიმე წელია, მსგავს ფილმებში ვიღებ მონაწილეობას; ისე ხდება, რომ ზოგიერთი მათგანის ცნობადობა კინოსურათის გამოსვლისთანავე იზრდება. არ დაგავიწყდეთ, არცერთ მათგანს არ ქონია წარმატების გარანტი.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s