აუთსაიდერებად დაბადებულნი

fce3a04b0af0458d94017043d06dda94.Lg

    1965 წელს, ინგმარ ბერგმანი გადამღებ ჯგუფთან ერთად ბორანით გაემგზავრა შვედეთის სამხედრო სამეთვალყურეო კუნძულ ფაროზე, ბალტიის ზღვაში, რათა გადაეღო „პერსონას“ ექსტერიერები. კუნძული პირქუში სილამაზით და თითქოს, სამყაროსგან მოწყვეტილობით გამოირჩევა. და ამ ყველაფერს, ერთი წამითაც ვერ წყდები ბერგმანის შედევრშიც კი. ბერგმანი, როგორც წესი, შვედი მსახიობებისა და ტექნიკური პერსონალის საკმაოდ შეკრულ გუნდთან ერთად მუშაობდა, და პირველად მოხდა, რომ ის ეძებდა მსახიობს ამ თავისი წრის გარეთ, რომელსაც ბიბი ანდერსონის, ბერგმანის ფილმების ვეტერანი მსახიობის (11 როლი) პირისპირ უნდა ეთამაშა.  ახალი მსახიობი იმდენად უნდა მგვანებოდა ბიბი ანდერსონის პერსონაჟს, შთაბეჭდილება დარჩენილიყო, რომ თითქოს მათი იდენტობა ერთმანეთში ირეოდა. ასევე, უნდა ჰქონოდა უაღრესად ექსპრესიული, მეტყველი სახე, რადგან მისი პერსონაჟი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტი იყო, რომელიც უარს აცხადებდა ლაპარაკზე. ნაკლებად ცნობილი ნორვეგიელი, რომელმაც მიიღო როლი ბერგმანისგან, იყო ოცდაექვსი წლის ლივ ულმანი. 

      ულმანი 16 დეკემბერს 75 წლის გახდება, ანუ სამი დღის შემდგომ რაც მისი ბერგმანთან თანაცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმი “ლივი და ინგმარი: ტკივილით შეკავშირებულნი” ნიუ იორკსა და ლოს–ანჯელესში გამოვა. რეჟისორი – დირაჯ აკოლკარი (Dheeraj Akolkar) ინდოეთიდან არის.  როდესაც მან ულმანს პირველად შესთავაზა ფილმში გადაღება, უარი მიიღო. თუმცა, ულმანი, როგორც წესი, ასევე უარს ეუბნებოდა ისეთ რეჟისორებს, როგორიცაა – ბრაიან დე პალმა, სტივენ სოდერბერგი, თავად ბერგმანსაც კი 1981 წელს, „ფანი და ალექსანდრეში“ ემილის როლზე არ დათანხმდა, რომელიც რეჟისორმა მისთვის დაწერა.  „ეხლაც არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე“ – ამას წინათ ჩვენთან საუბარში აღნიშნა ქალაქის ერთ–ერთ სასტუმროში ლანჩისას. ( კვნეტდა პატარ–პატარ ნაჭრებს თავისი ტოსტისა, როგორც ამას „ანას ვნებაში“ აკეთებს საუზმის დროს).

Liv.and.Ingmar.2012.DVDrip.XviD.AC3-St.avi_001443240                                   (კადრი ფილმიდან “ანას ვნება” , ლივ ულმანი და მაქს ფონ სიდოუ)

     ფილმში „ლივი და ინგმარი“ ნაჩვენებია თუ რატომ თქვა უარი ულმანმა იმ როლზე, რომელიც ფაქტიურად მისთვის შეიქმნა:  მას დასჭირდა ათეული წლები, ბერგმანთან ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რომ მისი ზეგავლენისგან თავი დაეღწია. მათ ერთმანეთი „პერსონას“ გადაღებების დროს შეუყვარდათ. ბერგმანი 47 წლის იყო, თითქმის ორჯერ უფროსი მასზე და ორივე ქორწინებაში იმყოფებოდნენ. სანამ ისნი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ულმანი თავს შეუმჩნევლ ადამიანად თვლიდა: „სკოლის მეგობრებს ვუხდიდი, რომ ჩემთან ერთან კინოში წამოსულიყვნენ.. ოცდაათ წლამდე თითქმის არ ვლაპარაკობდი. მე და ინგმარმა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, როგორც აუთსაიდერებად დაბადებულებმა“.

     ულმანი მალევე დაორსულდა (მათი ქალიშვილი ლინ ულმანი, 1966 წელს დაიბადა, ამჟამად წარმატებული მწერალია), მათ მიატოვეს ყველა, ვისი ნახვაც აღარ უნდოდათ და გადაბარგდნენ კუნძულ ფაროზე, იმ სახლში, რომელიც ბერგმანმა მათთვის ააშენა. ბერგმანი ამ ურთიერთობის რეჟისორი იყო, ულმანი კი ცდილობდა მის დირექტივებს დაქვემდებარებოდა – მაგრამ მათი განმარტოებული ცხოვრება, მხოლოდ მათ პატარა შვილთან ერთად, არ აღმოჩნდა საკმარისი ულმანისთვის, ადამიანებთან ურთიერთობების, კავშირის „დაუკმაყოფილებელ წყურვილს“ განიციდა. „ვინმესთვის სიამოვნების მინიჭების მოთხოვნილება ყოველთვის იყო ჩემი სისუსტე“ – ამბობდა იგი. „მამაჩემი რომ დაიღუპა, 6 წლის ვიყავი. შესაბამისად, მქონდა ქვეცნობიერი რეფლექსი დაბრძენებული უცნობი მამაკაცის მოძებნისა“. (როგორც თავად აღნიშნა, მათ შორის ერთ–ერთი ადგილი ღმერთს ეკავა(ულმანი მორწმუნე იყო), ხოლო კიდევ ერთი ასეთი ჯეიმს სტიუარტი იყო. იგი მას ჰოლივუდში შეხვდა, მას შემდეგ, რაც 70–იან წლებში სკანდინავია დატოვა. „პირველი რაც წამოვროშე იყო – „ყოველთვის მინდოდა მამაჩემი ყოფილიყავით“ – გახსენებისას სევდიანად გაეღიმა.) საიდუმლო არ არის , თუ რა დაინახა ბერგმანმა ულმანში: ეს ყველაფერი ეკრანზე ჩანს, იმ ათ სურათში, რომელიც ერთად გააკეთეს, მათი ერთად ყოფნის დროს თუ დაშორების შემდგომ. „ის მე თავის სტრადივარიუსს მეძახდა“ – ამბობდა ულმანი. „დღეს შემიძლია ვთქვა , რომ ლამაზი ვიყავი, თუმცა ადრე არასდროს მეგონა ასე“.  ულმანი აწვდიდა ბერგმანს იმ საციცხლო ელემენტს რომელიც მას და მის პერსონაჟებს აკლდათ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ გაუწონასწორებელი ვიყავი, ინგმარს მოსწონდა იმის თქმა, რომ მისგან განსხვავებით დავიბადე როგორც ერთი მთლიანი“.

      ბერგმანი არ არის პირველი ხელოვანი, რომელიც ისწრაფვის გააერთიანოს თავისი ფრაგმენტული ფსიქიკა ერთ ქალში. თუმცა, ულმანმა გააკეთა მოულოდნელი განცხადება: „ხალხი თვლიდა, რომ მე ვიყავი მუზა ინგმარის ქალი პერსონაჟებისთვის, ხოლო, მაქს ფონ სიდოუ და ირლენდ იოზეფსონი – ბერგმანის წამყვანი მსახიობი მამაკაცები – მისი ალტერ ეგოები იყვნენ. ფილმში „სცენები ოჯახური თანაცხოვრებიდან“ ცოლის როლში ვარ მე და სხვა დიალოგების ნაწილი ამოღებულია ჩემი დღიურიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მე ვიყავი მისი ალტერ ეგო. მე ვიყავი ინგმარი. თავისი თავი ქალის ხმით გადმოთარგმნა“.  

Liv.and.Ingmar.2012.DVDrip.XviD.AC3-St.avi_004649160

      ფილმში „ლივი და ინგმარი“ დომინირებს ულმანის ხმა, რომელსაც აკოლკარი(რეჟისორი) პარალალური მონტაჟით ურთავს მის ინტერვიუებსა და ულმანის მემურებიდან („ცვლილებები“) პასაჟებს, ბერგმანის საარქივო ვიდეოების თანხლებით. ულმანის ხმაში იგრძნობა ოქროსფერი შემოდგომის ტონები, რომელიც კონტრასტშია ფილმში მოთხრობილ გოთიკურ რომანსთან და საკუთარ თავთან შეგუება, მიუხედავად იმ იმედგაცრუებისა,  რომელსაც ორივე შეყვარებული განიცდის. მაგრამ , მოიწონებდა კი ოსტატი ასეთ ბედნიერ დასასრულს: როდესაც ძველი ჭრილობები მოშუშებულია, სისასტიკე ერთმანეთის მიმართ – ნაპატიები, სიმშვიდე – მიღწეული? ულმანს ასე სჯერა. ბერგმანმა მხარი დაუჭირა მის დამოუკიდებლობას, რომელიც ერთხელ ულმანმა თავად  გამოგლიჯა ხელიდან და საკუთარი ღირსების გრძნობით შეუდგა სარეჟისორო კარიერას, რომელიც შუა ხნის ასაკში დაიწყო (მისი ახალი ფილმი, სტრინდბერგის პიესისა„ფრეკენ ჟულის“ ეკრანიზაცია  ჯესიკა ჩესტეინის, კოლინ ფარელის და სამანტა მორტონის მონაწილეობის შემდეგ წელს გამოვა ეკრანებზე). „ყოველთვის ვაციტირებ კირკეგორის სიტყვებს“, აღნიშნავს ულმანი, „მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც არასდროს დაუწერია მსგავსი რამ – “ჩვენ ვევლინებით ამ სამყაროს დალუქული ბრძანებებით, რომლებიც მხოლოდ განსაზღვრულ დროს უნდა გაიხსნას, ინგამრსაც ასე სჯეროდა“.

ჟურნალი – The New Yorker , 9.12.2013

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s