ჟან–ლუკ გოდარი

  Jean-Luc-Godard.

მე ვიღებ ფილმებს, რათა დრო გავიყვანო.

 მე დავიწყე როგორც რეჟისორმა ბურჟუაზიული კინოს გადაღებით, და ეს იმიტომ, რომ მეც ბურჟუაზიული გარემოდან მოვდივარ. ადამიანი, რომელიც ერკვევა ჭიანჭველებში, არაფერი შეუძლია თქვას ხოჭოებზე.

 მე მაქვს ფილმის იდეა, სახელწოდებით ”ხალხი ხელთ იგდებს ხელისუფლებას”. თავი პირველი: ხელისუფლების აღება სოციალისტების მიერ. თავი მეორე: ქალების მიერ ჩამოგდებული სოციალისტები. თავი მესამე: ბავშვების მიერ ჩამოგდებული ქალები. ხოლო, მერე კი ცხოველების მიერ ბავშვები. მაშასადამე 4 ხელისუფლება. მე არ მაქვს ზუსტი გაანგარიშება, მაგრამ ფილმი დაჯდება სამასი თუ ოთხასი მილიონი, ანუ ის თანხა, რაც ”ნათლიასაც” კი არ მოუტანია შემქმნელებისთვის, რის საფუძველზეც ვაკეთებ დასკვნას, რომ ჩემი ფილმის გადაღება შეუძლებელია.

 თვლიან,რომ ”ახალი ტალღა” იაფფასიანი ფილმია, ძვირიანის საპირისპიროდ დადგმული, მაგრამ ეს ასე არაა. ეს უბრალოდ კარგი ფილმია – რამდენიც არ უნდა ღირდეს – ცუდის საპირისპიროდ დადგმული.

 ხელოვნება – ეს ისაა, რაც საშუალებას გაძლევს მოტრიალდე, დაინახო სოდომი და გომორი – და არ დაიღუპო.

 ახლა ხალხის უმეტესობას ჰგონია, რომ იციან როგორ გადაიღონ კინო. და თუ ყველა მათგანი თვითმფრინავის მშენებლობაზე იმუშავებდა, თვითმფრინავები პირველივე აფრენაზე ჩამოვარდებოდნენ. ისე, მსგავსი კატასტროფები კინოში უფრო ხშირად ”ოსკარით” ჯიდლოვდებიან.

ლოს-ანჯელესი – ეს უბრალოდ დიდი გარაჟია.

 მე ყოველთვის თანავუგრძნობდი ფრანგულ კინოს, იმიტომ, რომ მას ფული არ აქვს, და მე თანავუგრძნობდი ამერიკულ კინოს, იმიტომ, რომ მას იდეები არ აქვს.

ომი უბრალოა: რკინის ნაჭერი საჭიროა მოათავსო ხორცის ნაჭერში.

ფოტოგრაფია – ეს სიმართლეა. კინო კი – სიმართლეა 24 კადრი წამში.

 დოკუმენტალისტიკა საინტერესოა მაშინ, როცა ის განხორციელებულია გამონაგონში. ხოლო გამონაგონი საინტერესოა მხოლოდ მაშინ, როცა მას ფაქტები ადასტურებენ.

 ხელოვნების ყველაზე მკვეთრი დაისი – ისაა, რომ მისი სხვადასხვა ფორმები დიდი ხანია ერთმანეთში აითქვიფა.

ის ფაქტი, რომ ვცხოვრობთ ვირების გარემოცვაში, არ ნიშნავს იმას, რომ მათსავით უნდა ვიყროყინოთ.

როდესაც მესმის სიტყვა ”კულტურა”, ეგრევე ჩეკების წიგნაკს ვეცემი.

ახალგაზრდად და მდიდრად ყოფნა-არაწესიერია. სიბერე და სიმდიდრე უფრო კარგად შეერწყმება ერთმანეთს.

რა მინდა ყველაზე მეტად? გავხდე უკვდავი და მოვკვდე.

მე არავისთან ვლაპარაკობ, და თუ მომიხდებოდეს მსახიობებთან ურთიერთობა, მე სინამდვილეში მართლაც მარტო ვიქნებოდი.

მნიშვნელოვანია არა მოგზაურობა, არამედ თუ ვისთან ერთად აკეთებ ამას.

 არ ვფიქრობ, რომ ფილმთან შეიძლება რაიმე გრძნობა განიცადო – რძნობა შეიძლება გქონდეს ქალთან. კინოს კოცნა არ შეიძლება.

 პორნოგრაფია – ესაა ჩვეულებრივი კინოს უსუსურობის მოწმობა, რომელიც უუნაროა აჩვენოს სასიყვარულო სცენა.

ხელოვნება ჩვენ იმით გვიტაცებს, რომ მეტყველებს იმაზე, რაც ჩვენშია დამალული.

 განსხვავება კინოსა და ტელევიზიას შორის ნათელია. როცა ჩვენ კინოში მივდივართ, ვწევთ თავებს მაღლა. როცა ჩვენ ტელევიზორს ვუყურებთ, თავებს ვწევთ დაბლა.

 ყველაფერი დასრულებულია. იყო დრო, როცა კინოს დადებითად შეეძლო ემოქმედა საზოგადოებაზე, მაგრამ ის დრო გავიდა.

 მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო 20 თუ 30 წელი ჰოლივუდში კინოს იღებენ მდივნები, იურისტები და ბუღალტრები.

რომ გააკრიტიკო სხვისი ფილმები, ჯერ შენ უნდა ისწავლო საკუთარის გადაღება.

კინო – ეს ყველაზე მშვენიერი თაღლითობაა ქვეყანაზე.

 ნებისმიერ ფილმში უნდა იყოს დასაწყისი,შუაგული და დასასრული, მაგრამ აუცილებელი არაა ამ თანმიმდევრობით.

ჩვენ ყველაფრით და ყოველთვის ვიქნებით ორსონ უელსისგან  დავალებული.

 ტარანტინომ თავის კინოკომპანიას ჩემი ერთ-ერთი ფილმის სასახელოდ დაარქვა. (Bande a ` part, 1964 წლის ფილმი). ისე კი ჯობდა ფული მოეცა.

 ბევრმა მოახერხა თოვლზე დაეწერა თავისი სახელი,მაგრამ მათ შორის იმდენი ადამიანია სახელად ლუკ ან ჟო და ასე ცოტა იოჰანი ან სებასტიანი.

მე ჩემს თავს ვთვლი თანამედროვე კინომატოგრაფად,იმიტომ,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.

ყოფნა თუ არ ყოფნა – ეს საერთოდ არაა კითხვა.

თარგმ. Tam Nortman

Advertisements

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s