სპაიკ ჯონსი: ფილმით “ის” გადმოვცემ მარტოობასა და ინტიმურობას

2013-12-13T065905Z_01_KDJ014_RTRIDSP_3_USA

– როგორ დაიბადა „Her“-ის იდეა?
– ისე მოხდა, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ინტერნეტში წავიკითხე სტატია, რომელიც ეხებოდა მესიჯების საშუალებით ხელოვნურ ინტელექტთან მყისეულ ურთიერთქმედების დამყარებას. მაშინვე მოვიძიე ლინკი და გაოცებული დავრჩი ურთიერთმოქმედების მაშტაბურობით. მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევძელით კომპლექსურ თემებზე ლაპარაკი, საუბარი მაინც სასიამოვნოდ წარიმართა. ეს თემა წლების განმავლობაში მივიწყებული მქონდა, როცა მოულოდნელად დავიწყე მსგავს ისტორიაზე მუშაობა: მამაკაცზე, რომელიც იწყებს მთლიანად ცნობიერებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. მინდოდა დავკვირვებოდი ნამდვილ და, ამავდროულად, გასაოცარ სიყვარულის ისტორიას.

– ამ ფილმამდე თქვენ გადაიღეთ „მე აქ ვარ“, ამ კინოსურათშიც მთავარი პერსონაჟები რობოტები არიან. ეს არის ერთდროულად რომანტიკული და ეგზისტენციალური ისტორია. რამე საერთო აქვთ ამ ფილმებს?
– ისე მოხდა, რომ „ის“-ის იდეის მონახაზს ვაკეთებდი, როცა მოულოდნელად, ჩანაფიქრის რეალიზების საშუალება მომეცა. რამდენიმე თვეში მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, საკმაოდ მიმზიდველ შემოთავაზებად მეჩვენებოდა. სიყვარულის ისტორია არის ის რაც აკავშირებს ამ ორ ფილმს. „მე აქ ვარ“-ში წყვილი გაცილებით ახალგაზრდაა, აქ ვსაუბრობთ 20 წლის ახალგაზრდების გრძნობებზე.

ამ ფილმისთვის შეთხზული მომავალი ძალიან ზუსტი და განსაზღვრულია. როგორ იმუშავეთ სცენოგრაფთან (K.K. Barrett)?
– მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა კომფორტული, საცხოვრებლად სასიამოვნო მომავალი. ძალიან მხიბლავდა ადამიანზე მორგებული, ლოს-ანჯელესის მსგავსი მეტროპოლისის შექმნის იდეა, რადგანაც ასეთ დიდ ქალაქებშიც შეიძლება თავი იგრძნო მარტოსულად და გარიყულად. სცენარზე მუშაობის დროს შევხვდი ერთ არქიტექტორს, რომელმაც მირჩია ზუსტი არჩევანის გაკეთება და მასზე კონცენტრირება: მსურდა უტოპიური თუ არა უტოპიური მომავალი? მათ შორის არსებითი განსხვავებაა. მას ვუთხარი, რომ ვეძებდი სამყაროს, რომელიც იქნებოდა „Jamba Juice“-ის ფერებში(რძიანი კოქტელების ქსელი) ათქვეფილი , და აქედან დავიწყეთ სამყაროს გამოგონება. მივხვდი, რომ მსურდა უტოპიური, მშვიდი მომავლის აღწერა, რადგანაც ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უფრო დრამატული ხდება საკუთარი თავის მარტოსულობა. სამყაროში, სადაც ყველაფერი შენს განკარგულებაშია, განსაკუთრებით ინფორმაციულ დონეზე, მარტოობა სტაბილური საშიშროება ხდება, არაფერი გიბიძგებს ამ დანაკლისის შევსებისაკენ.

HEr                                                                                                        (კადრი ფილმიდან “Her”)

– რატომ გადაწყვიტე, რომ უსხეულო ყოფილიყო შენი პერსონაჟი ან იგივე – ავატარის მსგავსი, მარტივი სახე რატომ არ შექმენი?
– ჩავთვალე, რომ ფილმის მსგავსად უჩინარი და შეუხებელი უნდა ყოფილიყო. თანდათანობით უნდა შეეღწია თეოდორის გულსა და გონებაში და იქ დაემკვიდრებინა ადგილი. ეს იქნებოდა ის სივრცე, სადაც რეალურად იარსებებდა სამანტა.

– სამანტა მორტონს ახმოვანებს სკარლეტ იოჰანსონი . ამ კონკრეტულმა არჩევანმა რა შესძინა ფილმს?
– ყველა სრულმეტრაჟიანი ფილმი, (რომელზეც მიმუშვია) საბოლოო სახის მისაღებად საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ვცდილობ მათ საკუთარი გზის პოვნის საშუალება მივცე. თვალშისაცემია სამანტას როლი, ისევე როგორც სკარლეტის. ეს უკანასკნელი კი, ბოლოში, ფილმის მთავარ იდეას უახლოვდება, ანუ იმას რაც იკვრებოდა მთელი ფილმის განმავლობაში.

– ფილმი ინტიმურობას სადისკუსიო თემად აქცევს..
– სინჯებზე ოლივია უაილდთან გავმართე დისკუსია იმაზე, თუ რეალურად რას გრძნობ მაშინ, როცა ვიღაცა რაღაცას გეკითხება. ეს ის სცენაა, როცა ის ხოაკინს ხვდება, ეკითხება მას მომავალ შეხვედრაზე, ის კი ამაზე პასუხობს, რომ ძალიან დაკავებულია და ამ პასუხით სასოწარკვეთილებაში აგდებს.. ჩემი აზრით, ეს სცენა ძალიან კარგად გადმოსცემს წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობის გაგების სირთულეს, იმას თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენი მისამართით წარმოთქმულ სიტყვებს. თეოდორეს უყვარდება სამანატა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის რეალურად უსმენს მას. მეორე მხრივ, სამანტას ხელოვნური ინტელექტი ახალდაბადებულს გავს, რაღაც მხრივ ის პატარა ბავშვია. ინარჩუნებს თავის უბიწოებას, თუმცა მთელი ფილმის განმავლობაში, ის თავისი მტკივნეული გამოცდილებიდან ცოდნასაც იღებს. მას ნამდვილად შეუძლია მოუსმინოს თეოდორეს და გაიგოს თუ ვინ არის ის რეალურად.

– სულელური კითხვა: საიდან გაჩნდა „The Perfect Mom“ („იდეალური დედა“)-ის, ვიდეო თამაშის იდეა?
– ოჯახური წნეხის პირობებში, ეს ვიდეო-თამაში ძალიან კარგ იდეად მეჩვენებოდა…

– წლების განმავლობაში, როგორ მოახერხე ასეთი ძლიერი, კრეატიული იდენტობის შენარჩუნება?
– არ ვიცი ამ კითხვაზე რა პასუხი გაგცეთ, შეიძლება ეს დაშვებული შეცდომების დამსახურებაა. ვცდილობდი, ამ შეცდომებზე მესწავლა. საბოლოოდ, ყველაფრის ფონზე დავრჩი ის, ვინც ვარ და არ გავხდი სხვა.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s