ენიო მორიკონესთან საუბრისას…

    309548

        მუსიკა, კინო, ტელევიზია, ფოტოგრაფია. სინამდვილეში ძალიან ცოტაა ”ნომერი პირველი”. ხოლო, როცა აპირებ შეხვდე ერთ-ერთ მათგანს(ნომერ პირველს), ყოველთვის გაქვს იმის შიში, რომ უკმაყოფილო, იმედგაცრუებული დარჩე. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, მივყვებოდი, ვუსმენდი, ვაკვირდებოდი…გაქვს ერთი იდეა, შთაბეჭდილება და არ გინდა რომ მას ოდესმე შეეხნენ. ენიო მორიკონესთან საბედნიეროდ ასე არ მოხდა. უბრალო ადამიანი და არა პერსონაჟი. ისეთი, რომელიც გელოდება შესასვლელ კართად და ასევე გაცილებს კარებამდე როცა ყველაფერი დამთავრდა. ის, რომელიც გისმენს, ირეკლავს და ლაპარაკობს. ალბათ ყველაფერი ეს მის ერთ წინადადებაში აისახება კლინტ ისტვუდის გვერდით 2007 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე: ”მე ვთვლი, რომ ეს ჯილდო ჩემთვის წარმოადგენს არა დაგვირგვინების წერტილს, არამედ ჩემი გაუკეთესების გზის საწყის წერტილს…” მასთან ვილაპარაკეთ კინოზე, მაგრამ მარტო მაგით არ შემოვიფარგლეთ: პოპულარული მუსიკა და «Se telefonando»(ცნობილი იტალიელი დივას-მინას 1966 წლის სინგლი,რომელსაც მუსიკა და არანჟირება მორიკონემ გაუკეთა), კლაუდიო ბალიონი და «Giù la testa»(სერჯო ლეონეს 1971 წლის ფილმი, რომლის კომპოზიტორიც მორიკონეა), გაბრიელე მუჩინო, ჯუზეპე ტორნატორე. X-Factor და ტალანტების შოუს სამყარო. ”მისი” დამალული ფილმები და მისი საყვარელი კომპოზიტორები.  საუკეთესო შემოთავაზება დღეს ჩვენი ქვეყნისა დღეს არის ენიო მორიკონე: დიდი იტალიელი. Sciòn sciòn…(ზემოთ ნახსენები ფილმის ერთ-ერთი ტრეკის სახელწოდება და მისამღერი)

-გადავიდეთ ყველაზე ვიწრო აქტუალობიდან: ”საუკეთესო შემოთავაზება”-ზე. მისი საუნდტრეკი შეაფასა ბევრმა მუსიკათმცოდნემ. როგორია მისი სტრუქტურა?

-არის ინსტრუმენტალური სტრუქტურის, რომელიც ერთმანეთშია შეზავებული, მსუბუქად რომ ვთქვათ. მაგრამ მთლად ზუსტად მასეც არაა. ნელ-ნელა კომპოზიციის იმ წეტილს მივაღწიე: პირველ რიგში, მეჩვენებოდა საჭიროდ მუსიკის ასეთი ხერხით შექმნა, უფრო თავისუფლად, და დროთა განმავლობაში ჩემი სტილი უფრო დაიხვეწა და ჩვენ მოვაღწიეთ აქამდე.

-მომღერლები მუდამ სწავლობენ შესვენების გარეშე, რომელიც მნიშნელობას ანიჭებს მათ მთავარ ინსტურმენტს: ხმას. თქვენ აღიარეთ რომ ძალიან ბევრს სწავლობთ, და მაინც: როგორ ვარჯიშობთ?

-პროფესიონალიზმი, პრაქტიკა და მედიტირება იმაზე რაც უნდა გააკეთო იმ ფიქრით რომ კიდევ წინ წახვიდე. და აიძულო სიტუაცია განსაზღვროს: რაც გაჩერებულია, დაკრისტალებული. ყოველთვის ექსპერიმენტების კეთება და შემდეგ შედეგების მიღება.

-მგონი ტარანტინოს ძალიან მონდომებულად სურდა ”Django Unchained” გადაეღო თქვენი დახმარებით. მომავალში თქვენ მოგეწონებოდათ მუსიკის შექმნა რაიმე თანამედროვე სასიყვარულო ისტორიაზე, მჭიდრო თანამშრომლობა რომელიმე ”ახალგაზრდა” იტალიელ რეჟისორთან. მაგალითად, როგორც მუჩინო…

-ჩემი დამოკიდებულება ვესტერნთან არც ისე გარკვეულია. სინამდვილეში: 500 ფილმში ალბათ 8% მიეკუთვნება მაგ ფილმებს, დანარჩენი სულ სხვა რამეა და მისგან შორსაა. მე აღრფთოვანებული ვარ მუჩინოთი, დიდი ნიჭის რეჟისორია, მაგრამ მე არ ვისურვებდი მუშაობას ახალ პროფესიონალებთან, გაბრიელი არ მეანტიპათიურება, უფრო მეტიც! მე მას პატივს ვცემ, ძალიანაც მომწონს, ერთ დროს ზუსტად მან დაიმსახურა ჩემგან შექებაც. ალბათ მხოლოდ ჩემს ასაკში მაქვს სირთულე ვიმუშაო ახალ რეჟისორთან, ახალ ურთიერთობაში შედგომა: ნიშნავდეს სამუშაოს მომატებას, რაც ზუსტად ვიცი რომ არ უნდა მაწყობდეს. ვისურვებდი იმათ გვერდზე ვიდგე, ვისაც დიდი ხანია ვიცნობ და ვისთანაც უკვე მუშაობის საშუალება მქონია.მე მყოფნის ის ცოტა რეჟისორი ვისთანაც ერთად ისევ ვმუშაობ…

-პოპ მუსიკა და გონება მიდის “Se telefonando”-კენ. ერთ-ერთი იტალიური ჰიტი, რომელიც გამორჩეულად მიყვარს. გახსოვთ ამ კომპოზიციის გენეზისი? ვიკიპედია ამბობს: ის იყო ფრანგული პოლიციის მანქანის სიგნალი, რომელმაც მორიკონეს შთააგონა…”

-სრული სისულელეა, დამიჯერეთ. საჭორაო მასალა იმის გამო, რომ ვიღაცამ გაიშაყირა და გაავრცელა ეს საფუძველს მოკლებული ამბავი. შთაგონება დაკავშირებული იყო უფრო იდეასთან: მელოდიის შემცირება სამ ნოტამდე(ავტ:მისამღერი იგულისხმება), და ეს იმისათვის, რომ მომეძებნა მეტი განსხვავებული შესაძლებლობა მელოდიის უკეთ ასაწყობად. ასე შასასვლელად სრულიად განსხვავებულ პარამეტრებში. იდეა იყო მხოლოდ ეს: გამომეყენებინა მხოლოდ სამი ნოტი, მეტი არაფერი.

-ხელოვნებათ შორის ურთიერთობაში, ამ შემთხვევაში კინოსა და მუსიკას შორის, თქვენი აზრით არის რაღაც რაც ჯერ კიდევ არ გაკეთებულა? მუსიკასა და კინოს შეუძლიათ უფრო მეტად კიდევ ერთმანეთის გადაკვეთა?

-ყველაფერია შესაძლებელი. ”საუკეთესო შემოთავაზება”-ში არის ერთი მომენტი, ექსპერიმენტის ერთი ფორმა: მშენივრად ჩაჯდა, რომელიც ბევრად ადრე იყო ნაფიქრი და აწყობილი, ვიდრე ტორნატორე დაიწყებდა ფილმზე ტრიალს, ამიტომ საკმაო დრო გვქონდა იმაზე, რომ გვემსჯელა ამ ჩანაწერის შედეგებზე. დასაწყისში ის სრულიად განსხვავებული იყო, შემდეგ კი უფრო სტაბულური ჩამოყალიბდა. დასტაბილიზირდა, როგორც იტყვიან. და კარგადაც წავიდა.

X-Factor და ტალანტების შოუს სამყარო: ტელევიზია შესაძლოა რომ ახალი ტალანტების დედა იყოს?

-მე მხოლოდ ნიჭის არ მჯერა, უფრო მეტად სწავლას ვემხრობი, რომელიც რა თქმა უნდა ნიჭისთვის მომდევნო ეტაპს წარმოადგენს, მაგრამ აშენებს გადამწყვეტ ეტაპს არტისტის ცხოვრებაში, რომელიც ნელ-ნელა მიდის თვითფორმირებისაკენ. ვინც არ სწავლობს და გაჩერებულია, წინ ვერ მიდის. სწავლა სავალდებულოა, თუ რა თქმა უნდა, უნდათ, რომ ჰქონდეს მნიშვნელოვანი შედეგები.

-რა მუსიკას უსმენთ?

-ჩემს სახლში იშვიათად ვუსმენ მუსიკას. უფრო კონცერტებზე მიხდება სიარული და იქ თავისთავად. მაგალითად, იმ დღეს სანტა ჩეჩილიაში ვიყავი, სადაც ვტკბებოდი შესანიშნავი ორკესტრის ცოცხალი ხმით, რომელმაც შეასრულა სტრავინსკის, დებუსის და რახმანინოვის მუსიკა. სახლში მუსიკას ვუსმენ იმ საჭოროების დროს, როცა აუცილებელია ერთი ok დავუწერო ჩემს ახალგამოსულ ალბომს. ჩემთვის მუსიკა სახლში ნიშნავს მხოლოდ სამუშაოს და მეტს არაფერს.

-რომელი კომპოზიტორი გიყვართ ყველაზე მეტად?

-რთულია სახელების ჩამოთვლა. ვაღმერთებ ძალიან იოჰან სებასტიან ბახს, იგორ სტრავინსკის, გოფრედო პეტრასს, ჩემს მასწავლებელს და კიდევ ბევრს.

-არსებობს რომელიმე თქვენი ყველასგან უცნობი საუნდტრეკი, რომლის მოსმენასაც გვირჩევთ?

-რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ფილმი არსებობს,რომელსაც ნაკლები წარმატება ხვდა წილად,ძალიან კარგი ხარისხისდა მიუხედავად. ვფიქრობ, მაგალითად ვიტორიო დე სეტას ”ნახევრად ადამიანი”(Un uomo a metà) და ელიო პეტრის ”სოფლის ერთი მშვიდი ადგილი”(Un tranquillo posto di campagna). ძალიან კარგებია მართლაც, გირჩევთ.

-როგორ შეიცვალა ჩვეულებრივი მუსიკის კომპოზიტორი კინოს კომპოზიტორად, სხვანაირი მუშაობის ხერხით?

-პირადად ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მუსიკა იწერება ფანქრით(ან კალმით) და ფურცლით. ასე კარგია. არ ვარ მომხრე კომპოზიციის შექმნისა კომპიუტერზე: ფურცლის გვერდი, კლასიკური პარტიტურა ფურცელზე გაძლევს მთლიან ხედვას იმისა თუ რას წერ, კომპიუტერი კი ამის მაგივრად ნაწილობრივ იძლევა კითხვის საშუალებას იგივე გვერდიდან, საბოლოოდ კი ყველაფერი არაკომფორტული და ”უხერხულია”, ყოველი შემთხვევისთვის ჩემთვის. ქაღალდის ფურცელი იძლევა სრულ სურათს იმისა, რასაც ვწერ. ძველი მეთოდი კონსოლიდირებული-ფურცელი და ფანქარი, აბსოლუტურად სასურველია, წმინდა პრაქტიკული საკითხებიდან გამომდინარე.

-უკანასკნელი ორი ცნობისმოყვარეობა. ოსკარი კარიერაში: გადავიტანთ კიდევ მაგ მომენტს?

-ძალიან ლამაზია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველაფერი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი. ძალიან ამაღელვებელია ჩემი მხრიდან და მისი მხრიდანაც. მე ვხედავდი მას შორიდან და ის შემომყურებდა მე თავისი მზერით. ალბათ კი, ის საღამო იყო განსაკუთრებულად გამორჩეული. ასევე ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ამ აღიარების ღირსი გამხადა, პირდაპირ ამ მიძღვნის მნიშვნელობისთვის. ძალიან განსაკუთრებელი დაჯილდოვებაა.

-“Giù la testa”: როგორ მოგივიდათ აზრად გამოთქმა “Scion Scion”? გზადაგზა ერთი პატარა სიტყვა ელემენტი, რომელიც ასე იჭრება მაყურებლის თავებში …კლაუდიო ბალიონი, 1997 წელს აკეთებს ამ საუნდტრეკის ლამაზ ვერსიას.

-კლაუდიო ძალიან კარგია, ერთ-ერთი იმ ავტორებიდან, რომელიც დღემდე ახერხებს შთაბეჭდილება მოახდინოს, მომზადებით, კომპეტენტურობით, შემართებითა და პროფესიონალიზმით. მე ძალიან მოხარული ვიყავი დამეკვრა მისთვის QPGA-ს უკანასკნელ ვერსიაში. ხოლო, რაც შეეხება “sciòn sciòn-ს, სერჯო ლეონესთან ერთად შეთანხმებიდან მოდის: გვიტრიალებდა ერთი კითხვა,როგორ გამოგვეხატა მღერით ის განსაკუთრებული მომენტი. თუმცა “sciòn sciòn”-ის გარეშე მუსიკა მაინც არ იქნებოდა შეცვლილი…

velvet music  /  2013

თარგმ. Tam  Nortman

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s