კენ ლოუჩი რეჟისურის შესახებ

ken-Loach

     კენ ლოუჩი, ცნობილი თავისი მემარცხენე შეხედულებებით და რეალისტური მიდგომებით 60–იანი წლებიდან იღებს როგორც სატელევიზიო, ისე საავტორო ფილმებს, რომელთა შორისაა „ტკბილი თექვსმეტი წელი“, „ქეითი მიდის სახლში“, „კესი“ და ა.შ.  მისი ახალი დოკუმენტური ფილმი „45–იანი წლების სული“ ხაზს უსვამს  ხალხის ოპტიმიზმს  ომის შემდგომ ბრიტანეთში და სვამს კითხვას, შესაძლებელია თუ არა,  ხელახლა განიხილოს ეს საკითხი დღეს.

–რატომ გადაწყვიტეთ მოგეყოლათ ამბავი ომის შემდგომი ნაციოცალიზაციისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახურის(NHS) დაბადების შესახებ დოკმუნეტური და არა მხატვრული ფილმის მეშვეობით?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს ყველაფერი მხატვრულ ფილმში გააერთიანო, მაგრამ არის რაღაცები, რომელიც უნდა ითქვას მომხდარის შესახებ უშუალოდ მონაწილეებისა და თვითმხილველების მხრიდან.

   დღესდღეობით , რადგან ჯანდაცვის სამსახური დანგრევის პირასაა – და ჩამოიშლება კიდეც, თუ ასე გავაგრძელეთ –  ადამიანების რეალური გამოცდილებების გაზიარებამ, რომელიც მათ ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახურის(NHS) არსებობის პერიოდში მიიღეს, შეიძლება რაღაც თანაგრძნობა გამოიწვიოს და დაგვეხმაროს იმის გაანალიზებაში, თუ რას ვკარგავთ. რომელიც შემდგომ თავისთავად წარმოშობს შეკითხვას: ექვემდებარება სიტუაცია გამოსწორებას , თუ შეგვიძლია გადავიდეთ კონტრშეტევაზე?

–რა იყო თქვენი გზა რეჟისურისკენ?

–სამართალმცოდნეობაზე სწავლის შემდგომ, წავედი თეატრში და რაღაც პატარა როლისმაგვარი ვითამაშე, სადაც დიდად არ ვბრწყინავდი.  შემდეგ მივიღე სამსახური, რომელიც გულისხობდა სატელევიზიო დადგმების რეჟისურას, და იქ ვიყავი მანამდე, სანამ საბოლოო ჯამში ის გარემო არასრულყოფილი არ გახდა იმ ტიპის სამუშაოსთვის, როგორიც ჩვენ გვინდოდა. BBC-ზე ვიყავი მაშინ და საკმაოდ კარგად მახსენდება ის დრო, რადგან ეს სამსახური არ იდგა ისეთ ხისტ, იერარქიულ , დესპოტურ სტრუქტურაზე, როგორშიც  დღეს უწევთ მუშაობა რეჟისორებსა და სცენარისტებს.

–რა არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც მიგიღიათ თქვენი კარიერის განმავლობაში?

–ეს არ ეხება იმდენად იმის სწავლას, როცა უკვე იცი, როგორ შეეწინაღმდეგო უაზრო ჩვეულებებს და მარტივად გადაწყვიტო პრობლემები..  ყველაზე საშინელებაა , როცა ფიქრობ: „ოჰ, მე ვიცი , როგორ უნდა გავაკეთო ეს.“

–როგორია თქვენი, როგორც რეჟისორის პოლიტიკა გარკვეული პრაქტიკული არჩვანის გაკეთებისას?

–ეს კოლექტიურია – მე ვმუშაობს სცენარისტ პოლ ლავერთისთან და პროდუსერ რებეკა ბრეინთან ერთად. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ალალმართლები ვართ. ჩვენ არასდროს გვყოლია სტაჟიორები და არ გადაგვიხდია მათთვის იმიტომ, რომ ეს არასწორია.  ადამიანებს ახასიათებთ საოცარი ლოიალურობა და ერთგულება, რომელიც მნიშვნელოვანია , რომ არ იქნეს გამოყენებული ბოროტად. მაშინაც კი, თუ ხანდახან თავად ხარ ამის წინააღმდეგი და შეიძლება, იმაზე დიდ ხანს მოგიწიოს მუშაობა, ვიდრე გეგმავდი.

    მთავარია, იყო ერთგული იდეისა და ღირსება არ დაუკარგო პერსონაჟებს. მაშინაც კი, თუ ფილმებში ისინი საშინელ რამეებს სჩადიან, შენ მაინც ყოველთვის უნდა გაგაჩნდეს ადამიანური პატივისცემა მათ მიმართ.  მთელ რიგ ფილმებში გაქვს განცდა, რომ ისინი სრულიად ექსპლუატირებულნი არიან საკუთარი ემოციებით.

–რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დასაწყისშივე განსაზღვროთ თუ ვისთან ითანამშრომლებთ?

–კავშირი სცენარისტთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ – პროდუსერთან. მოკლედ, სამი კაცის სამუშაოა. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ადამიანია ამაში ჩართული, მაგრამ დასაწყისში აუცილებელია სამი ადამიანი – სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერი.  თუ რომელიმე აკლია, შარში ხარ.

      რეჟისორების ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ფიქრობენ რომ სცენარისტებიც არიან, თან მაშინ, როცა ნაღდად არ არიან. აუცილებელია ჰქონდეთ სცენარისტთან კავშირი. და ნამდვილ სცენარისტთან;  ვინმესთან, ვისაც შეუძლია გააცოცხლოს რაღაცა ფურცელზე.  სცენარისტობა და რეჟისურა სხვადასხვა უნარებია. მაშინ, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვათ: „მე ვიქნები ხმის ოპერატორიც და სცენარისტიც“. სხვადასხვა საქმეა ეს, სხვადასხვა ტალანტი.

–რა  თავისებურებებს  საჭიროებთ,  როგორც რეჟისორი?

–ძლიერი შარდის ბუშტი. თბილი ტანსაცმელი. ასევე, უნდა დარჩე მხიარული და შენი წუხილი ვერავინ გაიგოს. პატივი სცე ადამიანებს , რომლებთან ერთადაც მუშაობ.

–ხშირად, როცა დრამას იღებთ, მსახიობებს წინასწარ არ აჩვენებთ სრულ სცენარს. რატომ?

–ამ  გზით , მათ უწევთ იცხოვრონ თითეული წუთი  ისე, როგორც მოცემულობაშია. შენ არ გინდა, დღეს იმ განწყობით ითამაშონ, რომ თან იცოდნენ, რა მოხდება ხვალინდელ ეპიზოდში. ეს არის მიდგომა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება მსახიობს. შეგიძლია სცენარის დიდი ნაწილიც აჩვენო, თუ ეს ის ნაწილია, რომლის შესახებაც უკვე იცის მსახიობმა. ასევე, შეიძლება ასეც გჭირდება, რომ გამოცანად დატოვო და არაფერიც არ აჩვენო.

–გაქვთ რაიმე რჩევა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ფილმების რეჟისორებისთვის, რომლებიც ეხლა დგამენ პირველ ნაბიჯებს?

–იპოვეთ შესაბამისი სამსახური! არა, არ ვიცი.. ძალიან ძნელია. ფილმების გადაღება პრობლემა არაა – ეს სრულიად ნებადართული ბიზნესია , სადაც მე მაგარი უხეირო ვარ.  ვამბობდი ხოლმე, შეეცადეთ იპოვოთ შესაფერისი მიმართულება, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს, რადგან ადამიანები საკმაოდ დიდ დროს ანდომებდნენ იმ ფილმების გადაღებას, რომლებმაც ვერასდროს ნახეს დღის სინათლე. დღეს კი სხვანაირადაა უკვე, ინტერნეტის გამო.

13/03/13

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Leave a comment