მიქელანჯელო ანტონიონი – მდინარე პო

explore_751_105_original    დაე, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ პოს სანაპიროზე მაცხოვრებელი ხალხი, ნამდვილად, შეყვარებულია თავის მდინარეზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს მდინარე სიყვარულითაა გარშემორტყმული. პადანის დაბლომის მაცხოვრებლები გრძნობენ პოს. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს გრძნობა, მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ჰაერშია გამჯდარი და მაშინვე გვიპყრობს. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამახასიათებელი ფენომენია, რომელიც მთელი სიმძლავრით იღვრება წყლის არტერიიდან. თითქოს მდინარეზეა დამოკიდებული ამ მიდამოს ბედი. იქ ცხოვრება განსაკუთრებულ ფორმასა და მიმართულებას იძენს. იქმნება ახალი, ადგილობრივი ეკონომიკა, ყველა ცდილობს მდინარიდან თავისი სარგებელი პოვოს; პატარა ბიჭებისთვის მდინარე – საყვარელი და აკრძალული სათამაშო ადგილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, განსაკუთრებული ინტიმურობა იქმნება, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა გაჟღენთილი, მათ შორის საერთო პრობლემითა და მდინარის წინააღმდეგ საერთო ძალების მოკრებით, რომელიც თითქმის ყოველ წელს, ზაფხულისა და შემოდგომის დასაწყისში,  გამანადგურებლად გადმოდის, იწვევს წყალდიდობას.

მდინარის ადიდება – აი, ჩვენი სავარაუდო ფილმის მთავარი მოტივი.  ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, თავსთავად სანახაობა და მეორე მხრივ, უკვე ნახსენებ,  სიყვარულის მიზეზში გარკვევა. გასაოცარია ის მიჯაჭვულობა და ის ერთგულება, რომელიც უძლებს წყალდიდობის ყველანაირ განსაცდელს. ის, რომ ახალი, გამძლე ჯებირების დახმარებით, მდინარის ადაიდებას მოსახლეობა ძალიან მშვიდად ხვდება და ის, რომ სწრაფად სრულდება აღდგენითი სამუშაოები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარსულში მდინარის ადიდებებმა სერიოზული კვალი არ დატოვა.  ხშირად  თან წაიყოლებდა ადამიანების გვამებს გვამებს თუ არა, შემაძრწუნებელ სურათს მაინც ტოვებდა: დაავადებულ მინდვრებსა და ჩაძირულ დასახლებებს, ფანჯრების სიმაღლემდე აღწეულ წყალს,  ძირფესვიანად ამოგლეჯილ ბუჩქებს,  ლერწმებსა და  ხეებს. ყველაფრის მიუხედვად, შეუძლებელი იყო პოს შვილების მდინარიდან გამოგლეჯვა. ისინი იბრძოდნენ, იტანჯებოდნენ, ხელახლა იბრძოდნენ და ხელახლა იტანჯებოდნენ, ფაქტია, მათ ისწავლეს ტკივილის ჩვეულებრივ მოვლენად აღქმა,  უფრო მეტიც,  მასში ბრძოლის სტიმულის დანახვაც.

კიდევ ერთი საინტერესო და განმასხვავებელი მომენტი, ეს არის ის თავისებური გავლენა, რომელიც ცივილიზაციამ მოახდინა  ამ ხალხზე. წარსულში მდინარეს კიდევ უფრო რომანტიკული და მშვიდი იერსახე გააჩნდა. დიდებული მცენარეები, მეთევზეთა ქოხები, წყლის წისქვილები (რამდენიმე მათგანი დღესაც კი შემორჩენილია), პრიმიტიული ბორნები, პონტონის ხიდები — და ყველაფერი ეს ღრმა ძილს მისცემია, თითქოს დროში გაყინულან. მოსახლეობა – ძლიერი აღნაგობის, ზანტად და მძიმედ მოძრავი ხალხი — უყვარდათ მდინარის პირას დასვენება და გარშემორტყმულ ტყეში ხეტიალი.  იცნოდნენ თუ სად იყო  უხვთევზიანი ადგილები და პატარა სანაპიროები. არაფერი ქონდათ იმის საწინააღმდეგო, რომ მათი ცხოვრება ასე შენელებულად მიედინებოდა. მათ გადაქონდათ პროდუქტები და გადაყავდათ მგზავრები,  წისქვილზე მუშაობდნენ, თუმცა უფრო მეტ დროს თევზაობაში ატარებდნენ.

რაღაცებისთვის წლები უმიზეზოდ არ გადის. და დადგა პოს გამოღვიძების დროც.  აი, მაშინ დაიგო რკინიგზის რელსები, რომელზე დღედაღამე დაჰქროდნენ მატარებლები, აღიმართა ექვსსართულიანი შენობები, თავისი უზარმაზარი, ხმაურის ჩამხშობი და მტვრის შემაკავებელი ფანჯრებით, გაჩნდა გემები, ვერფები, ქარხნები,  გამწოვი მილები, ახალი არხებიც თავისი ჩაბეტნებული სანაპიროებით –  მთელი თანამედროვე სამყარო,  მექანიკური, ინდუსტრიალიზებული, რომელმაც თავდაყირა დააყენა ძველი დროის ჰარმონია.
მოსახლეობა არ მისტიროდა წარსულს და მათ დაღუპულ სამყაროს. შეიძლება, მათ ეს სურდათ კიდევაც,  იმდენად, რამდენადაც მათი ჯიუტი და მჭვრეტი ნატურა ჯერ კიდევ ვერ ერგებოდა ახალ პირობებს. ცვლილბები, რაღაც მომენტში, მათ არა მარტო ხელს უშლიდა, აკმაყოფილებდა კიდევაც. ახლებურად მიუდგნენ მდინარეს, დაეყრდნენ მის ფუნქციონალურ მხარეს. გრძნობდნენ მისი პოტენციალის ზრდას და ამით ამაყობდნენ კიდევაც. მიხვდნენ, რომ ახალ უფრო აფასებდნენ მას. დაკმაყოფილდა მათი პატივმოყვარეობა.

შეიძლება, ყველაფერი მართლაც ასეა, მაგრამ ეს ხომ არ არის ლიტერატურა. ეს არის ან უნდა გახდეს კინო. ისღა დაგვრჩენია გადავწყვიტოთ თუ რა ხერხებით განვახორციელოთ. კითხვა შემდეგში მდგომარეობს: უნდა გადავიღოთ დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი? პირველი, უდაოდ, მაცდურად ჟღერს. მდიდარი, შთამებჭდავი მასალა – მდინარის ფართოდ გაშლილი სივრციდან მოყოლებული, ტბით, წყვეტილი კუნძულებითა და კლდით დამთავრებული, წაწვრილებული, ველური მცენარეებით გადავსებული პო  აფრიკულ პეიზაჟს მოგვაგონებს.  ნახევრად დანგრეული, ჯებირებზე გადაწოლილი, შესასვლელთან მუდამ გუბიანი ქოხებით დაწყებული, წყლის პირას, „მოდერნ“ სტილში აშენებული შალეთი დამთავრებული, საიდანაც საღამოობით გაისმის ხმადაბალი, სინკოპირებული მუსიკა. ციცაბო კაშხლით დაწყებული, დახვეწილი, ამბიციური პლიაჟით დამთავრებული;  მოტივტივე წისქვილით დაწყებული- მძლავრ ქარხნებით დამთავრებული; პატარა ნავიდან მოყოლებული, ძრავიანი კატერებითა და გლისერებით დამთავრებული, რომელიც სწრაფად მოძრაობენ პავიასა და ვენეციას შორის.. და ა.შ.  უხვი და, ამავდროულად, ფრთხილი მასალა, რადგანაც მარტივია მათი რიტორიკად ქცევა. ამგვარად, თუ ჩვენ გვაცდუნებს მისისიპიზე გადაღებული მშვენიერი ამერიკული დოკ. ფილმი „მდინარე“, მაშინ ჩვენ მოვექცევით ბანალური ფორმულის ქვეშ, ანუ მოვყვებით იმას, თუ როგორი იყო მდინარე წარსულში და როგორად იქცა იგი დღეს.  ჩვენთვის ეს არჩევანი არც სიმშვიდის მომტანი იქნებოდა და არც სიუჯეტური სურათის გამშლელი. ზოგადად, ჩვენ არ ვენდობით მსგავსს ჰიბრიდს, განსაკუთრებით კი – ეკრანზე, სადაც ჯიუტად ვცდილობთ ისეთი ფორმის დანერგვას, რომელიც მიმართულების მანიშნებელი იქნება და არ დაუშვებს, არანაირი ფორმის ცდომილებას. შენ ან ერთ მხარეს დგახარ, ან – მეორე მხარეს: მთავარია – ზუსტად იცოდე რა გინდა. შესადარებლად გამოდგება ფლაერტის ბოლო ფილმი, თუმცა თვითონ ავტორი უდიდესი პატივისცემის ღირსია.

უნდა დავთანმხდეთ თუ არა მხატვრული ფილმის გადაღების იდეას?  ჩვენს შორის რომ დარჩეს, ძალიან გევსიმპატიურება ეს უეტიკეტო დოკუმენტი, თუმცა ძალიანაც არ ვიჩქარებთ.  აქაც, რასაკვირველია, არსებობს სირთულეები, პირველ რიგში –  სიუჟეტის შექმნის სახით, რომელიც მთლიან უნდა შეესაბამებოდეს განსაზღვრულ მიზეზებს. ამერიკელებმა, რომლებსაც ვერცერთი თემა ვერ გამოეპარებათ, ეს უკვე მოსინჯეს.  მათმა ორმა ფილმა (ერთი ძველი „მდინარე“ და მეორე, რამდენიმე თვის წინ გამოსული „მდინარის სიმღერა“) დიდ წარმატებას მიაღწიეს, განსაკუთრებით კი პირველმა კინოსურათმა, რომელიც მეორე ფილმს შინაარსობრივი თვალსაზრისით ჯობია.  თუმცა, ორივე კინოსურათი ჩვენი ჩანაფიქრისგან  შორს იდგა.

ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესთვის რჩევის მიცემას, მით უფრო – სიუჟეტის კარნახს. უბრალოდ იმის თქმა გვინდა, რომ გვსურს ისეთი ფილმის გადაღება, სადაც მთავარი მოქმედი პირი იქნებოდა მდინარე პო და ის, რომ მისადმი ინტერესს არა ფოლკლორი, დამატებითი ჩარევები ან დეკორაციული ელემენტები, არამედ სული, უფრო სწორად მორალურ და ფსიქოლოგიურ მოტივთა ერთობლიობა გააღვივებდა. ისეთი ფილმის, რომელიც დააკმაყოფილებდა არა კომერციულ მოგებას, არამედ გონებრივ მოთხოვნილებას..                                                                        

თარგმ. axavild

Advertisements

One comment

  1. “ისინი იბრძოდნენ, იტანჯებოდნენ, ხელახლა იბრძოდნენ და ხელახლა იტანჯებოდნენ, ფაქტია, მათ ისწავლეს ტკივილის ჩვეულებრივ მოვლენად აღქმა, უფრო მეტიც, მასში ბრძოლის სტიმულის დანახვაც.” ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s