ბერნარდო ბერტოლუჩი: „ ვფიქრობდი, რომ ფილმების გადაღებას ვეღარ შევძლებდი“

Bernardo Bertolucci 

     ბერნარდო ბერტოლუჩის ინვალიდის ელექტრო ეტლი ჭრიალით ეხახუნება კარის ჩარჩოს როტერდამის ოფისისა, სადაც იგი იძლევა ინტერვიუებს.  72 წლის რეჟისორი ფილმებისა უკანასკნელი ტანგო პარიზში, კონფორმისტი, უკანასკნელი იმპერატორი და მე და შენ(მისი ბოლო ფილმი) დაბნეული ჩანს, როდესაც ფოტოგრაფები სთხოვენ მას, რომ მთელს ოთახში იმოძრაოს, თუმცა თავისი მოხდენილობითა და კარგი იუმორით ფარავს ამ უხერხულობას.

     ის კვლავ ძალიან კოხტად გამოიყურება ქეჩის ქუდში, კაშნესა და გაწკრიალებულ კოსტიუმში. ჯერ კიდევ შუა დღეა, მაგრამ თავის თანმხლებ ჰოლანდიელს სთხოვს ცოტაოდენი ჯინი მოუტანოს. როტერდამის კინოფესტივალის პერსონალი არ არის მიჩვეული ასეთი ცნობილი რეჟისორების მასპინძლობას და თავზე დასტრიალებენ მას, რითაც ტკბება ბერტოლუჩი.

     მისი ახალი სურათი  მე და შენ  გადაღებული ახალგაზრდული ენრეგიით, ნიკოლო ამანიტის რომანის ადაპტაციაა. ეს არის ამბავი პრობლემურ 14 წლის ბიჭზე, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს თავის ნახევარ–დას და მის ჰეროინზე დამოკიდებულებას. სიუჟეტი ძირითადად ვითარდება ბიჭის სახლის სარდაფში, სადაც იმალება და დედამისს  ატყუებს, რომ სასკოლო სათხილამურო მოგზაურობაშია წასული.

     საუნდტრეკად ისმის  ჯგუფ Cure–ის, Muse–ის  და დევიდ ბოუვის მუსიკა (სიმღერის space oddity იტალიურ , საშინლად მელოდრამატულ ვერსიასთან ერთად).  დის როლში, თეა ფალკოა, ახალგაზრდა საბედისწერო ქალი(femme fatale), რომელზეც ბერტოლუჩი ამბობს: „პატარა მარლენ დიტრიხი სიცილიიდან“.  როგორც თავად თქვა, ეს მსახიობები აირჩია, რადგან  – „ისინი ძალიან უშუალოები, გაშიშვლებულნი არიან სულით ხორცამდე – და არ არიან როლის შესრულების ტყვეობაში“. თავდაპირველად, ამ ფილმის 3D–ში გადაღება ჰქონდა დაგეგმილი.  „შევისწავლო ტექნოლოგიები, ჩემთვის არის ის აუცილებლობა, რომელიც უნდა გავაკეთო. სხვა მხრივ, სრულიად ჩამორჩენილად ვგრძნობ თავს… მიტოვებულად.“ მაგრამ, კამერები აღმოჩნდა ვეებერთელა. ბერტოლუჩის სწრაფად სურდა ფილმის გადაღება, იმპროვიზაციის  თანხლებით,  3D აღჭურვილობა კი არ იძლეოდა ამის საშუალებას.

891849_10200996498503476_1831437761_o                                                                                            კადრი ფილმიდან “მე და შენ”

     მე და შენ   ბერტოლუჩის პირველი ნამუშევარია მეოცნებენის   შემდეგ.  არსებობდა მითქმა–მოთქმა, რომ აღარასოდეს გადაიღებდა ფილმს.  ეს ჭორები თავისთავად მისი ზურგის პრობლემას უკავშირდებოდა, რასაც წარუმატებელი ქირურგიული ჩარევაც მოჰყვა. ხმები მხოლოდ მაშინ გაქარწყლდა , როდესაც მისი მდგომარეობის მიუხედავად შეძლო აეღო ახალი პროექტი.

     „რამდენიმე წლის წინ, მოძრაობაც არ შემეძლო. არ შემეძლო სიარული.  ეს იყო ის პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ვეღარ შევძლებდი ფილმების გადაღებას. ვიფიქრე, კარგი, მორჩა. რამე სხვას გავაკეთებ.. მაგრამ, ყველაფერი შეცვალა იმ მომენტმა, როცა დავთანხმდი ამ პროექტს.“

     ბერტოლუჩი ჟესტიკულირებს თავის ეტლზე. ყველაფერი გასაგებია. ის ამბობს „აქაც შესაძლებელია ბედნიერი იყო“. განსხვავება იმაშია, რომ მჯდომარე პოზიციიდან უყურებს კამერას და გადასაღები ლოკაციების არჩევანიც მცირდება ასეთ შემთხვევაში.

     ბერტოლუჩის სარეჟისორო კარიერა მთელს 50 წელს მოიცავს, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელსაც ისეთივე ახალგაზრდული სული აქვს, როგორც 1961 წელს, 21 წლის ასაკში თავის პირველ ფილმს რომ იღებდა. ის თანაუგრძნობს თავის ახალგაზრდა გმირებს ფილმში მე და შენ,  და საკმაოდ შეწუხებული ჩანს, როდესაც ჟურნალისტი ეკითხება , თუ რა რეაქცია ჰქონდა მას , როცა 2011 წელს მარია შნაიდერის სიკვდილი შეიტყო, და წაიკითხა ნეკროლოგები სადაც ნათქვამი იყო, რომ მისმა ფილმმა – უკანასკნელი ტანგო პარიზში  მარიას ცხოვრება დაუნგრია.

     „საწყალი მარია. არ მქონდა ხელსაყრელი შემთხვევა რომ მივსულიყავი და პატიება მეთხოვა მისთვის. 19 წლის იყო და როგორც ფილმის –  მე და შენ  მსახიობები, მასაც არსად არასდროს ეთამაშა ადრე. ხანდახან, გადაღებებისას არც ვეუბნებოდი შემდეგ სცენაში რას ვაპირებდი, რადგან ვიცოდი, ასე უკეთესი იქნებოდა მისი თამაში. ასე რომ, როცა ჩვენ ვიღებდით მარლონ ბრანდოსთან ერთად კარაქის სცენას, გადავწყვიტე არ მეთქვა მარიასთვის. მინდოდა მისგან რეაქცია იმედგაცრუებისა და გაბრაზების.“

     „ვერაფრის გაკეთება შევძელი“, აგრძელებს ბერტოლუჩი, „ვისხედით ოთახში , ვსაუზმობდით მარლონთან ერთად. ბრანდო თავისს ტოსტზე კარაქს უსვამდა. განვიხილავდით, როგორ გადაგვეღო ეს სცენა. უცბად შევხედეთ ერთმანეთს…  და ასე გაჩნდა ის ცნობილი სცენა კარაქით.“

dd                                                                           კადრი ფილმიდან “უკანასკნელი ტანგო პარიზში”

       ფილმი  მე და შენ  ეხება ჰეროინზე დამოკიდებულებას და მოზარდობის გასაჭირს, მაგრამ ცოტა ნათელი ტონი დაკრავს, ბერტოლუჩის წინა ნამუშევრებთან შედარებით. მან წიგნის ფინალიც კი შეცვალა და ერთგვარ ბედნიერ დასარულად აქცია.

       როდესაც საქმე ეხება პოლიტიკას, რეჟისორი უფრო მოჟამული ხდება. მან შესაძლოა ხმაც არავის მისცეს იტალიის მომავალ არჩევნებში. იგი ფიქრობს, რომ 1968 წლის ახალგაზრდულ იდეალიზმს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ გაქრა. „მრავალი, მრავალი წლის შემდგომ გადამიყვარდა პოლიტიკა. დიდად არ მომწონს ეს ამბავი, მაგრამ სიმართლეა.“ – აღნიშნავს ბერტოლუჩი.

       დიახ, ის ხშირად მუშაობდა Medusa Film-თან, რომელიც სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ გააჩნდა გარკვეული ზიზღი პოლიტიკური გავლენების მიმართ, იტალიის კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა, ბერლუსკონი არასდროს ჩარეულა რომელიმე ფილმში, რომელიც  ბერტოლუჩიმ გადაიღო და რეჟისორი აქვე დასძენს, რომ მრავალი გამოჩენილი მწერალი თანამშრომლობდა Mondadori-სთან, უდიდეს იტალიურ გამომცემლობასთან, რომელიც 100% ბერლუსკონის ეკუთვნოდა. რაც აშინებს რეჟისორს, არის აზრი იმის შესახებ, რომ ბერლუსკონი  შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს პოლიტიკაში.

       „ჩვენ მასთან ერთად 20 წელი განვვლეთ. მის უდიდეს ნაციონალურ სატელევიზიო არხებთან ერთად, სადაც სხვადასხვა სუბკულტურული ღირებულებები ჩამოაყალიბა. მოკლედ, მოკლა კულტურა. მან დაუმახინჯა ტვინები ახალგაზრდებს, რომლებიც ამ წლებში გაიზარდნენ. ხშირად წააწყდები გაუნათლებლობას და უმეცრებას, რომელიც ისეთი დიდი მასშტაბებისაა და შემაძრწუნებელი..“

     იტალიის კომუნისტური პარტია, რომელსაც ბერტოლუჩი ერთ დროს მხარს უჭერდა იქცა დემოკრატიულ პარტიად ადრეულ 1990–იანებში, და როგორც რეჟისორი ფიქრობს, მისი გავლენაც შემცირდა , ხილულობის თვალსაზრისით.

     „ვცხოვრობდი ერთგვარ კომუნისტურ ოცნებაში“, აღნიშნავს იგი. გარკვეული მომენტში, რამდენიმე წლის წინ მან იგრძნო, რომ მხოლოდ სამი კომუნისტი დარჩა: ჟოზე სარამაგო, ერიკ ჰობსბაუმი და თვითონ. ამჟამად, ფიქრობს , რომ კომუნიზმი „გადაშენდა“. რაც შეეხება თავისი სამშობლოს კინემატოგრაფიას, მას სჯერა , რომ იტალიაში კინო „ღრმა კომაშია“, საიდანაც ნელ–ნელა გამოერკვევა და ეს გამოღვიძება დაწყებულია ისეთი რეჟისორებით, როგორიცაა მატეო გარონე და პაოლო სორენტინო. ეს არის ერთგავრი გამოცოცხლება, სადაც შეეცდება ითამაშოს თავისი როლი. ნებისმიერი ახალი ფილმი, არის პატარა საშენი აგურივით, მაგრამ ეს არის გზა, რომელიც მას მოსწონს.

      „მომწონს ვიყო , როგორც ფრანგები ამბობენ, huis clos-ში  –  ერთ ადგილზე. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს კლაუსტროფობია. მაგრამ, ჩემთვის კლაუსტროფობია თითქმის დაუყონებლივ იქცევა კლაუსტროფილიად. მე მომწონს ეს!“

The Guardian , 2013

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s