დანიელ სუზა – ველური

   ამბავი ველურ ბავშვზე, რომელიც გაზარდეს მგლებმა და, რომელსაც იძულებით აბრუნებენ მისთვის რთულად აღსაქმელ ადამიანთა სამყაროში.


 

    სარტო: რატომ აირჩიე მსგავსი თემა? რა იყო ამ თემის მამოძრავებელი?

   დანიელ სუზა: მე მიყვარს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ფორმატი. სრულმეტრაჟიანი ფილმისგან განსხვავებით, აქ მოკლე დროში შეგიძლია უამრავი  რამის თქმა. უჩვეულო ისტორიების გადმოცემა, ისეთი ისტორიების, რომელიც ერთდროულად იდუმალი, პათეტიკური და აბსტრაქტულია. თავისი თავისებურებებით, რომელიც  ამბის სიუჟეტის გაშლისთვის გჭირდება. პირველ ათ წუთში შეიძლება ანიმაციის მაგიამ და ალქიმიამ სახე  იცვალოს. მთავარია გქონდეს ძლიერი სცენარი, ხოლო თუ რა ხერხებით განახორციელებ მას – ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მე ზუსტად ვიცოდი, რომ მსურდა გადამეღო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.

    რაც შეეხება ფილმის თემას, ეს  იმ იდეათა ნაკრებია, რომელიც ჩემს სხვა ფილმებში განვავითარე. მათ ერთი რამ აერთიანებთ – იპოვონ მთავარი განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის.  ის რაც განგვაშორებს ცხოველთა სამყაროსგან, გაორება ჩვენს ინტელექტსა და ცხოველურ ვნებას შორის. მე ეს გამოვიკვლიე ნახევრად ადამიან და ნახევრად-მხეც –„მინოტავრზე“ მუშაობის დროს,  და მცირეოდენი გავიგე იგავ-არაკებიდან, თუმცა ორივე მათგანი ეფუძვნება ზღაპრებსა და მითებს. 

   „ველური“  აქტუალურ თემას ეფუძნება. თუმცა, ის გამოგონილი ისტორიაა, ჩემი კვლევების შედეგი. ის მიმდინარე ამბავს არ ეყრდნობა.უფრო იმ იდეის გადმოცემა მსურდა, თუ რად იქცევიან შინაგანად ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან ცივილიზაციას, ენასა და მეხსიერებას.ამ ყველაფრის გარეშე, კიდევ ითვლები თუ არა ადამიანად?

    შესაბამისად, დავიწყე ამ თემის შესწავლა და გამოკვლევა და ამ იდეის გადმოცემის მშვენიერ საშუალებასაც მივაგენი… ე.წ. ველური ბავშვის ფენომენი. შენ იყვან ბავშვს და სვამ მას აბსოლუტურად უცნობ გარემოში. რა ემართება ბავშვს? ბავშვობის „მითთან“ ერთად, ბავშვობის მეხსიერების გამოკვლევა ჩემთვისაც საინტერესო იყო.ჩვენ ვცდილობთ განვიხილოთ ბავშვობა, როგორც ერთ-ერთი „მდგომარეობა“; ერთ-ერთი იდილიური მდგომარეობა -სიწმინდე,  რომელიც ცოდვილი ფიქრებით ჯერ არ წაბილწულა. შენ ხარ ანგელოზი, თუმცა, არსებობს ბავშვის საპირისპირო ცნებაც… ე.წ. დემონი ბავშვი, შეპყრობილი და ბოროტი ძალებით მართული, რომელიც არ ფიქრობს იმაზე, თუ ვის აყენებს ზიანს, უბრალოდ ის გაუთვიცნობიერებლად, ამ სურვილებითა და ინსტინქტებით მოქმედებს. ნამდვილად გასაოცარია, რომ ბავშვობაზე, თითოეულ ჩვენთაგანს, აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა აქვს. თუმცა, ორივე მათგანი ხელოვნურია. ანიმაციური ფილმის შექმნა ძალიან დიდ დროს საჭიროებს, პროცესში უამრავ, განსხვავებულ იდეაზე ფიქრობ.მე მაქსიმალურად შევეცადე ყველაფერი ჩამედო ფილმში. როგორც მოგეხსენებათ, ხუთი წელი მოვუნდი ამ ანიმაციის შექმნას, ეს კი სასაცილოდ ბევრი დროა. [იცინის].

     სარტო:  მომიყევი პროცესზე, როგორ იქცა ისტორია ანიმაციად.

    დანიელ სუზაპირველ რიგში, ის უნდა ვთქვა, რომ მთელი დღე ამაზე არ ვმუშაობდი. ძალიან ბევრი ვიმუშავე და ვისწავლე რეკლამების კეთებისას. ის მცირეოდენი დრო, რომელიც მრჩებოდა, მსურდა ამ საქმეზე დამეხარჯა. დაწყებამდე, იდეა ზუსტად არ მქონდა ფორმირებული. ძალიან ბევრ ანიმაციურ ექსპერიმენტებს მივმართე, ვიყენებდი როგორც ნახატებს, ისე სხვა საშუალებებს. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს სცენარის დაწერა, მერე მისი გაშლა და მხოლოდ შემდეგ ფილმის გადაღება. ეს პროცესი მაშინაა აუცილებელი, როცა კლიენტთან მუშაობ ან სხვა ხალხთან ერთად, რომლებიც შენზე არიან დამოკიდებულნი. როცა მარტო მუშაობ, არ იზღუდები წესებით, გაქვს სიუჟეტური გადახვევის ფუფუნება. ჩემ შემთხვევაში ასე ხდება – რაღაც წარმოსახვითი სურათით ვარ შეპყრობილი, ვიწყებ ამ იდეის აწონ-დაწონვას და შემდეგ წარმოსახვის გამოსახულებიან ფილმად ქცევას. ფილმი ორგანულად ვითარდება – შიგნიდან გარეთ გამოდის. ამ დროს შეიძლება ძალიან ბევრი ფუჭი მასალა ამოტივტივდეს, რომელიც აბსოლუტურად უადგილოა უკვე შეკრული და დამთავრებული კადრისთვის, კონტექსტიდან ამოვარდნილი, არაფრის მომცემი ჩანართი, რომელსაც, უბრალოდ, ვიღებ და ვაშორებ.

      შექმნის დროს ძალიან ბევრი დეტრიტი იყრის თავს, თუმცა, ბოლოსკენ ეს ყველაფერი ამდიდრებს ფილმს, რადგანაც შენი შემოქმედებითი პროცესი ცოტა არ იყოს და ინტუიციაზე დგას, ისე ნათლად არ არის ფორმულირებული, როგორც ეს წერის დროს ხდება. ამ ფილმზე მუშაობის პარალელურად კიდევ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შევქმენი.  ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა რეპეტიცია, მცირე ტესტირება. პირველი იყო „ქარის წისქვილი“, ხოლო მეორე „ნელი დინება“. ორივე ფილმი  „ველურის“ ვიზუალური ენის ფორმირებაში დამეხმარა.   მსურდა ყველაფერი ხელით დამეხატა, თუ გამომეყენებინა გარკვეული ტიპის ტექნიკა?  რა ტიპის ისტორიის მოყოლას ვაპირებდი? მსურდა შემექმნა რაღაცა აბსტრაქტული, თუ ლიტერატურული? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში, სწორედ ეს ფილმები დამეხმარა.

 

  სარტო: მე შევხვედრილვარ ანიმატორებს, რომლებიც კონკრეტულ ხაზს მიყვებიან. მაინტერესებს, ამ ხუთ წლიანი პერიოდის დასასრულს, შენი იდეები ამ ხაზს შეერწყა და ფილმად შეიკვრა?

   დანიელ სუზადიახ. შარშან უკვე ზუსტად ვიცოდი, თუ რა ტიპის ფილმის გადაღება მესაჭიროებოდა.ეს უნდა ყოფილიყო ანიმაციური.. რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებული მქონდა, ისღა დამრჩენოდა ეს ყველაფერი  ერთად შემეკრა.  ვთანამშრომლობდი ადგილობრივ სკოლებთან და საშუალება მომეცა ასისტენტებად ამეყვანა სტაჟიორები.ზაფხულში მყავდა ერთ მუშტად შეკრული სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც მეხმარებოდა ასლის გამრავლებასა და სკანირებაში. მათ ანიმაციის გარკვეული ნაწილი შექმნეს და გადაიღეს. ამ ყველაფერმა დააჩქარა პროცესი. ზაფხულის შემდეგ, ერთადერთი მესამე აქტის დასრულებაღა მრჩებოდა.  ვცხოვრობდი ბინაში და ხუთ კვირაში მოვახერხე ყველაფრის დასრულება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დრო გჭირდება ფილმის გადასაღებად, მნიშვნელოვანია ზუსტად ჩამოყლიბდე თუ რა ფილმის გადაღებას აპირებ, შემდეგ იფიქრო ფილმზე და ყველაფერი სწორად გააკეთო, თვითონ ფილმის შექმნის პროცესი დიდ დროს არ საჭიროებს.   

 

   

    სარტო: აღწერე შენი ანიმაციური ტექნიკა. „ველური“ ძალიან ლამაზი ფილმია, თავისი ხელით შესრულებული კადრებით.

   დანიელ სუზაჩემი ბექგრაუნდი მხატვრობაა. სკოლაში ვსწავლობდი მხატვრობასა და ილუსტრაციას. ყოველთვის მსურდა ნახატის ანიმაციად ქცევა. ის, რომ ანიმაციას მოვკიდე ხელი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრობასთან დაბრუნების სურვილით აიხსნება. მე ლიტერატურული ხაზით არ მოვდივარ, ჩემი მამოძრავებელი გახლდათ მხატვრობა.  რა თქმა უნდა სასაცილოა მხოლოდ ინდივიდუალური ფრაგმეტების ხატვა, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე სხვა მიმართულება მიმეცა ნახატებისთვის და ამაზე ძალიან ბევრი ცდაც ჩავატარე. 

    გადავწყვიტე ანიმაცია უხეში „Flash“-ით შემექმნა. მე მომწონს ის ინტუიციური გზები, რომელსაც ეს პროგრამა გვთავაზობს.შენ შეგიძლია იმუშაო ხმაზე, მთლიანად შეცვალო ფილმის კონტექსტი და უცებ ადაპტირდე მოძრაობებში. მოკლედ მე მიყვარს „Flash“-ში მუშაობა, თუმცა არ მომწონს მისი ვიზუალი. თითოეული ფრაგმენტი, ცალ-ცალკე ამოვაპრინტერე ქაღალდზე და ხელით დავარედაქტირე.ძირითადად შევქმენი ნიღბები, რადგანაც ყველა პერსონაჟი  სილუეტია, არ შეიცავენ შინაგან ინფორმაციას. ისინი მხოლოდ ჩრდილსა და ლანდს წარმოადგენენ. სილუეტები ხელით შევქმენიჯერ შევქმენი ხასიათი და შემდეგ უკვე ჩრდილი. ბოლოს, ეს ყველაფერი ხელახლა შევიყვანე კომპიუტერში და „After Effects“-ის დახმარებით, თითოეულ, ხელით შესრულებულ ნიღაბს დავადე უკვე წინასწარ გამაზადებული და შეყვანილი ჩრდილ(ებ)ი. 

     

    სარტო: შენ ჯერ „Flash“-ი ხატავ, შემდეგ აპრინტერებ, ხელით არედაქტირებ, შემდეგ იხმარ „After Effects“, სადაც ქმნი შენს ანიმაციას, სტრუქტურასა და კომპოზიციას?
დანიელ სუზა: ასეა.  ხელით მუშაობისგან განსხვავებით ეს პროცესი გაცილებით ნაკლებ დროს მართმევდა, ტრადიციულად ჯერ შავ საქმეს ვაკეთებ,  და მხოლოდ შემდეგ გადამაქვს ის ქაღალდზე და ვარედაქტირებ.  ერთადერთი რასაც დამატებით ვაკეთებდი  (და იმასაც ავტომატურად) იყო მასალების ამოპრინტერება .

    სარტო: დასასრულს რა ცვლილებები შეიტანე?

   დანიელ სუზა: პრინციპში, შესაცვლელი არაფერი იყო.თვითონ ანიმაციას  ახასიათებს გზადაგზა ცვლილებების შეტანა. „Flash“-ში ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებული მქონდა, რაღაც განსხვავებული შტრიხებიღა დავამატე.  საბოლოოდ, ფილმი „Premiere“-ში შევკარი. რაღაცებს შევცვლიდი, თუმცა დიდად ამის აუცილებლობაც არ არის..

 

   სარტო: რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა?

   დანიელ სუზა: ყველზე დიდ სირთულეებს ისტორიის შექმნისას წავაწყდი. მართალია, თავისი სიძნელეები ტექნიკურ მხარესაც ახასიათებს, თუმცა ის გაცილებით მარტივი გადასაწყვეტიცაა, მთავარია – ცდების ჩატარება და სწორი მიმართულების არჩევა. რაც შეეხება ამბავს, ის ძალიან სუბიექტურია. აქამდე მასზე მუშაობის გამოცდილებაც არ მქონია. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ფილმის იდეაზე და ვიშველიებდი უკვე არსებულ და ყველასთვის ნაცნობ მითებსა და ისტორიებს.  ან მივმართავდი უკვე „ზღაპარში“ გამოყენებულ ხერხს – წრიულ ნარატივს, სადაც დრამატული ელფერის გარეშე –  დასაწყისიც და დასასრულიცერთნაირია.

   

    რაც შეეხება „ველურს“, ნამდვილად მსურდა მაყურებელს ეგრძნო პერსონაჟი  და დროსთან ერთად მისი ხასიათის ცვლილება. ეს უხმო ფილმია. როგორ შეიძლება სიტყვების, მიმიკების გარეშე მოყვე ისტორია? ეს ძალიან რთული შესასრულებელია.  ძალიან შევიზღუდე თავი, რადგანაც ფილმში გამოყენებული ყველა პერსონაჟი – უგანწყობო, ემოციას მოკლებული სილუეტია. შესაბამისად, ყველაზე რთული იყო სწორი ისტორისა და სტრუქტურის შექმნა.

   მიხარია, რომ ფილმი ცნობილი გახდა, რადგანაც გარშემო, მართლაც, ძალიან ბევრი კარგი ანიმაციაა შექმნილი, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრისთვის უცნობია. ჩემი ფილმის იდეით, მსურდა მეჩვნებინა, რომ ანიმაცია მხოლოდ ბავშებისთვის არ იქმნება. არაა საჭირო, ყველა მათგანი იყოს სასაცილო. მასში შეგიძლია კომპლექსური იდეების გაშლა, როგორიცაა –  ადამიანთა სამყარო, მათი ცხოვრების წესი და პირობები.

   

   სარტო: რა იყო შენი ფილმის შექმნის მამოძრავებელი? ამ ანიმაციაზე მუშობის დროს, რა ისწავლე ისეთი რამაც უფრო დაგხვეწა, როგორც ანიმატორი?

    დანიელ სუზა: იცი რა, ძალიან ბევრი პატარა დეტალია. ალბათ, მთავარი რაც ვისწავლე ისაა, რომ ყველა დეტალსა და ნიუანსს არ უნდა მიაქციო ყურადღება. ამ ფილმზე, მართლაც, მონურად ვიშრომე.  მსურდა საქმისა და ადამიანების ერთგული დავრჩენილიყავი, მიუხედავად სირთულეებისა და დროის გაწელვისა – დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა.  აუცილებელია იმოქმედო იმ საშუალებებით, რომელიც იმ მომენტში გაგაჩნია და რაღაცების შექმნისას ზედმეტად პერფექციონისტიც არ უნდა იყო. თავიდან ძალიან ბევრი ცუდი ფილმი გადავიღე, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორ გზაზე დავმდგარიყავი. [იცინის].

   სარტო: ანუ სანამ რამე ღირებულ შექმნი, იქამადე რამდენიმე ცუდი იდეის განხორციელება გჭირდება?

    დანიელ სუზა: კი, მხოლოდ უვარგს თემებზე მუშაობის შემდეგ ვახერხებ ღირებული პროდუქტის შექმნას.

 

 

 

სარტო „ Animation World Network“-ის ჟურნალისტი და რედაქტორი..

თარგმ. axavild

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s