“ფიროსმანი” გიორგი შენგელაია

hjk

      პოეტური ბიოგრაფიის ბრწყინვალე და ინოვაციური ნიმუში საბჭოთა კავშირიდან. თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ არაფერია უფრო რთული გადმოსაცემად, ვიდრე არტისტის შემოქმედება. კიდევ უფრო ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ არაფერია იმაზე რთული, გვერდი აუარო საბჭოთა იდეოლოგიის ბარიკადებს და მოყვე ამბავი ვინმე არაორდინალურზე. ამ ორივე თითქოსდა ჭეშმარიტებას მშვიდად უწევს წინააღმდეგობას გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, რომელიც დიდი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის, 1862–1918 წლებში მოღვაწე ნიკო ფიროსმანაშვილის, იგივე ფიროსმანის შესახებ გვიამბობს ისტორიას. ფილმში იგი ნაჩვენებია, როგორც მაღალი, წვერიანი, მხრებში მოხრილი ფიგურა, ღირსების გრძნობით გამსჭვალული, თავმდაბლური შესახედაობის. იგი თბილისში ცხოვრობს, თავისი ნათლულის მამას იყოლიებს, რომ საკუთარ სავაჭრო საქმიანობის დაწყებაში დაეხმაროს. მისი დუქნის პირველ კლიენტებს შორისაა მოხუცი ქალბატონი, რომელიც მისგან ვალად ყიდულობსდა ადგილობრივი თავადის მსახური.  მოგვიანებით, თავისი და და სიძე გამოდიან ამ საქმიდან თავისი წილით. ნიკალა თავადის მსახურს ფასებს უორმაგებს, ხოლო, მოხუცს ქალს უსასყიდლოდ ატანს ყველაფერს რისი წაღებაც შეუძლია, რის შემდეგაც ღარიბები შემოეხვევიან ნიკალას დუქანს და ისიც მთელი თავისი საქონლის მარაგს მათ ურიგებს. 

       ფილმი სავსეა გასაოცარი კადრებით, რომლებიც ფიროსმანის ფერწერის კომპოზიციების მიხედვითაა შედგენილი. არის ერთი სცენა, სადაც სამი გლეხის ქალი ზის თითქოს ფოტოს გადასაღებად გამზადებული, სამივე წინ იყურება, ნაპირებზე მჯდომ ქალებს  ხელები მუხლებზე უდევთ, შუაში მჯდომს კი, კალთაში. მსახიობი ავთო ვარაზი, რომელიც ფიროსმანის როლს თამაშობს, ფილმის ერთ–ერთი მხატვარი იყო. ფილმის ფერებში ლურჯი და ყავისფერი ჩრდილები ჭარბობს, კომპოზიციებს მარტივი კონტურები ქმნის, თეთრი კედლების ფონზე. კამერა, რომელიც თითქმის არ მოძრაობს კადრებს შორის, ფილმს ანიჭებს სიმშვიდეს და საზრიანობას. ჩვენ მომსწრენი ვართ მხატვრის თვალით და ყურით აღქმული დეტალებისა. ქალები კერავენ, კარები ჭრიალებს, დუქნის შესასვლელში მოხუცი ქალბატონი გამოჩნდება, მისი სილუეტი გარედან შემოსული დღის სინათლის ფონზე იკვეთება.

jhj

    დუქანი, ცარიელი, მივარდნილი ადგილის შუაგულში მდებარეობს, მის გარშემო გადაღებულ კადრებში უძრავი ცენტრის ადგილი უკავია და თითქოს ქართულ პეიზაჟზე განთავსებული ანრი რუსოს ნახატია, სადაც ფონად ძალიან ნელა მოძრაობენ ურმები. ფიროსმანი დუქნის შესასვლელის კედლებზე ორივე მხარეს კიდებს ნახატებს, სადაც ძროხებია გამოსახული: „ისინი გვაძლევენ რძეს და კარაქს“. იგი ალაგებს თავადის მზარეულის კალათაში რძის ქილას, თაფლს, კარაქს, ყველს  და შემდეგ კვლავ უკან იღებს, რადგან მსახური ამბობს, რომ ძალიან ძვირია. ფიროსმანის ცხოვრება ეფუძნება ღირსების იდეას, რომელსაც ყველაზე ღარიბი ქართველი ინარჩუნებს: რომ ადამიანმა უნდა დატოვოს თავისი კვალი დედამიწაზე. ერთ–ერთ მიწისქვეშა დუქანში იგი სვამს ყველა ბედკრულის სადღეგრძელოს: ყველა ქვრივისა და ობოლის.

    იგი აღფრთოვანებულია სცენით, რომელსაც მუსიკალურ სალონში აწყდება ახალგაზრდა გოგონა მღერის ფრანგულად. თავისი ცხოვრების წესი, სმა, დაკვირვება, თავსატეხს უჩენს მას: ეს ბოლომდე არც ძირავს და არც ათავისუფლებს. ხანდახან გრძნობს, რომ თითქოს ამ მარტოობით და უფერულობით სული ეხუთება. რეჟისორის მშვიდ კომპოზიციებში თითქმის ყოველთვის დომინირებს  და კადრში დიდი ადგილი უკავია იატაკს, მიწას, რომელზე დგომისას ფიროსმანს თითქოს ეშინია, არ ჩაიძიროს. ფერწერა არ აძლევს მას ამის საშუალებას. ასე რომ,  ამ ფილმის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ცხოვერებასთან ფეხშეუწყობელ კაცს რეჟისორი თითქმის ქრისტეს მსგავს ადამიანად გვიჩვენებს და ჩვენ გვჯერა, რომ იყო ერთი ჭეშმარიტების მიმდევარი მხატვარი, რომელიც თავის თავს სიკეთესათან აიგივებდა. იგი სიხარულითა და ნაღველით ხატავდა სურათებს. აღდგომამდე რამდენი დღით ადრე, იგი ჩაკეტილია სარდაფში მისი კეთილის მსურველების მიერ, რომლებმაც იცოდნენ რომ ხატვა ერთადერთი რამაა რაც მას აცოცხლებს. იგი სამი დღის განმავლობაში მუშაობს, განმარტოებული გენიალური ფერწერა. ის აღდგომას გამოუშვეს და ტილოებს შორის, რომელიც  დახატა გამოსახული იყო გოგონა ბუშტით, ადამიანები საქეიფო მაგიდასთან, თითქოს „საიდუმლო სერობის“ მსგავსი განლაგებით, მაგრამ საზეიმო განწყობით. იგი ბრუნდება თავის ქოხში. „ვინ არის აქ?“,  „რას აკეთებ?“ ეუბნება კეთილის მსურველი გლეხი ნიკალას. „ვკვდები“ პასუხობს განდეგილი მხატვარი. „რა დროს სიკვდილია, ქრისტე აღდგა, ხალხი ზეიმობს“.  „ქრისტე აღდგა“, ხალხი ერთმანეთს ულოცავს და ტრადიციული რუსული წესით, ორივე ლოყაზე კოცნის ერთმანეთს. ეს არის სურათი მარტოხელა ოსტატზე, რომელიც ცხოვრების მიმოქცევას უპირისპირდება… სურათი საბჭოთა კავშირიდან. ფიროსმანის მეგობარი არ აძლევს მას სიკვდილის საშუალებას და მოკირწყლულ ცარიელ ქუჩაში მდგარ ორთვალამდე მისვლაში ეხმარება, გარეთ კი აღდგომაა. მას თან მიაქვს თავისი საღებავები და ნახატები.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ The New Yorker-ში, 1978 წლის 5 ივნისს, ავტ. პენელოპ ჯილაიტი

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s