ლექცია თემაზე – ცდუნება

პაოლო სორენტინო. ნაწყვეტი რომანიდან „ყველას თავისი სიმართლე აქვს“ 

10013593_10200701291935184_1497063966_n

რითმი

    მოგმართავთ თქვენ, რომლებიც ჩემი არ იყოს არასოდეს ყოფილხართ სიმპატიურები. ანუ იმათ, რომელთაც გვერდით ჩაუვლიან და ვერც შეამჩნევენ. ნათელია, თქვენ ხელთ გრჩებათ ერთადერთი იარაღი; ეს იარაღი შეიძლება იყოს მძლავრი და უსაზღვრო; მთების გადამაადგილებელიც კი. ეს იარაღი სიტყვაა.

     ულამაზესებსა და უსიმპატიურესებს შეუძლიათ გადაახტნენ ამ ლექციას. აქ არაფერია თქვენთვის საინტერესო და შესაშური. იცით როგორ ხდება.. საკმარისია იყოთ ძალიან სიმპატიურები და მაშინვე, ყველა თქვენ მოგახტებათ, საერთოდ არაფრის კეთება არ გიწევთ, უბრალოდ ტკბებით და საზრდოობთ თქვენივე სილამაზით. გასაგებია, სახის ნაკვთები თავის ადგილზეა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სხვა შესაძლებლობების განვითარების მოთხოვნილება არ გაქვს? ხდება ის, რომ საბოლოოდ რჩებით უინტერესოები და ინდიფერენტულები, თქვენ არ გაგაჩნიათ უიმორის გრძნობა, რადგანაც ცხოვრებაში არ დაგჭირვებიათ მისი გამოყენება, არ იმტრევთ თავს იმაზე ფიქრით თუ როგორ მიაღწიოთ თქვენს საწადელს და ეს ყველაფერი გულქვა და ჩუმ ადამიანებად გაქცევთ. თქვენი ერთადერთი საფიქრალია – დაიყენოთ სულელური, ხელოვნური, ვითომ იდუმალი მზერა. პათეტიკურები ხართ და არ ვიცი, თქვენზე უნდა მეცინებოდეს თუ მეტირებოდეს. არ გვაინტერესებთ. და ეს იდუმალება რას ეყრდნობა? რა ყლეობაა.

    თუმცა, არსებობენ გამონაკლისები და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მაგალითად, ჩემი პედაგოგი – მიმო რეპეტო, რომლის წარმატების მიზეზი არასოდეს გამხდარა მისი გასაოცარი სილამაზე, მან დახვეწა თავისი მიმზიდველობა, მომხიბვლელობა, გამჭრიახობა და დაწერა გასაოცარი სიმღერები. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც დიდი წვალებით შექმნა მიმო და თავისი სილამაზე მეორე ადგილზე დააყენა. თუმცა, ის მხოლოდ გამონაკლისია.

     ჩვენს თემას დავბრუნდეთ.მხოლოდ კარგად საუბრის ცოდნა არ კმარა. ისე ხდება, რომ ქალი, თქვენი საუბრის მეორე ნაწილში, ვეღარ ყალიბდება – თავი მოწყენილობის თუ მწუხარების გამო მოიკლას. ვერ აჩერებს ფეხებს, მათ ეპილეფსიით დაავადებულის მსგავად კრუნჩხავს, ისე, თითქოს, კინოთეატრის სკამზე იყოს მიჭყლეტილი და უჩვენებდნენ წარმოუდგენლად ყლეურ ფილმს. სწორედ ამ დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გონიერება; იმ ქალის ერთადერთი საფიქრალი შემდეგია – გაიგოს, რომელი საათია.. სურს მალვით, ჩუმად დახედოს თავის საათს, მაგრამ უტყდება და თავს იკავებს. და, აი, მაშინ ცდილობს, როგორმე თქვენს საათს მოკრას თვალი, თუმცა მისი პოზიციიდან საათის დადგენა მარტივი საქმე არ არის, რადგანაც საათის ციფერბლატი ამოტრიალებულად ჩანს. მე ვიცი, თქვენ ამ დროს განაბულები და კმაყოფილები ზიხართ, გგონიათ, რომ ის ზის და თქვენს ხელებს აკვირდება; ფარულად უთვალთვალებთ ალერსის პირველ გამოვლინებას; ფიქრობთ, აი, აი ახლა გეტყვით თუ როგორი დახვეწილი და გრძელი თითები გაქვთ, როგორი წვრილი, მეტყველი და ბანჯგვლიანი ხელები. გჯერათ თქვენივე ფიქრების და, უცებ, ის ნერვებმოშლილი და გატანჯული, ძალებს მოიკრებს და ნელი, პათეტიკური, ჩუმი ხმით გკითხავთ:
„უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით რომელი საათია?“
აი, ამას გეკითხებათ. თქვენ ამას არასოდეს აღიარებთ, მაგრამ ეს ასეა.

   ეს, ისე – სხვათაშორის, ისე კი, არც ლამაზები და არც სერიე C2-ის B ტურის მოაზროვნეები არ გვაინტერესებს. რაღა რჩება? მცირეოდენი რამ და მცირეოდენი შანსი.

   დასაწყისისთვის ჯობია რაღაცა ათასწლეულის ყლეობა ჩაიდინოთ, ვიდრე ტკეპნოთ ერთი ადგილი და გაიტანჯოთ. ყველაფერი ზოგადი დასაკიდებელია. შეიძლება, ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ასე არ არის.

    ვიღაცა როცა მოგვწონს, დიდია მღელვარება და ამ დროს მხოლოდ წარმოთქმულ სიტყვებზე ვრეაგირებთ, რაც უფრო არეულ-დარეულია ფრაზები, მით უფრო უარყოფითია საკუთარი თავისადმი შეფასება, უფრო უხერხულად გრძნობთ თავს, უფრო ირთგუნებით, უფრო დამთმობი ხდებით, უღრმაევდებით წარუმატებლობის მიზეზებს, ტყუილებით ამართლებთ თქვენს ბედს, სიცრუესა და მარტოსულ ცხოვრებას. არა! თქვენვე დაბლოკეთ ეს ჯაჭვური რეაქცია! არა! ახლა არ შეიძლება დანებება! ამაზე საჭიროა პასუხისმგებლობის აღება და გაუჩერებლივი, მონური მუშაობა. აუცილებელია, უკვლებლივ ყველამ, ვინც კი მარცხი ვიწვნიეთ, ვიყოთ კაუჩუკისებრნი – მოქნილნი. შეუპოვარნი.
მხოლოდ „კრასავჩიკებს“ შეუძლიათ თქვან:
„საყვარელია ეს რესტორანი“
შენ კი უნდა თქვა:
„ეს ადგილი რომელიც ავირჩიე, მოხეტიალებისთვისაა ზედგამჭრილი“.
„ეს რას ნიშნავს?“ – ოდნავი გაოცებით იკითხავს ის.
გაოცება ეგ კიდევ არაფერი. აზრი არ აქვს იმაზე ნერვიულობად, რომ ვერაფერი გაიგო, თან ამას მარტივად ვერ მიახვედრებთ, ის არასოდეს აღიარებს, რომ ვერაფერი გაიგო, უფრო მეტიც, ყოველთვის მეორე სიმართლეს ამჯობინებს: – ეს თქვენაა, რომ არ იცით რას მიედ-მოედებით.

   „ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოხეტიალეებივით (ბოშებივით) თავისუფლები ვართ, მე, მადლობა ღმერთს, ავტოფურგონის გარდა სახლ-კარიც გამაჩნია“.

    ეს დაბალ ტონალობაში უნდა წარმოთქვათ და არა ისე, თითქოს საუკუნის გავარდნილი ფრაზა ყოფილიყოს. ის ცოტა ხანი გაშტერებული იჯდება, თევზის შეკვეთაში ვერ ყალიბდება, აქვს თავისი სასურველი ვარიანტი, მაგრამ არ იცის კონკრეტულად თქვენთან რა უნდა შეუკვეთოს და ამ დროს, სავარაუდოდ, უაზროდ გაიღიმება. უცებ, ელვისებრი სისწრაფით, იცვლება ფირფიტა. ჩვენი ამ რეაქციის მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მათ დიდხანს არ მივცეთ ფიქრის საშუალება, რადგანაც ჩვენ, ულამაზოები, თუ მათ მარტო დავტოვებთ და მივცემთ ფიქრისთვის დროს, მაშინვე მიხვდებიან, რომ ჩვენთან ყოფნა არ სურთ..

    ზოგადად, თქვენი ქალბატონი, სახლიდან იმ რწმენით გამოდის, რომ თქვენს შორის არაფერი მოხდება, რომც გაგიჟებით მოსწონდეთ, მაინც სულ იმაზე იფიქრებს, რომ უკადრებელს არ აკადრებენ. ეს თქვენ მოგიწევთ კედლის გარღვევა, მისი წარმოდგენების დანგრევა და რეკონსტრუირება; გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ქალები სიზარმაცეს ავლენენ. ბრძანება, რომელიც მუდმივად უტრიალებთ თავში, დაახლოებით ასე ჟღერს: „არა! არ მინდა! ახლა არა! არა, მადლობა!“. მზრუნველმა დედებმა ისინი ოლიმპოს ათლეტებივით გაწვრთნეს და უარის თქმის უამრავი საშუალება ასწავლეს. მოახდინეს ქალიშვილების გონების კოლონიზება, რადგანაც ისინი ვერ გვიტანენ ჩვენ – ზედაპურულ, მტაცებლური ბუნების მქონე მამრებს.

   დასაწყისში ყველაფერი „არა“-ზე დგას. „არა“, რომელიც გულწრფელ და მიამიტურ „კი“- დ ტრანსფორმირდება.

    ჩვენ მათი დედების გულები უნდა მოვიგოთ. ეს კი სულაც არაა მარტივი საქმე. სანამ მათი შვილები ცოცხლები არიან, ისინი სიცოცხლის ბოლომდე გაჭედავენ. ამ გულქვა, უინტერესო ქალებში უნდა აღვძრათ გრძნობა, სხვა თვალით შევახედოთ ცხოვრებაზე, შევთავაზოთ პოზიტივზე ორიენტირებული პერსპექტივა. ისე გადაუშალეთ სამყარო, თითქოს ის ჩვენს მიერ იყოს შექმნილი. ბლეფი – აი, რაზე დგას ჩვენი ცდუნების ხელოვნებაა, ოღონდ ამ ბლეფს დამაჯერებლობის ელფერი უნდა დაკრავდეს. არანაირი გოლდრეიფისა და ფანტასტიკური ოთხეულის მსგავსი ყლეობა.

    არ უნდა დავუტოვოთ ფიქრის საშუალება და თუ ღმერთი გწამთ, არანაირი ანეგდოტები! ის რაც არასოდეს გიკადრებიათ, მაინც და მაინც ახლა ნუ იკადრებთ და ნუ გაიმასხარავებთ თავებს. თქვენი მცირე შესაძლებლობების წარმოჩენის შემდეგ, მიეცით ამოსუნთქვის საშუალება, ამ პაუზის დროს გაიფიქრებს, რომ არც თუ ისე ცუდი ტიპი ხართ, ხელახლა გაიხსენებს თქვენს სიტყვებს, ხოლო თუ ერთი წუთით გახვალთ საპირფარეშოში, მის რიფლექსებს უფრო ფართო გასაქანს მისცემთ. იმას ვამბობდი, თუ ვერ ფლობთ ირონიას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლუზერები ხართ; არსებობს ირონიის ჩანაცვლების მარტივი ტრიუკი რაც დიალოგში რითმის დაჭერის უნარით გამოიხატება, უნდა დაიჭიროთ დაძაბული, საშუალოდ აღგზნებული რითმი, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ნერვების მომშლელ და უაზრო საუბარს. მას ეწყება თავის ტკივილი და ერთადერთი სურვილი აქვს – იქცეთ ოპტალიდონად. თქვენ კი არ ხართ ტონი ბინარელი და არ იცით როგორ გარდაიქმნათ ოპალიდონად. მაქსიმალურად უნდა შეცვალოთ თემები თან ისე, რომ თითოუელი ფაქტზე, თემასა და ყლეობაზე ათობით დამაჯერებელი არგუმენტი გქონდეთ, უფრო მეტზე მას უკვე თემა ბეზრდება, თან ათი მოყვანილი მაგალითი თქვენი მაქსიმუმია.

    რითმი. ცხოვრების ყველანაირი გრძნობა ამ საიდუმლოზე დგას. ძალიან ცოტა კმარა იმისთვის, რომ სიყვარული გაქრეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რაღაცა ძალიან ნელა ან ძალიან სწრაფად ვითარდება.

   თუ ნელა საუბრობთ, უმჯობესია სახლში დარჩეთ. სასოწარკვეთილნი ხარ, შეიძლება ფსიქიატრულ საავადმყოფოში ამოყოთ თავი, თუმცა გამოგკეტავენ გიჟთა პალტაში, რადგანაც ცხოვრებაში იმდენი ფული ვერ იშოვეთ, რომ საკუთარ თავს ცალკე პალატაში განთავსების ფუფუნება მისცეთ. თქვენი საუბრის ნელი ტემპი პირდაპირპროპორციულია იმ კლუბთან, სადაც ის შედის და სადაც გხვდებათ უამრავი ადამიანი, რომელსაც თქვენი დანახვაც არ სურს.

    შემდეგ, ნელა თუ დაიწყებთ მსგავსი ტიპის საუბრების წამოწყებას, როგორიცაა, მაგალითად, „იცი რას ვფიქრობ?!..“ ან „მეჩვენება, რომ დღეს..“ მაშინ შეგიძლიათ ეგრევე ამოიღოთ და აფრიალოთ თეთრი ცხვირსახოცი და საკუთარი თვალით იხილოთ თუ როგორ გშორდებათ თქვენი გოგო გემით, რომელშიც თქვენს გარდა, ყველა მამაკაცი ზის, თქვენ ერთადერთი სულელი არსება ხართ, რომელიც ჯებირს შემორჩა.

    ცდუნება ლამაზი სიმღერის დაწერას წააგავს. ყველაფერი დგას ტექნიკასა და რითმზე. ტექნიკასა და რითმზე. ირონია ეს დამატებითი ისარია, რომელიც ყოვლთვის როდია გასროლისთვის შემზადებული. ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რითმის გამოყენებაა საჭირო. რეპლიკები, მეტ-ნაკლებად, წარმოდგენილი უნდა იყოს ზედსართავი სახელებით. შეცდომაში შემყვანი, დამაჯერებელი, გაზვიადებული და ზუსტი. მთლად უკეთესი თუ ის საუბარში იშვიათად და მცირე რაოდენობით გამოიყენება, ასე გაცილებით კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ. ქალს ვერ შეაბამ ვერც კომპლიმენტებით, ვერც ყვავილებით, ვერც მზერით – ეს ყველაფერი, სპერალის კამფეტების მსგავსი ყლეობაა. ყველა ამ კარამელზე საუბრობს, ყველას სურს, მაგრამ არავინ ყიდულობს.

    მაცდუნებელია ზედსართავი სახელი, ხოლო არსებითი სახელი – მომაბეზრებელია. ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო. გულუხვად და რითმის შესაბამისად უნდა გასცეთ ზედსართავი სახელები და, აი, ნახავთ ნებისმიერ მათგანს ჩაიწვენთ ლოგინში. თუმცა, თქვენ გჭირდებათ ჭკვიანი ქალი, რადგანაც, საბოლოოდ, სექსი არც თუ ისე მნიშნელოვანია და ამას გეუბნებით მე, რომელიც არასოდეს ყოფილა გეი. არ დაიხარჯოთ სულელებზე დაე, ისინი სულელებმა აცდუნონ. თქვენ არ ხართ სიმპატიურები და სწორედ ამიტომაც, სულელებიც არ ხართ.

   მოკლედ, რითმი უნდა იყოს დამმუხტავი, არასოდეს დამძაბველი და არასოდეს – იმ უსარგებლო დოკ. ფილმების მსგავსი, სადაც ცხოველები ტუნდრასა და სტეპში ნებივრობის გარდა, სხვა არაფერს აკეთებენ.

    უნდა შეძლოთ საჭირო პაუზის გამოყენება და მაგიური სიტყვის წარმოთქმა, რომელსაც ფინალური დარტყმის ეფექტი ექნება. ის ერთდროულად უნდა იყოს უხეშიც და დიდებულიც. ეს ის მომენტია, როცა უნდა თქვათ, რომ გიყვართ, ან მისი სურვილი გკლავთ, ან ის, რომ ძალიან მოგწონთ და გსურთ მასთან ერთად ღამის გატარება. არ არსებობს სათქმელის ზუსტი, მაგიური ფორმულა. ეს თქვენ უნდა შეარჩიოთ ზუსტი და საუკეთესო ფრაზა, იმისდა მიხედვით თუ ვინ დგას თქვენს პირდაპირ. მთავარია, უთხრათ რაღაც სასიამოვნო და ლამაზი, მაშნაც კი, როცა საუბრობდეთ კამეჩის რძისგან გამოყვანილ მოცარელაზე. პაუზა, უცაბედი მზერა, ხმის რაც შეიძლება დაბალი ტონალობა და გასროლილი ფრაზა: „მგონი მომწონხარ“ და შემდეგ, ჯანსაღი იმედის ქონა.

    ზოგჯერ ყველაფერი აბსოლუტურად მოულოდნელად, სხვა მიმართულებით მიდის, თუმცა იშვიათად, რომ ამ გარდაქმნამ უმაღლეს რასას შეგაჯახოთ. შეიძლება, თქვენი ცხოვრების ქალი აბსოლუტურად სხვა აღმოჩნდეს. თავიდან ფიქრობთ, რომ მასთან შეგიძლიათ თანამშრომლობა, ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა, მაგრამ, დრო და დრო, მერწმუნეთ, იმედგაცრუებულნი დარჩებით. უფრო მეტიც, ძალიან გულნატკენები.

    ბოლოსკენ, კიდევ ერთი, პატარა წესი – თუ ჩემსავით შემოქმედებით საქმიანობას ეწევით, არ ვიცი, ხართ – მომღერალი, მხატვარი, მსახიობი, მუსიკოსი – პირველ შეხვედრაზე ესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე, მაგრამ არ მისცეთ თქვენი საქმიანობის სპეციფიკაში შეღწევის უფლება. დამაჯერებლად ილაპარაკეთ სხვა თემებზეც და ის ამ დროს, რაღაც მსგავს სისულელეს გაიფიქრებს:
„ღმერთო ჩემო, თუ ამან ეს ყველაფერი იცის, ისიც კი თუ როგორ მზადდება ბადრიჯანი პარმიჯანოთი, წარმოგიდგენიათ რა მოხდება მაშინ, როცა მის ბოლო თეატრალურ წარმოდგენაზე დავიწყებთ საუბარს, სადაც ის ჰამლეტის როლს ასრულებდა და თავიდან-ბოლომდე იცოდა თავისი როლი?!.. მმმ.. აუცილებლად უნდა ვკითხო, როგორ ახერხებს ამ ყველაფრის დამახსოვრებას..“
თუ ის ამას გაიფიქრებს, მაშინ პროცესი, მოუხარშავი ცომის მონელებაზე გაცილებით მარტივად წარიმართება. მიზანი მიღწეულია!

    ამის შემდეგ, პირველი ლექცია შეგვიძლია დასრულებულად გამოვაცხადოთ. ნუ ჩამოყარეთ ყურები! არ დანებდეთ! თქვენც შეგიძლიათ ქალის ცდუნება, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ მე უკვე წინასწარ ვგლოვობ თქვენს ღიმილს.
ახლა კი ადექით!
ადექით და აცდუნეთ!

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s