***

ერთ დოლარად გასაშლელ სკამს იღებდი

და შეხვიდოდი ცივ სალექციო დარბაზში

რამდენიმე ჯიბეგამოფხეკილ სტუდენტთან ერთად.

 

მერე დიდი ხვეულები იწყებდნენ ჭრიალს

ძველ 16-მილიმეტრიან პროექტორზე.

 

ლა სტრადა, რაშომონი, პოტიომკინი,

მზეთუნახავი და ურჩხული,

ველოსიპედიქურდი…

 

ვიდეო მაღაზიებში ამ ფილმებს ვეღარ იშოვი.

მხოლოდ, ბოლო დროის “ჯი”-კატეგორიის, ანიმაციუირ, პიქსელირებულ,

კომპიუტერით გენერირებულ კონოპროდუქციას.

 

ეგრეა დღეს.

 

და გინდაც იშოვო,

ნახავ მხოლოდ დვდ-ზე,

რესტავრირებულ, ფერებ აღდგენილ, ხარვეზებისგან გაწმენდილ ვერსიებს,

საკუთარ პლაზმურ ეკრანზე, შენს ცოლთან და ძაღლთან ერთად.

 შიგადაშიგ ადგები, ტელეფონს უპასუხებ, ბავშვს გადახედავ.

 

უბრალოდ, უკვე აღარ ხარ იმდენად ახალგაზრდა, იმდენად ღარიბი,

იმდენად უიღბლო, რომ დაინახო,

მართლა დაინახო

 

სამოთხის ბავშები, ან იკირუ,

ან 400 დარტყმა, ან კი..

ლა სტრადა.

ჯორჯ ბილგერი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s