აკირა კუროსავას წერილი ინგმარ ბერგმანს

akira-kurosawa-100th

ძვირფასო, ინგმარ

ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ სამოცდაათი წლის იუბილე.

თქვენი ნამუშევრები ყოველთვის ძლიერ მოქმედებს ჩემს გრძნობებზე, სწორედ თქვენი სურათები იყო ჩემთვის სტიმულის მომცემი და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მინდა, კიდევ დიდ ხანს იყოთ ჯანმრთელად, რომ კიდევ შექმნათ  ჩვენთვის მშვენიერი ფილმები.

იაპონიაში, მეიძის ეპოქაში (მე–19 საუკუნე) ერთი დიდი მხატვარი ცხოვრობდა, სახელად ტესაი ტომიოკა. ახალგაზრდობისას შესანიშნავ ნახატებს ქმნიდა და როდესაც ოთხმოც წელს მიუახლოვდა, უცბად ისეთი ნახატების ხატვა დაიწყო, წინა ნამუშევრებს რომ ბევრად აღემატებოდა, თითქოს ახალი აყვავების ხანა დადგა მის შემოქმედებაში. ყოველთვის, როცა მის ნახატებს ვუყურებ, კარგად ვაცნობიერებ, რომ ადამიანს არ შესწევს იმის უნარი, შექმნას ნამდვილად კარგი ნამუშევრები, სანამ ოთხმოც წელს არ მიაღწევს.

ადამიანი იბადება ჩვილად, შემდეგ ყმაწვილობას და ახალგაზრდობას გადის, ცხოვრების საუკეთესო პერიოდს და საბოლოოდ კი, ისევ ბავშვობას უბრუნდება, სანამ დასრულდება მისი სიცოცხლე.  ასეთია ჩემი მოსაზრება, ცხოვრების ყველაზე იდეალურ გზაზე.

ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ადამიანს, სწორედ თავისი მეორე ბავშვობის პერიოდში შეუძლია შექმნას უნაკლო ნამუშევრები, ყოველგვარი შეზღუდვებისგან თავისუფლად.

სამოცდაჩვიდმეტი წლის ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი ნამდვილი შემოქმედება ახლა იწყება.

მოდი, არ დავნებდეთ ასაკს და კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და სიცოცხლე კინოს გულისთვის.

კეთილი სურვილებით,

აკირა კუროსავა

წერილი თავდაპირველად გამოქვეყნდა კინოჟურნალ “ჩაპლინში”, 1988 წელს

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s