ნანი მორეტი: „ძვირფასო დღიურო“

nanni

     “ნანი მორეტი ფონტინასებრია (ფონტინა – პიემონტური ყველი) რაც უფრო ბერდება, მით უფრო კარგი ხდება“ – ლუჩიანა ლიტიცეტომ საკუთარ თავს მსგავსი პარალელის გავლების უფლება მისცა  Che tempo che fa“- 2011 წლის გადაცემაში.  მართლაც, რომაელი მსახიობი და რეჟისორი თავისი 60 წლის იუბილეს (დაიბადა 1953 წლის 19 აგვისტოს) დიდებულ ფორმაში ხვდება, ის ახალგაზრდობის ასაკთან შედარებით უფრო მომხიბვლელიცაა, ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა მისთვის დამახასიათებელი იყო ხშირი, ბუჩქისებრი თმები, ულვაშებიანი, გამხმარი სახე. დღევანდელი ნანი მორეტი ელეგანტურ სმოკინგში წარმოგვიდგება, მას თავისი ჭაღარაშერეული, გრუზა თმა და მუდამ გაბურძგვნილი წვერი 10 წლით აახალგაზრდავებს და 70-იანი წლების მომხიბვლელობას სძენს. გარდა ამისა, მისი ახალგაზრდობის მიზეზი  მისი რეჟისორულ-მსახიობურ-პროდიუსერული საქმიანობა გახლავთ (36 წლის განმავლობაში მან გადაიღო 11 სრულმეტრაჟიანი და 12-მდე მოკლე და საშუალომეტრაჟიანი ფილმები), ასევე – პოლიტიკური ატქივობა (მემარცხენე) და ვაჟი – პიეტრო, რომელიც 43 წლის ასაკში სილვია ნონოსგან შეეძნა.

     მორეტის უყვარს  „ვესპათი“  თავისი ქალაქის შემოვლა, როგორც თვითონ „ძვირფას დღიურში“ აღნიშნავს, ასე შეეძლო დამოუკიდებლად ემოგზაურა რომში და ერთიანად აღებეჭდა ქალაქის იერსახე. მისი პიროვნების მეორე, უმნიშვნელოვანეს ასპექტს ათეიზმი წარმოადგენს, მისი ფილმები სწორედ ამ თემითაა გაჟღენთილი, უფრო მეტიც, ზოგი ფილმის სიუჟეტი უშუალოდ რელიგიურ სივრცეში ვითარდება.  „წირვა დასრულდაში“ (1985) მორეტი ასრულებს ახალგაზრდა მღვდლის როლს, რომლის პერსონაჟიც  უიმედოდ ცდილობს არსებული რეალობის შეცვლასა და მისი მეგობრებისა და ოჯახის წვერების რწმენისკენ შემობრუნებას. 2011 წელს ის იღებს ფილმს Habemus Papam, ფილმის სიუჟეტი ვითარდება ვატიკანში და მოგვითხრობს ახლადარჩეულ პაპზე (მიშელ პიკოლი), რომელიც უარს აცხადებს რომის პაპის სტატუსსა და მოვალეობაზე. ფილმმა,  თავისი ირონიითა და თემით, კათოლიკურ სამყაროში უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. გარდა ამისა, 2013 წლის თებერვლის მოვლენების გამო კინოსურათი წინასწარმეტყველურ ფილმადაც შერაცხეს (იმდენად, რამდენადაც გადაგდა პაპა ბენედეტო  XVI–ე).

      მორეტი დარწმუნებულია, რომ: „კინოს შეუძლია დაგვანახოს ის, რის დანახვასაც ჯერ ვერ ვახერხებთ“.  როგორც აღიარებს, არ უყვარს შვებულებაში გასვლა; თავის თავს მთლიანად საქმეს უძღვნის: „იმისთვის, რომ გახდე რეჟისორი, მხოლოდ სურვილის ქონდა როდი კმარა“. 2011 წელს სერენა დანდინის საავტორო გადაცემაში „მესაუბრე მე“  ნანი მორეტიმ აღიარა, რომ ფილმის მთავარი გმირის დამტკიცებამდე, იგივე86 წლის მიშელ პიკოლის საკმაოდ ხანგრძლივი სინჯების გავლა მოუწია, თუმცა მსახიობს უარესი ჯერ კიდევ წინ ელოდა. მართლაც, ფილმზე მუშაობისას, მორიგი ღამის თევისა და გადასაღებ მოედანზე მცირე ტრავმის მიღების შემდეგ, მოთმინებიდან გამოსულ პიკოლის კინოს გაგონებაც არ უნდოდა.  ფიცხი პერსონაჟი, რომელიც თვითირონიას არაა მოკლებული. სწორედ ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს, ემზადებოდა რა ცნობილი რომაელი კრიტიკოსის – ჯონი პალომბას უსიამოვნო  რეცენზიის მოსმენისთვის, მორეტიმ აღნიშნა: „ნაკლებად გამომხატველი ვიქნები, ეს არის ის, რასაც  ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც ვაღწევ“ . თუ თქვენ კინო ჩვენების დროს მობილურს არ გათიშავთ, ან უბრალოდ ჯიბიდან ამოიღებთ და დახედავთ.. არ გაგიკვირდეთ უკნიდან მორეტი თუ წამოგარტყამთ და გისაყვედურებთ: „ერთი საათი და 40 წუთი მაინც გათიშეთ მობილური!“.

წინასიტყვაობა

       დაიბადა და გაიზარდა რომში. მიიღო კლასიკური განათლება. (წყალბურთთან ერთად) კინოთი დაიტერესებულმა მორეტიმ, რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემდეგ,  გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი კინოსურათი – „მე ვარ ავტარქიული“.სუპერ 8 აპარატურითა და არაპროფესიონალ მსახიობებთან ერთად (მათ შორის – მეგობრები და მშობლები); ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟად თვითონ ნანი მორეტიც გვევლინება, ის განასახიერებს მიკელე აპიჩელას როლს (პერსონაჟის გვარი ისესხა დედამისი გვარიდან – აგატა აპიჩელა მორეტიდან), ახალგაზრდა მამაკაცი,  რომელსაც მეუღლე მიატოვებს და იწყებს დამოუკიდებლად შვილზე მეურვეობას, პარალელურად ის ავანგარდულ თეატრში მეგობრის სპექტაკლის დადგმისთვის ემზადება. სწორედ ამ ფილმით ახალგაზრდა რეჟისორმა მიიპყრო როგორც იტალიის, ისე ევროპის სხვა ქვეყნების ყურადღება. შემდეგ უკვე, ალბერტო არბაზინო თავის საავტორო გადაცემაში ერთმანეთის პირისპირ სვამს მარიო მონიჩელისა და ნანი მორეტის. გადაცემა ხელმისაწვდომია და მისი სრული ჩანაწერი შეგიძლიათ YouTube-ზე იხილოთ. ერთმანეთის პირისპირ მსხდომი ორი რეჟისორი, რომელიც საუბრობს კინო გამოცდილებაზე, მათი მუშაობის სტილსა და წარმატებაზე. მორეტის მეორე სრულემტრაჟიანი ფილმი გახლავთ Ecce Bombo, რომელმაც იმდენად დიდი წარმატება მოუტანა რეჟისორს, რომ ბოლო კინოსურათი კანის კინო ფესტივალზეც კი ხვდება.

ecce_bombo1                                                                                    კადრი ფილმიდან “Ecce Bombo

შემოქმედებითი გაერთიანებები

     როგორც უკვე აღვნიშნეთ, მორეტის ფილმების მთავარ პერსონაჟებად  მისი უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები გვევლინებიან (მამამისმა 6 ფილმში მიიღო მონაწილეობა). მის ფილმებში განსაკუთრებით ხშირად ჩნდებიან: სილვიო ორლანდო (რომელმაც რეჟისორის 4 ფილმში მიიღო მონაწილეობა), მარკო მესერი (ასევე 4 ფილმი), რემო რემოტი (მის ადრეულ 3 კინოსურათში გვხდება) და ლაურა მორანტე (რომელიც თამაშობს „ოქროს სიზმრებში“, „ბიანკასა“ და „ვაჟის ოთახში“). აღსანიშნავია ვინჩენცო სალემე, რომელიც ჩნდება მის სამ სადებიუტო ფილმში: „ოქროს სიზმრები“-ში, „ბიანკასა“ და „წირვა დასრულდა“-ში. მნიშვნელოვანია მისი ურთიერთობა რეჟისორ – დანიელე ლუკეტისთან, მასთან ერთად შეიქმნა ორი ფილმი: „ხვალ აღსრულდება“ და „ჩანთების დამტარებელი“, ამ ორ კინოსურათში ნანი მორეტი მსახიობადაც გვევლინება, თავის მხრივ დანიელე ლუკეტიც ეპიზოდურ როლებს ასრულებს მორეტის შემდეგ ფილმებში: „ბიანკა“, „წირვა დასრულდა“, „წითელი ბურთი“ და “აპრილი“.

ოფიციალური პრემიები და ჯილოდები

    მორეტი თავისი კარიერის დასაწყისშივე აქტიურად ჩნდება კინო-ფესტივალებზე;  რამდენიმე მათგანმა კი სერიოზული წარმატებაც მოუტანა. 2001 წელს, ნანი მორეტინიმ თავისი ფილმით „ვაჟის ოთახი“ მოიპოვა ოქრო პალმის რტო, იმავე სექციის საკონკურსო ფილმად წარდგენილი იყო დევიდ ლინჩის Mulholland Drive, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, დევიდ ლინჩი მიუხალოვდა ნანი მორეტის და უთხრა: „ადრე თუ გვიან, მაინც მოგკლავ“. ეს გახლდათ მისი მორიგი ტრიუმფი საერთაშორისო საფესტივალო სცენაზე. 1981 წელს ვენეციის კინო-ფესტივალზე მისმა ფილმა „ოქროს სიზმრები“ (რომელიც 35 მმ კამერით გადაიღო) მოიპოვა ვერცხლის ლომი, 1986 წელს კი ფიმლი „წირვა დასრულდა“  ბერლინის კინო-ფესტივალზე ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა, ხოლო 1994 წლის კანის ფესტივალზე ფილმით „ძვირფასო დღიურო“  ის დასახელდა საუკეთესო რეჟისორად. 2007/2008 წლებში ის გახლდათ ტურინის კინო-ფესტივალის ხელმძღვანელი, ხოლო ერთი წლით ადრე კი – კანის ფესტივალზე ჟიურის წევრიც გახლდათ.

რეჟისორი

     ნანი მორეტი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია კინოზე, არამხოლოდ რეჟისორი და მსახიობი, არამედ – პროდიუსერიც და დისტრიბუტორიც გახლავთ. ის ყოველთვის ემოციურად საუბრობს კინოსა და პერსონაჟებზე.  სადებიუტო ფილმმა – „მე ვარ ავტარქიული“ (1976 წ.) მთავარი მოქმედი გმირებითა და სცენარით გადაინაცვლა თეატრში. შემდგომი ფილმის Ecce Bombo (1978) პირველი სცენა  გადასაღებ მოედანზე იშლება, ხოლო მესამე ფილმში Sogni d’oro,ის განასახიერებს ახალგაზრდა, იმედგაცრუებულ, რომაელ კინო-რეჟისორს. პირველი ორი ფილმის წარმატების შემდეგ, ანჯელო ბარბაგალოსთან ერთად გადაწყვიტავს „Sacher Film“-ი დაარსებას, ადგილი, რომელიც უხელს უწყობს და სივრცეს უთმობს ახალ კინო- რეჟისორებისა და ავტორებს. ორგანიზაციის სახელწოდება მისი საყვარელი ტკიბლეულიდან „Sacher-Torte“-დან მომდინარეობს, რომელიც მის ორ ფილმში („ოქროს სიზმრები“ და „ბიანკა“) ორაზროვნადაც ციტირდება. 2007 წლის თებერვალში ნანი მორეტისა და ანჯელო ბარბაგალოს დუეტი იშლება, თვითონ ბარბაგალო „Cinecittà-ს საიტზე, შემდეგ კომენტარს ტოვებს: „მშვიდობიანად გაიყო ჩემი და ნანის გზა,ზედმეტი გულისტკენისა და სცენების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც ორ, დიდი ხნის მეგობარს შეეფერებაi“.

     1990 წელს ნანი მორეტი გადაწყვიტავს ძველი კინო-დარბაზის აღდგენას (რომის შემოგარენში), რომელიც იქნებოდა სადისკუსიო სივრცე და ამავდროულად ახლაბედა რეჟისორების გამოვლენისა და გაცნობის ადგილი. ასე იბადება ახალი „Nuovo Sacher“-ი, რომელიც დღემდე მოქმედებს. მოგვიანებით, სივრცე იმ ემიგრანტ ავტორებსაც ეთმობა, რომლებიც მცირე ბიუჟეტით ახერხებენ ფილმების გადაღებას.

პოლიტიკური აქტივობა

     მისი პიროვნების მეორე, ყველაზე უფრო თვალშისაცემი შტრიხი გახლავთ პოლიტიკური მრწამსი. ის სულით-ხორცამდე მემარცხენეა, მან საკუტარი პოლიტიკური შეხედულებები არაერთ თავის ფილმში დააფიქსია. მალე, მისმა პოლიტ. აქტივობამ ფილმებიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლა. Palombella rossa-ში (1989),მის წინამორბედ ფილმებისგან განსხვავებით, მისი პოლიტ. შეხედულებები ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა საგრძნობია იტალიის მემარცხენე პარტიის იდეოლოგიური კრიზისი.
1994  წლის კინოსურათში  „ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში“ კიდევ უფრო ძლიერდება მისი პოლიტ. აქტივობა. 9 ეპიზოდად დაყოფილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, თითოეული ეპიზოდი ქვეყნის მომავლისადმი კრიტიკითა და პესიმიზმითაა გაჟღენთილი. 2002 წელს ის ერთიანად კრიტიკულია ,როგორც მემარჯვენე მთავრობისადმი, ისე – მემარცხენეებისადმი და ყველა იმ დამფინანსებელ-სპონსორისადმი, რომელიც ამ ფერხულში იყო ჩართული. ამ პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „ნავონას მოედნის კივილი“. 2006 წელს ის იღებს Il caimano – ს, რომელიც სილვიო ბერლუსკონის ფიგურითა ინსპირირებული. ფილმი მწვავედ აკრიტიკებს მემარჯვენე ლიდერს. კინოსურათის სიმძაფრემ  უამრავი პოლემიკა გამოიწყვია, იმდენად რამდენადაც ფილმი ეხება იმავე წლის საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკურ არჩევნებს.

Nanni_Moretti
სიტყვები მნიშვნელოვანია!” – ცნობილი ფრაზები

Ecce Bombo (1978)

კრისტინა მანი და ნანი მორეტი:
მისმინე, დამავიწყდა.. რა თქვი რას ვსაქმიანობო?
აუ, რავი. ბევრი რაღაცა მაინტერესებს: კინო, თეატრი, ფოტოგრაფია, მუსიკა… წიგნებსაც ვკითხულობ..
და მაინც, კონკრეტულად?
ვერ ვხდები რას გულისხმობ.
რას ქვია ვერ ხვდები?! გეკითხები, კონკრეტულად რა საქმით ხარ დაკავებული?
კონკრეტულად – არაფერით.
ხოო
ვახ! გეუბნები რა: ვსეირნობ, ხალხს ვხდები, ვმოძრაობ, რაღაცებს ვაკეთებ რა.

ბარში:
მამაკაცი: ჩვენ, იტალიელები მაშინ ვცხოვრობდით კარგად, როცა ცხვრებს ვმწყემსავდით. შემდეგ მოვინდომეთ ინდუსტიალური ქვეყნის აშენება. ჩვენ, იტალიელები ასე ვართ მოწყობილი: ვიღაცა „წითლებში“ წერია, ვიღაცა „შავებში“, საბოლოო ჯამში კი ყველა თანასწორები ვართ.
მორეტი:ღმერთო ჩემო, ეს ვინ არის ან რას ლაპარაკობს? რას ქვია „წითლები“ და „შავები“ ყველა თანასწორია? მოიცა, ალბერტო სორდის ფილმში ვართ თუ რა ჯანდაბა ხდება?! ხო, ყოჩაღ, ყოჩაღ.. ალბერტო სორდიზე მეტს არც იმსახურებთ!

ეს ეპიზოდი მასიმილიანო ბრუნომაც გამოიყენა თავის ფილმში – „ვერავინ ვერ გამკიცხავს“, ამჯერად როკო პაპალეო ფრაზაზე:„თეთრკანიანები შავკანანები.. ყველანი თანასწორები ვართ“ სასტიკად აღშფოთდდება და წამოიყვირებს: „თეთრკანიანები, შავკანიანები.. მოიცა, ნანი მორეტის ფილმში ვართ თუ რა ჯანდაბა ხდება?! ნანი მორეტიზე მეტს არც იმსახურებთ“.

Bianca (1984)

    ყველამ იცის თუ როგორ უყვარს ნანი მორეტის ტკბილეულობა და განსაკუთრებით „Sacher-Torte“-. „ბიანკაში“ შემდეგი დიალოგი  სწორედამ აღიარებით გახდა პოპულარული.

ნანი მორეტი მიმართავს მიმართავს ალბერტო კროკოს, რომელიც ნამცხვარს ჭრის:
გვირაბი არ გაიყვანო?!
რა?
ძირს უთხრი და კრემი იკარგება. აზრი არ აქვს თუ ზემოდან მხოლოდ წაბლს მოაყრი. Montblanc სიცილიური კანოლის მსგავსი არაა, რომელიც ჩანთის მსგავსად ყველაფრითაა გატენილი და შეგიძია ერთი თვე საიმედოდ დაათრიო:   Montblanc დელიკატურ წონასწორობაზე დგას, როგორც Sacher Torte-ი.
რა?
Sacher Torte.
ეს რა არის?
მოიცა, ანუ რა გამოდის. შენ არასოდეს გაგისინჯავს Sacher-Torte“-.?
 არა.
გასაგებია. მაშ, გავაგრძელოთ ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენება!

Palombella rossa (1989)

ჟურნალისტთან საუბარი, რომელიც იყენებს ისეთ სიტყვებს როგორიცაა „კიჩი“ და „ჩიპი“, თითოეულ ამ სიტყვაზე ნანი მოერტის პერსონაჟი საშინლად რეაგირებს, ჟურნალისტს სილასაც აწვნის და უყვირის: „რანაირად ლაპარაკობ! სიტყვებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს!“

ჟურნალისტი მარიელა ვალენტინი ინტერვიუს იღებს ნანი მორეტისგან
შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონი თქვენი ქორწინება ჩიხში შევიდა.
რას ამბობ?
შეიძლება ისეთ თემას შევეხე, რომელსაც არ უნდა…
არა, არა… გამოთქმაზე ვამბობ.ეს არ არის არგუმენტი! ეს არ არის არგუმენტი! ეს არ არის არგუმენტი! ეს გამოთქმაა „ჩიხში შევიდა“… რანაირად ლაპარაკობ?!
შეიძლება გირჩევნიათ „ურთიერთობა კრიზისმა მოიცვა“ მაგრამ ეს ხომ ძალიან კიჩურად ჟღერს..
კიჩი! საიდან მოგაქვთ ასეთი გამონათქვამები, სად პოულობთ?!

მე ყველაფრის ინიციატორი ვარ!
ინიციატორირა ჯანდაბას იძახი?
მიუხედავად ჩემი წრის ჩიპურობისა
შენი წრის რა… ?
ზედმეტად ჩიპურობისა.
როგორ ლაპარაკობ?! (სილის გაწვნა)
ხომ არ გაგიჟდით!
ესეც მეორე. როგორ ლაპარაკობ! როგორ ლაპარაკოობ?! სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! რანაირად ლაპარაკობ?!

Aprile (1998)

    ფილმი „აპრილი“-ც „დღიურის“ მსგავსად სტრუქტურირდება. მორეტი აგრძელებს   თავისი თავის ინტერპრეტირებას. ეს ის პერიოდია, როცა ის ელოდება თავისი ვაჟის – პიეტროს დაბადებას და იწყებს პოლიტიკური ფილმის გადაღებას, რომელიც ემოიცავდა 94/96 წლების პოლიტ. არჩევნებს.

ნანი მორეტი აკომენტარებს სატელევიზიო თოქ-შოუს, სადაც სილვიო ბერლუსკონი მუშტ მოერიებული საუბრობს.

ნანი მორეტი:ალემა, თქვი რამე, მოახდინე რეაგირება… ჰე, მიდი, თქვი რამე, დალემა, უპასუხე, ბერლუსკონის ნუ მოამწყვდევინებ თავსალემა, თქვი რამე ისეთი, რაც მემარცხენეს შეეფერბა. თქვი რამე, თუნდაც არამემარცხენული… პროგრესული..  დალემა, ხმა ამოიღე, რამე მაინც თქვი, მოახდინე რეაგირება…

სილვია (სილვია ნონო)  და ნანი (ნანი მორეტი)
სილვია: იმედია, ჩვენი შვილი მსახიობი არ გამოვა!
ნანი: სილვია, რას ქვია „იმედია რომ ჩვენი შვილი მსახიობი არ გამოვა“? იმედია კი არა, რასაც ქვია ავუკრძალავთ მსახიობობას!

 

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s