ბარის საერთაშორისო კინოფესტივალიდან…

m

კინო ლექცია – მაიკლ რედფორდი

მასიმო ტროიზი

“ჩემს პირველ ფილმში „Another Time Another Place  ვყვებოდი სამ იტალიელზე, რომლებიც შოტლანდიის ომის დროს ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ერთი გახლდათ ტოსკანელი, მეორე რომაელი და მესამე – ნეაპოლელი. ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ნეაპოლში მოღვაწეობდა ერთი ძალიან ნიჭიერი მსახიობი – მასიმო ტროიზი. მოგვიანებით ვიხილე ფილმი „მესამე ათვლაზე ვიწყებ“  და ძალიან მოვიხიბლე მისი იუმორით, რომელიც ძალიან წააგავდა ინგლისურ იუმორს. ასე შევთავაზე  როლი, თუმცა უარი მივიღე,  მიზეზი კი შემდეგნაირად ამიხსნა: „იქ ძალიან ცივა“, რამდენიმე ხნის შემდეგ მიხმო და შემომთავაზა ნეაპოლზე ფილმის გადაღება, მე კი ვუპასუხა: „იქ ძალიან ცხელა“ და აი, ასე დავმეგობრდით. ხან ნეაპოლში ვხდებოდით ერთმანეთს და ხან – ლონდონში. შემდეგ შეიძინა ჩილელი მწერლის რომანი და მასზე დაფუძნდა „ფოსტალიონის“ შექმნის იდეაც. არ შეგვეძლო ფილმის ჩილეში გადაღება და მასიმომ იტალიაში გადაღება შემომთავაზა. დიდად ფილმის გადაღების განწყობაზე არ ვიყავი, მაგრამ როცა დამემუქრა და მითხრა რომ ფილმს ჯიუზეპე ტორნატორეს შესთავაზებდა, მაშინვე შევიცვალე აზრი და  შევუდექი მუშაობას. ცოტა დაბნეული ვიყავი, რადგანაც  ფილმი უნდა გადამეღო იმ კულტურაზე, რომელსც კარგად არ ვიცნობდი. მაშინ მასიმომ მითხრა: „ყველაზე მთავარია ადამიანურობაა, ყველაფერის ხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია“.

მასიმო ტროიზი 2

“ჯგუფისთვის მასიმო ღმერთი იყო, ისინი ყველაფერს მისი სურვილის შესაბამისად აკეთებდნენ. მის გვერდით მე ასისტენტად აღვიქმეოდი.ძალიან ბევრი მსახიობი მის მოხიბვლას ცდილობდა, იმდენად ბევრი, რომ საბოლოოდ ფილმი არასწორი მიმართულებით მიდოდა და სწორედ ამიტომაც, ძალიან ბევრი აწ გადაღებული მასალა გადავყარე. დასაწყისში, მასიმო სცენის შესრულებისას 15 წუთიან იმპოვიზაციას მიმართავდა, ერთ დღეს ვუთხარი: „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შენ თუ გინდა შენეული ფილმის გადაღება, კი, ბატონო – გადაიღე, მაგრამ მე აქ არაფერ შუაში ვარ. ძალიან კარგი სცენარი დავწერეთ და მოდი ამ სცენარს მივყვეთ“. იმ დღიდან მოყოლებული ის ბრმად მენდობოდა. ზოგჯერ, შიგადაშიგ მორიდებით თუ შემეკითხებოდა: „არ შეიძლება აქ მცირე იმპროვიზაციას მივმართოთ?“

ფილიპ ნუარე

“მახსოვს „ფოსტალიონის“ ბოლო სცენა, რომელიც ფილიპ ნუარესთან ერთად გადავიღე; როცა დავიწყე სცენის ახსნა და მან მაშინვე გამაწყვეტინა: „არა, არა და არა, ეს ისეთი სცენაა, რომელის ხორცშესხმაც მხოლოდ რეჟისორს ევალება, მე ორ საიდუმლოს გაგიმხელ და შენ შემდეგ მთლიანი სცენა ააწყვე”. თქვა თუ არა, თვალები დაბლა დახარა, შემდეგ მაღლა აღაპყრო და მაშინ  რეალურად მივხდი თუ რა მსურდა და რა უნდა გამეკეთებინა – უნდა გადმომეცა ამ ორი პერსონაჟის მზერაში დამალული სათქმელი. ფილიპ ნუარე პაბლო ნერუდას გავდა  და სწორედ ამიტომაც ავიყვანე. ერთხელ ნუარემ მითხრა: „ნერუდა არასოდეს ზის ფეხი-ფეხ გადადებული. ნერუდა ყოველთვის  ფეხებგაფარჩხული ზის“ და მართალიც იყო, ჩაკეტილი ადამიანი ფეხი-ფეხ გადადებული ზის, პაბლო ნერუდა კი გახსნილი ადამიანი გახლდათ“.

ახალი კინო

“ახალ ფილმს ვიღებ, რომელის სიუჟეტიც პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე ვითარდება. ეს არ არის პოლიტიკური კინოსურათი, იგი არც ომზე საუბრობს.. ის სიყვარულის ისტორიაზეა, იმ ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან და ხვდებიან, რომ  გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებიან.ფილმის სცენარზე მუშაობისას, არ გამოვიყენე არცერთია მედია საშუალება და ის დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ამ მიწასა და ხალხზეა გავრცელებული. დედამიწის ნებისმიერ კუნჭულში, ყველა ადამიანი ჩვენი მსგავსია. საკმარისია ეს გავიაზროთ და მაშინვე მივხდებით, რომ აქ არაფერია საშიში“.

კოსმოპოლიტი ხელოვანი

“მე ინლისელი ვარ, თუმცა დიდ ბრიტანეთში არ მაქვს ფესვები გადგმული, თითქმის ყოველთვის ქვეყნის გარეთ ვცხოვრობდი. ზოგჯერ თავს ინგლისელად ვგრძნობ, მაგალითად, მაშინ, როცა ჩელსის ვგულშემატკივრობ.უფრო მოხეტიალე ტიპაჟი ვარ, მაწანწალე კოსმოპოლიტი. ყოველთვის მაინტერესებდა სხვა ქვეყნის კულტურები. იტალიაში როცა ჩამოვედი, დავიწყე თქვენი ქვეყნის შესწავლა: მონუმენტების თვალიერების მაგივრად, კაფეში ვჯდებოდი და ხალხს ვაკვირდებოდი”.

იტალია

“მახსოვს, როცა ოქსფორდში ვსწავლობდი, მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად წავედი. მაშინ 17 წლის ვიყავი. ვიღაც ბოშას შევხდი, მან ხელის გული გამიშალა და მითხრა: „იტალია შენთვის წარმატების მომტანი იქნება“.

მიშელ პეტრუჩიანი

“პეტრუჩიანი სამხრეთელი კაცი გახლდათ, ძალიან უყვარდა ქალები და ქალებიც გიჟდებოდნენ მასზე. გასაოცარ ქარიზმას ფლობდა. გენიოსი გახლდათ: 4 წლისამ დაიწყო პიანინოზე დაკვრა. დაავადების გამო ძალიან დიდხანს იტანჯებოდა, თუმცა არასოდეს წუწუნებდა. ვიცი, რომ 16 წლის ასაკში ის შეხვდა ერთ ქალბატონს, რომელიც  სასოწარკვეთილი ტიროდა. პეტრუჩიანმა კითხა: „რა გატირებს?“ „ქმარმა მიმატოვა“- იყო პასუხი და მან: „შემომხედე მე, ჩემზე უარეს დღეში ვერავინ იქნება, მე კიდე, ამ ყველაფრის მიუხედავად თავს ბედნიერად ვგრძნობ“. ასეც იყო, მისი სიცოცხლისუნარიანობა მუსიკიდან მოდიოდა, თუმცა ცხოვრებაში ძალიან ბევრ მძიმე სიტუაციაშიც მოხვედრილა.  ასეთ დროს ნარკოტიკებს იშველიებდა. მისი ბარიგა გავიცანი, მისგან ინტერვიუც ავიღე და რეალურად მხოლოდ მაშინ მივხდი,  თუ როგორ იტანჯებოდა და რამხელა სტრესის გადაიტანა მოუწია“.

მაიკლ კეინი

“მაიკ კეინი გასაოცარი, ლეგენდარული ადამიანია. მასთან მუშაობის დროს არაფრის კეთება არ მიწევს, შესრულების თავისებური სტილი აქვს და ამ სტილს არასოდეს ღალატობს. თუ სხვანაირად შესრულებას სთხოვ, ის ყურსაც არ გათხოვებს და მაინც თავისებურად გააკეთებს“.

Al Pacino

“პაჩინო სტანისლავსკის მეთოდით ჩამოყალიბდა, შესაბამისად, ეს ის მსახიობია, რომელიც ყოველთვის იტანჯება, ის ნამდვილად აღწევს პერსონაჟში და გმირის ტკივილის უკეთ შესაგრძნობად – ფეხსაცმელში ქვებსაც კი იყრის.მას შეუძლია გარშემომყოფ მსახიობთა დონის ამაღლება. დასაწყისში ჩვენი თანამშრომლობა პრობლემატური იყო. არ მიცნობდა და ახლოსაც არ მიშვებდა, შემდეგ, ერთ დღესაც „ვენეციელი ვაჭრის“ ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს სცენაზე მუშაობის დროს მითხრა: „მორჩა, განვასახიერე“, „არა, ენერგიას ვერ ვგრძნობ“, – ვუთხარი მე.. „და შენ ვინ ხარ, ამას რომ მეუბნები?!“, „შენი რეჟისორი“. ამ პასუხმა გააცეცხლა და დაიწყო ყვირილი: „კინომ შემცა!“და საგრიმიოროში გავარდა. მე მას გავყევი, კარები გავაღე თუ არა მესროლა ჭიქა, საიდანაც ყავას სვამდა. სერიოზულად ვიჩხუბეთ და ბოლოს მითხრა: „კარგი, კიდევ ერთხელ ვითამაშებ და მეტჯერ არა!“.  დავბრუნდით გადასაღებ მოედანზე, სადაც საშინელი დაძაბულობა სუფევდა. მან გასაოცრად ითამაშა და მთელმა მომუშავე გუნდმა მას ტაში დაუკრა. მიხვდა, რომ უკეთ  შეეძლო სცენის შესრულებადა სწორედ ამიტომაც დათანმხდა“.

STL16CAMILLERA_312180k

ბარის საერთაშორისო კინოფესტივალი (2014 წელი) ანდრეა კამილერი 

ჯიან მარია ვოლონტე

“ ჯიან მარია ვოლონტესთან ერთად  რადიოში ვმუშაობდი. შთამბეჭდავი ხმა ქონდა, ყოველთვის გაოცებული ვრჩებოდი თუ როგორ ზუსტად უსადაგებდა თავის ხმას, ყველა იმ პერსონაჟს, რომელიც უნდა განესახიერებინა. მაშინვე დავმეგობრდით, იმდენად, რომ 1968 წელს კინომატოგრაფიის ექსპერიმენტალურ ცენტრშითავისი მოსწავლეები  ჩამაბარა და  მათი მასწავლებლობაც შემომთავაზა. დავთანხმდი და პედაგოგად  2 წელი ვიმუშავე. ზუსტად არ ვიცი რა მაკავშირებდა ჯიან მარია ვოლონტესთან, ფაქტია აქ პოლიტიკური იდეოლოგიას არანაირი დატვირთვა არ ქონია, ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაზე იდგა“.

Rai-ში რეკომენდაციის გარეშე

“რაღაც კონკურსში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ დამირეკეს, შემაქეს და იქვე დაამატეს, რომ ჩემი კომუნისტობის გამო ვერ მიმიღებდნენ.  შემდეგ გამომიძახა ჩეზარე ლუპომ და ექვს თვიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, და ასე 10 წლის განმავლობაში ვიმუშავე – ბოლოს მიმიღეს კიდევაც. მე იმ ადამიანთა ჯგუფს მივეკუთვნები, რომელიც რაიში რეკომენდაციის გარეშე მიიღეს ”.

ლეონარდო შიაშია

“დებიუტის პერიოდში გავიცანი შიაშია. იმ დროს რაიში ვმუშაობდი. მოვიწვიე და შევთავაზე სცენარის დაწერა, რომელიც შეეხებოდა პირველ მაფიოზურ დანაშაულს, რომელშიც გარეული იყო ბანკები და პოლიტიკა. საუბარი იყო 1900 წელს მომხდარ ინციდენტზე, როცა სიცლიის ბანკის პრეზიდენტი გაუცემელი სესხის გამო აკუწეს. ლეონარდომ ამაზე უარი განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკური ახსნაც ქონდა, თემა უამრავი დოკუმენტური მასალის მოძიებას საჭიროებდა და ეს ყველაფერი უზარმაზარ შრომას მოითხოვდა. ბედი იყო ჩვენი დამეგობრება. ერთმანეთისაგან 30 კმ დაშორებით ვცხოვრობდით. ორივე პირანდელოთი ვიყავით შეპრობილნი. სწორედ შიაშიამ წარუდგინა ჩემი რომანი სელერიოს და სწორედ იმ დღიდან იწყება ჩემსა და საგამოცმემლო სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ლეონარდოს ვალში ვარ. 88 წლის ვარ და ამ ასაკში ძალიან მარტივია უცებ დაიღალო და გადაიწვა. ასეთ სიტუაციებში, საკმარისია შიაშიას რომელიმე რომანის სამი გვერდი წაკითხო, რომ მაშინვე გამოვფხიზლდე და ენერგიაზე მოვიდე. ლეონარდო შიაშია ჩემი დამმუხტავი და აუტოელექტროხელოსანია.

შიაშია და პოლიტიკა

“ლეონარდო შიაშია დაუოკებელი ადამიანი გახლდათ. მის კალამას ქირურგიული ლანცეტის ეფექტი ქონდა, რა შუაში იყო მასთან პოლიტიკა ან პარტიული ბრძანება? პოლიტიკაში მის გამოჩენას მოქალაქეობრივი დატვირთვა ქონდა. პალერმოში საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელ კომუნისტთთან სიით წამოაყენა. ეს მისი ყველაზე მცდარი გადაწყვეტილება გახლდათ. ის ამ ამპლუაში არაბუნებრივად გრძნობდა თავს, შემდეგ დათანხმდა რადიკალთა შემოთავაზებას და გახდა დეპუტატი, ალბათ ეგონა, რომ ამ გზით პოლიტ. საიდუმლოებებზე თავისუფალი წვდომა ექნებოდა“.

შიაშიას რომანის ადაპტირება

“ძალიან რთულია შიაშიას გადმოცემა რადიოთი, ტელევიზიითა და კინოთი, ერთი შეხედვით თითქოს ის მარტივი ენით საუბრობს, სინამდვილეში კი – მისი რომანები სავსეა მეტაფორებითა და ქარიგმებით. მისი რომანის სცენარად ქცევა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. რაც არ უნდა საკუეთესო განზრახვა გამოძრავებდეს, შეიძლება მისი რომანი აბსოლუტურად ბანალური აქციო ან მოგიწიოს ყველაფრის გაშიფვრა და ამით საშინლად მოსაწყენი გახადო“.

შიაშია, გუტუზო და ბერლინგუერი

“მოროს გატაცების დროს ლეონარდო შიაშიას და რენატო გუტუზოს სერიოზული შეკამათება მოუვიდათ. ერთ დღეს, გუტუზომ თავისთან მოიხმო შიაშია და უთხრა: მისმინე, ნანა (ძალიან ცოტა ადამიანს ქონდა უფლება ლეონარდოსთვის დაეძახა „ნანა“), წავიდეთ, ვეწვიოთ ბერლინგვერს და გავიგოთ ახალი ამბები. როცა მივიდნენ, ბერლინგვერი მათ  განადგურებული დახვდათ. ენრიკო დარწმუნებული იყო, რომ მოროს გატაცებაში KGB-სა და CIA-ს ხელი ერია და როგორც ნამდვილ მეგობრებს ჩვევიათ, მან ეს ეჭვი ლეონარდოსა და რენატოს აბსოლუტურად ღიად გაუზიარა.  შიაშიამ მაშინვე დაწერა სტატია Corriere della sera-სთვის და მეტი დამაჯერებლობისთვის ბერლინგვერის ზემოთ ნახსენები ეჭვიც  დაიმოწმა, ამაზე ბერლინგვერმა განაცხადა: „შიაშიამ ყველაფერი არასწორად გაიგო“. ლეონარდომ თავის დაცვის მიზნით გუტუზოს გვარიც ახსენა და ამას  სერიოზული ჩხუბი მოყვა, რომელიც ერთი კვირა, ურთიერთშეურაცხმყოფელი ფრაზებით გრძელდებოდა.. ბოლოს, რენატომ კონფლიქტის მოგვარების მიზნით, შიაშიას საახალწლოდ მისალოცი ბარათი გაუგზავნა, მაგრამ ამაზე შიაშიამ მითხრა: „არ გამოვა ორივე ერთად. ან ერთს  უნდა დასჯერდეს, ან მეორეს“.

წიგნები და ფილმები მაფიაზე

“ფიქციურ ნაწარმოებში არ არის მარტივი მაფიაზე საუბარი, ფრთხილად უნდა მოეკიდო ამ თემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შექმნა ისეთი პერსონაჟები, რომლისადმითაც მაყურებელი სიმპატიებით განეწყობა და ამან შეიძლება უფრო მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.  გაიხსენეთ „ნათლიმამა“ და მერლონ ბრანდოს გასაოცარი შესრულება, მისი შემხევდარე გავიწყდება ყველა ის სიბოროტე, რომელიც ამ პერსონაჟმა ჩიადინა. ჩემი აზრით, მაფიაზე საუბრისას აუცილებელია მორალური დასკვნის გამოტანა, როგორც ეს ხდება რობერტო სავიანოს „გომორაში“. თვალს არ ვაცილებ მაფიაზე დაწერილ წიგნებს, ასე მათ ფილმად გადაქცევისგან ვიცავ“.

ახალი თაობა

“მამაჩემი ჩემს თაობას უცნაურ თაობას უწოდებდა. ყველა თაობა უცნაურია. სამყარო იცვლება, ადამინთა შორის ურთიერთობებიც და ღირებულებებიც იცვლება. თითოუელი თავის დროში ცხოვრობსდა  თავისი ეპოქის შესაბამისად რეაგირებს. უაზრობაა  პარალელის გავლება. პირანდელო მეგობრისადმი მიძღვნილ წერილს შემდეგნაირად ასრულებს: „გკოცნი ტუჩებში“ დღე უკვე მსგავს ტექსტს აღარავინ მიწერს თავის მეგობარს”.

regizorul_ettore_scola,_recompensat_cu_premiul_fellini

ბარის საერთაშორისო კინოფესტივალი (2014)
ეტორე სკოლა საუბრობს მასიმო ტროიზიზე

სამხრეთელი ინტელექტუალი

“ყოველთვის განსაკუთრებული იყო მასიმოსთან მუშაობა. ის არა მხოლოდ მსახიობი, არამედ  სამხრეთელი ინტელექტუალიც გახლდათ, დაინტერესებული იყო სამხრეთის პრობლემებითა და მისი ანალიზით. პოლემიკაში შედიოდა ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც წესად ქონდა სამხრეთელების გაკრიტიკება. იძახდა: „თუ ვიღაცა სამხრეთიდან მოდის, მას მატარებელში ეკითხებიან:  „ჩრდილოეთში აპირებთ ემიგრირებას“. რატომ ხდება ისე, რომ როცა ჩრდილოელი მიემგზავრება სამხრეთში ე.ი. ის უდაოდ სამოგზაუროდ მიდის, ხოლო თუ სამხრეთელი მიდის ჩრდილოეთში ე.ი. ის აუცილებლად ემიგრირდება?“. მას ყოველთვის აინტერესებდა სხვა იტალიელების აზრი ნეაპოლელებზე.  ეჯავრებოდა ნეაპოლელი მსახიობები, იძახდა: „გონიათ, რომ ყველაფერი ეხერხებათ,  რეალურად კი არაფრის გაკეთებაც არ შეუძიათ“. თუ ვინმე ენთუზიაზმით სავსე მივარდებოდა და ამცნობდა, რომ თვითონაც ნეაპოლიდან იყო, პასუხობდა: „მერე მაგით რა ხეირი?!“.

სიზარმაცე

“მასიმო ზამრაცი იყო. ეზარებოდა დამოუკიდებლად ფილმის გადაღება, ჩემთან ერთად მუშაობა სიმშვიდეს გვირდა. მეუბნებოდა: „შენთან მოდუნებული ვარ.. ვისვენებ“.  დასვენების ერთგვარი რიტუალი ქონდა, სწორედ მაშინ ახერხებდა ფიქრს. მისთვის ეს ყველაზე ძვირფასი დროის მონაკვეთი“.

ტროიზი, მასტროიანი და ცხოვრება

“მასიმო ტროიზი პატარა ფილოსოფოსი, პესიმისტი ლეოპარდი გახლდათ. მარჩელო მასტროიანის პირიქით – უყვარდა ცხოვრება, მასზე იყო ჩაბღაუჭებული.  ის თვლიდა, რომ ყველაფერი კარგი, საინტერესო და აღმოსაჩენი ჯერ კიდევ  წინ ელოდა. მასიმო ცხოვრებას ეჭვის თვალით უყურებდა, მას არ ენდობოდა.  ალბათ, ცხოვრება ამჩნევს როცა ის არ უყვართ და შესაბამისადაც იქცევა.მიუხედავად იმისა, რომ მაჩელო მასზე გაცილებით დიდი გახლდათ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ის მასიმოს შვილი ყოფილიყო, მისი თავაშებული ვაჟი“.

ედუარდო, ტოტო, სორდი და ტროიზი

“ედუარდო ეშმაკი და ჭკვიანი ნეაპოლელის ფსიქოლოგიური პორტრეტის გაშიფვრით იყო დაკავებული. მასიმოს აინტერესებდა ადამიანის დაფარული, მელანქოლიური მხარე, სწორედ ამ შტრიხს ეძებდა ის ნეაპოლელთა ხასიათში. სამი მსახიობისთვის განსაკუთრებული სიყვარულით შევქმენი კინოსცენარები, ეს მსახიობები კი გახლავთ: ტოტო, სორდი და, თავისთავად, მასიმო ტროიზი.
თითოეული მათგანი სხვადასხვა ენაზე საუბრობდა, აბსოლუტურად განსხვავებული სტილი ქონდათ. ტოტო სიურეალისტური გახლდათ, ჯამბაზი, ის ახლოს იდგა ფუტურიზმთან, მარინეტის პოეზიასთან. სორდი რომთან იყო მიბმული, არა პეტროლინის რომთან, არამედ მის ხასიათთან, ინსტინქტთან და ურცხვობასთან. როცა როლს ვთავაზობდი, მეკითხებოდა: „არ შეიძლება პერსონაჟი კოჭლიც იყო, ან თუნდაც ბრმა?“. ყოველთვის ცდილობდა გმირის დეფორმირებასა და დამახინჯებას. მასიმოს მუდამ  თან სდევდა სისუსტე, ფერმკრთალობა და სევდა, მისი ეს შტრიხები როლის შესრულებისასაც კარგად ჩანდა”.

უნივერსალური მსახიობი

“მილანსა და რომში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა „მაპატიეთ, დაგვიანებისთვის“ და „ღმერთის ქუჩები“, ისიც მასიმოს უნივერსალური ნიჭის დამსახურებით. განსაკუთრებული კომიზმით გამოირჩეოდა. ზუსტად ვერ გაიგებდით რას იძახდა, უამრავ ელიფსისის იყენებდა“.

დღეს ტროიზი ცოცხალი რომ ყოფილიყო

მასიმო დღეს ცოცხალი, რომ ყოფილიყო არ მგონია დიდად შეცვლილიყო ჩვენი მუშაობის სპეციფიკა. დღესაც კი სამხრეთ იტალიაში უამარავი პრობლემაა. ის აქტიურად გააგრძელებდა სამხრეთის გაკრიტიკებას. მისი ქალაქი – ნეაპოლი კი მას უამრავ თემას მისცემდა, რომელსაც ის როლის შესრულებისას გამოიყენებდა“.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s