ნანი მორეტი ფილმებზე “ვაჟის ოთახი” და “ჩვენ გვყავს პაპი”

chambre-du-fils-2001-11-g

“ვაჟის ოთახი”

-როდის და როგორ მომწიფდა ამ ფილმის იდეა?
-ამ ფილმზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. „ძვირფასო დღიუროს“-ს გამოსვლის დღიდან დავიწყე ჯგუფზე ფიქრი. ფილმის იდეა ორ რიფლექსიას ეყრდნობა, პირველი ის, რომ მსურდა მტკივნეულ თემას სერიოზულად მივდგომოდი. თან ამბავი ისე მომეყოლა, რომ განწყობა გადამდები და ემოციური ყოფილიყო. ჩემთვის რიტორიკულად ჟღერს ის, რომ ადამიანებს ტკივილი აერთიანებთ. ტკივილზე ყველა განსხვავებულად რეაგირებს და მას ყველა განსხვავებულად უმკლავდება, სწორედ ეს არის ის რაც ემართება ფილმის სამ პერსონაჟს და მთლიანად ოჯახს. გარდა ამისა, მსურდა ყურადღება შემეჩერებინა ფსიქოანალიტიკოსის პერსონაჟზე, მის ცხოვრებაზე, პაციენტებთან მის ურთიერთობასა და მის საქმიანობაზე იმ ქალაქში, სადაც, სავარუდოდ, ძალიან თუ იქნებოდა მსგავსი პროფესიით დასაქმებული.

-რატომ არის ეს ფილმი ასეთი გასაიდუმლოებული?
-ეს ასე არ არის, უბრალოდ, როცა ვმუშაობ არ მიყვარს ჩემს ჩანაფიქრზე საუბარი, იმდენად, რამდენადაც მუშაობის პროცესში ფილმის სიუჯეტი შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს. ეს არ არის მარკეტინგული სტრატეგია, იდეაზე წლობით ვმუშაობ და მას არავის ვუზიარებ. სხვა საქმეა, როცა ვასრულებ ფილმზე მუშაობას. მაშინ უკვე მსიამოვნებს მასზე საუბარი. პლიუს, მე თვითონ, როგორც მაყურებელს მირჩევნია არაფერი ვიცოდე იმ ფილმზე, რომლის სანახავადაც მივდივარ, შესაბამისად,ჩემს მაყურებელსაც ვუფრთხილდები.

 -რას უპასუხებდი მათ, რომლებიც ფილმის გადაღების ნელ ტემპში გადანაშაულებენ?
-იმას ვუპასუხებდი, რომ, მართლაც ნელი ვარ, თუმცა ამას თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს. კიდევ უფრო ნელი გავხდი მას შემდეგ, რაც პროდიუსერობა ვითავე. „აპრილის“ დასრულებისთანავე დავიწყე ფილმზე მუშაობა. დავწერეთ სცენარი, რომელმაც გარკვეული დრო მოითხოვა და რომელიც, რა თქმა უნდა, არ გვაჟღერეთ. ძალიან დამღლელი აღმოჩნდა გადაღებები. ეს პერსონაჟი, თავის ისტორიანად ვიცხოვრე და უჩვეულოდ ახლოს მოვუშვი, ალბათ ამ გამოცდილებისგან საბოლოოდ განთავისუფლებისთვისა და ახალ პროექტზე გადართვისთვის საკმაოდ დიდი დრო დამჭირდება. ფილმში ძალიან ბევრი მძიმე და რთული სცენაა, თავიდან ავიცილე ზედაპირული სცენები და გროტექსკული სიტუაციები, ანუ ის რაც დღევანდელ კინოში ტკივილის გადმოცემის მარტივ, მოკლე გზას წარმოადგენს. ხშირად ეს ყველაფერი ეპიზოდებზე კონცენტრირებას მოითხოვს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც სცენას 70-ჯერ ვიღებ.

-ეს ფილმი თქვენ წინამორბედ ფილმებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, აქ ვერ ნახავთ ავტობიოგრაფიულ ჩანართს, ვერც სოციალურ მინიშნებასა და ვერც პოლიტიკურ სიტუაციას.. 
-იმიტომ, რომ არც ერთი და არც – მეორე თემა ამ ფილმთან არანაირ კავშირში არაა. მე მინდოდა მომეყოლა ტკივილზე, იმ ტრაგედიაზე, რომელიც თავს ატყდება ოჯახსა და კონკრეტულად ამ მამაკაცს.

გამოდის, რომ არც მიკელე აპიჩელასგანაც არაფერი რჩევა?
-მიკელე აპიჩელა ჯერ კიდევ “Palombella Rossa”-ში კარგავს მეხსიერებას, მან უკვე აღარ იცის ვინ არის. ეს პერსონაჟი დიდი ხნის წინ მივატოვე, მას შემდეგ საკაოდ დიდი დრო გავიდა, ცხოვრებასთან ერთად მოსაყოლი თემებიც იცვლება. ვერ ვიტყოდი, რომ ამ ფილმსა და წინა ფილმებს შორის არაფერია საერთო, და ვერც იმას, რომ ეს კინოსურათი ნაკლებ ავტობიოგრაფიულია. საუზმის პირველი სცენა „ძვირფასო დღიურის“ ანალოგია, ისევე როგორც სირბილი, სპორტული მოედნები.. ფეხსაცმლები კი სხვა ფირიდან ამოვიღე. თან ავტობიოგრაფია მხოლოდ ცხოვრების ქრონიკას არ გულისხმობს, ის ფილმში შეიძლება ემოციით გადმოიცეს. შემთხვევითი არაა ის, რომ პერსონაჟს, ჩემს მსგავსად, ჯიოვანი ქვია, მასსა და ჩემს შორის ბევრი რამაა საერთო: აქვს ჩემი მანერები, არ არის მორწმუნე და სწორედ ამიტომაც, რადგანაც არ ვარ მორწმუნე, შევჩერდი სამგლოვიარო დარბაზის სცენაზე, ეს ის მომენტია, როცა ჩემთვის ყველაფერი სრულდება და უკანასკნელად ვხედავ გარდაცვლილ ადამიანს.

-ამიტომაცაა, რომ თქვენი პერსონაჟი შეუბრალებლობით გამოირჩევა?
-კი, ეს თვისებაც ძალიან ახლოს დგას ჩემს პიროვნებასთან, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს შემთხვევაში ეს შტრიხი ჯოვანიზე მძაფრადაც კი ვლინდება.

-ჯიოვანი ფსიქოანალიტიკოსია, თქვენ გჯერათ ფსიქოანალიტიკოსების?
-ზოგჯერ ტკივილის შემსუბუქება შეუძლიათ.

-თუმცა, ფილმის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უნდობლობით ეკიდებით ფსიქოანალიტიკოსებს.. ოსკარი სიმსივნის აღმოჩენის შემდეგ, თერაპიული კურსის შეწყვეტას გადაწყვეტს… თითქოს ამ ნაბიჯით სურს თქვას: „ახლა, როცა სერიოზულად ცუდად ვარ, მართლა უნდა დავდგე და ვიმკურნალო“ .
-ასე არ არის. ჯიოვანის ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, ზოგი ძალიან მძიმედაა, ზოგი – ნაკლებად. ასე მაგალითად, ტომაზო მართლა ძალიან ცუდადაა და ნამდვილად საჭიროებს მის დახმარებას. ამ ურთიერთობას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ მეჩვნებინა ჯიოვანის უუნარობა პაციენტებთან ურთიერთობისას და საქმის შესრულებისას.

-და რატომ ანკონა და არა რომი?
-რომზე არც მიფიქრია, პატარა ქალაქი მინდოდა, ისეთი ქალაქი სადაც მის ფსიქოანალიტიკოსობას განსხვავებულ ელფერი მიეცემოდა.. თან ზღვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

-და რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას?
-პიოვანიმ ფილმის შესახებ არაფერი იცოდა, შემდეგ დავსხედით, ვისაუბრეთ და ასე შეიქმნა მუსიკა. სხვა კომპოზიციებს რაც შეეხება, ისინი უშუალოდ მე ავირჩიე. გარდაცვლილი შვილისთვის Brian Eno-ს “By The River” ყველაზე შესაფერისი საჩუქარი მეჩვენებოდა, მხოლოდ გადაღების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სიმღერის ტექსტსა და ფილმს შორის რაღაც საერთო იყო.

01_p_habemuspapam-11

“ჩვენ გვყავს პაპი”

–პაპი, რომელსაც არ სურს გახდეს პაპი: ასეა?
–უნდა დავკონკრეტდეთ? ყველაფერი იწყება პაპის გარდაცვალებით და, შესაბამისად, კონკლავით. ეს უბრალო სატირა არ არის.

–თუმცა, ეს პერსონაჟი თქვენ არ ბრძანდებით.
–არა, მე ვიქნები ფსიქონალიტიკოსი, რომელსაც ხშირად ექნება პაპთან ვიზიტი.

–რამდენიმე თვის წინ თქვით, რომ გიჭირთ ახალი სიუჟეტის პოვნა და ერთგვარი შიშიც გაქვთ, რომ მორიგი ფილმიც არ გამოგივიდეთ პესიმისტური. მოახერხეთ ამ ყველაფრის დაძლევა თქვენს ბოლო კინოსურათში?
–მგონი, კი. თუ ამ ფილმშიც ჩემთვის ნაცნობ ან ახლო მდგომ პერსონაჟებს გამოვიყვანდი, პირქუში ფილმი გამოვიდოდა და სხვა არაფერი. გარდა ამ ფილმისა, სხვა პროექტებზეც ვმუშაობ, ახლა სატელივიზიო მასალების დახარისხებაში ვარ. თემა ეხება პოლიტიკურ და ჟურნალისტიკურ სიბინძურეს, იმას რაშიც დიდიხანია ვცხოვრობთ და ვეღარც კი ვამჩნევთ. სავარაუდოდ ერქმევა „ეს მოხდა იტალიაში“. ვიტყოდი, რომ „აუცილებელია ამაზე მუშაობა“. ახლა დავიწყე სატელევიზიო გადაცემებისა და ნიუსები დაარქივება. ეს ისეთი თემაა, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხო და განხორციელო.

–საიდან იწყება ათვლა? ბერლუსკონის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდიდან?
–დაახლოებით. ჩვენი გაოცება და რეაქციები – ეთიკურ, ისტიტუციონალურ, ჰუმანურ, „კულტურულ“ – კატასტროფებისადმი სულ უფროდაუფრო იკლებს.. იმდენად იკლებს, რომ ერთ დღესაც საერთოდაც დასამარდება. საბოლოოდ იქამდე მივალთ, რომ ნორმალურად მოგვეჩვენება რაღაც საშინლად შემაძრწუნებელი ფაქტი, დემოკრატიულ ქვეყანაში ნორმალურობის გარდა ყველაფერია. ამ ნამუშევრით არავის გადარწმუნებას არ ვცდილობ, უბრალოდ ხალხს მინდა შევახსენო, რომ უამრავი ჯურნალისტისთვის იყო დამახასიათებელი ეს გულისმარევი კონფორმიზმი და სერვილიზმი. 15 წლის განმავლობაში 60 მილიონი იტალიელი ერთი ადამიანის ინტერესების მძევალი იყო. წარმოუდგენლად დამამცირებელი პერიოდი. რაც შეეხება მემარცხეენებს, მათ გამოავლინეს აბსოლუტური უსუსურობა, ვერ შეძლეს დროული რეაგირება და საკუთარი იდენტობის წარმოჩენა. სულ უკანდაუკან დაიხიეს. ლიგასთვის სასურველი პოზიციები და კანონები ეკლესიის კონკრეტულ სექტორებთან იყო დაკავშირებული. ამ წლების განმავლობაში მემარცხენეებს ყველაფრის ეშინოდათ. ინდივიდუალობას მოკლებულნი პერსონალიზმის მსხვერპლნი გახლდნენ. მემარჯვენეთა და რამდენიმე ჟურნალისტის უხერხულ სლოგანზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც იტალიელების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტისადმი გულგრილობას უსვამდა ხაზს. აღსანიშნავია კიდევ ერთი მცირე დეტალი: დემოკრატიისადმი ინტერესი. ვიმედოვნებ, რომ ბოლო დროის მოვლენებმა რაღაც შედეგებამდე მაინც მიგვიყვანა.

–ყველა ჟურნალისტი ასე არ მოქცეულა.
–რესპუბლიკის ფონზე ჟურნალისტიკის საკითხიც ტივტივდება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დიდი ხნის წინ მან ხელთ ჩაიგდო სამი ტელევიზია. შემდეგ მასზე მორგებული კანონიც კი შეიქმნა.

–მართალია, რომ კიდევ ერთ, ახალ პროექტზე მუშაობთ?
–სხვა რეჟისორებთან ერთად მინდა ერთიანად შევკრა Pci-ს (იტალიური კომუნისტური პარტია) ისტორია. ჯერჯერობით არ გვაქვს ტვ დაფინანსება და ამ დაფინანსების მოლოდინში არ მინდა დრო დავკარგო. გვეუბნებიან: ახლა არჩევნების პერიოდი გვიდგას.. უნდა დაელოდო არჩევნების გადაგორებას, შემდეგ მას მოყვება სხვა არჩევნები და ასე უსასრულოდ. მოკლედ მე გადავიღებ და იმედია, შემდეგ ამ მასალას ვინმე შეიძენს. საკმაოდ გრძელი ფილმი გამოვა, შევეხებით: 48 წლის არჩევნებს, სტალინიზმს.. ინტერვიუები Pci-ზე. მე მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმ ადამიანებზე, რომლებიც ჭეშმარიტი კომუნისტები იყვნენ და იმაზეც, რომ ეს ისტორია ნამდვილად არსებობდა.. თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ვინც საუბრობს იტალიის კომუნისტურ პარტიაზე, თვითონ არასოდეს ყოფილა კომუნისტი.. ვგულისხმობ: სკალფარისა (იტალიელი პოლიტ. ჟურნალისტი) და ჯიორჯიო ბოკას. ასეთი იტალია კი ნამდვილად არსებობდა.

–მთელი იტალიის მაშტაბით შეგროვდა აქტივისტთა ჩვენებები? 
–ყველა იმ ადამიანის, ვისაც რაღაცა ქონდა და აქვს სათქმელი. საუბრის დროს ისინი უბრუნდებიან წარსულს, იხსენებენ განვლილ ბრძოლასა და ყველა დაშვებულ შეცდომას.

–სულ უფრო და უფრო მცირდება კინოს დაფინანსება და მისთვის გამოყოფილი თანხები..
–ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი და მესმის, თუმცა არსებობს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფონზე კინო ვეღარ იკავებს ცენტრალური ადგილს. ყველა ძალიან კარგად ვამჩნევთ იმ სირთულეებს და პრობლემებს, რომელიც კინო-დარბაზებთანაა დაკავშირებული, ყოველ დღე იმატებს დახურულ დარბაზთა რიცხვი, ამასაც თავისი ახსნა აქვს – ადამიანებს ურჩევნიათ ფული რესტორანებში დახარჯონ, ან საფეხბურთო შეხვედრებში, რომელიც ბოლოს ფრედ დასრულდება. ყველა ყველაფერში ხარჯავს ფულს, მაგრამ არა კინოში, რადგანაც კინო ძვირი ჯდება. ამას ემატება ის მავნე ჩვევა, რომელიც კინოების არალეგალური გზით გადმოწერას გულისხმობს. დროა დამთავრდეს ისეთი მიდგომა, როგორცაა „მე არავის არ ვკიცხავ და არავის არ ვასწავლი ჭკუას“, სხვისია რ ვიცი და მე ვკიცხავ და ჭკუასაც ვასწავლი. არ მომწონს აქაური ცხოვრების წესი! არ მომწონ,ს ვიღაცა 24 სთ სკამზე რომ ზის ერთ ადგილად და კომპიუტერსაა მიჯაჭვული. ჩემი ცხოვრების სტილი უფრო მომწონს, მომწონს კინოში სიარული და ფილმის სხვებთან ერთად ყურება. ცოტახანში ყველა კინო-დარბაზს დახურავენ და ეს არ იქნება პოლიტიკისა და ინსტიტუციების ბრალი, არამედ იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება. იგივე ჩვენ, რეჯისორებმა და მწერლებმა შეგვიძლია გავაკეთოთ სწორი არჩევანი, მაგრამ არ ვაკეთებთ. ანჯელო ბარბაგალოსთან ერთად როცა ვაარსებდი „Sacher“-ს მაშინვე გამოვრიცხე ბერლუსკონის ფონდით ჩემი ფილმების დაფინანსება. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ ვიყო ლოგიკური. ეს ის თვისებაა, რომელიც ლიბერალ მამისგან შევიძინე.

პაოლო დ აგოსტინი

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s