ვერნერ ჰერცოგი

Werner-Herzog-008

  • ყველანი ცდებით! (ბერლინის ფესტივალი, 1992 წელი. პასუხი ფილმის Lektionen in Fi”sternis კრიტიკაზე“.)
  • ყოველთვის მაინტრესებდა რითი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან „ფაქტი“ და „რეალობა“. მსმენია, რომ არსებობს  უფრო ღრმა რეალობა. ასეთი, პოეზიასთან მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი  რეალობა კინოშიცაა  და მას „ესთეტიკურ რეალობას“ ეძახიან. როცა შედევრს კითხულობ, მას მაშინვე, მთელი სხეულით გრძნობ.. აქ უკვე, განსაკუთრებულ, ღრმა ესთეტიკურ რეალობასთან გვაქვს საქმე. („Incident at Loch Ness, 2004) 

  • [ამაზონის ჯუნგლები]აქაურ ბუნებას ჯერ დასრულებული სახე არ აქვს. ეს ადგილი ღმერთმა, თუ ის ნამდვილად არსებობს, რისხვით შექმნა  […] ცაზე, ვარსკვლავებიც კი ქაოსურად ჩნდებიან. (Burden of Dreams, 1982)
  • ეს მარტო ჩემი სიზმრები არაა. მე მჯერა, რომ ეს თქვენი სიზმრებიცაა. ერთადერთი რაც განგვასხვავებს ისაა, რომ მე უფრო ნათლად შემიძლია ამ სიზმრების გამოხატვა. ამის ძალა შესწევს პოეზიას, მხატვრობას, ლიტერატურას, კინოს.. ესაა და ეს.. მე ვიღებ ფილმს, იმიტომ, რომ სხვა არაფერი მისწავლია. ეს ჩემი მორალური ვალია. და რადგანაც, ეს შეიძლება ჩვენი ინტიმური კრონიკის სახედ იქცეს, სწორედ ამიტომაც ვალდებულები ვართ ძალიან ზუსტად და ნათლად გამოვხატოთ ჩვენი თავი, წანააღმდეგ შემთხვევაში საძოვარზე მიშვებულ ძროხებს დავემსგავსებით.  (Burden of Dreams, 1982)
  • შექმნილი სამყარო არაა იდეალური, და ჩვენ არც არავინ გვაიძულებს მივიღოთ ის ისეთი – როგორიცაა. (Bis ans Ende der WeltWerner Herzog, 1989)
  • გალაქტიკის განადგურება ისეთივე შთამბეჭდავად ლამაზი იქნება, როგორც მისი შექმნა. (Lektionen in Fi”sternis 1992)
  • გავრცელებული ხმების თანახმად: „დიადი მთაგრეხილები, ღრუბლები, თხელ ნისლში ჩაფლული მიწა“. სინამდვილეში კი გადავიღე სატვირთო მანქანების გავლით დაყენებული მტვერი, რომელიც მიწას მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით შორდებოდა. ( Herzog on Herzog, 2002)
  • თუ პროექტი პორტში განხორციელდებოა, მაშინ ხალხს, ორკესტრასა და მომღერლებს უსაფრთხო ადგილას განვათავსებდი და „ღმერთების დაცემის“  ბოლო აქტის დასრულებამდე ავაფეთქებდი შენობას (იგულისხმება შიაკას მიტოვებული თეატრი). საბოლოოდ, დაეშვებოდა მტვრის პორტიერი და საფინალო კადრი ნანგრევებზე მდგომ შემსრულებლებზე შეჩერდებოდა. უკვე შეთანხმებული ვიყავი იმ გუნდთან, რომელსაც უნდა აეღო თეატრი, მაგრამ ცემენტი, რომლითაც აშენებული იყო თეატრი იმდენად მყარი და მაგარი იყო, რომ ასაფეთქებლად ენ რაოდენობის დინამიტს საჭიროებდა, რომელიც საბოლოოდ ნახევარ ქალაქს გაანადგურებდა (ინტერვიუ „რესპუბლიკასთან“ 11 იანვარი, 2009 წელი).
  • მას ვუთხარიეროლ მორისს] “თუ მოახერხებ შენი პირველი ფილმის გადაღებას, რომელზეც ამდენს საუბრობ, სიტყვას გაძლევ – საკუთარ ფეხსაცმლებს შევჭამ ” […] არ მინდოდა უფრო პატარა ან უფრო რბილი ფეხსაცმლის შეჭმა. პირობას როცა ვდებდი, ეს ჩექმები მეცვა.. რადგანაც მეზიზღებიან ლაჩრები (Werner Herzog Eats His Shoe, 1980)
  • ფილმის გადაღება უფრო ათლეტიკას მოითხოს, ვიდრე – ესთეტიკას… თუ ფეხის გარეშე დავრჩი, მაშინ პროფესიის შეცვლა მომიწევს. („ხელოვნება და სანახაობა“ 24 აგვისტო. 2009 წელი).
  • კინო ეს წერა-კითხვის უცოდინართა ხელოვნებაა. („ხელოვნება და სანახაობა“ 24 აგვისტო. 2009 წელი).
  • [მიუხედავად იმისა, რომ მუცელში სნაიპერით დაჭრეს, ის მაინც მშვიდად აგრძელებს ინტერვიუს მიცემას] – ეს უმნიშვნელო ტყვიაა (BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში, 2005)
  • ვსაუბრობ ესპანურად, ინგლისურად, გერმანულად […], მესმის ბერძნული, ლათინური, ძველი ბერძნული, იტალიური, ფრანგული, მაგრამ ამ ენებზე საუბრისგან თავს ვიკავებ (2007) 
  • კრისტიან ბეილს ვკითხე: „შეგიძლია კბილებით გველი ორ ნაწილად გაგლიჯო?“ მან მიპასუხა: „კი“ და ასე შევუდექით მუშაობას. 
  • მე პროფესიონალი ვარ და ვცდილობ თავიდან ავიცილო რისკები […] როცა ამოფრქვევის ზღვარზე მისულ ვულკანის კრატერზე მუშაობ, ცოტაოდენი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო.
  • არ ვიღებ „ნორმალურ“ ფილმებს, ეს სხვებს ჩემზე უკეთესად გამოსდით.
  • ჩემი თმის თითოეულ თეთრ ღერს „კინსკის“ ვეძახი.
  • უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა არტისტად მომიხსენიებენ. ჩემს მუშაობას უფრო ათლეტთა მუშაობას შევადარებდი, სწორედ ამიტომაც უფრო ათლეტებით ვარ აღტაცებული, ვიდრე -ხელოვანებით. ტურინში, ბუნებრივია, ხშირად საუბრობენ დელ პიეროზე, როგორც საუკეთესო ფეხბურთელზე.   ფრანკო ბარეზის დიდი ფანი ვარ, ის მილანში თამაშობდა და უბურთოდაც ძლიერი იყო;  შეეძლო თამაშის წაკითხვა, ხედავდა თამაშის განვითარებას, არავის არ შეეძლო ფიზიკურად სივრცის ისე შეგრძნება, როგორც ბარეზის.. გასაოცარი იყო. ძალიან გამიხარდება თუ ჩემს ფილმებში მოვახერხებს ადამიანის სულისა და ამაზონისებრი ადგილების ისეთივე გაგებას, როგორც ამას ბარეზი თამაშისას ახერხებდა.

დოკუმენტური ფილმიდან – „კინსკი – ჩემი ყველაზე ძვირფასი მტერი“ (1999)

  • რა თქმა უნდა არ ვარ გიჟი, გამსინჯეს და აბსოლუტურად ჯამრთელი ვარ.
  • და შემდეგ ინდილებს ვუთხარი „არა, არ მოკლათ. ეს გიჟ ჯერ კიდევ მჭირდება“ (ვერნერ ჰერცოგი კლაუს კინსკიზე).

ვერნერ ჰერცოგზე

  • ეს გერმანელი რეჟისორი, ამბიციებით სავსე, ძალით ეძებს სირთულეებს. სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს – ტანჯვა ეს მისი მოთხოვნაა. გასაოცარი გამოწვევების წინაშე აყენებს საკუთარ თავს . არ ვიცი როგორ შეიძლება განიკურნოს წარსულის იარებისგან, ფაქტია – აგრძელებს ჭრილობის მიყენებას. ყოველთვის ცდილობს საზღვრების გარღვევას, ეს მას მომხიბლელს და ამავდროულად – სევდიანს ხდის. ზოგჯერ სახიფათოსაც. (კლაუდია კარდინალე) 
  • ჰერცოგი გიჟია, ისევე როგორც მე, სწორედ ამიტომაც ვმუშაობთ ერთად ასე კარგად. (კლაუს კინსკი)
  • ნეტავ, ჯოჯოხეთში ჩაძაღლდეს. (აბელ ფერარა)

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s