მიქელანჯელო ანტონიონი – ჩემი ფილმი

Screenshot_1      წინამდებარე სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა გაზეთში  „L’humanité“ 1961 წლის 26 თებერვალს, ფილმის „ღამე“  (La notte) ფრანგული პრემიერის დროს.

    ამ ფილმის ისტორია ორი წლის წინ დაიწყო. დიდი ხნის წინათ, შევხვდი ერთ პროდუსერს, რომელთანაც მცირე მოლაპარაკება გავმართე ფილმ „წვეულების“ გადაღების თაობაზე. ფილმი გვიამბობდა ამბავზე, რომელიც ერთ-ერთ ბურჟუაზიულ სახლში წვეულების დროს მოხდა. რაღაც ამდაგვარ თავყრილობაზე ვიყავი ნამყოფი ცოტა ხნის წინ, სადაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იქ დანახულმა გარკვეულმა ეპიზოდებმა და პატარ-პატარა შემთხვევებმა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ეს იყო თითქოს ერთი შეხედვით პატარა ინციდენტები, მაგრამ მათში ჩართული პროტაგონისტებისთვის არც თუ ისე უმნიშვნელო.

     ეს ფილმი არ გადაღებულა და ალბათ უკეთესიც იყო, რომ ასე მოხდა. ამ იდეას ორი წლის წინ დავუბრუნდი, მაგრამ რამდენიმე ერთი მეორის მომდევნო სცენარის მონახაზმა მაინც დაუკმაყოფილებელი დამტოვა. რაღაც არ მაკმაყოფილებდა, თუ რა – ამას ვერ ვპოულობდი.

     ამასობაში, ფილმ „თავგადასავლის“ გადაღების იდეა მომივიდა, სადაც მთლიანად ჩავდე ჩემი თავი, სული და ხორცი.

     მაშინ ჯერ კიდევ მიტრიალებდა თავში ის მეორე ამბავი და დავუბრუნდი მასზე მუშაობას. მე ვერ ვახერხებდი საკმარისი დისტანციის დაჭერას გარკვეული ავტობიოგრაფიული ასპექტებისგან, რასაც ხელახლა ვერ გამოვიგონებდი.

     მთავარი გმირი იყო ქალი, რომელიც ლამაზი არ უნდა ყოფილიყო. ეს როლი ჯულიეტა მაზინას შევთავაზე. წავედი მასთან შესახვედრად და ფილმის იდეის შესახებ მოვუყევი. ფელინიც იქ იყო. მან მითხრა, რომ ფილმი მშვენიერი გამოვიდოდა, მაგრამ მე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული ამაში. დავუბრუნდი ისევ სამუშაოს.

     ერთ დღეს, როგორც იქნა გონება გამინათდა და მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. თუ მთავარ როლზე ლამაზ ქალს არ ავიყვანდი, ეს შეცდომა იქნებოდა, რადგან ჩარჩოში მოაქცევდა ფილმის იდეას.

     შესაძლოა, ვინმეს ეფიქრა, რომ მისი არც თუ ისე ლამაზი გარეგნობა იყო მიზეზი იმისა, რომ ქმარს გრძნობები გაუნელდა მის მიმართ. ამიტომაც შევცვალე პერსონაჟი კიდევ ერთხელ, ხოლო მამაკაცის გმირს მეტი წონა მივეცი. ასევე, ამოვაგდე ის გმირები, რომლებიც მთავარი პერსონაჟების გარშემო ტრიალებდნენ. ეს უნდა ყოფილიყო ერთი წყვილის ამბავი, სიღრმითა და ზუსტი ფსიქოლოგიური კუთხით დანახული. საბოლოოდ, ფილმის ასეთი ვარიანტი მომეწონა და გავაგრძელე მუშაობა მისი გადაღების დასაწყებად.

     ერთი კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ, არის თუ რატომ არიან ჩემს ფილმებში ქალები უფრო გახსნილები, ვიდრე კაცები. მე ქალების წრეში გავიზარდე: დედაჩემის, დეიდაჩემის და უამრავი ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილის. შემდეგ დავქორწინდი და ჩემს ცოლს ხუთი და ჰყავდა. ყოველთვის ქალებს შორის ვცხოვრობდი. ძალიან კარგად ვიცნობ მათ.

     მაგრამ, ეს მხოლოდ ერთგვარი ანეკდოტური ასპექტია ჩემი პასუხისა. პირადად ჩემთვის კი, ქალური აღქმის უნარი ბევრად უფრო ზუსტი ფილტრია ვიდრე ნებისმიერ სხვა, იმის გამოსახატავად, რაც მე უნდა ვთქვა.  ემოციების ზღვაში, კაცს თითქმის არასდროს შეუძლია შეიგრძნოს რეალობა, ისე, როგორც ის არსებობს.  აქვს რა ერთგვარი მიდრეკილება ქალზე დომინანტობის, მამაკაცი ცდილობს დამალოს ქალის ზოგიერთი ასპექტი და დაინახოს ის ისეთი, როგორიც მას უნდა რომ იყოს. ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად ჭეშმარიტი ვერაფერი იქნება, მაგრამ მე მეჩვენებოდა, რომ ასეთი მოსაზრება სწორედაც რომ თავში იქნებოდა.

     მე უკვე „ღამეს“ ვიღებდი, როცა თომას მანის ესსეს „ქორწინების შესახებ“ გადაკითხვა დავიწყე, რომელშიც ავტორი ნაწარმოებისა „სიკვდილი ვენეციაში“ ძალიან ლამაზად აგებს პატივს თავისი ცოლის მიმართ სიყვარულსა და მტკიცე ერთგულებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ მაშინ დავრწმუნდი, ერთხელ და სამუდამოდ, რომ სწორ გზაზე ვიდექი, როდესაც დავინახე მამაკაცური ეგოიზმის ასეთი მასშტაბები, სადაც მისი ცოლის პიროვნული ხასიათი და ცხოვრება აბსოლუტურად იფანტება და განყენებული ხდება კაცის პირადი ინტერესებისთვის.

     ხუთი ან ექვსი წლის წინ, მაყურებელი ალბათ რთულად შეხვდებოდა ასეთ ფილმს. ბედნიერი ვარ, თუ როგორ მიიღეს ეს ფილმი ახლა, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ზოგადად კინოს გამო. ეს ნიშნავს რომ რაღაც შეიცვალა. უკეთესობისკენ.

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s