Month: February 2015

მარგარეტა ფონ ტროტას რამდენიმე ინტერვიუ “ჰანნა არენდტის” შესახებ

Margarethe_von_Trotta

-თითქმის ყველა თქვენი ფილმი ეძღვნება ისტორიულად  მნიშვნელოვან პერსონაჟებს (როზა ლუქსემბურგი, ნეტარი ჰილდეგარდ ბინგენელი, დები ენსლინები).. რა მოგხიბლათ ჰანნა არენდტში.

-საკითხი დგას შემდეგნაირად: როგორ უნდა დააკვირდე და გადაიღო ფილმი  ქალზე, რომელიც მთელს ცხოვრებას  ფიქრსა და აზროვნებას უთმობს. ცხადია, მეშინოდა რამე არ შემშლოდა და სწორედ ამიტომაც, როზა ლუქსემბურგისგან განსხვავებით – ამ ფილმსა და პერსონაჟზე მუშაობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ორივე მათგანი ჭკვიანი და უნიკალურია, ორივეს შეუძლია სიყვარული და მეგობრობა, ორივე მოაზროვნეა და ორივე ორატორული ნიჭითაა დაჯილდოვებული. (more…)