მარგარეტა ფონ ტროტას რამდენიმე ინტერვიუ “ჰანნა არენდტის” შესახებ

Margarethe_von_Trotta

-თითქმის ყველა თქვენი ფილმი ეძღვნება ისტორიულად  მნიშვნელოვან პერსონაჟებს (როზა ლუქსემბურგი, ნეტარი ჰილდეგარდ ბინგენელი, დები ენსლინები).. რა მოგხიბლათ ჰანნა არენდტში.

-საკითხი დგას შემდეგნაირად: როგორ უნდა დააკვირდე და გადაიღო ფილმი  ქალზე, რომელიც მთელს ცხოვრებას  ფიქრსა და აზროვნებას უთმობს. ცხადია, მეშინოდა რამე არ შემშლოდა და სწორედ ამიტომაც, როზა ლუქსემბურგისგან განსხვავებით – ამ ფილმსა და პერსონაჟზე მუშაობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ორივე მათგანი ჭკვიანი და უნიკალურია, ორივეს შეუძლია სიყვარული და მეგობრობა, ორივე მოაზროვნეა და ორივე ორატორული ნიჭითაა დაჯილდოვებული.   ჰანნა არენდტის ცხოვრება, ისევე როგორც როზა ლუქსემბურგის – საკმაოდ დრამატულია, თუმცა უმნიშნელოვანესი და ამაღელვებელი.  მის პიროვნებას უკეთ რომ გავცნობოდი, არამხოლოდ წავიკითხე მის წიგნები და წერილები, არამედ – უშუალოდ გავიცანი ის ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას. მათთან საუბარში აღმოვაჩინე ისეთი ჰანნა არენდტი, როგორიც მინდოდა წარმომეჩინა ფილმში და მისი ცხოვრების ეს პერიოდი  ყველაზე უფრო შეესაბამებოდა ჩემს ჩანაფიქრსა და მიზნებს.  ზოგჯერ, მოულოდნელი აფეთქებითა და უხეშობით უხერხულ მდგომარეობაშიც მაგდებდა. მისი პიროვნების ქარიზმატულობასა და გამჭრიახობაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი,  როცა აღმოვაჩინე მისი და ჟურნალისტ –  გიუნტერ გაუსის საუბრის ჩანაწერი. ყურებისას მივხვდი თუ რას გულისხმობდა გაუსი, როცა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰანნა არენდტი იმ ქალთა კატეგორიას მიაკუთვნა, რომელიც მაშინვე გიპყრობს და გაჯადოებს.

2003 წელს  ამერიკელ სცენარისტთან – პამელა კაცთან ერთად დაიწეთ სცენარზე მუშაობა და თემის კვლევა- შესწავლა. 2006 გადაწყვიტეთ გადაგეღოთ ფილმი „ჰანნა არენდტი“, (სამუშაო სათაური „დავა“) რომელიც ეხებოდა 1961 წლის ადოლფ აიხმანის პროცესს. 

-„პინგ-პონგისებურად“ ვმუშაობდით სცენარზე: ერთმანეთს ე-მაილებს ვწერდით, ტელეფონით ვესაუბრებოდით და პირადადაც ნიუ-იორკში, პარიზსა და გერმანიაში ვხდებოდით. ბევრი ვიფიქრეთ თუ რომელი პერიოდი აგვერჩია ჰანნა არენდტის ცხოვრების წარმოსაჩენად. მარტინ ჰაიდეგერთან ურთიერთობა, რომელსაც ყველა ასე ელოდა თუ გერმანიიდან გამოქცევა? პარიზში გატარებული წლები თუ ნიუ-იორკში?  ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ აიხმანის პროცესი იყო საუკეთესო მისი როგორც ქალის, ისე მისი საქმის წარმოსაჩენად. თვალშისაცემი იყო არა მხოლოდ  ჰანნა არენდტისა და ადოლფ აიხმანის პერსონაჟთა კონტრასტი, არამედ – მეოცესაუკუნის ევროპის ბნელი პერიოდიც. „არავის აქვს უფლება დამორჩილდეს“ აცხადებს ჰანნა არენდტი. ის მხოლოდ მის ცოდნასა და დასკვნებს ემორჩილება და სხვას არაფერს, მას არ შეეძლო აიხმანის მსგავსად ყოფილიყო კანონებისა და ზედა ინსტანციების მორჩილი. ბრმა მორჩილებაში აიხმანმა დაკარგა მთავარი – დამოუკიდებელი აზროვნება.  ფილმში ჰანნა არენდტი წარმოდგენილია, როგორც პოლიტ-თეორეტიკოსი და დამოუკიდებელი მოაზროვნე.

-თქვენ  აიხმანის პერსონაჟი ძველი, შავ-თეთრი საარქივო მასალებით წარადგინეთ.

-„ბოროტების ბანალურობა“ მხოლოდ რეალური აიხმანით შეიძლება წარმოაჩინო.  მის სახეს ვერცერთი მსახიობი ვერ შექმნის.  მაყურებელი შეიძლება მოიხიბლოს მსახიობის გასაოცარი თამაშით, თუმცა ვერ მოახერხებს აიხმანის უფერულობის დაფიქსირებას. საუბარია ადამიანზე, რომელსაც არ შეუძლია გრამატიკულად სწორად აგებული წინადადების ფორმულირება.  როცა უსმენ მისი საუბრის მანერას, რწმუნდები რომ მას არ შეუძლია თავისი ქმედებების მნიშვნელობის გაანალიზება. ფილმში ერთადერთი სცენაა, როცა ბარბარა სუკოვა მას ტრიბუნიდან მიმართავს, აი, მაშინ გაჩნდა მსახიობის ჩართვის აუცილებლობა და კადრად ვხედავთ ზუგით მდგომ აიხმანს. საარქივო მასალებით ნამდვილ აიხმანთან ერთად მოვახერხეთ ყველა მნიშვნელოვანი მომენტის ჩასმა. გარდა ამისა, ვიცოდით რომ არენდტი საკმაოდ ბევრს ეწეოდა და ვიფიქრეთ, რომ ის უფრო მეტ დრო საკონფერენციო დარბაზში გაატარებდა და არა – სასამართლოს სხდომაზე. სცენარზე მუშაობისას ჩვენ შევხვდით არენდტის ძმისშვილს – ედნა ბროუკს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა იერუსალიმში, და მან დაადასტურა, რომ „მამიდა ჰანნა“ დიდ დროს ატარებდა საკონფერენციო დარბაზში, რადგანაც აქ მას შეეძლო მშვიდად მოეწია.

„ჰანნა არენდტი“ არ იქნებოდა ფონ ტროტას ფილმი თუ მასში არ წარმოჩენდებოდა  ქალი, ცხოვრების თანამგზავრი და მეგობარი. ანუ დიადი მოაზროვნე მთელი თავისი კომპლექსურობით.    

-ფილმში ნაჩვენებია ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდი, მეგობრებათან ურთიერთობა, მარტინ ჰაიდეგერისადმი სიყვარული, თუმცა ჩვენი ეჭვით ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში ჰეინრიხ ბლუხერი გახლდათ, რომელსაც „ოთხკედლადაც“ მოიხსენიებდა, რადგანაც ის მისთვის ნამდვილს „სახლს“ წარმოადგენდა. ჰაიდეგერი მისი პირველი სიყვარული გახლდათ და არენდტმა ბოლომდე შეინარჩუნა მასთან ურთიერთობა (მიუხედავად იმისა, რომ მარტინ ჰაიდეგერი აქტიურად თანამშრომბლობდა ნაცისტებთან). დასაწყისში, როცა ვიწყებდი ამ თემაზე მუშაობას, შევხვდი მის მეგობარს – ლოტე კუხლერს, რომელმაც მითხრა, რომ ჰანნა ინახვადა მისი და ჰაიდეგერის ყველა მიმოწერას. ის მას გერმანიაშიც შეხვდა. ამ შეხვედრაზე არენდტი კარლ ჯასპერს სწერდა და ჰაიდეგერს „მკველელად“ მოიხსენიებდა. მისი ძმისშვილი მათ ურთიერთობას არენდტის სიტყვებით ხსნის: „რაღაცები ადამიანის უფრო ძლიერია“

-ჰანნა არენდტის როლზეც თქვენ ბარბარა სუკოვა დაამტკიცეთ. რატომ? 

-თავიდანვე ბარბარა სუკოვაზე ვფიქრობდი და საბოლოოდ მოვახერხე მისი წინააღმდეგობების დაძლევა. ბარბარას გარეშე ამ ფილმს ვერ გადავიღებდი. მჭირდებოდა მსახიობი, რომელიც სიჩუმეშიც გამოხატული იქნებოდა და ამ სირთულეს მხოლოდ ბარბარა თუ გაართმევდა თავს.

თვალშისაცემია ბარბარა სუკოვას პროფესიონალიზმი, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფილმის ბოლო 8 წუთიანი გამოსვლა. მცირე რეჟისორი თუ გაბედავდა ამხელა დროით მაყურებლის ყურადღების მიპყრობას. მსგავსი გადაწყვეტა რამ განაპირობა?

-ბევრი ფიქრობდა, რომ ჰანნა არენდტზე ფილმი დიდებული სფიჩით უნდა გახსნილიყო, რეალურად ფილმი ქმრებზე ჭორაობით იწყება. ფინალური გამოსვლით გვინდოდა მაყურებლისთვის ნათელი გამხდარიყო ჰანნა არენდტის აზროვნების შედეგები, მისი ფიქრი და დასკვნა აიხმანის პერსონაჟზე. ეს უნდა ყოფილიყო არდენტის პიროვნებისა და აზროვნების შეყვარების მომენტი. ბარბარას შესრულება ერთდროულად გონივრული და ემოციურია, მის ინტერპრეტაციას სუნთქვა შეკრული ადევნებ თვალს. ჩვენ მაყურებელი ნელ-ნელა მივიყვანეთ არენდტის კომპლექსურ აზროვნებამდე და „ბოროტების ბანალურობის“ აღქმამდე. ფინალური სიტყვით გამოსვლა მთლიანი ფილმის ინტელექტუალური და ემოციური კულმინაციაა.

ფილმზე მნიშნელოვანი ქალები მუშაობდნენ (იგულისმხებიან: სცენარისტი Pam Katz, პროდიუსერი – Bettina Brokemper, მონტაჟი Bettina Böhler…) ეს მხოლოდ დამთხვევაა თუ პირადი არჩევანი?   

-ასე არ იყო დაგეგმილი, შემთხვევით მოხდა.. თუმცა ვინ იცის. ფილმზე მუშაობდნენ პროფესიონალები, რომლებსაც სურდათ ჰანნა არენდტის ცხოვრების სწორი კუთხით ჩვენება.

hannah-arendt

მარგარეტა ფონ ტროტა: 

ჰანნა არენდტის აზროვნება დღემდე სკანდალურია“

-ჰანნა არდენტის მდიდარი ბიოგრაფიიდან მაინცდამიანც ამ პერიოდზე რატომ გაამახვილე ყურადღება?  
 

-ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მე და თანასცენარისტმა –  პამ კატცმა. ბევრი ვარიანტი იყო, შეგვეძლო გადაგვეღო: 1933 წელს საფრანგეთში გაქცევის პერიოდი, 1937 წელს  ვალტერ ბენიამინის სახლში  მის მეორე ქმართან – ჰეინრიხ ბლუხერთან შეხვედრა, 1941 წელს გიურსის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა და იქიდან ქმართან ერთად ვიზით ხელში, მაგრამ უპასპორტოდ ამერიკაში ემიგრირება. ევროპული ქვეყნებიდან მომავალი უამრავი ინტელექტუალის მსგავსად ისინი ფლობდნენ ბერძნულ, ლათინურ და ფრანგულ ენებს, მაგრამ არა ინგლისურს. სწორედ ამიტომაც, უკეთ ადაპტირების მიზნით, ჰანნა ამერიკელთა ოჯახშიც იწყებს მუშაობას. შეგვეძლო, ფილმი გადაგვეღო არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობაზე და უფრო მარტივადაც გვეშოვა ფინანსები… თუმცა, ბოლოს მივხდით, რომ მისი როგორც ქალისა და ფილოსოფოსის წარმოჩენა ამ ოთხწლიანი შუალედის შეჯამებით შეგვეძლო.

-ფილმზე მუშაობისას რა წყაროებს დაეყრდენით. კინოსურათში აიხმანის ცოცხალი კადრებიც ჩანს.   

-გავეცანი მის წიგნებს, წავიკითხე მისი პირადი წერილები და ვესაუბრე ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იცნობდნენ ჰანნა არენდტის. ჰანნას უახლოეს მეგობარსაც შევხვდი, რომელმაც უამრავი უცნობი დეტალი გაგვანდო არენდტისა და მისი მეუღლის ურთიერთობაზე.  ფილმში ნაჩვენებია პროცესის ცოცხალი კადრები და ეს არაა შემთხვევითი, „ბოროტების ბანალურობა“ მხოლოდ აიხმანს უნდა ეჩვენებინა და არა რომელიმე მსახიობს. ის არ იყო მონსტრი, ის უბრალოდ ბრმად ემორჩილებოდა სისტემის დაწესებულ ნორმებსა და კანონებს.

-ჰანნა არენდტი შეეხო ძალიან დელიკატურ საკითხს, რომელიც ეხებოდა დეპორტაციაში ებრაელთა  გარკვეული ჯგუფის თანამონაწილეობას. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ის მაინც არ შეუშინდა ამ საკითხზე საუბარს.

-როცა ვიღებდი ფილმს „Rosenstrasse ძალიან ბევრი წავიკითხე ჰოლოკოსტზე და აღმოვაჩინე უამრავი ებრაელი მეთაურის აღიარება.. ზოგი გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებასთან პირადი ანგარისშწორების მიზნით თანამშრომლობდა, ზოგს კი – სხვა ებრაელების დახმარების იმედი ქონდა.  ისინი სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.  არენდტი უბრალოდ ტაბუ დადებულ თემას შეეხო.  მან დაწერა მისი ერთ-ერთი  ყველაზე მნიშნელოვანი წიგნი ტოტალიტარიზმზე, სადაც ერთმანეთს ადარებდა ნაციზმსა და სტალინიზმს, ჩვენ მემარცხენეებს ამის გაგონებაც არ გვინდოდა. იმ დროისთვის ჩვენთვის კომუნიზმი ხელშეუხებელი იყო.  ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, თავიდან გავაანალიზეთ ყველაფერი და მივხდით რომ არენდტი ჩვენზე ბევრად ადრე მიხვდა ყველაფერს.

-სწორედ ამიტომ არ კარგავს აქტუალობას?  

-ჩვენ მასმედიის მხრიდან იდეოლოგიურ გავლენას განვიცდით, სწორედ ამიტომაა მისი ფიგურა დღემდე ასე აქტუალური. როდისღა ვფიქრობთ ჩვენი გონებით?

-ფიქრობთ, რომ „ბოროტების ბანალურობის“ გამოცემის შემდეგ, უნივერსიტეტიდან გაძევება მის სქესთანაა დაკავშირებული?  

-ლუქსემბურგის უნივერსიტეტის (სადაც რამდენიმე სცენა გადავიღეთ) რექტორის თქმით, არცერთი მამაკაცისთვის არ უწოდებიათ უგულო და თავხედი, მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ ჰანნა არენდტს ხვდა წილად.

-გაკვრით ჩნდება არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობა.

-არ მსურდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის ჩვენება, კლიშედ მეჩვენებოდა ებრაელისა და ნაცისტის ურთიერთობაზე საუბარი. თუმცა, ჰაიდეგერთან ურთიერთობას ფრიად მნიშვნელოვან დაკვირვებამდე მივყავართ..  თუ ჰანნა არენდტისთვის აიხმანი იყო ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო აზროვნება და სწორედ ამიტომაც კარგავდა ჰუმანურობას, ჰაიდეგერი პირიქით – მოაზროვნე გახლდათ და მიუხედავად ამისა, მაინც გაება ნაცისტური იდეოლოგიის მახეში.  შეიძლება, ჰანნა არენდტი როზა ლუქსემბურგის მსგავსად უტოპისტი გახლდათ, ის ცდილობდაბნელი პერიოდის უტოპისტური ფილოსოფიით ახსნას და ვერ იჯერებდა, იმას რომ აზროვნებასაც შეეძლო ცუდის გაკეთება.

-როგორ მიიღეს კინო-სურათი?   

-ჩემდა გასაკვირვად, ყველგან კარგად მიიღეს და ბევრგან სადისკუსიო თემადაც იქცა. გერმანელი ისტორიკოსები აიხმანის ცრუ ჩვენებას ამზეურებდნენ.  საფრანგეთში – კლოდ ლანცმანმა გააკრიტიკა ფილმი. ამერიკაში პოლემიკა 60-იან წლებს შეეხეო. ისრაელში კი –  ფილმი მშვიდად მიიღეს, მისი წიგნი მხოლოდ 2002 წელს გამოიცა და მისი ფიგურის საწინააღმდეგოდ არაფერი დაწერილა, უფრო მეტიც, ფილმის თანაპროდიუსერი – ისრაელია.

hero_HannahArendt-2012-1

«პატარა აიხმანების მსგავსად, ჩვენც უარს ვამბობთ აზროვნებაზე და სწორედ ამიტომაც გაიმარჯვა ტოტალიტარიზმა“.

-თითქმის ყველა თქვენი ფილმი ქალის ფიგურაზეა კონცენტრირებული, იმ ქალებზე რომელბიც იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.   რა იგულისხმება თავისუფელბაში? თქვენთვის, დროთა განმავლობაში, ამ სიტყვამ   მნიშვნელობა შეიცვალა?  რა აერთიანებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას?

-არ მგონია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე აზრი ბევრად შემცვლოდა.ვფიქრობ, ისევ იმ გზას ვადგავარ.  შეიძლება, დღევანდელ ევროპაში ქალი ბევრად დამოუკიდებელი და თავისუფალია, ვიდრე მაშინ, როცა რეჟისორობას ვიწყებდი, მაგრამ მსოფლიოს მაშტაბით დღემდე კატასტროფულია  ქალის მდგომარეობა, ვგულისხმობ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთს. ქალისთვის მცირეოდენი დამოუკიდებლობა  საზოგადოებრივ თავისუფლებასაც ნიშნავს. ქალის დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მანიშნებელია.

„ჰანნა არენდტის“ ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დამოუკიდებლობის ფასი სიმარტოვეა.

-ჰანნა არენდტი უდიდესი მოაზროვნე იყო, მას დიადი იდეები ქონდა და ამ იდეების გავრცელების ძალაც შესწევდა… რა თქმა უნდა, როცა საკუთარი ძალებითა და შეხედულებით უპირისპირდები სამყაროს, გათვალისწინებული უნდა გქონდეს სავარაუდო შედეგი – სიმარტოვე. და თუკი აღმოაჩენ სიმართლეს, მარტო დარჩენისა და რიგი რისკების მიუხედავად, ვალდებული ხარ ეს სიმართლა თქვა.

ყველაზე უფრო რამ მოგხიბლათ ჰანნა არენდტში? 

-სწორედ მისი თამამი აზროვნებით მოვიხიბლე, რომელიც მხოლოდ მისია და არა – ვინმეს ან რაიმეს მიერ თავსმოხვეული. ის ჩავიდა იერუსალიმში, აიხმანის პროცესზე.. სხვების მსგავსად ისიც თვლიდა, რომ აიხმანი იყო მონსტრი, საშინელი დამნაშავე.. შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის შესახებ დასკვნები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.  ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის მნიშნელოვანია მაყურებელი მისი დაკვირვების მონაწილედ გავხადო, მათ ისე დავანახო აიხმანი, როგორადაც მას არენდტი ხედავდა და იმ დასკვნამდე მივიყვანო, რა დასკვნამდეც თვითონ არენდტი მივიდა.

-თქვენი აზრით, დღემდეა ძალაუფლებისთვის ბრძოლა ქალსა და მამაკაცს შორის? კიდე რისი აღმოჩენა შეიძლება თქვენს ფილმებში?

-საკუთარი თავის. ჩემს ფილმებში მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა არაა ნაჩვენები, არც მხოლოდ სოციალურ ასპექტებს ვუსვამ ხაზს. ჩემთვის მთავარია გადმოვცე, საკუთარი თავის ძიებისას რაზე წამსვლელი და რისი ამტანია კონკრეტული პერსონაჟი. ამას კი ყოველთვის მივყვარათ მარტოობისკენ. 

-სიმარტოვე და კავშირები ეს „Vision“-ის ცენტრალური თემებია. რამ მოგხიბლათ ჰილდეგარდ ბინგენელში?

-მინდოდა მეჩვენებინა შუა საუკუნეებში მოღვაწე ქალი, რომელმაც მკაცრ რელიგიურ და საზოგადოებრივ გარემოში მოახერხა საკუთარი გზის გაკაფვა და საკუთარი ნიჭიერების სწორად წარმართვა. ის მსახურობს მონასტერში, რომელსაც მართავს მკაცრი აბატი და, შესაბამისად, მას მოეთხოვება მორჩილება და თავმდაბალობა. გრძნობს, რომ მასში რაღაც უჩვეულო ხდება, მაგრამ ამ პირობებში ვერ ახერხებს გამოხატვას. მას გამოცხადებები აქვს, თუმცა მე ამ გამოცხადებების არაამქვეყნიურობის არ მჯერა. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მის ცნობიერში, მის გადასარჩენად ხდებოდა. საბოლოოდ, გამოცხადებები მას საკუთარი გზის პოვნაში ეხმარება. ის ტოვებს მონასტერს, რაც იმ პერიოდში წარმოუდგენელი რამ გახლდათ, და აშენებს ახალ, დედათა მონასტერს. იქ მას შეუძლია მეცნიერების შესწავლა, მუსიკაში დახელოვნება, მცენარეებზე კვლევების ჩატარება და ადამიანებზე ფსიქოლოგიური დაკვირვება. მისი ცნობიერი მას საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს. დღეს რომ დაბადებულიყო, უდაოდ, მეცნიერი გახდებოდა.

-ფილმში ყველაზე დრამატულია ის სცენა, სადაც ჰილდეგარდი იძახის: „რიჰარდა ჩემი ქალიშვილია, მე კი – მისი“. რას გულისხმობდა?

-ეს ფრაზა მის ერთ-ერთ წერილში აღმოვაჩინე და ის ნამდვილად ეხებოდა ახალგაზრდა მონაზონს, რომელიც დედათა მონასტრიდან სხვა მონასტერში გადაიყვანეს. რეალურად, ჰილდეგარდი ორჯერ კარგავს დედას, პირველად როცა ბიოლოგიური დედა მას მონასტერში, მისი აზრის გათვალისწინების გარეშე ტოვებს და მეორედ, როცა გარდაიცვლება მისი აღმზრდელი მონაზონი, რომელიც ერთდროულად მისი დედაც იყო და მეგობარიც. შედეგ უკვე თვითონ ხდება დედა, როცა მონასტერში ახალგაზრდა რიჰარდი მოდის, დროთა განმავლობაში ის მას სულიერი შვილად და მემკვიდრედ ესახება.. მაგრამ რადგანაც თვითონ  ობოლია, მასში დედის ფიგურის ძიებას იწყებს.. როცა ძმის ნებით, ახალგაზრდა მონაზონი ტოვებს დედათა მონასტერს, ჰილდეგარდი ერთდროულად შვილსაც კარგავს და დედასაც. მე ასე დავინახე და გადმოვეცი მათი ურთიერთობა.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s