ერიკ რომერი და ექვსი მორალური ზღაპარი

11068843_10206493974816948_2135115864_n

    ფორმისა და შინაარსის თანდმიმდევრულობის თვალსაზრისით, რომელიც მის ფილმებში გვხვდება, ერიკ რომერი უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია კინოს ისტორიაში. ისევე როგორც, იაპონელი იასუძირო ოზუს შემთხვევაში, როცა წუთებსა და წამებში, ფილმის დასაწყისშიც კი ნათელია ავტორის ვინაობა, თუმცა, არა იმიტომ, რომ მისი ვიზუალური სტილი, შესაძლოა, ოდნავ თვალში მოსახვედრია. ისევე როგორც ჰოვარდ ჰოკსი (ერთ-ერთი ჰოლივუდელი რეჟისორი, რომელზეც გიჟდებოდა რომერი 1950-იან და ადრეულ 60-იან წლებში, როცა ჟურნალ „კაიე დუ სინემას“ რედაქტორი და კრიტიკოსი იყო ), რომერიც ამჯობინებს, რომ ტექნიკა და ტექნოლოგია უხილავი იყოს თავის სურათებში. მართლაც, ისე მოჩვენებითად მარტივი და პირდაპირია მისი ნამუშევრები, რომ ზოგიერთი „ცარიელ ლაზღანდარა ფილმებთან“ აიგივებს მათ. ამგვარი შეფასება სწორია (მაგრამ არც თუ ისე მახვილგონივრული), რადგან მიუთითებს რეჟისორის დიალოგებისადმი დიდ სიყვარულზე, და ამავე დროს ზუსტიც, რამდენადაც გულისხმობს მის ჯადოქრულ უნარს, შეისწავლოს გრძნობები, შეხედულებები და ფიქრები, ვიდრე დაკავდეს კონკრეტული მოქმედებების (თაღლითების დაჭერა, სამყაროს გადარჩენა, მტრის მოკვლა, გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა და ა.შ) ასახვით, რომელსაც როგორც წესი, რეჟისორთა უმეტესობა მიმართავს. მაგრამ ეს შეფასება აბსოლუტურად არ არის საკმარისი მისი ნამუშევრების მიმზიდველი, ემოციური, ინტელექტუალური და დრამატურგიული  დახვეწილობის აღსაწერად. რომერის ფილმი არ არის უბრალოდ დრამა ან კომედია, ლავ სთორი ან სასპენსი, ფსიქოლოგიური ან ფილოსოფიური კინო. იგი არის ამ ყველაფრის კომბინაცია და კიდევ უფრო მეტი. არ აქვს მნიშვნელობა ორიგინალი სცენარის მიხედვითაა გადაღებული თუ ადაპტირებულის, აწმყოში ხდება მოქმედება თუ წარსულში, ქალაქსა თუ სოფელში, პირველ რიგში ეს რომერის ფილმია. შეიძლება ითქვას, მან საკუთარი ჟანრი შექმნა.

   დღევანდელი გადასახედიდან, ეს აშკარად იგრძნობა  მის პირველ მხატვრულ ფილმშიც კი -“ლომის ზოდიაქო“(1962), მაგრამ ეს უფრო ნათლად მჟღავნდება მის ექვს მორალურ ისტორიაში, რომელიც მან მომდევნო დეკადაში გადაიღო. პირველი ორი ფილმი – „მეფუნთუშე გოგონა მონსოდან“(1962)  და „სუზანის კარიერა“(1963) – იყო მოკლემეტრაჟიანი, გადაღებული იაფფასიან 16 მმ ფირზე, და ამ ფილმების მთელი მომხიბვლელობა იმაშია (განსაკუთრებით როცა რომერის მომდევნო საოცარ ფილმებს ვადარებთ), რომ ისინი ერთი რიგითი ახალბედას ნამუშევრებს გავს. მაგრამ ამ ფილმების ძირითადი სიუჟეტური ხაზი – რომ, ახალგაზრდა კაცს, რომელიც თითქოსდა უკვე დატყვევებულია ერთი ქალით, ყურადღება მეორეზე გადააქვს, და მთელი ფოკუსი მიმართულია გაუთავებელ ემოციურ ცვლილებებზე და თავგზაამბნევ ურთიერთობებზე, რომლებშიც ეს სრულიად არარმონატიკული პროტაგონისტები ეხვევიან, –  იმ რითმს და ტონალობას აწესებს, რომელიც მორალური ციკლის თითოეულ ფილმს დაჰკრავს. რომერმა გადაწყვიტა კურსი აეღო ერთგვარი ციკლის გადაღებისკენ, როგორც დაფინანსების უზრუნველყოფის მხრივ, ასევე მაყურებლის შემზადების, რომ შეეგუებინა ისინი მის ერთგვარ უჩვეულო ჟანრულ წიაღსვლებს და არამეინსტრიმულ ლიტერატურულ ნარატივებს. მაგრამ ეს სტრატეგია ასევე საშუალებას აძლევდა, შეექმნა შესანიშნავი მხატვრული სერიები, რომელიც იქნებოდა ერთი კონკრეტული მდიდარი თემის სხვადასხვა ვარიაციები და დაეხმარებოდა მას საკუთარ იდიოსინკრაზიული სტილისთვის ხორცი შეესხა წარმოდუგენლად მოკლე დროში.

    “კოლექციონერი“ (1967) შვებულებაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მოგვთხრობს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ არ გახდნენ იმ თავაშვებული, ლამაზი ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლნი, რომელმაც ორივე მათგანს დაუკარგა მოსვენება. აღმოჩნდა, რომ რომერის ირონია უფრო ბასრი ხდება და ვიზუალურადაც გამოხატავს ამას – როცა იყენებს ლაჟვარდოვანი სანაპიროს (cote d’azur) ფერებს დახვეწილი, მკაფიო და მოგონებების ამშლელი კომპოზიციის შესაქმენლად, როგორც ეს იმპრესიონისტულ ფერწერაში გვხვდება. შემდეგ მოდის მისი პირველი სრულყოფილი შედევრი „ჩემი ღამე მოდთან“ (1969). თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს შავ-თეთრი ფილმი – გადაღებული ზამთრის კლერმონ-ფერანში, აგებული, ძირითადად, ორ ადამიანს შორის დიალოგებზე, რომელთა  ნაწილი ბლეზ პასკალის ფილოსოფიითაა შთაგონებული – ოსკარზე წარდგენილი წარმატებული ფილმი გახდებოდა? ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ ფილმში რომერმა გამოავლინა თავისი განსაკუთრებული ნიჭი აბსტრაქტული იდეებისა და შინაგანი კომპლექსების გადმოცემისა, არა მხოლოდ სიტყვებით (რომელიც, რა თქმა უნდა, გამოხატავს ან არ გამოხატავს ჭეშმარიტებას), არამედ  მზერისა და ჟესტიკულაციების ნუანსირებული დეტალიზაციით. ამდენად, კათოლიკე ინჟინრის ქვეცნობიერი ეჭვები ღმერთის რწმენასა და თავის მყარი გადაწყვეტილებების სიძლიერეში, როცა ცდილობს დარჩეს მართალი საკუთარ თავთან (უფრო ზუსტად, იმასთან – როგორადაც თავი წარმოუდგენია),  მჟღავნდება მის უხერხულ მოძრაობებში – როდესაც ის ლოგინზე წევს და ამაოდ ცდილობს მძინარე, ლამაზი და შიშველი ქალის იგნორირებას.  მოკლედ, მეტაფიზიკური განწყობა ჩინებულად გარდაიქმნება და ექცევა ფიზიკურ ფორმაში.

    ამ და მომდევნო ორ ფილმში – „კლერის მუხლი“(1970) და „სიყვარული შუადღეზე“(1972) – რომერი ადასტურებს თავის ოსტატობას და ორიგინალურობას და წარმოგვიდგება, როგორც ადამიანური ვნებებისა და შფოთვების მახვილგონიერი, არასენტიმენტალური  და ამავე დროს ღრმად ჰუმანური მკვლევარი. ისევე, როგორც მისი საუცხოო, ლაქლაქა პერსონაჟები – როგორც წესი, შედარებით უცნობი მსახიობები რომ თამაშობენ და მათი უმეტესობა ცხოვრებაშიც იგივეს რომ აკეთებს (ხატავს, წერს, მარქსისტია), რასაც ეკრანზე – ფიქრობენ და ბჭობენ სიყვარულზე, სილამაზეზე, ბედნიერებაზე, სამსახურზე, ამბიციებზე, ეთიკაზე და ა.შ. ასევე, რომერსაც მნიშვნელოვნად მიაჩნია პატივისცემით და თანაგრძნობით აჩვენოს და ყურადღება გაამახვილოს, თუ რას ამბობენ გმირები და როგორ ახორციელებენ იმას, რასაც ამბობენ.. იგი ფრთხილად და დაკვირვებით, მაგრამ უთუოდ კარგად  გვაჩვენებს უფსკრულს ნათქვამსა და გაკეთებულს შორის,  რეალურ გრძნობებსა და გაფიქრებულს შორის, რაციონალურსა და იმპულსურ ქმედებას შორის, გარეგნულ მხარესა და რეალობას შორის.

     რომერი ფილოსოფიური კინოა, მაგრამ ამავდროულად იგი მუდმივად კავშირშია ყოველდღიურობასთან:  რომერი არ ინტერესდება ძლიერი დრამებით, მაგრამ ის უთმობს უზარმაზარ ყურადღებას სწორად შეარჩიოს დრო, ადგილი, განათება და ხმები. (მან გადადო ფილმის „ჩემი ღამე მოდთან“ გადაღებები თითქმის ერთი წლით, არა მარტო იმისთვის, რომ მთავარ როლზე ჟან-ლუი ტრენტინიანი აეყვანა, არამედ იმიტომაც, რომ ფილმი პასკალის მშობლიურ ქალაქში – კლერმონ-ფერანში გადაეღო ზამთრის სეზონზე) გამომხატველობით დეტალებზე კონცენტრირებით – მაგალითად, ფილმი „მეფუნთუშე გოგონა მონსოდან“ იწყება პარიზის ქუჩების ჩვენებით, რომლის იერსახეც საგულდაგულოდ და დიდი სიფრთხილით დაიგეგმა გადაღებების დაწყებამდე – რომერი ახერხებს, რომ თავისი უჩვეულოდ ფორმულირებული და ქარაგმული ფილმები გახადოს აბსოლუტურად ავთენტური, როგორც ადამიანის ქცევების, ვნებების, საჭიროებების და მოტივაციების უზუსტესი და ნატიფი ესკიზები. მისი მშვიდი, პოეტური კინემატოგრაფიული გენიის დამსახურებით, ფილმების შექმნის მისეული ხელოვნება საიდუმლოდ რჩება, მაგრამ ამოუწურავი ჰუმანურობა – უსასრულო ინტერესი პიროვნებებისადმი მათი თანდმევი ოდნავ აბსურდული, თავგზაამბნევი ამაოებით,  თუ უანგარო კეთილშობილებით – ყველაფერი ეს ცხადია მის სურათებში და ყველას შეუძლია ამის ხილვა.

ავტ. ენდრიუ ჯოფი (The Criterion Collection/კრიტერიონის კოლექცია)

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s