ინტერვიუ ალეხანდრო ხოდოროვსკისთან

actor-alejandro-jodorowsky-ademas-archivo_ecmima20130424_0029_4

A.B. – ალეხანდრო, თუ გადავხედავთ იმას რასაც შენ დღეს აკეთებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი უფრო რენესანსის პერიოდის არტისტისთან გაახლოვებს, ვიდრე იმასთან, რასაც დღეს „კრეატიულობას“ ვეძახით. იმდენად, რამდენადაც შენ ერთროულად ხელოვნების სხვადაასხვა ჟანრში მოღვაწეობ:  მუშაობ კომიქსებზე , იღებ ფილმებს, დგამ სპექტაკლებს, წერ ლექსებს, რომანებს და აქვეყნებ ფილოსოფიურ ნაშრომებს…   

-ვფიქრობ, რომ დღევანდელი არტისტი მრავალმხრივ მიზანდასახული უნდა იყოს, ათასობით კურდღელსაც კი უნდა აედევნოს უკან. დღეს იარლიყი შეზღუდულია. აღატაცებაში მოვყავდი ლეონარდო და ვინჩის, მას შეეძლო ხელოვნებაში ნებისმიერი სხვა აქტივობის ჩართვა, მათ შორის მეცნიერებისაც, ვაფასებდი კოქტოს, შემდეგ უკვე ტოპორს, პაზოლინის, არაბალს, დალის… ერთსა და იმავე პერიოდში მათ მოახერხეს საკუთარი გზისა და მიმართულების არჩევა.

-დასავლეთ ევროპაში „ტოტალური ხელოვნების“ ყველაზე ცნობილი მაგალითია ვაგნერი.. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? 

-ვფიქრობ, ის რაც იგულისხმება „ტოტალურ ხელოვნებაში“ ეს ყველაფერი ფაშისტური რეჟიმის მანია გახლდათ.  აქ იმაზე არაა საუბარი, რომ ყველა თეფშზე  თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული საკვები, ყველაფერი თავის ადგილზე… იაპონელებმა გვასწავლეს, რომ თითოეულ კერძს განსხვავებული ჭურჭელი უნდა ქონოდა: სადილის თეფში, ღრმა თეფში, დესერტის თეფში, ლანგარი და ა.შ. მრავალმხრივი არტისტი სულაც არაა ტოტალური ხელოვნების წარმომადგენელი. ეს არ გულისხმობს 20 სართულიანი სენდვიჩების გაკეთებას.  საუბარია იმაზე, რომ თითოეულმა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები, იპოვოს საკუთარი კონტექსტი და საკუთარი გზა. ვაგნერი არ დაუშვებდა ჰაიკუს… მაშინ როცა „პოლივალენტური“   არტისტი ჭიანჭველის ყვირილს ფონად ვეშაპის კუილს დაურთავდა..

-მისმინე, ალეხანდრო, რადგანაც ხშირად დაგყვები შევამჩნიე, ზოგისთვის მასწავლებელი ხარ და ზოგისთვის – გურუ. ამაზე რას მეტყოდი? 

-მასწავლებელი მასწავლებელია, გურუ კი – გურუ. მოსწავლეობა მაშინ მთავრდება, როცა ვიღაცა თვითონ ხდება მასწავლებელი. ამაზე ერთი ისტორია გამახსენდა: ერთი მასწავლებელი საცალფეხო გზის გზაჯვარედინზე გაშლილი ფეხებით ზის.. ამ დროს ერთ-ერთი მისი მოსწავლე მძიმედ მოაგორებს მიწით სავსე ურიკას და იძლებულია სწორედ ის ადგილი გაიაროს, სადაც მასწავლებლის ფეხებია გადაშლილი.. მოკლედ, მიმართავს: „მასწავლებო, თუ არ შეწუხდებით, შეგიძლიათ ფეხები გაწიოთ?“. მასწავლებელი თვალებს ხუჭავს და პასუხობს: „ვმედიტირებ. ნუ მაწუხებს! არ გავინძრევი!“. მოსწავლე ისევ აგრძელებს: „კი მაგრამ, მასწავლებელო, საქმე მაქვს ბოლომდე მისაყვანი“. მასწავლებელი ამაზე გაბრაზებული პასუხობს: „არ იშლი ხო შენსას?! გითხარი არ გავინძრევი-მეთქი! თავი დამანებე და შენს საქმეს მიხედე!“. მოსწავლე ღრმად ამოისუნთქავს, აიღებს თავის ურიკას და მასწავლებელს პირდაპირ ფეხებზე გადაუვლის. ფეხებმოტეხილი მასწავლებელი ეუბნება მას: „ამიერიდან შენ გარდაიქმენი მასწავლებლად“.
სანამ გვესაჭიროება მასწავლებლები, იქამდე გურუ გურუდ დარჩება,  უფრო სწორად, იქამდე სანამ არ მივხდებით, რომ მასწავლებელი თვითოეულ ჩვენთაგანშია. ჩვენში უდიდესი სიბრძნე, რწმენა და სიყვარულია – ყვეალფერი ის რაც გვჭირდება.

-ხშირად სვამენ კითხვას თუ რა არის რეალობა და რა იმალება მის მიღმა.. ძირითადად ამ კითხვას შენ გისვამენ…  

-საინტერესო, საკმაოდ დიდი და კომპლექსური კითხვებია, რომლებიც მარტივ პასუხებს საჭიროებენ. რეალობა ეს არის ყვავილზე შეყვარებული ფუტკარი და ფუტკარზე შეყვარებული ყვავილი, მათი სექსისა და ფანტასტიკური ორგაზმის შედეგია ცეკვა, რომელიც თავის პატარა სამყაროში იკეტება. შინაგანი ხედვიდან მოდის გარე ხედვა – ეს გასაოცარია: ჰიპერბოლა, გალაქტიკები, ცისარტყელები, ყველაფერი წარმოუდგენლად ლამაზია და ამ სილამაზეში ჩვენც ვიგულისხმებით. მიკრო და მაკრო სამყრაოს გასაოცარი ურთიერთობა.. ის რაც ვართ და რანიც ვიქნებით, რეალურად აწმყო დროში ვითარდება; ჩვენ მთლიანი სამყაოს განუყოფელი ნაწილი ვართ.

ჩვენ ვართ სამყარო, მარადიულობა, მუდმივობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წამდაუწუმ გვიმეორებს, რომ ჩვენი აქ ყოფნა დროებითი და შეზღუდულია. ჩვენ ვართ ღმერთი, ჩვენი ანგელოზებს ვუტოლდებით, შეიძლება უფრო მეტი დატვირთვაც გვქონდეს. ჩვენი ცნობიერება გალაქტიკისთვისა და სამყაროსთვის შეუცვლელია. სწორედ ამიტომ ვარ უნიკალურნი და გარდაუვალნი. ეს არის ის დღესასწაული, რომელიც წინ გველოდება – რეალობა ისაა რასაც მის მიღმა ვხედავთ.

-რას ფიქრობ გასულ საუკუნეზე? 

-მას ისტორიის ნაგავსაყრელზე გადაისვრიან.  წმინდა კვერცხის მსგავს პატივს მიაგებენ. ისევე შეიზიზღებენ, როგორც გველის შხამს. ჩემს აწ უკვე გარდაცვლილ სულში კი – სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს.

-შენ ქალაქში ცხოვრობ და ძალიან ბევრს მოგზაურობ; ისიც აღსანიშნავია, რომ ცხოვრობ მეოთხე სართულზე.. ოთხიანი კი ფრიად ლამაზი და მნიშვნელოვანი ციფრია, ის სტაბილურობისა და მიწიერი სრულყოფილების აღმნიშვნელია.

-მე ვცხოვრობ მეოთხე სართულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწიდან ოთხი სართულით მაღლა ვცხოვრობ, სახლში მყავს ხუთი კატა, თითოეულ მათგანს კი – ოთხი თათი აქვს, ჩემი და შენი ფეხების ჯამი ოთხს უდრის, პლიუს – ოთხფეხიან სავარძლებში ვზივართ… ყველაფერი ის, რაც უმნიშნელო გვეჩვენება, რეალურად ჭეშმარიტი პოეზიაა… მე კი, რომელიც ძალიან ბევრს ვმოგზაურობ ვიცი, რომ არსებობს არა ოთხი, არამედ ექვსი მხარე: წინა, უკანა, ზევითა, ქვევითა, მარჯვენა მხარე, მარცხენა მხარე, ცენტრი და ზედაპირი.. ერთიანობას იძლევა არა გამოკლება, არამედ – მიმატება.. ყველაფრის ერთიანობა სამყაროს პოეზიას ქმნის…

-რა არის პოეზია?

-იმისთვის, რომ ვიცხოვროთ პოეტურად, საჭიროა გავაჭენოთ უჩინარი ვეშაპი..  პოეტურობა ცნობიერის ერთ-ერთი ფორმაა, ხოლო პოეტურ ცნობიერებაში სხეული და სული ერთმანეთისგან არ განსხვავდება. რეალობა ერთგვარი მასაა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.. ჩემს ზევით ჩამქრალი ნათურა მეუბნება, რომ სინათლის მატარებელი მე თვითონ ვარ..

 –მაშინ რა არის სხეული?  

-სხეული მომაჯადოვებელი ბაღია და არა ციხე, რადგანაც კანი უსაზღვროა, ხოლო ძვლებში – უსასრულობა სახლობს. მოკლედ, ჩემი სული ეს ჩემი სხეულის ციხეა, სწორედ ის ბიოლოგიური ღმერთი, რომელიც გონებად ვაქციე. რაში მაინტერესებს ეს სამყარო? სამყაროში ვგულისხმობ იმას, რაც ჩვენ ჩვენში შევქმენით, იმ ნაგავს რითიც გადავავსეთ ოქროს ფიალა.. ზოგჯერ კარგია ნაგავისგან გათავისუფლება და სეფისკვერის მიღება… ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს ეს ზიარებაა. როგორ შეიძლება არ მჯეროდეს ზიარების, როცა ჩემი წმინდა დედა, ჩემს ბანჯგვლიან მამასთან ჟიმაობდა?

-შენ ხშირად საუბრობ იმაზე, რომ ხელოვნებას (მნიშვნელობა არ აქვს ეს პოეზია იქნება, თეატრი თუ კინო) შეუძლია „არტ თერაპიად“ გადაქცევა. იმასაც აღნიშნავ, რომ ამის გარეშე ხელოვნება თავის ფუნქციას კარგავს და მისგან მხოლოდ სოლიფსიზმი, ნარცისიზმი და ეგომანია რჩება. .

-ის ხელოვნება, რომელსაც მე ვაკეთებდი და რომელიც არ ექვემდებარებოდა განკურნებას, სხვა არაფერი იყო თუ არა ჩემი ნევროტიკული ეგოს მანიფესტაცია.  თეატრში ვმუშაობდი იქამდე, სანამ ხალხი არ დავაჯერე, რომ „მე“ მიყვარდა თეატრი; ფილმებს ვიღებდი და ცეკვებს ვდგამდი იქამდე, სანამ არ დავაჯერე, რომ ეს ყველაფერი „მე“ შევქმენი…

ახლა, როცა ფეხი მტკივა ვკოჭლობ, როცა კარიესი მაქვს, ჩემი პოეზიაც ყარს. თუ შენს ბეჭებს ფრთებად ვერ აქცევ, მაშინ მთელი ცხოვრება ჭიის მსგავსად ფორთხვა მოგიწევს.. დასკვნა: შენ გკურნავ ჩემი განკურნებისთვის.

 –პოეზია ეს ფსიქომაგიაა, გამოდის რომ „აქტები“ კურნავს? 

-უხეშად რომ ვთქვათ, ფსიქომაგია რეალობას სიყვარულით აპანჩურებს. ამ გასაოცარ იმპულს  ის ინერტულობიდან გამოყავს და აცეკვებს.

იცი, ანტონიო, რა მომენტია?!  სამყაროს ვერ შეცვლი, მაგრამ შეგიძლია ცადო მისი შეცვლა. ძველი აღთქმის „დაბადების“ კითხვის დროს, ჩემზე ძალიან იმოქმედა ფრაზამ: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“. წერია „თავდაპირველად“ და არა „თავიდან“.. გამოდის რომ ცა და მიწა, როგორც მარადიული საწყისი  თავიდანვე არსებობდა და მას არანაირი დასასრული არ ემუქრება. არ მინდა რევოლუციის მოხდენა, ერთადერთი რაც მსურს ეს შეცვლაა.. ც ვ ლ ი ლ ე ბ ა…  განკურნებამდე სიყვარული მინდა გასწავლო.

ხელოვნება საწყის უბრუნდებაა.. იმის გათალისწინებით, რომ დასაწყისი მარადიულია, რაღატომ აგრძელებენ წინ სვლაზე საუბარს? რაღაცები ზუსტად ამ წამს, ყოველ წუთში იშლება. იყო თხევადი, გამჭვირვალი იმის ფონზე, როცა დღეს  ყველაფერი ისედაც  ბლანტია…

რეალურად, თავი პოეტად არასოდეს მიგრძვნია, უბრალოდ ლექსებს ვწერდი ხოლმე, ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი მაინც. როგორც კატა, რომელიც ჯიუტად აგრძელებს თავის გარშემო ტრიალს და მიუსადეგარი ადგილის კბენას.. როგორც წმინდანი, რომელიც არაა სასწაულმოქმედი, მაგრამ შეუძლია დანახვა.. პოეტიც არ ცხოვრობს პოეტურად, ის უბრალოდ მარტივად იღებს და ეგუება სიცოცხლის არსებობას…

დედაჩემს ჩემდამი სიყვარული არასოდეს გამოუვლენია. ისე მოკვდა, რომ ჩემთვის ერთი თბილი სიტყვაც არ უთქვამს. გუშინ ჩემმა დამ პერუდან დედაჩემის მიერ 30 წლის წინ მოწერილი წერილი გამომიგზავნა: ეს წერილი ბოდვითი სიყვარულის პოემაა… ასეა: მე არ მდომებია პოეზია, მან თვითონ, დამოუკიდებლად მომაგნო…

-ხოდოროვსკი მალე (თუ უკვე არა) მითი დ ვარსკვლავი გახდება.. დღეს ვინაა ხოდოროვსკი?     

-ცნობიერის სამარე, რომლის შიგნითაც მოცეკვავე ჩონჩხი სახლობს… ჰერაკლიტე იძახდა „მზე ჩემს ფეხს არ აღემატება“.. ორჯერ არ შევდიავრ ერთსა და იმავე მდინარეში, არა იმიტომ, რომ მდინარე იცვლება, არამედ – იმიტომ, რომ მე თვითონ ვიცვლები..  დიდი ხანია შევწყვიტე ხოდოროვსკად ყოფნა..

-და ახლა ვინ ხარ?

-არ ვიცი, ამას არ აქვს მნიშნელობა. ახლა მხოლოდ მომენტის მხიარულობით ვინტერესდები. ზოგჯერ სიტყვას „მხიარულობას“ „ბედნიერებით“ ვანაცვლებ. სიცოცხლისთვის, ამ საოცარი სასწაულისთვის ყველას და ყველაფერს ვუხდი მადლობას. იყო ცოცხალი ეს ენით აღუწერელი სიამოვნებაა.. წარმოიდგინე,  რომა რა ეს სიამტკბილობა, დღეს ჩვენც ვერ შევხდებოდით ერთმანეთს და, შესაბამისად, ვერც ეს ინტერვიუ  იარსებებდა…

ანტონიო ბერტოლი

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s